წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი) - გვერდი 2
წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (+1942) - 23 ნოემბერი (6 დეკემბერი) - გვერდი 2
* * *

სასკოლო ასაკს მიღწეული გრიგოლი დედამ თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1913 წელს გრიგოლმა დაამთავრა სასწავლებელი და თურმე მაშინვე ჩაება საოჯახო ფერხულში, მხარში ამოუდგა დედას. განსაკუთრებით ყურადღებით უვლიდა პატარა ვასოს, რომელიც შემდეგში ხშირად იგონებდა, - გიგოს ჩემთვის არა მარტო ძმობა, მამობაც გაუწევიაო.

სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გრიგოლ ფერაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, რომლის რექტორიც იმხანად იყო ცნობილი მეცნიერი, დეკანოზი კორნელი კეკელიძე, შემდეგში თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მასა და ჭაბუკ გრიგოლს შორის იმთავითვე თბილი, მამაშვილური ურთიერთდამოკიდებულება დამყარდა. კორნელი კეკელიძე ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდა ნიჭიერ სტუდენტს. სწორედ კ. კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა საკათალიკოსო საბჭომ გენერალ ფონ კრესს თხოვნით, გაეგზავნათ ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე, როგორც სასულიერო სემინარიის პირველი ხარისხის დიპლომიანი ახალგაზრდა, გერმანიაში რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში თეოლოგიურ ფაკულტეტზე სასწავლებლად. ფონ კრესს აღუთქვამს კიდეც დახმარება, მაგრამ გერმანიის რევოლუციის გამო ეს გეგმა ჩაიშალა. სწორედ კორნელი კეკელიძესთან, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიის უბადლო მცოდნესთან სიახლოვემ განაპირობა გრიგოლის მომავალი ინტერესების სფეროს ფორმირება. იგი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიის საკითხების შესწავლით დაინტერესდა.

სემინარიაში ახალგაზრდა გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდიდარ სასულიერო ლიტერატურას გაეცნო. ეს იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის აქტიური პერიოდი. ამ მიზნის მისაღწევად იღვწოდნენ მომავალი პატრიარქები: კირიონი და ლეონიდე, სემინარიის მაშინდელი რექტორი კორნელი კეკელიძე.

წმინდა გრიგოლი სემინარიის თვალი და გული იყო. ამიტომ, როდესაც გადაწყდა თბილისის მფარველი წმინდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდის შექმნა, მისი თავმჯდომარეობა სწორედ გრიგოლ ფერაძეს ანდეს, მაგრამ 1917 წლის რევოლუციამ ამ საქმის განხორციელებას ხელი შეუშალა.

1918 წელს გრიგოლ ფერაძემ წარჩინებით დაასრულა სემინარიის ექვსივე კურსი, რაც მას რუსეთში და სხვა ნებისმიერი ქვეყნის სასულიერო აკადემიაში გამოცდების ჩაბარების უფლებას აძლევდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გრიგოლის გეგმებს ხორცშესხმა არ ეწერა: ეს იყო დიდი ისტორიული კატაკლიზმების დრო; რუსეთში რევოლუცია მძვინვარებდა, საქართველოს რესპუბლიკამ კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როგორც უკვე მოგახსენეთ, გრიგოლის გერმანიის თეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მცდელობაც კრახით დასრულდა ისევ ისტორიული ვითარების გამო: იმ დროს გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი იყო.

1918 წელს გრიგოლი ახალგახსნილი ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იმავდროულად დაიწყო მუშაობა მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ხანდაკში. მომდევნო წელს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და იძულებული გახდა, დროებით შეეწყვიტა სწავლა (1919-1921). იგი მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. 1921 წლის დასაწყისში გრიგოლ ფერაძე მშობლიურ უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ძალიან მალე, თებერვალში საქართველოში შემოიჭრა წითელი მე-11 არმია, რის შემდეგაც გრიგოლი ორ ძმასთან ერთად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. ამის შესახებ თვითონ გრიგოლ ფერაძე იგონებს: "მთელი საქართველო სისხლში ცურავდა. სამივე ძმა ფრონტზე ვიყავით. დედაჩემი თბილისში იყო. არაფერი იცოდა ჩვენ შესახებ. სამი ძმიდან პირველი მე დავბრუნდი სახლში. ბინა გაქურდული დამხვდა. ქალაქი შიმშილობდა. დრო არ მქონდა დასვენებაზე მეფიქრა. უნდა მეჩქარა, რათა უმცროსი ძმა მომეძებნა. სხვადასხვა ცნობა მოდიოდა მის შესახებ. სამი ქალაქი მოვიარე იმ იმედით, იქნებ მეპოვა, უმეტესად ფეხით დავდიოდი - ძლივს მივაგენი დაკარგულ ძმას, რომელსაც ჩემი ჩასვლის დღეს ფეხი მოჰკვეთეს".

ამაო გამოდგა ყველაფერი, ჩვენს ქვეყანას წითლები დაეპატრონნენ. მათ შეუტიეს ყოველივე ქართულს, ყოველივე წმინდას, მათ შორის საქართველოს ეკლესიასაც. შიშმა დაისადგურა ირგვლივ. კომუნისტური ტერორისთვის რომ გაერიდებინა კორნელი კეკელიძემ 1921 წლის მარტში გრიგოლი დროებით კახეთში, სოფელ მანავში მასწავლებლად გაგზავნა. მანავში გატარებული დროის შესახებ წმინდა გრიგოლი ბევრს წერს თავის დღიურებში. მანავი და იქაური ყოფა ასე აქვს აღწერილი: "სოფელი მთის ფერდობიდან დაცილებული იყო, ნაგებობებს ემუქრებოდა ღრმა ნაპრალები და ბზარები, რომლებიც გადაკვეთდნენ ნაკვეთებს, ქუჩებს და ეზოებს. რამდენიმე სახლი უკვე თავზე ენგრეოდათ არხეინ სოფლელებს. ამ მომავალ საფრთხეში ეს ყოვლად გულგრილი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტ ძალებს ჭვრეტდა და არავითარ ღონისძიებას არ მიმართავდა მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად". თავისუფალ დროს გრიგოლი, უსახსრობის გამო, ერთ სომეხს ედგა მოჯამაგირედ. მანავს იგონებს მოთხრობაში "ბედისწერა", რომელიც შემდეგ ლაიტმოტივად დაედო მამა გრიგოლის შესახებ გადაღებულ პოლონურ-ქართულ ფილმს "თეთრი ანგელოზის ძიებაში" (რეჟისორები ეჟი ლუბახი და თამარ დულარიძე). მოთხრობის ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი ხის ჩრდილსაა შეფარებული და წიგნს კითხულობს, ამ დროს მოჯამაგირის ძმა - მწყემსი მიხა მოაკითხავს. წიგნიდან ფურცელი გამოფრიალდება, რომელსაც ანგელოზი ახატია, მწყემსი მიხა აიღებს ფურცელს და გაოცებით ეტყვის: ასეთ ანგელოზს მეც განახვებ, უდაბნოში ერთ-ერთ ტაძარში სახლობსო. დათანხმდება, შემოაჯდება მწყემსი მიხას მეორე სახედარს და უდაბნოსკენ გაეშურებიან. გზად მიხას სახედარს გველი დააფრთხობს, ჩაიმუხლება, მიხა ჩამოვარდება. უხსენებელი დავარდნილს ქუსლზე უკბენს. მისი მეგზური გვიანღა მოისაზრებს ქუსლიდან შხამის გამოწოვას. "ჩემი ბაგე თითქოს რაღაც სიწმინდეს შეეხოო, - ასე წერს გრიგოლი და ბოლოს ამბობს: - რომ მოვიყვანე, სოფლად უკვე მომაკვდავი მიხას თვალებიდან თეთრი ანგელოზი შემომცქეროდაო".

1-ელ მაისს წმინდა გრიგოლი თბილისში ჩამოვიდა, რათა აღდგომის დღესასწაული სხვებთან ერთად ეზეიმა, მაგრამ... ტრაგიკულია ამ დღის მისეული აღწერა: "სიონის საკათედრო ტაძარში მორწმუნეთა სიმცირე იგრძნობოდა. თვით კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე წირავდა რამდენიმე მღვდელთან ერთად... ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას, პატრიარქმა შემამჩნია და მომესალმა - "ქრისტე აღდგა". ავტომატურად ვუპასუხე, როგორც წესი იყო და თან გამოვყევი. ახალი დღე იწყებოდა. პატრიარქის სასახლისკენ მიმავალი, აღდგომის დღეებში ყოველთვის ხალხმრავალი ქუჩა ახლა სრულიად დაცარიელებულიყო, ფანჯრის დარაბებიც მიეხურათ.

პატრიარქი მარტო მიდიოდა. არც ერთი მღვდელი არ აცილებდა მას. მე შორიახლოს მივყვებოდი. ქუჩის კუთხეში ორი წითელარმიელი გამოჩნდა. ზიზღით შეხედეს პატრიარქს და გზა განაგრძეს... სასახლეში შესვლისას პატრიარქი შეჩერდა, თითქოს იგრძნო, რომ უკან მივყვებოდი. ორივე ხელი ჩამავლო და ტკივილით და დარდით სავსეს მამობრივი ხმით მითხრა, - "სულიერად დაცემული ვარ. წადი აქედან, გადაარჩინე შენი ახალგაზრდობა". შევიგრძენი მამაშვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც".

წმინდა გრიგოლმა დაინახა, თუ რა უფსკრულისკენ მიექანებოდა მისი სამშობლო, თუ რას უქადდა ბოლშევიკური იდეოლოგია ყოველივე წმინდას, რაც კი ქართველს გააჩნდა... "სიძულვილს დაუსადგურებია ერებს შორის, მძვინვარებს ომები, ძმა ძმას არ ინდობს, საზოგადოებაში კლასობრივი განსხვავებებია. დღევანდელობის დროშებად მოგვევლინენ ლამაზი ლოზუნგები, რომელთა მიღმაც სიბინძურე და თვალთმაქცობა იფარება".

1921 წლის შემოდგომაზე გარეკახეთის სამღვდელოებამ გრიგოლ ფერაძე თავის წარმომადგენლად გაგზავნა მესამე საეკლესიო კრებაზე გელათში. ამ კრებაზე ხელმეორედ დაისვა საკითხი სხვა ახალგაზრდებთან ერთად გრიგოლ ფერაძის გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ. ამჯერადაც მას კორნელი კეკელიძე და მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) შუამდგომლობდნენ. მისი ბედით დაინტერესდნენ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და ცნობილი გერმანელი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე არტურ ლაისტი.

აი, რა მისწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გერმანიის საელჩოს თბილისში: "საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება.

წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია "ოფიციალურ" საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე, და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია როგორც მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა.

გრიგოლ ფერაძე ამ ქართველთაგან პირველია, რომელსაც განზრახული აქვს მომავალში თავისი ცოდნა და ენერგია ქართულ ეკლესიას მოახმაროს.

მე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამ ღვთის მოსაწონ საქმეში მას კურთხევას ვაძლევ და მესამე საეკლესიო კრებამაც ერთხმად დაადგინა, შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალურად დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდას.

ფერაძე გერმანიის დიდი მოყვარული და თაყვანისმცემელია. ამდენად, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საშუალება გვექნება საეკლესიო საკითხებში გერმანიასთან დავამყაროთ კავშირი.

ფერაძე პირველი თეოლოგია, რომელიც გერმანიაში მიდის, შემდეგ კი სხვებიც გაჰყვებიან მის კვალს.

გელათის მონასტერი

1921 წ. 6 სექტემბერი

ამბროსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

კათოლიკოს-პატრიარქმა ეს სარეკომენდაციო წერილი კრების დამთავრებისთანავე შეადგინა გელათში და აქედანაც ჩანს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ევროპაში ნიჭიერი ახალგაზრდების გაგზავნას თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად, რათა შემდეგ მათი საშუალებით გაეღრმავებინათ კავშირი ევროპასთან საეკლესიო საკითხებში.

პირველი გერმანელი, რომელმაც ხელი შეუწყო გრიგოლ ფერაძის გერმანიაში გამგზავრებას და რომლის სარეკომენდაციო ბარათიც ახლდა კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის წერილს, იყო არტურ ლაისტი. მან თარგმნა კათოლიკოსის წერილიც, მიწერილი დოქტორი ლეფსიუსისადმი. არტურ ლაისტი წერდა:

"ღრმად პატივცემულო ბატონო,

ამ წერილის მომტანი, ბატონი გრიგოლ ფერაძე, ქართველი ახალგაზრდა, აპირებს ბერლინში ევანგელისტური თეოლოგიის შესწავლას, რათა შემდეგ თავის სამშობლოში ქართული სამღვდელოების სულიერი და მორალური აღმავლობისათვის იზრუნოს. ბატონი ფერაძე ძალიან მონდომებულია და მე იგი ძალიან თბილად წარმომიდგინა ქართული ეკლესიის მწყემსმთავარმა. თუმცა ახალგაზრდა კაცის ფულადი სახსრების სიმცირისა და ქართული ეკლესიის მმართველობის ამჟამინდელი გაჭირვების გამო საკმარისი ფინანსური შესატანის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გერმანიის კულტურული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ეკლესიის ჩართვა გერმანელი მეცნიერების გავლენის სფეროში და ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდა კაცს ბერლინში ფინანსურ დახმარებას გაუწევდნენ.

მრავალი წელია, რამდენადაც შემიძლია, ვიღვწი საქართველოში გერმანიისადმი კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად და საქართველო-გერმანიის მეგობრობის განსამტკიცებლად. ახლაც ყოველ ღონეს ვხმარობ, რათა ხელი შევუწყო ჩვენს საგარეო კულტურულ პოლიტიკას. მთელი წინა აზია გერმანული ორიენტაციის მატარებელია, გარდა სომხებისა, რომლებიც ჯერ კიდევ მსოფლიო ომის დაწყებამდე იდგნენ ჩვენი მტრების მხარეზე, ხოლო ომის დროს კავკასიაში ყოველივე გერმანულის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. როცა ინგლისელებმა დაიკავეს კავკასია, სომხები ისევ ძალიან გამომწვევად გამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ - მე ბევრი მიწერია სომხებზე: 1912 წელს ბერლინში გამოვაქვეყნე ერთი ტომი სომხური ლექსების გერმანული თარგმანი, 30 წელი მეგობრულად ვიყავი განწყობილი მათდამი, მაგრამ ახლა საბოლოოდ "განვიკურნე" ამ მეგობრობისგან. ბატონ გენერალ ფონ კრესს (ამჟამად გერმანიის სამხედრო სამინისტროშია, ბერლინში), მისი აქ ყოფნის დროს, 1918 წელს, ბევრი რამ მოვუყევი სომეხთა უმსგავსო საქციელზე. ახლა მან იგივე შეიტყო სხვებისაგანაც და დარწმუნდა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიქცევით, გერმანია-საქართველოს მეგობრობას რომ ვუწყობთ ხელს.

ამიტომ ვანდობ თქვენს კეთილ ზრუნვას ბატონ ფერაძესაც და აქვე გაახლებთ ნაწყვეტს ერთი წერილიდან, რომელიც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა აქაური გერმანელებისათვის გადმომცა.

ღრმა პატივისცემით, არტურ ლაისტი, მწერალი

თბილისი, 1921 წ. 10 ოქტომბერი".

1921 წლის ნოემბრის დამდეგს საკათალიკოსო საბჭომ, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია), კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი, არტურ ლაისტის დახმარებით, ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა "დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსის დოიჩე ორიენტ-მისიონის" სტიპენდია. დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსი ასევე დაეხმარა გრიგოლს ვიზის მიღებას და ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტად გახდომაში. წმინდა გრიგოლი დიდად ემადლიერებოდა თავის მფარველს. იგი ერთ მოგონებაში წერდა: "პატარა წერილი ვერ დაიტევს ყოველივეს, რაც სწავლის ოთხი წლის გან¬მავლობაში შთამაგონა დოქტორ იოჰანეს ლეფსიუსმა. ეს მთელი ცხოვრების პროგრამაა, ცხოვრების, რომელიც აღვსილი იქნება ამ მრავალმხრივი და ღვთისგან უშურველად მომადლებული კაცისაგან მიღებული შთაბეჭდილებებით".

ამრიგად, გრიგოლ ფერაძე გერმანიაში გაიგზავნა და ამის მერე მისი ბედი განუყრელად დაუკავშირდა ევროპას. მრავალგზის ცდის მიუხედავად იგი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler