საკმევლის კეთილსურნელება ბოროტი ძალებისთვის მომაკვდინებელია
საკმევლის კეთილსურნელება ბოროტი ძალებისთვის მომაკვდინებელია
ძველი აღთქმის დროს არსებობდა ორი სახის მსხვერპლშეწირვა - სისხლიანი და უსისხლო. სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დროს ხბოს, ცხვარს ან რომელიმე სხვა ცხოველს სწირავდნენ, დადგენილი იყო გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის შეწირვაც, მაგრამ თუკი ადამიანს სისხლიანი მსხვერპლის შეწირვის საშუალება არ ჰქონდა, შეეძლო შეეწირა უსისხლო მსხვერპლი - ზეთი, ფქვილი და საკმეველი. ასევე იწირებოდა ზღვის წყალში მოზელილი უფუარი პურიც. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს მღვდელმსახური საკმეველს, ერთ მუჭა ფქვილთან და ზეთიანი პურის ნატეხებთან ერთად, სამსხვერპლო ყუთზე წვავდა. გარდა ამისა, ძველი აღთქმის მოძრავ ტაძარში, სხვა საღვთისმსახურო ნივთებთან ერთად, ფსიადები ანუ სასაკმევლეებიც გვხვდება. კრეტსაბმელის გვერდით კი იდგა მოოქრული საკურთხეველი - ულპობი ხის უძირო ყუთი საკმევლისთვის. ე.ი. საკმეველი ძველი აღთქმის დროსაც იკმეოდა. წმინდა მამათა განმარტებით, სასანთლე და საკურთხეველი საკმევლისთვის მოასწავებდა უფალ იესო ქრისტეს, "რომელიც იწოდა ნათლად სოფლისა..." რა დანიშნულება შეიძინა საკმეველმა ახალი აღთქმის ეკლესიაში, რისგან მზადდება საკმეველი, რა დანიშნულება აქვს სასაკმევლეს, როგორ უნდა მოვიქცეთ კმევის დროს? - ამ და სხვა საკითხებს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე განგვიმარტავს.

- საკმეველი არის სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად საკმევლის ხის დასერილი ქერქიდან მიიღება. სხვათა შორის, საკმევლის ხე საქართველოშიც გვხვდება - საგარეჯოსა და ვაშლოვანში - ეს სახელწოდებაც, ხალხური გადმოცემით, სწორედ საკმევლის ხეებს უკავშირდება: ვაშლოვანში ყოფილა საკმევლის ხეების ნათელი ტყე. ეს ხე ძალიან ჰგავს ვაშლისას. შორიდან მნახველი საკმევლის ტყეს ვაშლის ბაღად აღიქვამდა, ამიტომაც უწოდეს ამ ადგილს ვაშლოვანი.

ქართული საკმეველი საოცარი კეთილსურნელებით გამოირჩევა. ქართული საკმევლის მცირე მარცვალიც კი სხვა ქვეყნებში დამზადებულ საკმეველზე ხანგრძლივად აკმევს და მისი სურნელიც გაცილებით დიდხანს რჩება ნაკმევ ადგილას.

- რა დანიშნულება აქვს საკმევლის კმევას?

- საკმეველს უდიდესი სულიერი მნიშვნელობა აქვს. ახალი აღთქმის თანახმად, ახალშობილი მაცხოვრისათვის მოგვთაგან მირთმეულ ძღვენს შორის ერთ-ერთი ხომ სწორედ გუნდრუკი ანუ საკმეველი იყო, რომელიც მას მიართვეს როგორც სულიერ მეფეს, ღმერთს. აქედან ჩანს, რომ საკმეველი საუკეთესო შესაწირია უფლის მიმართ, რომელსაც ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისთვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი, რაც ნათლად ჩანს კმევის დაწყების წინ ღვთისმსახურის მიერ წარმოთქმული ლოცვიდან: "საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად სულნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხევლისა და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა წმიდისა".

კმევა სიმბოლურად უფლის მიმართ აღვლენილი გულმხურვალე ლოცვის გამომხატველია, სწორედ საკმეველივით მაღლდება ზეცისაკენ ჩვენი გულმხურვალე ლოცვა. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ აბელის მიერ შეწირული საკმეველის კვამლი ზეცისკენ ამაღლდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღმერთმა მისი შესაწირი შეიწირა, კაენისა კი არა, რადგან მის მიერ შეწირული საკმევლის კვამლი მიწას განერთხა. აქედან ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა შემწირველის სიწმინდე და სულიერი სისუფთავე იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი შესაწირი - ლოცვა იქნება ეს, მარხვა, მატერიალური შესაწირი თუ სხვა - შეიწიროს, ე.ი. საკმევლის კვამლის მსგავსად აიჭრას ზეცად და უფლის საყდრამდე ამაღლდეს.

საკმეველი საოცარ სურნელებას გამოსცემს, რაც სიმბოლურად სულიწმინდის მადლს, მის კეთილსურნელებას გამოხატავს. ხატების, წმინდა ტრაპეზისა და სხვა სიწმინდეების კმევა მათდამი მოკრძალებისა და თაყვანისცემის გამომხატველია, ამავდროულად, კმევის დროს სულიწმინდის მოქმედებასაც მიანიშნებს.

საკმეველს ბოროტი ძალების, ეშმაკების განსადევნადაც ვაკმევთ - ე.ი. კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისგან განიწმინდება, რადგან ბოროტი ძალებისთვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია.

- კმევის დროს საკმეველს საგანგებო ჭურჭელში ათავსებენ, რომელსაც საცეცხლური ეწოდება. რას გამოხატავს სიმბოლურად საცეცხლური ან სასაკმევლე?

- ბოლო დროს საცეცხლური ძირითადად ტაძრის ფორმისა მზადდება. იგი არის სიმბოლო წმინდა ეკლესიისა. საცეცხლური გაყოფილია ორ ნაწილად, რაც სიმბოლურად ერთ წმინდა, კათოლიკე ეკლესიას (დედამიწაზე "მებრძოლს", ზეცაში "მოზეიმეს") გამოხატავს.

სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საცეცხლურის ზარის ხმასაც - იგი სიმბოლოა ეკლესიის მიერ უფლისადმი აღვლენილი გალობისა.

- როგორ აღესრულება კმევა და რა სიმბოლური მინიშნება აქვს გაღვივებულ ნახშირზე საკმევლის მოთავსებას?

- კმევის დაწყების წინ ღვთისმსახური საცეცხლურში ათავსებს გაღვივებულ ნახშირს - იგი სიმბოლურად მადლით აღსავსე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გამოხატავს. გაღვივებულ ნაკვერჩხალზე - ნახშირზე იდება საკმეველი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმბოლოა მორწმუნე ადამიანის გულმხურვალე ლოცვისა და სულიერი განცდებისა, ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს თან რომ მიჰყვება ეკლესიაში - სინანული, მადლიერება, ვედრება, სიმდაბლე და სხვა. ეს ქმედება სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ჩვენს გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, ანუ საკმეველს, ვათავსებთ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე, ე.ი. ნახშირზე, და მიგვაქვს ეკლესიაში, რომელსაც საცეცხლური განასახიერებს. ის მორწმუნეთა გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, საკმევლის კვამლის მსგავსად, აღამაღლებს უფლის საყდრამდე და ზეციდან სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლი გადმოეფინება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ კმევის დროს?

- კმევის დროს მორწმუნენი იდრეკენ თავს, როგორც თავმდაბლად მიმღებელნი სულიწმინდის მაცხოვნებელი მადლისა. ამ დროს შესაძლოა გულში წარმოვთქვათ "იესოს ლოცვა".

- საღამოს მსახურების დროს, როდესაც ღვთისმსახური სიწმინდეების კმევას იწყებს, მორწმუნენი იმ მიმართულებით ბრუნდებიან, საიდანაც ხდება კმევა, ამიტომ საკურთხევლისკენ ზურგით შებრუნებაც უწევთ. რამდენად მართებულია საკურთხევლისკენ ზურგით დგომა?

- კმევის დროს, როდესაც ჯერი საკურთხევლისკენ ზურგით მიბრუნებაზე მიდგება, სასურველია, მხოლოდ ოდნავ შემოვბრუნდეთ იმ მიმართულებით, საითკენაც კმევა ხდება.
ბეჭდვაელფოსტა
02.10. 2018
დავითი
"იესოს ლოცვა"-დ მამაო ჩვენოს არ გულისხმობენ, იგულისხმება "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი". სახლში საკმევლის ანთებისას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნახშირს სანთლიდან გავაღვივებთ თუ ასანთიდან, მთავარია საკმევლის კმევა შევძლოთ. მე პირადად ყველა ოთახში ვაკმევ (გარდა აბაზანისა) გალობის ან ლოცვის თანხლებით.
01.10. 2018
ნანა
იესოს ლოცვა მამაო ჩვენოა.
08.04. 2018
edisheri
saxlshi sakmeveli rogor inteba?jer santelze inteba naxshiri tu asantitac sheizleba naxshiris anteba?romelia swori ?
31.01. 2016
mariami
"უფალო ისეო ქრისტე ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი" და "უფალო ისეო ქრისტე შემიწყალე" ორივე "იესოს ლოცვაა" უბრალოდ მეორე შემოკლებულია.თუ გგონიათ რომ შეცდომაა კითხეთ მოძღვარს.არანაირი განსხვავება არ არის
12.05. 2015
ელზა
სახლში ხომ შეიძლება საკმევლის დანთება და რამე წესი არსებობს?
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat