საკუთარი ცოდვების შემხედვარეს, არა მგონია, სხვისი ცოდვების განქიქება მოუნდეს
საკუთარი ცოდვების შემხედვარეს, არა მგონია, სხვისი ცოდვების განქიქება მოუნდეს
ვამხილოთ, ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით
ქრისტიანის მთელი ცხოვრება ვნებებთან ბრძოლაა. სხვაგვარად - თუ გულიდან ცოდვებს არ განვდევნით, ვერ ვიწოდებით ქრისტიანებად. ალბათ თითოეული ჩვენგანი ცდილობს მათგან გათავისუფლებას. მაგრამ ზოგ ცოდვას ღრმად აქვს ფესვები გადგმული... განკითხვა ერთ-ერთი მათგანია, ყველასთვის კარგად ნაცნობი ვნება, რომელსაც ალბათ ყველა ვემონებით. ბედნიერია ის, ვინც მისი მარწუხებიდან გათავისუფლდა. უფალი ამბობს: "ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ". თითქოს ადვილი პირობაა ცხონებისათვის, მაგრამ...

განკითხვის შესახებ გვესაუბრება თბილისის აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი.

- მამაო, რა არის განკითხვა?

- განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის. ეს არის სხვისი საქმის განქიქება, მოყვასის ცოდვის გამო განსჯა, შეურაცხყოფა, მასზე ავი ზრახვა, სხვის მსაჯულად დადგომა, მაშინ, როცა მსაჯული ერთადერთია - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. შეიძლება ითქვას, განკითხვა გამორჩეულად, სხვა ცოდვაზე მეტად ეხება ადამიანის ცხონების საკითხს, რადგან განმკითხველს თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. "არ განიკითხოთ, რათა არ განიკითხნეთ" - გვასწავლის უფალი. ის კი, ვინც განიკითხავს, უფლისაგან იქნება განკითხული იმავე საზომით - "რომელი განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომელთა საწყაულითა მიუწყოთ, მიგეწყოთ თქვენ".

- როდიდან იღებს ეს ცოდვა სათავეს? ადამის დაცემის ეპიზოდში ჩანს თუ არა განკითხვა?

- რა თქმა უნდა, განკითხვის მარცვალი ამ ეპიზოდშიც არის. ღვთის კანონის დაუცველობამ, მისი მცნებიდან გადასვლამ ადამში შეიტანა "ცოდვის სული". ის ამიერიდან გახდა არა უფლის, არამედ ცოდვის მონა. აქედან გამომდინარე, მასში შემოიჭრა ყველა სხვა ვნება და მით უმეტეს - განკითხვა. როცა უფალი უკვე დაცემულ ადამს ეკითხება, - სად ხარო, იმის ნაცვლად, რომ შეინანოს, ყველაფერს ევას აბრალებს - შენ რომ შემიქმენი, იმან შემაცდინაო. თითქოს უფალს განიკითხავს. სინანულის მაგიერ კაცთმოყვარე უფლის, სამყაროს შემოქმედის განქიქებას იწყებს. წარმოიდგინეთ, როგორ დააბნელა ცოდვამ ადამი, რომ უფალი განიკითხა. აქედან შემოიჭრა ეს ვნება ადამიანის ბუნებაში და იმდენად შეესისხლხორცა მას, რომ მისგან გათავისუფლებას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება. ადამის დაცემამ მისი ბუნების ცენტრად არა ღმერთი, არამედ "მე", "ეგო" გახადა, რამაც შექმნა კიდეც ნოყიერი ნიადაგი განკითხვის წარმოშობისა.

- ე.ი. იმისთვის, რომ არსებობდეს განკითხვა, აუცილებელია ამპარტავნების არსებობაც.

- დიახ. როცა ლაპარაკია განკითხვის ცოდვაზე, იქ შეუძლებელია არ იყოს ამპარტავნება. ეს წარმოუდგენელია. რა არის ამპარტავნება? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის საკუთარი ღირსების განცდა, თავმოყვარეობა უსიყვარულოდ, ღვთის სიყვარულის გარეშე. ბუნებრივია, ამპარტავანი ცდილობს, თავი სხვებს გადაამეტოს, რათა ჰქონდეს საფუძველი ამპარტავნული აზროვნებისა, იმაზე ფიქრისა, რომ სხვებს სჯობს. აქ კი იჩენს თავს განკითხვა - "საუკეთესო საშუალება" სხვათა დაკნინების ფონზე საკუთარი აღმატებულობის წარმოჩენისა. შეიძლება ითქვას, განკითხვის დედა ამპარტავნებაა, განკითხვა შობილია მისგან. მეტიც, განკითხვა არის ამპარტავნების ყველაზე მკაფიო გამოხატულება, ყველაზე ნათელი დასტური იმისა, რომ მისი მატარებელი ამპარტავანია. ადამიანი განიკითხავს მაშინ, როცა თავის თავს ცოდვილად არ აღიარებს, როცა ვერ ხვდება, რომ დაცემულია, ვერ აცნობიერებს უფლის აღმატებულობას და საკუთარ უსუსურობას. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ამპარტავნება, ცრუ წარმოდგენა საკუთარ თავზე, სინანულის უქონლობა.

დიდი ხანი არ არის, რაც დიდმა მარხვამ განვლო და აღდგომა ვიდღესასწაულეთ. ამ მარხვის დროს ყოველი მორწმუნე ვკითხულობდით წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც უმნიშვნელოვანესი ლოცვაა და იგი მარტო მარხვის დროს არ უნდა გვახსოვდეს. ის განწყობა, რაც მასშია, მთელი ცხოვრება უნდა შევინარჩუნოთ. იქ არის ასეთი სიტყვები: "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". აი, ეს უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების აზრი - კი არ განიკითხავდეს მოყვასს, არამედ უყვარდეს ის და მაქსიმალურად მკაცრი იყოს საკუთარი თავის, საკუთარი ცოდვების მიმართ. თავისი ცოდვების შემხედვარეს კი, არა მგონია, ვინმეს სხვისი საქმეების განქიქება მოუნდეს.

- ე.ი. ამ ვნების სათავე ამპარტავნებასთან ერთად უსიყვარულობაცაა?

- რა თქმა უნდა, ამპარტავნება და უსიყვარულობა ერთმანეთს წარმოშობს. საერთოდ, ცოდვას აქვს ერთი თვისება - თუ ის არ იქნა მონანიებული, აღსარებაში სინანულით ნათქვამი, აუცილებლად გამოიწვევს სხვა ცოდვას და ეს ჯაჭვურად გაგრძელდება ყველა ცოდვაზე. რაც შეეხება უსიყვარულობას, ის სწორედ მაშინ ვლინდება, როცა, იმის ნაცვლად, რომ ცოდვილი შეგვეცოდოს, მის განკითხვას ვიწყებთ. გული რამდენად შურიანი, ბოროტი გვაქვს, რომ მოყვასისადმი სიყვარულით არ ლბება. ვინც გვიყვარს, მის გამართლებას ხომ მაქსიმალურად ვცდილობთ. ის კი, რომ, არათუ ვამართლებთ, ხშირად მოყვასისადმი უმოწყალო მსაჯულებივით ვიქცევით, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ სიყვარული გვაკლია. განმკითხველი სხვისი ცოდვით ხარობს. რომელ სიყვარულზეა აქ ლაპარაკი. სხვის ცოდვას რომ ვხედავთ, თავს ვინუგეშებთ ხოლმე. არათუ გვწყინს, გვტკივა, არამედ პირიქით - ზოგჯერ, სამწუხაროდ, ქვეცნობიერად გვიხარია კიდეც სხვისი დაცემა, რადგან ვფიქრობთ, ჩვენზე ცოდვილებიც ყოფილანო. აქედან იწყება განკითხვაც.

გახსოვთ, მეზვერისა და ფარისევლის იგავში ფარისეველი, რომელიც სჯულის ყველა წესს აღასრულებდა, ლოცვის ბოლოს მეზვერეს განიკითხავდა. ანდა თავს ინუგეშებდა, რომ მასზე უარესებიც არსებობდნენ. ასე ვიქცევით ჩვენც: როცა ცოდვით დაცემულს ვუყურებთ, რაოდენ სამწუხაროა, რომ სიბრალულის ნაცვლად მზაკვრული გრძნობა გვიპყრობს - ჩვენ უკეთესნი ვართ.

- ადამიანის კიდევ რომელ თვისებაზე მეტყველებს განკითხვა?

- მიუტევებლობაზე. ჩვენ, მორწმუნენი, დღეში რამდენჯერმე წარმოვთქვამთ "მამაო ჩვენოს". ამ საუფლო ლოცვაში არის სიტყვები - "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ანუ ჩვენ უფალს ვევედრებით, ვთხოვთ, შეგვინდოს ცოდვები ისე, როგორც ჩვენ ვუნდობთ ჩვენდამი დამნაშავეებს. გვაპატიოს იმ საზომით, რა საზომითაც ჩვენ ვპატიობთ. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს პატიების, მიტევების უნარი, თუ არადა, ყველანაირად ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს სათნოება (წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ლოცვის თქმით თავს დავიწყევლით, საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ. ფაქტობრივად, ღმერთს შევთხოვთ - არ მოგვიტევოს ცოდვანი). თუ არ შევუნდობთ სხვებს, არც ღმერთი შეგვინდობს. მიტევების უნარი თუ არ აქვს, არც ქრისტიანად იწოდება ადამიანი. ქრისტიანს, რომელიც ყველა საქმით მაცხოვარს უნდა ბაძავდეს, უნდა შეეძლოს პატიება. ამის საოცარი მაგალითი ხომ თვით ქრისტემ მოგვცა, როცა საშინლად ნაგვემი, ნატანჯი ცისა და ქვეყნის მეუფე, ჯვარზე გაკრული, მამა ღმერთს მტარვალთა შეწყალებას სთხოვდა - შეუნდე, რამეთუ არ იციან, რას იქმანო. ჩვენ კიდევ ხშირად ძალიან მარტივ სიტუაციაში ურწმუნოთა მსგავსად ვიქცევით და სხვებს იოტისოდენა წყენას ვერ ვპატიობთ. აქედან იღებს სათავეს განკითხვაც. ანუ ჩვენ ვერ ვპატიობთ ადამიანებს დანაშაულს, ვართ მათდამი ძალიან მკაცრნი და როცა შეცდომას უშვებენ, დაუყოვნებლივ მათ განკითხვას ვიწყებთ. ვუდგებით მსაჯულად - რისი ღირსია ის, რა სასჯელს იმსახურებს და ა.შ.

- ფარისევლები ახსენეთ. ალბათ განკითხვის მძიმე შედეგი ყველაზე კარგად მათში აისახა.

- დიახ. მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩენილა ადამიანი განკითხვისგან, ამპარტავნებისგან, მეტისმეტად საშიშია. ასე უმეტესად ემართებათ სჯულის ზედმიწევნით აღმსრულებელთ. თითქოს მოწესრიგებულნი არიან, რადგან ეშმაკი მათ წესების აღსრულებაში პოულობს დასაყრდენს ამპარტავნული აზროვნებისთვის. თუმცა არც ერთი ეს ადამიანი შინაგანად სჯულის აღმსრულებელი არაა. რა არის სჯული? მისი საფუძველი, მთავარი სათნოება - სიყვარულია, როგორც ამბობს მაცხოვარი. სიყვარული, რომელიც ქმნის ჯვარს: პირველი, ღვთის მიმართ მთელი სულით, გულით და გონებით - ის ქმნის ჯვრის ვერტიკალურ ხაზს; მეორე კი, არანაკლები ამ სათნოებისა, სიყვარული მოყვასისადმი - ჯვრის ჰორიზონტალს ქმნის. ამ ორი სიყვარულის თანხვედრა, გადაკვეთა უნდა მოხდეს თითოეული ქრისტიანის გულში. ეს არის უხილავი ჯვარი, რომელიც ქრისტიანმა გულში უნდა გამოისახოს.

ამპარტავანს ბუნებრივად აკლია მოყვასისადმი სიყვარული. ეს კი ავტომატურად გულისხმობს ღვთის სიყვარულის უქონლობას, რადგან არ შეიძლება გიყვარდეს უფალი, უხილავი და არ გიყვარდეს, განიკითხავდე თუნდაც ერთ მცირეთაგანს მოყვასს. ასე რომ, ეს ცოდვა გვაშორებს უფალს, სიყვარულს.

ძალიან ძნელია, გარეგნულად მოწესრიგებული, მაგრამ სიყვარულს მოკლებული ადამიანი თავის ცოდვილობაში დაარწმუნო. ის გარეგნულად მრავალი ვნებისაგან იცავს თავს და ეს უქმნის მას "კარგი ადამიანის" ნიღაბს. არადა, მთელი მისი საქმე ფუჭი და მოჩვენებითია. ასეთი პიროვნებების მოქცევაც მეტად რთულია. იგივე პრობლემაა ეკლესიაშიც. არიან ისეთები, ზედმიწევნით რომ იცნობენ ღვთისმეტყველებას, იცავენ ყველა წესს, მაგრამ აკლიათ სინანული, ფარისევლების მსგავსად მეტისმეტად მკაცრნი არიან და ბევრს ასეთი ქცევით აბრკოლებენ. ეს კი უდიდესი ცოდვაა. ყველაფერში სიყვარულია საჭირო, რათა ჩვენმა სიტყვამ, იქნება ეს მხილება თუ სხვა - მიაღწიოს მიზანს - ადამიანის გამოსწორებას. გვახსოვდეს, წუთისოფელი იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ვიღვაწოთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთოთ და ვიყოთ მოსიყვარულენი, არათუ მსაჯულად ვექცეთ მოყვასს და ყოველ წუთს მის შეცდომებს ვითვლიდეთ. რამდენ დროსაც ვუთმობთ სხვების შეცდომებზე ფიქრს, იმდენს ჩვენსას რომ ვუთმობდეთ, გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვიტანდა ჩვენც და ჩვენს გარშემომყოფთაც.

- სახარებაში მოთხრობილია ამბავი: იუდეველები მაცხოვარს მრუშ დედაკაცს მიუყვანენ და მის გასამართლებას მოითხოვენ. ქრისტე ხალხს ეტყვის, - ვინც უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო. რაკი ასეთი არავინ მოიძებნება, მაცხოვარი მრუშს აპატიებს და გაუშვებს. თან ეუბნება, - არავინ განგიკითხა, არც მე განგიკითხავ. წარვედი და ნუ სცოდავო. როგორ უნდა გავიგოთ ეს ეპიზოდი? ნიშნავს ეს იმას, რომ თუ სხვები არ განგვიკითხავენ, უფალი ცოდვაზე პასუხს არ მოგვთხოვს?

- არა. ცოდვა, რა თქმა უნდა, არ მსუბუქდება. სინანულის გარეშე მისი შენდობა წარმოუდგენელია. სახარებაში წერია, ეს ქალი ცოდვას დაუმალავად შეეკრაო, საზოგადოება კი, რომელიც მის გასამართლებას ითხოვდა, ამავე ცოდვით იყო ავად, მაგრამ ჩუმად, დაფარულად. ეს ქალი თავს არ იმართლებდა, თავჩაღუნული იდგა და განაჩენს ელოდა. ამ სინანულის გამო მისცა მას უფალმა გამოსწორების შანსი. ეს ეპიზოდი უფრო მეტად იმ ხალხზეა, რომლებიც სხვებს განიკითხავენ იმ ცოდვის გამო, მათაც რომ ახასიათებთ. უფალი ასე მათ სამხილებლად მოიქცა. არ უნდა ვიფიქროთ, თუ მოწმე, მამხილებელი არ გვეყოლება, ღვთის წინაშე დანაშაული შეგვიმსუბუქდება.

- ხშირად მხილება და განკითხვა ერთმანეთში გვერევა. რა განსხვავებაა მათ შორის და როდის გვაქვს მხილების უფლება?

- უფალი გვეუბნება - მკურნალო, განიკურნე თავი შენიო. სანამ სხვის თვალში ბეწვის ამოღებას გადავწყვეტთ, ჯერ საკუთარიდან დირე, მორი ამოვიღოთ და მერეღა ვიფიქროთ სხვების მხილებაზე. ჩვენ ხშირად თვითონ ვართ ძალიან დიდი ცოდვებით დამძიმებული და სხვისი მცირე შეცდომის მიმართ დიდ სიმკაცრეს ვიჩენთ. პირში მივახლით სიმართლეს, გვგონია, ვამხელთ. მხილება კი სხვა რამეა. პირველ რიგში, იმისთვის, რომ გვქონდეს მხილების უფლება, უნდა გვქონდეს სიყვარული, სურვილი, რომ ადამიანი მართლა გამოსწორდეს. გარდა ამისა, საჭიროა დროის შერჩევა, ზუსტად განსაზღვრა, რა დროს, რა ფორმით უთხრა მოყვასს სამხილებელი. მიზანი ჩვენი არა ადამიანის ცოდვილი მდგომარეობის დაფიქსირება, არამედ მისი ცოდვიდან გამოყვანა უნდა იყოს. თუ ასეთი განწყობა არ გვექნა, "მხილებამ" შეიძლება ამ ადამიანზე უარესად იმოქმედოს, განრისხდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ეკლესიას. ეს კი ჩვენი ბრალი იქნება და უფალი მწარე პასუხს მოგვთხოვს. მეორე მხრივ, შეიძლება მხილებისგან თავის შეკავებაც ცოდვად გვექცეს. თუ ვხედავთ, რომ ადამიანს გამოფხიზლება სჭირდება, ცოდვას დაემონა, უფსკრულისკენ მიდის და ჩვენს მეტი არავინ ჰყავს, ჩვენი ვალია, ვამხილოთ, ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით, გულისტკივილით, სათანადო ფორმით.

- თუ ვხედავთ, რომ მღვდელი ცოდვაშია, გვაქვს თუ არა უფლება, ვამხილოთ ის?

- გახსოვთ ალბათ იგავში მთესვარზე ის მარცვალი, რომელიც კეთილ ნიადაგზე დაეცა, მოსცემდა ნაყოფს ოცდაათეულს, სამოცდაათეულს და ასეულს. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ყველას აქვს საკუთარი ჯვარი. ზოგს - მძიმე, ზოგს - ნაკლებად. განსაკუთრებულად დიდია მღვდლობის ჯვარი. ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. მაგრამ ქრისტეს სიტყვებიდან გამომდინარე - უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს - ეს ჯვარი მსუბუქდება ღვთის სიყვარულით. მოძღვრის ცხოვრება თვალსაჩინოა. ყოფით ცხოვრებაში მღვდელი, ისევე, როგორც ყველა სხვა მოკვდავი, უშვებს შეცდომას, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ხალხის დაბრკოლების მიზეზი. გვახსოვდეს, სასულიერო პირიც ჩვეულებრივი ადამიანია, მისდამი მიმტევებელნი უნდა ვიყოთ. მაგრამ არა სასულიერო პირობის გამო (ღვთის წინაშე ყველა ერთია), არამედ იმიტომ, რომ ადამიანები არიან და როგორც სხვების მიმართ, მათდამი მიმტევებლობაც მოგვეთხოვება. მაგრამ თუ მღვდელი ისეთ დიდ ცოდვაშია, რომ საფრთხეს უქმნის როგორც თავის თავს, ასევე სამწყსოს, ის უნდა ამხილონ. ეს ფაქტი არ დარჩება შეუმჩნეველი არც წინამძღვრის, არც ეპისკოპოსის მიერ. თუმცა, თუ ისეთი რამეა, რაც მარტო ჩვენ ვიცით, აუცილებლად უნდა ვუთხრათ ამის შესახებ სიყვარულით და ვთხოვოთ, თავი შეიკავოს. თუ არ ისმინა, მერე წინამძღვართან ვამხილოთ, თუ არც მაშინ ისმინა, ეპისკოპოსს ვაცნობოთ...

- ზოგიერთი ამას ვერ ბედავს ე.წ. ჩაშვების ინსტიტუტის გამო.

- ასეთი მენტალიტეტი ეკლესიისთვის ყოვლად მიუღებელია. თუ ვხედავთ ცოდვაში მყოფ ადამიანს, მით უმეტეს, სასულიერო პირს, რომლისთვისაც ცოდვა ორმაგად მძიმეა, მისი საქციელის დამალვა ცოდვაც კია, რადგან ასეთი მღვდლობა არც ამ პირისთვის იქნება სასარგებლო და არც მისი მრევლისთვის. ეკლესიას აქვს თვითგანწმენდის საშუალება, უნარი. მივმართოთ ეპისკოპოსს, რათა ეკლესიამ, კრებამ გადაწყვიტოს ყველაფერი. ჩვენ არ უნდა გამოვიტანოთ ეს საქმეები სააშკარაოზე ყვითელი პრესით, ტელევიზიით და ღია წერილებით, არ გავიტანოთ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც არ არის ეკლესიურად განათლებული და მათთვის ეს მხოლოდ სენსაცია, სკანდალია. ეს არავის კეთილს არ მოუტანს. ამგვარად ეკლესიის მტრები უფრო იქცევიან, ვიდრე მისი მოყვარენი.

- ალბათ ყველას გამოუცდია ამგვარი შემთხვევა - განგვიკითხავს ადამიანი და მალე იმავე ცოდვით ჩვენც შეგვიცოდავს. აქვს თუ არა ასეთი თვისება განკითხვას?

- დიახ, როცა განვიკითხავთ, დავფიქრდეთ, რომ არ ვართ დაზღვეული ამ ცოდვისგან. ამგვარი რამ ყველას მოგვსვლია, მერე კი მივმხვდარვართ ცოდვის სიმწარეს. ამით უფალი გვწვრთნის, გვასწავლის და ამ წაბორძიკებით გვიცავს დიდი დაცემისაგან. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი გულისხმიერია, აქედან სწორ დასკვნას გამოიტანს.

- განკითხვა იმ კუთხითაც არის დიდი ცოდვა, რომ ირგვლივ მყოფ საზოგადოებას წამლავს?

- დიახ. ამ ცოდვას აქვს საშიში თვისება. როცა სხვას საზოგადოებაში განვიკითხავთ, შეიძლება ამ საზოგადოებაში მას არც იცნობენ ამგვარად, ჩვენ კი ამ პიროვნებას სახელს ვულახავთ, მით უმეტეს, რომ განკითხვისას უმეტესად ვარაუდს გამოვთქვამთ. ასე სხვასაც ვაძლევთ განკითხვის საბაბს, საშუალებას. ზოგი იტყვის, თუ მართლა არასწორად იქცევა ადამიანი, ეს ხომ უნდა აღინიშნოს, დაფიქსირდესო. მაგრამ განა ჩვენ ვესაუბრეთ მას, მოვინდომეთ მისი გამოსწორება? ეგებ მთქმელი სჭირდება და ასეთი არავინ ჰყავს, ჩვენ კი ვწირავთ და განვიკითხავთ. არადა ვინ როგორ დაამთავრებს სიცოცხლეს, არ ვიცით. ნუ დაგვავიწყდება, რომ იუდა ქრისტეს მოციქული იყო, პირველი კი, ვინც სამოთხეში შევიდა - ავაზაკი.

თუ ჩვენ მოვხვდებით ასეთ საზოგადოებაში, სჯობს, ვთხოვოთ მათ, ცოდვისაგან თავი შეიკავონ, მაგრამ თუ ვიცით, რომ ჩვენი სიტყვა მათზე გავლენას ვერ იქონიებს, სჯობს, გავჩუმდეთ, გავერიდოთ ან მაქსიმალურად ჩუმად ვიყოთ. ზოგჯერ მორიდების გამო, მეგობარს ხათრი რომ არ გაუტეხონ, ადამიანები სხვებს განიკითხავენ. ეს არასწორია. ასეთ საქმეში მორიდება არ არსებობს. სჯობს, უფალს მოვერიდოთ, რომ არ შევცოდოთ. როცა დაგვინახავენ, რომ განკითხვაში სათანადო პარტნიორი არ ვართ, ერთხელ ეწყინებათ, მეორედ და მესამედ უკვე აღარ შეგვაწუხებენ.

- ზოგიერთი მეტისმეტი სიმკაცრის გამო ეკლესიას განიკითხავს...

- ეს მათი პრობლემაა. ეკლესიის კანონები კაცთაგან მოგონილი არ არის. ისინი სახარებისეული ჭეშმარიტებებია. თუ ვხედავთ, რომ ჩვენი ცხოვრებით ვერ ვესადაგებით ეკლესიურ, სახარებისეულ კანონებს, ეკლესია კი არ უნდა განვიკითხოთ, თავის გამოსწორებას უნდა ვეცადოთ. ამ შემთხვევაში არა ეკლესიას, როგორც ცალკე ინსტიტუტს, არამედ უფალს ვეწინააღმდეგებით, რადგან არ არსებობს საეკლესიო კანონი, სახარებიდან რომ არ გამომდინარეობდეს. ვის ვუპირისპირდებით - ღმერთს?

- როგორ ვებრძოლოთ განკითხვას?

- გვახსოვდეს, ნებისმიერი ცოდვა დამღუპველია. ადამიანმა, ქრისტიანმა, ცოდვებს დროულად უნდა დაუდოს ზღვარი. უნდა იცოდეს, რომ არასწორი სულიერი მდგომარეობის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი სწორედ განკითხვაა. თუ მიხვდა, რომ მოყვასს განიკითხავს, თავს სხვაზე უკეთესად წარმოაჩენს, ეს უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მიხვდეს, მისი სულიერი ცხოვრება არასწორი გზით მიდის და მის გამოსასწორებლად სინანულია საჭირო. მიმართოს მოძღვარს აღსარებისთვის, ითხოვოს ღვთისგან სინანული. ყველა ცოდვას აქვს საპირისპირო სათნოება, რითაც შეიძლება მისი დაძლევა. განკითხვის საწინააღმდეგო არის საკუთარი თავის განკითხვა, სინანული. ეს არის ის, რითაც უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება და გააგრძელოს ბოლომდე - შეიცნოს საკუთარი თავი, დაცემულობა. ცხოვრებაში უამრავი ნიღბის მორგება გვიწევს და ჩვენი ვალია, შევძლოთ, დავინახოთ ჩვენი თავი უნიღბოდ, შეულამაზებლად, მთელი დაცემულობით. ამის გარეშე ცხონება არ არსებობს.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat