ბავშვის ფსიქოლოგია
ბავშვის ფსიქოლოგია
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ , მაგრამ საიდან იწყება ადამიანი, როგორც ქრისტიანი და ცოცხალი ნაწილი ეკლესიისა, ან ვინ უნდა მონაწილეობდეს ამ მართლაც რომ საკრალურ პროცესში, რატომღაც მხედველობის მიღმა გვრჩება ხოლმე.

სწორედ ბავშვობა განაპირობებს ჩვენს შინაგან პორტრეტს და ამიტომ ბავშვებთან ურთიერთობისას სიყვარულთან ერთად, გარკვეული ცოდნა და დიდი წინდახედულებაც გვმართებს.

ვიმედოვნებთ, ეს მცირე წერილი ოდნავ მაინც დაგეხმარებათ იმ დიდ საქმეში, რასაც ყრმათა აღზრდა ჰქვია.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანს ფრთებთან ერთად ფესვებიც სჭირდება - საკუთარი ადგილი და სივრცე, რომელსაც აკონტროლებს და თავის პერსონასთან აიგივებს.

საკუთარი ტერიტორიის ცნება იმ მეცნიერებიდან მომდინარეობს, რომელიც ეტიოლოგიად იწოდება და ცხოველთა ქცევას შეისწავლის.

ბუნებაში ყოველ ცოცხალ ქმნილებას უცხო თვალისგან დაცული, მყუდრო კუთხე აქვს, იმის მიუხედავად, სამუდამო სამკვიდროა იგი მათთვის თუ დროებითი. ადამიანსაც სჭირდება ადგილი, სადაც გარეშე თვალისაგან განრიდებას, "ნიღბის მოხსნასა" და თავისუფლად ყოფნას შეძლებს... თუმცა, საკუთარი სივრცე ოდენ ფიზიკურ ტერიტორიას როდი გულისხმობს. იგი ჩვენთვის ერთგვარი "საკუთარი ზონაცაა", რასაც ფსიქოლოგია პრივატულს უწოდებს და მასში ტერიტორიულის გარდა ხელშეუხებელ საგნებსაც მოიაზრებს, კერძოდ კი - ჩვევებს, გემოვნებას, ქცევებს, პირად ემოციურ მდგომარეობას და ა. შ.

სამსახურში თითქოს "გვათბობენ" საყვარელ ადამიანთა ფოტოები, რაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სივრცეს ჩვენს საკუთრებად აქცევს და თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს.

შინ ყოველ ჩვენგანს აქვს სივრცე და ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულად დამუხტულია, მაგალითად, მამის ადგილი მაგიდასთან, დედისეული წიგნები, უფროსი დის მაგიდა, ძმის სათამაშოები და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსები სწორედ იმ ბავშვურ მოთხოვნებს უგულებელყოფენ ხოლმე, რაც მათ პირად თავისუფლებას და სივრცეს გულისხმობს.

მშობლებთან დაშორების პროცესი
დედისაგან განცალკევებას პირველად ყრმა ორი წლის ასაკიდან ცდილობს - ხან გაურბის მშობელს და ხან უბრუნდება და თან ტირის. ფსიქოლოგია განვითარების ამ სტადიას "წინდახედულების ანატომიად" მოიხსენიებს, როდესაც ბავშვი საკუთარ თავსაც ცდის და დედასაც, თუ რამდენად ძალუძს მასთან განშორება როგორც სივრცის, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

სამი წლის ასაკი მშობელთაგან გამოყოფის ოფიციალური, "ხმამაღალი" და მეტად ემოციური დასაწყისია, ბავშვის თვითშემეცნების ჩასახვისა და "მეს" დატოვების ხანა. ამ დროს პატარა ცდილობს, აბსოლუტურად დამოუკიდებლად წარმოაჩინოს თავი და საამისოდ პირად სივრცესაც კი თმობს. ამგვარი სწრაფვისას კი მისი ყოველი საქციელი, შესაძლოა, სრულიად დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც კი უფროსები სთავაზობენ. ამ მდგომარეობას ფსიქოლოგია "ნეგატივიზმს" უწოდებს და იგი კრიზისისათვის სახასიათო ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა. თუმცა, ამასთან, სოციალურ ხასიათსაც ატარებს და მხოლოდ უფროსებისადმია ხოლმე მიმართული.

მნიშვნელოვანია, რომ ნეგატივიზმის სტადიაში ყრმა საკუთარ სურვილებსვე ეწინააღმდეგება - შესაძლოა, უარი თქვას ტკბილეულზე, ჩაეჭიდოს ყინულს და დაჟინებით ამტკიცოს, რომ იგი ცხელია და ა. შ. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი პიროვნება უფროსებმა დაინახონ. ასეთ დროს, პატარას პირადი სივრცის მოთხოვნილებას სრული სერიოზულობით უნდა მოვეპყროთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ნეგატივიზმი განსაკუთრებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მწვავდება, თუ უფროსები ვერ ამჩნევენ ან არ სურთ, შეამჩნიონ ყრმაში გაღვიძებული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ტენდენცია და ცდილობენ, ურთიერთობის ძველი მოდელი შეინარჩუნონ.

თუმცა, მუდამ შესაძლებელია იმგვარი გამოსავლის მოძიება, რომელიც ბავშვს თავს დამოუკიდებელ არსებად აგრძნობინებს, მშობლებს კი დაგეგმილ ქმედებებს ისე შეასრულებინებს, რომ დღის განრიგი შეინარჩუნონ. მაგალითისთვის, დილით, საუზმის მზადებისას დაეკითხეთ პატარას - კვერცხი ურჩევნია თუ ომლეტი? არჩევანი, რაღა თქმა უნდა, ილუზორულია, მაგრამ ბავშვს ეხმარება, თავი მნიშვნელოვნად და საჭიროდ იგრძნოს.

პირადი სივრცის საზღვრები
ნდობის პრობლემა და პატარა ადამიანის პირადი სივრცისადმი პატივისცემა განსაკუთრებულად დრამატულია ხოლმე. ჩვენ ხომ საკუთარ პირმშოთა კეთილდღეობაზე ვაგებთ პასუხს, თუმცა, ეს გრძნობა ხშირად ცრუ განცდებს ბადებს - ჩვენთვის აუცილებელია, მათ შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ - რას ფიქრობენ, ან რას აკეთებენ...

თუმცა, ბავშვის პრივატული საზღვრების გადალახვა მათში ზემოთ ნახსენებ ნეგატივიზმს იწვევს, პატარა აგრესიული და ჩაკეტილი ხდება. როგორც ჩანს, ბავშვის მრისხანება სცდება მის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტსა და იმ შიშის საზღვრებს, რომ ამა თუ იმ ცუდი საქციელის გამო გამოიჭერენ და დასჯიან...

მათი მრისხანების საფუძველი სულ სხვა რამეა - საკუთარი ღირსების შელახვა, რადგან ამ ასაკშივე კარგად მოეხსენებათ, რომ თუ ვინმეს საკუთრებას ვეხებით, ამ აქტით მას უნდობლობასა და უპატივცემულობას ვუცხადებთ.

ჩვენი შვილების მორალურ ნორმებზე გავლენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გრძნობენ, რომ მათ ინდივიდუალობას პატივს მივაგებთ. მშობლების მზრუნველობის საუკეთესო გამოვლენა ისაა, შვილს საშუალება მისცენ, დამოუკიდებელ ქცევებში საკუთარი თავი აღმოაჩინოს და, ამასთან, მას ერთგვარი პასუხისმგებლობის განცდაც გადავცეთ.

რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ბავშვს რაღაც ისეთი უნდა შევთავაზოთ, რაც მისი საკუთრებაა და რისი გაგებისა და საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოყენების უფლებაც მხოლოდ მას აქვს, რის გამოც პირადად აკისრია პასუხისმგებლობა.

აუცილებელია, რომ ყრმას, მით უფრო, მოზარდს, გააჩნდეს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის და რისი გატეხვა, ჩუქება და დაკარგვაც თავადვე შეუძლია და თან ამის გამო არავინ დასჯის.

სამწუხაროდ, პირადი სივრცის დაკარგვას უნებურად ვუწყობთ ხოლმე ხელს - ისე ვაწყობთ ჩვენს სამყოფელს, ბინას, რომ თან ყველას ეკუთვნის და თან - არავის. მსგავს სიტუაციაში პირადი სივრცე გამუდმებით იკვეთება... ადამიანი ნიადაგ მზად უნდა იყოს, დროულად აუქციოს გვერდი ამა თუ იმ პრობლემას, პასუხი გასცეს შეკითხვებს, შეასრულოს თხოვნა ან დათანხმდეს ოჯახის წევრთა ჩანაფიქრს...

პირადი სივრცე რომ არ დაირღვეს, რამდენიმე მარტივ ხერხს უნდა მივმართოთ: ოჯახის წევრებს შორის უნდა დაიდოს უსიტყვო შეთანხმება - თითოეულს ბინაში გარკვეული ტერიტორია მიეკუთვნება. ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ყველას ცალკე ოთახი გამოვუყოთ. საამისოდ პატარა კუთხეც საკმარისია...

რეზიუმე
პატარას შესაძლებლობა მიეცით, ორიდან ერთი შეარჩიოს, მაგრამ თავდაპირველად ორივე ვარიანტი თქვენ მიერ უნდა იყოს შერჩეული.

შესაძლებლობისამებრ, გამოუყავით პატარა ოთახი ან კუთხე, სადაც იგი სურვილისამებრ მოიქცევა - დახატავს, სათამაშოებს გაშლის და ა. შ. მოკლედ, მისთვის "ყველაფრის უფლება, მხოლოდ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე უნდა ვრცელდებოდეს".

დაე, თქვენი პატარა ფლობდეს პირად ნივთებს, რომელთა განკარგვის ექსკლუზიური უფლებაც მხოლოდ მას ექნება და რომელთა გამოც პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება.

არ დაგავიწყდეთ: როდესაც ვინმეს საკუთრებას ეხებით, მას უნდობლობას და უპატივცემულობას უცხადებთ.

როგორც ვთქვით, აღზრდა თავისებური ხელოვნებაა, მის დასაუფლებლად კი კიდევ რამდენიმე წესს შემოგთავაზებთ, რომლებიც არაერთი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ:

1. ნუ აავსებთ ბავშვს დაუმსახურებელი ქათინაურებით. არაერთ მშობელს აღუნიშნავს, რომ მსგავსი საქციელი, უმეტესწილად, ბავშვის აუტანელი საქციელის მიზეზი ხდება ხოლმე. პატარას უჩნდება კითხვა: - "მართლა ასეთი საოცარი, საყვარელი და შეუდარებელი ვარ?" და ცდილობს, უარყოფითი საქციელით საპირისპირო დაამტკიცოს. ბავშვი მშვენივრად გრძნობს გადამეტებული ხოტბის სიყალბეს და უმალ თავისი ნამდვილი ბუნების გამოვლინებას ლამობს.

ქება რომ გულწრფელი და სწორად აღსაქმელი გავხადოთ, იგი ბავშვის ქცევისაკენ უნდა მივმართოთ და არა პიროვნებისკენ. მსგავსი ფრაზები: "ისეთი ყოჩაღი და დამჯერი ხარ, რა გვეშველებოდა უშენოდ?!", "ყოჩაღ, როგორ მეხმარები!" ან ბებიების შეძახილები ბავშვის განსაკუთრებულობის თაობაზე, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს... პატარა ხომ შინაგანად გრძნობს, რომ არც ისეთი იდეალურია, როგორადაც სახავენ. ამიტომ ან ცუდი საქციელით ცდილობს საკუთარი არც ისე "იდეალური ნატურა" წარმოაჩინოს, ან კიდევ უარესი: - თავადაც არაგულწრფელი ხდება და ისეთი სიტუაციებისაკენ იწყებს სწრაფვას, სადაც იოლად შეძლებს ხოტბის მოსმენას... ასეთი ბავშვი კი, რაღა თქმა უნდა, მომავალში საკუთარ თავზე შეყვარებულ იდიოტად ჩამოყალიბდება.

თუ ბავშვის ქება გსურთ, მაგალითისთვის, სახლის მილაგების გამო, ნუ იჩქარებთ, მის სიყოჩაღეს გაუსვათ ხაზი. ეცადეთ, ამის ნაცვლად მშვიდი ღიმილით ოთახის სისუფთავეზე გაამახვილოთ ყურადღება და აღნიშნოთ, თუ რა კარგია დალაგებულ სახლში ყოფნა.

შემდეგში პატარა აუცილებლად ეცდება გასიამოვნოთ.

თუ, ვთქვათ, ნახატი მოგეწონათ, ნუ უწოდებთ ბავშვს "ნამდვილ მხატვარს", რამაც, შესაძლოა, იმის შიშით დაანაღვლიანოს, ვაითუ, მომდევნო ნამუშევარი ასეთი წარმატებული აღარ აღმოჩნდეს. სჯობს თავად სურათზე გააკეთოთ აქცენტი: - "რამხელა სახლი დაგიხატავს, რა ლამაზი ყვავილებია მის გარშემო, არც ცხოველები დავიწყებია, ხესაც რამდენი ვაშლი აბია!"

მსგავსი მოპყრობით პატარის შემოქმედებისადმი ინტერესს გამოიჩენთ და თან მისთვის საზიანო შეფასებასაც აარიდებთ თავს.

ჩვენი კომენტარი პატარას საკუთარი შესაძლებლობების განსაზღვრაში უნდა დაეხმაროს. თუ ვაჟი კარადის გადაადგილებაში მოგეხმარათ, იმის ნაცვლად, რომ ძალა შეუქოთ, სჯობს აღნიშნოთ, თუ რა მძიმე იყო კარადა და რა რთულად გადაადგილდა, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით ეს მოხერხდა.

ბავშვი თავადვე გაიაზრებს, რომ ძლიერია და თქვენ ის გჭირდებათ!

ლექსის შეფასებისას ნუ ვუწოდებთ პოეტს, სჯობს მისი ლექსის მიმართ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება.

2. არ შეიძლება ბავშვის ქება ჩვეულებრივი ქმედებებისას, თითქოსდა, საოცრება ჩაიდინა. ამ თემას მშვენივრად განმარტავს ჟან ლადლოფი წიგნში "მემკვიდრეობითობის პრინციპი": - "თუ პატარამ რაიმე სასარგებლო გააკეთა, მაგალითისთვის, თავისით ჩაიცვა, ძაღლს აჭამა, მინდვრის ყვავილების თაიგული გააკეთა... მისი საქციელი არ გაიოცოთ: - "ხედავ, რა გააკეთა, თანაც თავისით?!" ეს ძალზე ატკენს გულს, რადგან უნდა გააცნობიეროს, რომ თავისით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ასე რომ, ნამდვილად არ ღირს უადგილო ქებით მისთვის თავგზის აბნევა.

3. არავითარ შემთხვევაში არ წაახალისოთ პატარა ფულით. ადამიანის საქციელი მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც საკუთარი გულის კარნახით, წრფელად მოქმედებს. თუ ბავშვი საქმის სანაცვლოდ ფულს ელის, მისი ქმედება საძირკველშივე "ფულის კეთებად" იქცევა.

დაბოლოს, დავფიქრდეთ, თუ რა არის სინამდვილეში მისთვის უმთავრესი. სიტყვიერი ქების გარდა ხომ არსებობს კეთილი მზერა, ნაზი შეხება, ჩახუტება, თამაშები, ურთიერთობა... ერთი სიტყვით, ის ყველაფერი, რაზეც ნდობა და სიყვარულია დამყარებული...

ირინა ბელომაზისა და ინტერნეტის მასალებზე დაყრდნობით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
11.04.2013
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
14.03.2013
თითოეულ ადამიანს, გარდა ღვთის ხატებისა, ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვით დაცემული ბუნებაც ერგო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat