კარიბჭე - #11 (46)
კარიბჭე #11 (46)
ჟურნალის სტატიები:
აღდგომის საღამოა. სადღესასწაულო ლოცვა ჯერ არ დაწყებულა. ტაძრის უკან მგალობლები აღდგომის საგალობელს იმეორებენ, მერე კი, დღესასწაულის მოლოდინში, თითქოსდა სიკვდილის ხსოვნისთვის ერთ გახალხურებულ სიმღერასაც დააღუღუნებენ:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი გრიგოლ აბულაძე საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრთან ერთად ჯავახეთის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პანსიონს ხელმძღვანელობს.
ვამხილოთ, ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით
ქრისტიანის მთელი ცხოვრება ვნებებთან ბრძოლაა. სხვაგვარად - თუ გულიდან ცოდვებს არ განვდევნით, ვერ ვიწოდებით ქრისტიანებად. ალბათ თითოეული ჩვენგანი ცდილობს მათგან გათავისუფლებას. მაგრამ ზოგ ცოდვას ღრმად აქვს ფესვები გადგმული...
"უფალო ღმერთო და ქურმუხის ტაძარო, თქვენ დამიფარეთ!" - საქმის დაწყებამდე ყოველი მართლმადიდებელი ინგილო ასე აღავლენს ლოცვას. იგი უზენაესს არც მაშინ ივიწყებს, როცა ყოველდღიურ სუფრას მიუჯდება და შოთს გატეხს... საკმაოდ დაიჩაგრნენ ინგილოები.
წმინდა იოანე ოქროპირის ლოცვა წმიდა წერილის წაკითხვის წინ
უფალო იესუ ქრისტე, განმიხვენ მე თვალნი გულისა ჩემისანი, სმენად სიტყუათა შენთა და გულის-ხმის-ყოფად მისა და ყოფად ნებისა შენისა, რამეთუ მწირ ვარ მე ქვეყანასა ზედა. ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა, არამედ განახვენ თვალნი ჩემნი, რათა ვხედვიდე საკვირველებასა სულისა შენისსა.
წმინდა მიწაზე ყოველი პილიგრიმის მთავარი მიზანი მსოფლიო ქრისტიანობის სიწმინდეთა სიწმინდის - უფლის საფლავის მოლოცვაა.
გაივლი ქვის თაღს და თვალწინ მოკირწყლული ეზო გადაიშლება, რომელიც მაღალ, ნაცრისფერ, ხორკლიან კირქვის კედელთან თავდება - ეს არის ტაძრის ფასადი.
როცა ქართულ ანბანს შეისწავლის კაცი, ის ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხეს
ესა თუ ის ერი საუკუნეთა მდინარებაში აყალიბებს თავის კულტურას, ენას, დამწერლობას, ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ მისი სული, აზროვნებისა და მგრძნობელობის სიღრმე ყველაზე ნათლად მაინც ენაში საცნაურდება.
გარდაიცვალა წმინდა მეფე თამარი და ორ ზღვას შუა გადაჭიმული სამეფო სამართავად თავის 18 წლის ვაჟს, ლაშა-გიორგის დაუტოვა. იყო მეფე გიორგი სხვა მეფეთა უმეტესად გამცემი წყალობისა, არავისთვის მოშურნე, მლოცველი, მმარხველი.
გვესაუბრება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი მეუფე შიო (მუჯირი).
- მეუფეო, რა პასუხისმგებლობა აკისრია ეპისკოპოსს ღმერთის და შემდეგ მრევლის წინაშე?
- მღვდელმთავარი სულიერი მწყემსია თავისი მრევლისა.
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის, ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს - სენაკს, ჩხოროწყუს და მათ შემოგარენს.
ნესტორის ცრუ სწავლებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთის ეკლესიაში შფოთი ჩამოვარდა. ანტიოქიელი ხუცესი ნესტორი 428 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. ცხოვრების მკაცრი წესისა და ერესების მიმართ შეურიგებლობის გამო ქრისტიანულ სამყაროში მას დიდ პატივს სცემდნენ.
"ამ საუკუნეში ბევრი ცდილობდა, რწმენა და ცოდნა გაეთიშა და დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის. განა შეიძლება რწმენა და ცოდნა დაუპირისპირდეს ერთმანეთს? ისინი ხომ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მოიცავენ:
ძველი აღთქმის დროს არსებობდა ორი სახის მსხვერპლშეწირვა - სისხლიანი და უსისხლო. სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დროს ხბოს, ცხვარს ან რომელიმე სხვა ცხოველს სწირავდნენ, დადგენილი იყო გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის შეწირვაც, მაგრამ თუკი ადამიანს სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის საშუალება არ ჰქონდა, შეეძლო შეეწირა უსისხლო მსხვერპლი - ზეთი, ფქვილი და საკმეველი.
უფლის გზაზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა...
მართლმადიდებლობაზე ძალიან ბევრი რამ გავიგე თქვენი ჟურნალის დახმარებით. გავიგე, რომ თუ გვინდა, უფალმა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, აუცილებელია ყველამ ღვთის სიყვარულით ვიცხოვროთ. ძალიან მომეწონა მეუფე კალისტრატეს (მარგალიტაშვილს) პასუხი:
კატეხიზმოს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ მღვდლობის საიდულოს აღსრულების დროს მორწმუნეს, მისი მომავალი მსახურების თანახმად, ეძლევა სამღვდელო მადლი სულისაგან წმიდისა. პავლე მოციქული ეფესელ მწყემსებს მიმართავს:
ბატონ პაატარა ქურდოვანიძესთან თეკლათელ მონაზონთა ცხოვრების გაცნობის სურვილმა მიმიყვანა - იგი უკვე მრავალი წელია თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიას იკვლევს. მის ამ ვრცელ მონოგრაფიას მალე გაეცნობა მკითხველი.
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს იერუსალიმში, ერთ-ერთ სახლში, მოციქულები ღვთისმშობელთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად იყვნენ შეკრებილნი. სამი საათი იყო (ჩვენი დროით - დილის ცხრა საათი). თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, ციდან მოისმა ხმაური. ამ ხმაურით აივსო სახლი.
ქრისტიანს, ჭეშმარიტ მორწმუნეს, არ სჭირდება სიტყვა "მადლის" განმარტება - იცის, რომ მადლის კეთება ისევე აუცილებელია, როგორც ლოცვა, მეტიც, ლოცვა, თვინიერ საქმისა, მკვდარია. მადლია, როცა ჭეშმარიტების გზიდან გადამდგარს უფლის წიაღს დაუბრუნებ, მადლია, როცა მოყვასის ტკივილს გაითავისებ, მადლია სიტყვა, რომლითაც უნუგეშოს სასოებას მოჰგვრი.
მადლმოსილი ადამიანები
მადლი წინასწარმეტყველებისა. უდიდეს ათონელ მამას, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჰაჯი გიორგის, გულში მოწამეობის სურვილი გაუჩნდა. 60 დღე ილოცა, კვირაში ერთხელ იღებდა საჭმელს და ასე "განმზადებული", რჩევისა და კურთხევისთვის წმინდა ილარიონ ქართველთან მივიდა.
ერთი წმინდა მამა წერს: "ღვთის მადლს, სიყვარულს ღვთისას არ სჩვევია გულში დადგომა. მისთვის დამახასიათებელია გასცდეს ერთ ადგილს, ხოლო გულს კი განკუთვნილი აქვს გამტარი იყოს მადლისა.
იღვაწე, რომ ეს მადლი შენი საკუთარი გახდეს და ვერ მოგტაცოს იგი დაუდევრობამ
* მამა გაბრიელი (ზირინიანოვი, +1914) ერთხანს ავადმყოფობდა. ცოტა რომ მოიკეთა, ექიმმა ხალხის მიღების ნება მისცა. მამა გაბრიელს არ უნდოდა, მოსულთა ყურებით გონება განფანტვოდა და ღმერთი აღარ ეჭვრიტა.
მადლი დიდია ადამიანში მაშინ, როცა ღვთის სიყვარულია დიდი
მადლი უფლისა ადამიანებს სულიწმინდის მეშვეობით გვეძლევა. მისი მოხვეჭა ჩვენი მთავარი მისიაა, თუმცა ადვილი როდია. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ "მადლი ეძლევა არა იმას, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც სიკეთით ცხოვრობს".
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური...

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler