"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის, ის გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს"
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის, ის გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს"
ერთი წმინდა მამა წერს: "ღვთის მადლს, სიყვარულს ღვთისას არ სჩვევია გულში დადგომა. მისთვის დამახასიათებელია გასცდეს ერთ ადგილს, ხოლო გულს კი განკუთვნილი აქვს გამტარი იყოს მადლისა. მადლი ზეგარდამოედინება ერთი სულის მიერ სხვა სულებში და კვლავაც ივსება იმავე "მდინარისაგან ღმრთისა, რომელი აღივსება წყლისაგან" (ფს. 64,9). მადლმოსილ ადამიანთან შეხვედრისას კაცი ჩაფიქრდება, უბედური არამიწიერ თანაგრძნობას იგრძნობს და ღმერთს შესწირავს მადლობას, ბავშვის გული მაცხოვრისკენ მიიქცევა. მადლის ჭურჭელი ოჯახში ყველასათვის დასაყრდენი შეწევნა, სინათლე იქნება. ცოდვა ვერ დაუმეზობლდება მას და ცოდვილი აფორიაქებულად და მხილებულად იგრძნობს თავს. სული ფართოდ უნდა გავხსნათ, დავემორჩილოთ უფლის ნებას, ვიყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, რათა ქრისტესმიერი კურთხევა და მადლი დავიმკვიდროთ. ღვთაებრივი მადლი აცისკროვნებს ადამიანის ცხოვრებას და კეთილსახოვნად, დამამშვიდებლად მოქმედებს მის არსებაში მიმდინარე ფსიქიკურ პროცესებზე, აზრებზე, ემოციებზე, ნებელობაზე და ა.შ., სწორად წარმართავს მათ.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.

- როგორ მოქმედებს მადლი ეკლესიური საიდუმლოებების საშუალებით?

- ვის არ შეუმჩნევია, რომ, ვთქვათ, აღელვებული, გაღიზიანებული შესულა ტაძარში და ერთგვარი სიმშვიდე უგრძნია, თითქოს შესუსტებულა ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც იმ მომენტში განიცდის; ან კიდევ დაუწყია ლოცვა და უცებ გაფერმკრთალებულა მწარე სინამდვილის შემოტევები, სასოწარკვეთილებითი, დეპრესიული განცდები ზოგჯერ გამქრალა კიდეც. ეს ლოცვისა და ამ დროს შემოსული მადლის მოქმედების შედეგია.

დიდი ათონელი ბერი, მამა პაისი, აღსარებასთან დაკავშირებით წერს: "არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო. ის დიდი რამაა. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები ხდება სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღეთ აღსარებამდე და მის შემდეგ-მეთქი. სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია, მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს კაცს". ეს საოცარი შედეგი განპირობებულია იმ ღვთაებრივი მადლით, რომელიც ადამიანთან მოდის ამ ქრისტიანული საიდუმლოს აღსრულებისას.

ბოროტის ჩვენთან აზრობრივ ბრძოლას, რაც ხშირად სხვადასხვა სახის უარყოფითი, დამთრგუნველი აზრების, წარმოდგენების, განცდების გაჩენით გამოიხატება, აქარვებს, აფერმკრთალებს სინანულის საიდუმლო. მამა იოსებ ათონელი წერს: "გინდა შემუსრო გველის თავი? შენი ნაფიქრი არ დამალო აღსარებისას. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია. თუ შენთან აკავებ, ის იმალება, სინათლეზე გამოიტან და ქრება. მაშინ მაცხოვარი ხარობს. გულისხმიერი ლოცვა ძლიერდება და ნათელი მადლისა კურნავს, ამშვიდებს სულსა და გონებას". უფლის ნების გარეშე თმის ერთი ღერიც კი არ ვარდება, ყველა ფსიქიკური პროცესის ნორმალურად, ჩვენთვის სასარგებლოდ წარმართვისათვის ადამიანს ღვთის შეწევნა ესაჭიროება.

- როგორ მოქმედებს ღვთაებრივი მადლი ადამიანის გონებაზე, აზროვნებაზე, რა შემთხვევაში ხდება ადამიანი ღვთაებრივი მადლის გამტარი, ჭურჭელი?

- მართლმადიდებლური გაგებით, აზრი რამდენიმე სახისაა: ადამიანური, ბოროტისეული და ღვთაებრივი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენში ღვთაებრივი აზრების, წარმოდგენების, იდეების მოცემაა, რომლებიც ამ მაცხოვნებელი ძალის ზეგავლენით ჩნდება. უმთავრესი პირობა ჩვენს ცნობიერებაში ღვთაებრივი სამყაროდან მომდინარე აზრებისა და წარმოდგენების მოსაცემად არის ის, რომ შევეცადოთ, რაც შეიძლება მივეახლოთ უფალს და ვიცხოვროთ მისთვის სათნოდ. სწორ აზროვნებას, ღვთაებრივი ნაპერწკლის გაჩენას ცნობიერებაში დამსახურება უნდა. განა შეიძლება ეს გზა არ გადაკეტონ ცოდვამ, ვნებებით გახელებამ?! "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". გულის სიწმინდის შენარჩუნება, მართლმადიდებლური სწავლებით, გულისხმობს არა მხოლოდ საქმით, არამედ ფიქრითაც რაც შეიძლება ნაკლებ შეცოდებას. მაშინ შეიძლება მოიღოს უფალმა მოწყალება და გაგვინათოს გონება, შთაგვაგონოს ჩვენთვის სასარგებლო, მაცხოვნებელი აზრები, ყურადღება წარგვიმართოს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე, დაშვებულ შეცდომებზე, რათა ჩავწვდეთ ღვთის არსების დაფარულ მხარეებს, სიბრძნეს, განგებულებას. თუმცა ზოგჯერ არაეკლესიურად, ღვთისთვის არასათნოდ მცხოვრებ ადამიანებსაც მიუთითებს შინაგანი ხმა, სინდისი, მფარველი ანგელოზი. იმდენად უსაზღვროა უფლის მოწყალება, ყველას სწვდება იგი, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ კანონს, რომ ზეციური სამყაროდან მომდინარე აზრების მოცემისა და შეგრძნებისათვის აუცილებელია სულიერი განწმენდა.

წმინდა მამათა მიხედვით, ადამს სამოთხეში იმგვარი აზროვნება ჰქონდა, რომ შეეძლო ჩასწვდომოდა ცხოველთა, მცენარეთა არსს და აქედან გამომდინარე, შეერჩია მათთვის შესაფერისი სახელები. სამოთხიდან გაძევების შემდეგ მან დაკარგა ეს უნარი. იღუმენი ნიკონის მიხედვით, სულიერების მაღალ დონეზე ადამიანი სრულიად გარდაისახება, იცვლება ყველაფერი: გონება, გული, ნება, მთელი მისი არსება, სხეულიც კი. ახალი ადამიანის გონებას ძალუძს ჩასწვდეს შორეულ მოვლენებს, წარსულს, მომავალს; გაიგოს საგანთა და მოვლენათა არსი, დაინახოს ადამიანის სული, ანგელოზები, ეშმაკები; შეიტყოს ბევრი რამ სულიერი სამყაროს, იმიერის შესახებ. "ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს", - ამბობს პავლე მოციქული. აზროვნებას მეტად წმენდს ლოცვა, ამ დროს შემოსული ღვთაებრივი მადლი. ლოცვის დროს გონებაში ჩნდება ჩვენთვის საჭირო აზრები, პასუხი ეცემა ჩვენთვის საჭირბოროტო კითხვებს; მითითება ხდება დაშვებულ შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე, რომელთაც გამოსწორება სჭირდება. იწყებ იესოს ლოცვას და ხშირად უმალვე გრძნობ ცვლილებას შენს ფიქრთა მიმდინარეობაში. ამქვეყნიური, ამაო, ფუჭი თემების ნაცვლად ამოტივტივდება სულის ცხონებისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემები. გგონია, გარდასახვა არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს ღვთაებრივი წესი, ამ დროს უხილავად შემოსული ღვთაებრივი მადლის ზემოქმედება.

და პირიქით, მეტად ამრუდებს აზროვნების მიმდინარეობას ცოდვითი დაცემები. მაგალითად, წამოიწყებენ რაიმე საქმიანობას და არ გამოდის, მიენდობიან ადამიანს და ის კი უღალატებს. ზოგჯერ თითქოს ლოგიკურად მსჯელობენ, ითვალისწინებენ ყველაფერს, მაგრამ მაინც რჩებათ რაღაც და ამის გამო ყველაფერი მათდა სავალალოდ მთავრდება. ცოდვით დაცემასა და აზროვნების გამრუდებას შორის დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგად ეკლესიის წიაღში, მართლმადიდებელ მრევლში შეიმჩნევა. უფალი ამით მიგვითითებს და გვაგრძნობინებს, რომ არაფერი ხდება მისი ნების გარეშე და სწორ, ჭეშმარიტ აზროვნებას დამსახურება უნდა. ეს უფლის დიდი წყალობა ყველანაირად უნდა გავითავისოთ.

- როგორ მოქმედებს ღვთაებრივი მადლი მეხსიერებაზე?

- წმინდა თეოფანე დაყუდებული ლოცვის შემდეგ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განვლილი დღის გახსენებას: როგორ გაატარე იგი, რა შესცოდე ამ ხნის განმავლობაში, რა შემთხვევებში გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე. შეძელი წინ აღდგომოდი ცდუნებებს?! ამგვარი მიდგომისას, განსაკუთრებით, ლოცვის შემდეგ შემოსული ღვთაებრივი მადლის შემწეობით, ხშირად გრძნობ, თუ როგორ იხსნება ადამიანის გონება, მახვილდება მეხსიერება საჭირო მიმართულებით. იწყება გახსენება იმისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შენთვის განვლილი დღის განმავლობაში. ისეთი შეგრძნებაა, რომ უფალი გეხმარება, მიგითითებს, რა ნაკლოვანებებით, ცოდვებით გამოიჩინე თავი, რისი გამოსწორებისკენ უნდა ისწრაფო, რა შეიძლება ჩაითვალოს შენს გამარჯვებად იმ დღეს ვნებებთან, ცდუნებებთან ბრძოლის საქმეში. რომ არა ღვთაებრივი მადლის მეშვეობით გონების განწმენდა, ალბათ ნაკლებად გაიხსენებდი იმას, რაზე ფიქრი, განსჯაც მეტად მნიშვნელოვანია კაცისთვის. ზოგჯერ სულიერების ზრდასთან ერთად ახსენდებათ მივიწყებული ცოდვები, შეცდომები; ან ახსოვდათ, მაგრამ არ აქცევდნენ ყურადღებას. წმინდა მამები გვირჩევენ, როცა სასწრაფოდ არის საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება ან გვეშინია, არ დაგვავიწყდეს რაიმე, მფარველ ანგელოზს უნდა მივმართოთ საშველად. ხშირად, ისე, რომ ვერც ვგრძნობთ, ღვთაებრივი ძალა გვახსენებს ბევრ ისეთ რამეს, რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. როცა ვცოდავთ და საკუთარ ვნებებს გზას ვაძლევთ, ზოგჯერ უფალი გვსჯის იმით, რომ არ გვახსენდება ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლებოდა.

- მადლის ზემოქმედება თავს იჩენს წარმოსახვის უნარზეც. როგორ გამოიხატება ეს?

- ბოროტი ძალა ხშირად ზემოქმედებს ადამიანის წარმოსახვაზე და შეიძლება მას უჩვენოს სხვადასხვა სურათი ვითომდა წმინდანების, ანგელოზების გამოცხადებისა, მაცხოვრის მოვლინებისა და ა.შ. ამ შემთხვევაში ადამიანის წარმოსახვა რეალურად წარმოიდგენს ამ ყველაფერს. წმინდა მამათა ცხოვრებაში მრავალი ასეთი ხილვა და ჩვენებაა აღწერილი. ერთ-ერთია მაგალითი წმინდა სვიმეონ მესვეტისა. ბოროტმა სულმა მიიღო ნათელი ანგელოზის სახე და სვეტზე მდგარ წმინდა სვიმეონს ცეცხლოვან რაშებშებმული ეტლით გამოეცხადა. ეტლი თითქოსდა ზეციდან ჩამოეშვა. ბოროტმა სულმა წმინდა მამას უთხრა: ცისა და მიწის ღმერთმა ამ სახით გამომგზავნა შენთან, რათა ცაში აგიყვანო. შენი ნახვა უნდათ ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს, მოციქულებს, წინასწარმეტყველებს და მოწამეებსო. წმინდა სვიმეონ მესვეტემ თავიდან ვერ შეიცნო ბოროტის ხრიკები და თქვა: უფალო, მე ცოდვილი რა ღირსი ვარ, რომ ჩემი ზეცად აყვანა გნებავსო. ამის შემდეგ ასწია მარჯვენა ფეხი და ის იყო, უნდა შეედგა ცეცხლოვან ეტლზე, რომ პირჯვარიც გადაიწერა. უმალვე გაქრა ჩვენება. ეს ჩვენება, რომელიც წარმოსახვის გახელებით იყო გამოწვეული, პირჯვრის გადაწერით მოტანილი მადლით განქარდა. შემდეგ წმინდა სვიმეონ მესვეტემ თავი დაისაჯა - ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმ ფეხზე იდგა, რომლის შედგმასაც ეტლზე აპირებდა.

- როგორ ვლინდება მადლის ზემოქმედება ადამიანის მგრძნობელობით აღქმაზე?

- როდესაც აღქმას ვეხებით, აქ გამოიყოფა აღქმის არასწორი გამოვლინება - ჰალუცინაცია, რაც არარეალური აღქმაა. ამ დროს ადამიანს რაღაც-რაღაცები ეჩვენება. ბოროტი ძალის ბრძოლას ადამიანთან ზოგჯერ სწორედ ეს ჰალუცინაციები ახლავს თან. ეს ხდება როგორც ბერებთან, ასევე ზოგჯერ ერისკაცებთანაც. წმინდა მამათა ცხოვრებაში აღწერილია მრავალი ასეთი შემთხვევა. მაგალითად, წმინდა სერგი რადონეჟელს განსაკუთრებით დიდი შემოტევები და განსაცდელები ჰქონდა ბერული გზის დასაწყისში, როდესაც უდაბნოში განმარტოვდა. ბოროტი ძალა ეცხადებოდა მხეცების, გველების სახით და აშინებდა, მაგრამ წმინდა სერგი მათ ლოცვით, უფლის სახელის მოხმობით განდევნიდა. ჰალუცინაციაც ღვთაებრივი მადლით განქარდება. თავის წიგნში "შეპყრობილები და ბოროტ სულთა განდევნა" მამა ვლადიმირ ემელიჩევს ასეთი შემთხვევა მოჰყავს: ერთი ქრისტიანი კაცი მძიმე ოპერაციის შემდეგ ერთ-ერთ დაწესებულებაში მოეწყო დარაჯად, რადგან ფიზიკური მუშაობა აღარ შეეძლო. ერთხელ, შუაღამით, დარაჯი უხილავმა ბოროტმა ძალამ საწოლიანად აიყვანა ჭერამდე და საწოლს რწევა დაუწყო. დარაჯი თავს ძლივს იმაგრებდა - ჭერი ძალიან მაღალი იყო და თუ დაენარცხებოდა, დაიმტვრეოდა. ბოლოს უფალს შეჰღაღადა, დაიწყო ლოცვა და ჩვენებაც გაქრა. ე.ი. მადლი აღქმაზეც კეთილსახოვნად მოქმედებს.

- ღვთაებრივი მადლისა და ადამიანის ძალისხმევის მოქმედების შედეგად როგორ წარემატება ადამიანი ვნებებთან ბრძოლისას?

- მადლი ზემოქმედებს ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე. როდესაც სასოწარკვეთილნი, გაღიზიანებულნი ვართ, გვიტევს მჭმუნვარე აზრები, ვნერვიულობთ, ვმრისხანებთ, მადლი ამ დროს განაქარვებს უარყოფით განწყობას. ვნება ემოციის, გრძნობის ერთ-ერთი სახეა. ქრისტიანის ბრძოლა კი უარყოფით განცდებთან, ვნებებთან დაპირისპირებების ხელოვნებაა. ვნებათა ძლიერების შესუსტება ღვთაებრივი მადლის გარეშე წარმუდგენელია. მადლი ზემოქმედებს კაცის ნებელობით განცდებზეც. ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნებისმიერი ქცევის განხორციელება, ნებისყოფის გამოვლენა ასეთ დროს რამდენიმე ეტაპის მომცველია. ჯერ დგება აწონ-დაწონის ეტაპი - რა მოიმოქმედონ, რა უფრო მიზანშეწონილია, ანუ მოტივთა შეფასება ამა თუ იმ ქცევებზე არჩევანის გასაკეთებლად. მადლი ეხმარებათ ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღებაში. ამ შემთხვევაში ლოცვის დაწყება კაცს გონებას უხსნის და ისიც უფრო ადვილად, სწორად აკეთებს დასკვნას. გადაწყვეტილებების შესრულებაც ასევე მოითხოვს ნებისყოფის დაძაბვას, ჩანაფიქრის რეალურად აღსრულების ძალას. იმისთვის, რომ ეს ძალა მოგვეცეს მიზნის შესასრულებლად, ასევე საჭიროა მადლის ზემოქმედება. რომ სძლიო ნარკომანიის, მემთვრალეობის, მრისხანების თუ სხვა ვნებას, საჭიროა აღსარებაში მათი გახელების, გამოვლინების ხშირად თქმა, სხვაგვარად ძალა არ მოგეცემა საბრძოლველად. ასევე, თუ ლოცვა არ შეაშველე საკუთარ თავს, როცა გიჭირს სულიერად, გიტევს შავბნელი აზრები, გაგიჭირდება, ნებისყოფის სიმტკიცე გამოიჩინო მათთან დასაპირისპირებლად. ხშირი ზიარება, ამ დროს მოტანილი მადლი უდიდეს ძალას ანიჭებს თავის სისუსტეებთან, ნაკლოვანებებთან მებრძოლ კაცს. მადლი ამშვიდებს ნერვულ სისტემასაც.

- სათნოებით აღსავსე, მაღალი სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრისას საოცარ ნუგეშს გრძნობს კაცი, - ესეც მადლის შთამბეჭდავი გამოვლინებაა...

- მაგალითად, ათონის მთაზე მომლოცველს ერთ-ერთ მეუდაბნოესთან საუბრისას ჰქონდა საოცარი შეგრძნება. იგი წერს: "დატყვევებული ვუსმენდი და არ მინდოდა, მისთვის შემეწყვეტინებინა წმინდა მამების გამოცდილებით გაჯერებული, მართლმადიდებლური საუბარი, განსჯა. მოსმენისას სიმშვიდემ და უშფოთველობამ მომიცვა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მთელი ის სწავლება, რომელსაც იგი საუბრისას გადმომცემდა, იყო მართლმადიდებლობის სიდიადის გამოხატულება".

წმინდა ტიხონ ზადონელი ამბობს: "მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის, ის გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat