თავისუფლება ნიშნავს აკეთებდე იმას, რაც უკეთესად მიგაჩნია
თავისუფლება ნიშნავს აკეთებდე იმას, რაც უკეთესად მიგაჩნია
ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებებზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება ჩვენი ყოფა, არამედ იმაზეც, თუ როგორ არჩევანს გავაკეთებთ, საითკენ გადავიხრებით - ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევებისკენ. ასე რომ, საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელთაცაა და ამას ისიც განაპირობებს, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ, როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.

როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?! ჩვენი სურვილები ყოველთვის შეესაბამება თუ არა ჩვენსავე შესაძლებლობებს?!

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭავჭავაძე.

- ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის სურვილებს, მისწრაფებებს ანუ მის ნებას. მთელ ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს ის, თუ როგორია ჩვენი სურვილები და საითკენ წარვმართავთ მათ. რა გავლენას ახდენს ადამიანის არჩევანზე მისი მსოფლმხედველობა, განსჯის უნარი და ზოგადად ღირებულებები?

- ადამიანი სოციალური არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბება, ე.ი. მისი ძირითადი მახასიათებლების ფორმირება საზოგადოებაში, ადამიანთა გარემოცვაში ხდება. ადამიანს სოციალურ გარემოსთან ორმხრივი და რთული ურთიერთობა აქვს: ერთი მხრივ, იგი განიცდის ზემოქმედებას, მეორე მხრივ კი თავისი შემოქმედებითი ბუნების შესატყვისად, თვითონ ქმნის საკუთარ საარსებო კულტურულ სივრცეს.

სოციალური გარემო (ოჯახი, მეგობართა წრე, სკოლა, უბანი, საინფორმაციო საშუალებები, რომელსაც ბავშვი იყენებს და ა.შ) აყალიბებს ჩვენს ღირებულებათა სისტემას და განაპირობებს საზოგადოებაში სხვადასხვა ტიპის როლების აღქმის თავისებურებებს. განსხვავებული კულტურებისათვის დამახასითებელი განწყობებისა და ქცევების მრავალგვარობა ამტკიცებს კულტურული ნორმების გადამწყვეტ როლს პიროვნების ფორმირებაში. ქცევების საფუძველი კულტურაა, კულტურისა კი - ღირებულებათა სისტემა. აღირებულია, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დასავლეთის კულტურა ინდივიდუალისტურია, აღმოსავლეთისა კი - კოლექტივისტური. დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურული ნორმები განაპირობებს ადამიანთა განსხვავებას სხვადასხვა ასპექტში, რომელთა შორისაა: პიროვნული სივრცის აღქმა, ყოფითი ჩვევები და კვებითი თავისებურებები, დამოუკიდებლობისა და კოლექტიური სოლიდარობის განცდები, სოციალური ურთიერთობების (მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან, მეზობლებთან, კოლეგებთან, სახელმწიფოებრივ დონეზე - ორგანიზაციებთან, ოფიციალურ პირებთან და ა.შ.) ხასიათი და ბავშვთა აღზრდის სტილი. ამდენად, მსოფლმხედველობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის.

- ერთია რა გვსურს, მეორე - რა უნდა გვსურდეს. სოციუმი გარკვეულ ნორმებს გვიწესებს. რამდენად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ჩვენი სურვილების გაფილტვრა, მოვახდინოთ მათი მორალიზაცია? როგორია ფსიქოლოგების აზრი ამ საკითხზე?

- ღმერთმა ადამიანი სოციალურ, მაგრამ თავისუფალ, მოაზროვნე, შემოქმედებით არსებად შექმნა, რომელსაც სხვადასხვა სახის მოთხოვნილებების გარდა, არჩევანის გაკეთების უნარი, ანუ ნებისყოფაც აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ცხოვრების დროს მას საკუთარი ქცევების გაკონტროლების საშუალება აქვს. თუ ადამიანი ხვდება, რომ მისი სურვილები ან საქციელი ამორალურია, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა შეეცადოს შეცვალოს ვითარება - მორწმუნე ადამიანისთვის ამ გზის გავლა მოძღვართან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის მორალი მისი სულის სარკეა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე სწორ პასუხს მორწმუნე მოძღვრისგან იგებს. თუ უბრალოდ შეუსაბამობაა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის, მაშინ მოვლენათა სინდისიერი განსჯა დამოუკიდებლადაც შეუძლია ადამიანს. ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ. სულაც არ ვთვლი, რომ ადამიანმა მაინც და მაინც ის უნდა აკეთოს, რაც მის გარშემო მყოფთ სურთ. ნორმალურმა ადამიანმა საკუთარ თავსაც უნდა სცეს პატივი და რაც პატივსაცემია ირგვლივ, იმასაც. ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე, ვითარებასა და გარემოებაზე.

მაგალითად, ფროიდის მიხედვით, ადამიანს სხვადასხვა სახის მოთხოვნილება აქვს. ფროიდის თეორია ამტკიცებს, რომ ნევროზების გამომწვევი მიზეზი ხშირად არაცნობიერი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებებია, რასაც თანამედროვე მედიცინაც ადასტურებს. ფროიდის აზრით, შეუძლებელია აიხსნას პიროვნების დამანგრეველი ნევროტული კონფლიქტები, თუ დავუშვებთ იმას, რომ პიროვნება - ეს ერთი მთლიანობაა. ფროიდი ყოფს მას შემადგენელ ნაწილებად. თითოეული მათგანი საკუთარ როლს თამაშობს და საკუთარ ინტერესებს ემსახურება. "იდი" - ეს არის ვნებების, ინსტინქტებისა და გატაცებების სამფლობელო. "სუპერ-ეგო" - მორალის ინსტანციაა, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მამის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. გონებით დაჯილდოებული "ეგო" შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, "იდისა" "სუპერ-ეგოს" შორის. ფროიდის მოსაზრებას არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ ყველა არ იზიარებს.

- ხშირად ჩვენი სურვილები ჩვენსავე ზნეობრივ კრედოს უპირისპირდება. ამ დროს პიროვნების ცნობიერებაში ჩნდება მძაფრი კონფლიქტი. სინდისი, როგორც მსაჯული, ადამიანის სურვილებს ამხელს, წინ ეღობება. როგორ მოაგვაროს ადამიანმა ეს კონფლიქტი და საერთოდ, რა საფეხურებს მოიცავს პიროვნების ზნეობრივი თვითცნობიერება?

- მუდმივი სწრაფვა სულიერი სრულყოფილების მისაღწევად ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მასზე ზრუნვა საჭიროა ბავშვობიდან, ამიტომ აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანში ამ მიდრეკილების გაღვივება. ეს არის ადამიანის ცხოვრების მუდმივი და დაუმთავრებელი პროცესი. ცნობილია, რომ ადამიანის ზნეობა დამოკიდებულია მისი თავისუფლების ხარისხზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველას ერთნაირად არ ესმის თავისუფლების არსი.

თავისუფლების ქრისტიანული არსი შესანიშნავად განმარტა მე-19 საუკუნის გამორჩეულმა ქართველმა მოღვაწემ გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძემ): "თავისუფლება ნიშნავს აკეთებდე იმას, რაც უკეთესად მიგაჩნია". "თავისუფალია ადამინი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს", "თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ მოაზროვნე არსების ხვედრი და უნდა იყოს მხოლოდ აზროვნების შედეგი". ჩემი აზრით, ეს დებულებები ხშირად უნდა ვიმეოროთ და თუ ჩავწვდებით ამ სიბრძნეს, შინაგანი კონფლიქტები აღარ გვექნება.

თუ ადამიანი ვერ ერევა საკუთარ თავს, აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. ბევრი პრობლემის მოგვარება, მათ შორის, აკვიატებული აზრებისაგან განთავისუფლება, ფსიქოთერაპიული ჩარევითაა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო ადვილი ხდება, თუკი მორწმუნე ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს.

- ადამიანი ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ სინერგიის შემთხვევაში აღწევს, ანუ როდესაც თავის ნებას მიუახლოვებს, მიამსგავსებს უფლის ნებას. ეს ძალიან რთული შემოქმედებითი პროცესია და პიროვნების მხრიდან ზოგჯერ მსხვერპლშეწირვასაც მოითხოვს, რადგან ღვთისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლია: "სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი." როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა თავისი ნების, სურვილების დათმობა, ღვთისაკენ წარმართვა?

- ეკლესიური ცხოვრება ეხმარება ადამიანს ჭეშმარიტებების დადგენაში, სულიერ მოძღვართან ურთიერთობა კი - გვაძლიერებს. სხვა გზა არ არსებობს, ღვთისკენ მიმავალი გზა ტაძარზე გადის!

- პავლე მოციქული ბრძანებს: "არრარა მე ცოცხალ ვარ, არამედ ცოცხალ არს ჩემს შორის ქრისტე". ეს სინერგიის უმაღლესი გამოხატულებაა. შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობის მიღწევა ჩვეულებრივი მოკვდავისთვის? - პავლე, მართალია, მოციქული, მაგრამ მაინც ადამიანი იყო! ესე იგი, შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძნელია, სულიერი ხედვის უნარი რჩეულთა ხვედრია. სიტყვა "სინერგია" ნიშნავს ერთობლივ ქმედებას, ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედებას. მორწმუნეთათვის უდავოა, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებით ხდება, მაგრამ თანაშემოქმედების განცდა მაინც ძალიან იშვიათია.

- ხშირად ადამიანი პასიურად ეგუება თავის ხვედრს ანუ იმას, რაც მას ღმერთმა განუჩინა. მაგრამ გულში იგი საყვედურობს უფალს, თუმცაღა მაინც ცდილობს ჩასწვდეს ღვთის ნებას, სურს, გულწრფელად სჯეროდეს, რომ რაც ღვთისგან ეშვება, ადამიანისავე სასიკეთოდ არის მიმართული. როგორ ჩავწვდეთ ღვთის ნებას უკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ დავეხმაროთ ჩვენს თავს, რომ ეჭვი არ შევიტანოთ უფლის სამართლიანობაში?

- მოძღვართან და ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი რწმენის გაძლიერებას უწყობს ხელს, რაც თავისთავად ბევრ კითხვაზე პასუხის მიღებასაც ნიშნავს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ სურს, ადამიანს ცხოვრების შეცვლის საშუალება ყოველთვის აქვს, რადგან აზროვნებს, უყვარს, გააჩნია ღირებულებების შესაბამისად ნებისმიერი მოქმედების უნარი ანუ ნება. ქმედებაში ადამიანი თავისუფალია. ეკლესია ადამიანის თავისუფლებას აღიარებს და პატივს სცემს".

- ხშირად ადამიანს ეუფლება ღვთისგან მიტოვებულობის დამთრგუნველი განცდა. იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარადაა დარჩენილი და მხოლოდ მის ხელშია საკუთარი ბედისა და მომავლის გამოჭედვა. ამიტომ ის ჯიუტად ებრძვის თავის "ბედს" (ნ. ბარათაშვილი: "ბედთანა ბრძოლა ვით მეშინების?"). რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მხოლოდ უფლის დახმარებით შეუძლია ადამიანს საკუთარი ცხოვრების, ნების სასურველი მიმართულებით წარმართვა?

- რაც უფრო მალე ჩავწვდებით ჭეშმარიტებებს, ჩვენთვისვეა უკეთესი.Aღვთის რწმენა ადამიანს სულიერ ძალას მატებს. დამშვიდებული და სულიერად გაწონასწორებული ადამინისათვის კი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაც გაიოლებულია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.11.2019
ფსიქოლოგიისა და ეკლესიის როლის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ
10.10.2013
რა ფსიქოლოგიური ფენომენია განკითხვა, არსებითად, პიროვნების რა ფსიქიკურ მანკიერებებს ავლენს, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე.
29.08.2013
როგორ წყდება ღვთის განგებისა და ადამიანის თავისუფალი ნების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძველზე?!
15.08.2013
"ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს, - წერს ბერი პაისი
01.08.2013
რამდენ საინტერესო და შესანიშნავ რაიმეს ხედავს ზოგჯერ ჩვენი გონება ყველაზე ჩვეულებრივი და მარტივი მოვლენების ღრმა შესწავლისას!
18.07.2013
რა არის დრო? როგორ აღიქმება და იზომება იგი? რისთვის მოგვეცა და როგორ უნდა გამოვიყენოთ?
04.07.2013
რას გვიამბობენ ბავშვთა ნახატები?
ხელნაწერს და ნახატს რომ უამრავი საიდუმლოს გათქმა შეუძლია ადამიანზე, მხოლოდ ფსიქოლოგებისათვის კი არა, უკვე ყველასთვის ცხადია.
23.05.2013
ქებით წახალისება თუ ნდობა და სიყვარული?!
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე ფიქრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა გახდეს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ
28.03.2013
მღვიძარება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა, ურომლისოდ ჩვენი ცხოვრება ვერ იქნება ქრისტიანული.
14.03.2013
თითოეულ ადამიანს, გარდა ღვთის ხატებისა, ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვით დაცემული ბუნებაც ერგო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat