ხმა ჰერეთიდან
ხმა ჰერეთიდან
"უფალო ღმერთო და ქურმუხის ტაძარო, თქვენ დამიფარეთ!" - საქმის დაწყებამდე ყოველი მართლმადიდებელი ინგილო ასე აღავლენს ლოცვას. იგი უზენაესს არც მაშინ ივიწყებს, როცა ყოველდღიურ სუფრას მიუჯდება და შოთს გატეხს... საკმაოდ დაიჩაგრნენ ინგილოები. ძალზე ბევრი ავნო მათ მუსლიმან სასულიერო პირთა მძლავრობამ. თუ გვინდა პირნათელნი ვიყოთ ღვთის, ისტორიის, საკუთარი სინდისისა და ბოლოს, წმინდა წამებულთა - დასაღუპად განწირული ხალხის წინაპართა წინაშე, დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, გადავარჩინოთ", - მღვდელი ლეონიდე ოქროპირიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი, 1892 წელი.

მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ის ტკივილი კი არ განელებულა, უფრო გამწვავდა.

საინგილოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, უამრავი პრობლემაა, ის დღესაც ძველებურად ითხოვს ჩვენგან თანადგომას და სიყვარულს.

ამ ულამაზესი, მადლიანი კუთხის მოლოცვა-მონახულება 6 მაისს, წმინდა გიორგის დღესასწაულს, დაემთხვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოდან ყოველ წელს ჩადის მომლოცველთა ჯგუფი ჰერეთში. ამ კეთილშობილურ და ღვთისნიერ საქმეს აღასრულებს მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ კიკვაძე და იქაური ქართველების მიმართ თანადგომას გამოხატავს, ღვთის სადიდებელ ლოცვას აღავლენს ქართულ ტაძრებში.

წმინდა გიორგის დღესასწაული, იქაურად ქურმუხობა, ჰერებმა წელსაც ტრადიციულად აღნიშნეს. ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის კი გიორგობის წინა დღე ცოტა უჩვეულო აღმოჩნდა.

ყველაფერი ასე დაიწყო: მშობლიური მიწის მოსალოცად საზღვარგარეთის პასპორტი გავაკეთე საგანგებოდ.

თბილისიდან ჰერეთამდე, დაახლოებით 250 კილომეტრია. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი ლაგოდეხის მიმანიშნებელ აბრასთან გადის. სასაზღვრო მდინარე მაწიმის გრძელი ბეტონის ხიდი შუაზეა გაყოფილი. ერთ მხარეს - საქართველო, მეორეს აზერბაიჯანი აწერია. მდინარე კი ქართული შემართული ბუნებიდან გამომდინარე არავის ბრძანებას არ ემორჩილება.

მეზობელი ქვეყნის საზღვარი მომლოცველთა ნაწილმა გადალახა, ნაწილი კი შეაფერხეს. გაირკვა, რომ მრევლით სავსე მიკროავტობუსი ან უკან უნდა გაბრუნებულიყო, ან 2500 დოლარი გადაგვეხადა. მიზეზად უხაზო მიკროავტობუსს ასახელებდნენ.

შუაღამეა. ქარ-წვიმა. გათოშილი მგალობლები არც ყინვას ეპუებიან და არც მესაზღვრეებს, მღერიან ხალხურ სიმღერებს, საგალობლებს. საბოლოოდ, ღვთის წყალობით და მამა ბასილის უდიდესი ძალისხმევით, ბაჟის გარეშე გადავლახეთ საზღვარი. ყველაზე ამაღელვებელი ის მომენტი იყო, როცა მამა ბასილმა დაიხსნა აზერბაიჯანელთა ტყვეობიდან ავტომანქანა და მარტო, მძღოლთან ერთად, გადავიდა საზღვარზე. საქარე მინაზე წმინდა გიორგის ხატი ჰქონდა მიკრული.

სოფელ კახისთავში, მამა ბასილის მრევლის, შორენა თამაზაშვილის ახლობლებთან გავათიეთ ღამე. ტრადიციულად გვიმასპინძლა ქართულმა ოჯახმა. პრობლემები აქაურებსაც აწუხებთ. დიასახლისი, ქალბატონი ელეონორა, 75 წლისაა. მათი ოჯახი ყოველ წელს დიდი სიხარულით აღნიშნავს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს - "ჩონთან კარგ საკლავს ვჭამთ, ცხორს, მამალ ვარიას, წითელ კვერცხებს ვღებავთ გიორგობას. როგორც აღდგომას, ისე ვაკეთებთ ყველაფერს. ვმართავთ სუფრას და საღამომდე ვართ ქურმუხზე. ვანთებთ სანთლებს. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ერთმანეთს ასე ვლოცავთ ხოლმე გიორგობას - შეგეწიოს, დაგიმადლოს. წმინდა გიორგის მადლით ყველანი კარგად ვიქნებით.

ჩონთან კარგად არიან აზერბაიჯანელები, კარგი მეზობლობა გვაქვს. მათი წესი სხვანაირია, ჩონი - სხვანაირი. ახალგაზრდები აქ აღარ არიან, ყველა საქართველოში ან რუსეთში მიდის. ვინც აქ არის, უმუშევარია.

აქვე ახლოს არის ქართული საშუალო სკოლა. ქართული სკოლებია ალათემურში, მეშაბაშში, ალიბეგლოში".

რას დამაბარებთ საქართველოს ქართველობასთან-მეთქი და ასეთი რამ მითხრა - იმ ხალხმა ჩონ ხალხს მიხედოს. გაახსენეთ, რომ აზერბაიჯანში ქართველები ცხოვრობენ, ჩვენ არც აზერბაიჯანელები ვართ და აღარც ქართველებიო...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1997 წელს დაარსდა ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია, რომლის მღვდელმთავარია მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი). ეპარქიას ჰერეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან მხოლოდ ერთი - კახის რაიონულ ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ექვემდებარება. გიორგობას იქ სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა. მეუფე სერგიმ წირვის შემდეგ დალოცა იქაური ქართველობა, სრულიად საქართველო. "კარიბჭესთან" საუბრისას აღნიშნა: "მატერიალურად ძალიან უჭირთ აქაურებს. ბევრი რამ არის გასარკვევი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის კეთილი ნებით, ყველაფერი მოგვარდება. იქნებ ღვთისნიერმა ადამიანებმა ადგილობრივ ქართველობას დახმარება გაუწიონ, რათა განათლება მიიღონ და სულიერი ძალა მოიკრიბონ".

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ქურმუხის გზას გავუყევით.

ქურმუხის გუმბათიანი ეკლესია XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ტაძარს რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ჰერების გადმოცემით, წელიწადში ერთხელ - აღდგომა დღეს, დედა ღვთისმშობელი აღებს ქურმუხის ქვეშ გამოქვაბულის კარებს, გამოდის გარეთ და ოქროს სავარცხლით თმას ივარცხნის. ამ დროს გამოფრინდება ხოლმე შიგნიდან ოქროს მამალი და ყივილს მორთავს. მას ბანს აძლევენ მახლობელი სოფლის მამლები. ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ გამოვიდა მარიამ-დედა და თმის ვარცხნა დაიწყო, ერთი თათარი მიეპარა და დაჭერა მოუნდომა, მაგრამ მაშინვე ხელი გაუშეშდა, ღვთისმშობელი კი სასწრაფოდ შებრუნდა გამოქვაბულში და კარები დაიხშო. თათარი შეწევნას შეევედრა ღვთისმშობელსა და წმინდა გიორგის, განიკურნა და ქრისტიანობა მიიღო.

ქურმუხის ფერდობზე ლოდები ყრია. ერთ ურწმუნო ვაჭარს თავისი ქარავნით აქეთკენ გამოუვლია, მაგრამ პატივი არ უცია ქურმუხისთვის, ამისთვის წმინდა გიორგის ისიც და მისი აქლემებიც გაუქვავებია. დღეს ამ ლოდებზე მორწმუნეები სანთლებს ანთებენ დიდი რწმენისა და მადლის ნიშნად.

ქურმუხამდე მისასვლელად გრძელი ტყიანი აღმართი უნდა აიარო. გზაზე ხალხის ტევა არ არის. ქართველებთან ერთად დღესასწაულზე აზერბაიჯანელებიც დადიან - დიდი ძალა და მადლი აქვს ქურმუხის ტაძარსო.

ფეხშიშველი მიუყვებოდა აღმართს აზერბაიჯანელი გოგონა - ქურმუხის წმინდა გიორგის შევევედრე, სტუდენტი გავმხდარიყავი. შეისმინა ჩემი და მადლიერების ნიშნად ფეხშიშველა უნდა ვეახლოო. ბებიაჩემი მართლმადიდებელია, მე - მაჰმადიანი, თუმცა მთელი არსებით მართლმადიდებლად მივიჩნევ თავსო.

ნადეჟდა დუკაშვილი, აქაური ქართული სკოლის პედაგოგი, წვიმაში ატალახებულ გზას ფეხშიშველი მიუყვება. "ჩემს ქალიშვილს ექიმებმა ცუდი დიაგნოზი დაუსვეს. წმინდა გიორგის შევთხოვე, გადამირჩინე შვილი-მეთქი. ქურმუხის ეკლესია ისეთი მადლიანია, რასაც ჩაიფიქრებ, აგისრულდება. ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. ჩემი ქალიშვილი, სამი შვილის დედა, ერთი წელია, ხარობს და ცოცხლობს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის იმედით".

ზაზა გაგუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ტაძარს შესწირა წმინდა სამების და წმინდა გიორგის ხატები.

ტაძარში შესვლას დიდი ბრძოლით ვახერხებთ. კართან წარწერაა აზერბაიჯანულ ენაზე - "ქურმუხის ტაძარი"... მამა ბასილმა მგალობელთა გუნდის დახმარებით წმინდა გიორგის პარაკლისი გადაიხადა. ხალხს ქართული ლოცვის მოსმენა მონატრებია. მამა ბასილმა ქადაგებაში დალოცა იქაური მრევლი და აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს ყოველი აქ ნაღვაწი ადგილი იმისათვის, რათა იდიდოს ღმერთი.

"ანსამბლი "დიდგორი" 2005 წლის ოქტომბერში შეიქმნა მამა ბასილის კურთხევით, - ამბობს მისი ხელმძღვანელი ლევან წიტაიშვილი, - ჭეშმარიტ ქართულ საგალობლებს ვგალობთ, იმას, რასაც "ბასიანის", ანჩისხატის და სხვა მგალობელთა გუნდები.

საინგილოში მესამედ ვართ. მომავალშიც ვაპირებთ, ერთად მოვილოცოთ წმინდა ადგილები - იერუსალიმი, მაცხოვრის საფლავი, ათონის მთა და გავმართოთ ქართული გალობის კონცერტები".

"80-იან წლებში კახის რაიონში იყო ანსამბლი "შვიდკაცა". დროთა განმავლობაში დაიშალა. მაშინ სტუდენტი ვიყავი, თბილისში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, აღმედგინა "შვიდკაცა", ოღონდ სხვა სახელწოდებით. 2001 წელს ჩამოყალიბდა მოყვარულთა ანსამბლი "ლაზარე", - ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი, - ყველანი აქაურები ვართ. ვმღერით ისე, როგორც ქართველ კაცს სჩვევია. პარალელურად ვგალოთ. კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე ვდგავართ. თუ რაიმე ღონისძიებაა საქართველოში, ყველაფერში ვმონაწილეობთ. სამეგრელოშიც მიგვიწვიეს მეგრული სიმღერის ფესტივალზე.

ჩვენს კუთხეში ჩამკვდარი იყო ხალხური სიმღერა. ახლა აღვადგინეთ და ამიტომ ანსამბლსაც სიმბოლურად "ლაზარე" დავარქვით.

მომავალში ვაპირებთ შევქმნათ ბავშვთა წრეები. შთამომავლობა ხომ უნდა დარჩეს, რათა დედა-სამშობლოსგან მოწყვეტილ ჰერეთში არ დაიკარგოს ქართული კულტურა".

ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, "ნეკრესი", მეუფე სერგის გიორგობას ჰერეთში ჰყავდა. მსახურების შემდეგ მეუფე სტუმრებს ტრაპეზით გაუმასპინძლდა. მათ შორის იყვნენ ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებიც. სუფრას ქართული ხალხური სიმღერები და გალობა ამშვენებდა. "დიდგორს" "ნეკრესი" ცვლიდა...

ყაზანის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის, მამა თეოდორე ხუციშვილის თქმით, "ამ ბიჭებში ქართული სულია და ღმერთს ადიდებენ ყველგან - ეკლესიაშიც და სუფრაზეც.

საბერძნეთში, ათენის ახლოს, ოროპისის მონასტერია. მისი წინამძღვარი, მამა ტიმოთე ყოფილა სტუმრად. ძალიან მოსწონებია "ნეკრესის" გალობა. თავისი ხარჯით წაუყვანია ისინი საბერძნეთში. მერე ფრანგებმა მოუსმინეს მათ და სტუმრად მიიწვიეს. მიხარია, რომ უწმინდესს ძალიან მოსწონს ეს ბიჭები".

ყურადღების გარეშე არც სტუმარი - კახის პროკურორის მოადგილე ჰასან იბრაჰიმოვი დაგვრჩენია.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველებთან, - გვითხრა ბატონმა ჰასანმა, - ბევრი ქართველი მეგობარიც მყავს. ჩემი სურვილია, ჩვენ შორის მუდამ იყოს ახლობლობა".

მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ კიკვაძე კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში რამდენიმე წელი მსახურობდა. ბევრი სასიამოვნო მოგონება გამოჰყვა, ბევრიც არცთუ საამო.

მამა ბასილი:
- საინგილოში უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით მოვედი. აქ დამხვდა საკმაოდ არარელიგიური ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ტაძარში ყველანაირ სიტუაციას. დიდი ბრძოლა მომიხდა ტაძრიდან მის გამოსაყვანად და იმისთვისაც, რომ საერთოდ დაეტოვებინა აქაურობა. შემდეგ უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება არასწორად ჰქონდათ ზოგიერთებს გაგებული. ეს ადგილობრივი მოსახლეობის ბრალი კი არა, იმ ათეისტური რეჟიმის ცოდვა იყო, რომელიც მთელ საქართველოს დაატყდა თავს. როგორც შემეძლო, ისე ვიმსახურე ამ კუთხეში. დღესაც ვცდილობ, მათ გვერდით ვიდგე. მთავარი ის კი არაა, რას მოუტან ამ ადამიანებს ფიზიკური თანადგომით, არამედ როგორ დგახარ. უნდა გაითავისო მათი გასაჭირი. გულწრფელად ვამბობ, ესენი უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე მე გავაკეთე, ვიდრე ვინმეს გაუკეთებია ან მომავალში გააკეთებს. ღმერთს ვთხოვ, ყველა ქართველმა შეიგნოს სამსახური ღვთისა და სამსახური ერისა.

KARIBCHE
- მამაო ბასილ, თქვენ ბერად აღკვეცა გინდოდათ, პატრიარქმა კი საინგილოში მსახურება შემოგთავაზათ.

- მართლაც ვთხოვე პატრიარქს, სადაც აუცილებლობა მოითხოვდა, იმ მონასტერში გავეშვი. უწმინდესმა მითხრა: - ჩვენი მონასტერი დღეს საინგილოა. თუკი ბერობა გსურს, იქ წადიო. მადლობა გადავუხადე და იმ დღესვე საინგილოსკენ გამოვწიე.

აზერბაიჯანელებს ახალი დაკარგული ჰქონდათ ყარაბაღი, რასაც მარტო ტერიტორიების ჩამოშორებად კი არა, ეროვნულ სირცხვილად მიიჩნევდნენ. გაუჩნდათ საინგილოს დაკარგვის შიშიც. ფაქტობრივად, ქართველებს რაც კი წინააღმდეგობა შეგვხვდა, პირდაპირ უკავშირდებოდა ყარაბაღის თემას. ისეთი მკაცრი კონტროლი დააწესეს, რომ ჭირდა თუნდაც წერილის გადმოტანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამიტომ ბევრი დაბრკოლება შემხვდა და იძულებული გავხდი, დამეტოვებინა აქაურობა. ჩემთვის საქართველოს ყველა ადგილი და ტერიტორია ერთი სახლია. ერთ-ერთი მათგანია საინგილოც. აქ ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ მანახა. პირველ რიგში ის, რომ სადაც უფალი მოგიწოდებს, იქ უნდა იდგე.

- აუცილებელია საინგილოში სამონასტრო ცხოვრების აღორძინება?

- სადაც სულიერი ცხოვრება მიმდინარეობს, იქ ღვთის ნება თავის ადგილს პოულობს. თუ აქ მონასტერი დაარსდა, რაოდენ დიდი მადლი იქნება ამ მიწაზე! დღეს არის მამათა მონასტრის ჩანასახი. ერთი პერიოდი მონასტრული ცხოვრების წესი შევქმენით. შემდეგ მობრძანდა მამა იოანე აბრაშვილი და მან იტვირთა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და ტაძართან არსებული მონასტრის წინამძღვრობა. ამ ძალიან წესიერმა და კარგმა ადამიანმა, სამწუხაროდ, დატოვა საინგილო, მაგრამ მისი ღვაწლი დიდია ამ მიწის სულიერად ათვისებაში, რისთვისაც პირადად მე დიდ მადლობას მოვახსენებ. ახლა სხვა მოძღვარი მობრძანდა - ბერი გაბრიელი. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებს წინამორბედი მამების სულიერ გზას.

- ჩვენ ჰერეთის მიწაზე ვდგავართ. რა განცდა გეუფლებათ აქ ყოფნის დროს?

- არსებობს მიწიერი შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდება ისეთ ამაღლებულ გრძნობებს, რასაც სამშობლოს, ქვეყნის, ეთნოსის სიყვარული ჰქვია. როგორ შეიძლება არ იგრძნო, სად დგახარ, როგორი სითბო შემოდის ამ მადლიანი მიწიდან, მაგრამ მაინც მიწა არაა მთავარი, მთავარი ზეცაა, სადაც ჩვენ მივდივართ. იმედი მაქვს, ჩვენსას ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს.

ამ მიწაზე დამახინჯებული იყო მრავალი საეკლესიო წეს-ჩვეულება. ვეცადე, გამომესწორებინა. ეს ეხება წმინდა გიორგის დღესასწაულის აღნიშვნასაც. გასულ წლებთან შედარებით სულიერი მდგომარეობა უფრო ამაღლებულია. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებლობა გვაქვს, გვერდით დავუდგეთ აქაურებს, ყურადღება მივაქციოთ და მეტი სიყვარული გამოვხატოთ ჩვენებურების მიმართ.

მამა გაბრიელი წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში დავიმარტოხელე:

KARIBCHE
- მამაო გაბრიელ, მანამდე სად მსახურობდით?

- პირველად საფარის მონასტრის მრევლი ვიყავი. ვსწავლობდი უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, ისტორიულ ფაკულტეტზე. იმ დროს საფარაში მოღვაწეობდა მეუფე სერგი, მაშინ არქიმანდრიტი. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მეუფე სერგი ნეკრესის ეპარქიის მღვდელმთავრად აკურთხეს და ეპარქიაში თან წამომიყვანა. 1998 წლის 26 მაისს, გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღეს, ბერად აღვიკვეცე. ერთი წლის შემდეგ უწმინდესმა ხელი დამასხა მღვდელმონაზვნად. სამი წელი გრემის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვიყავი. წლევანდელი წლის პირველი მარტიდან, პატრიარქის კურთხევით, კახში გადმომიყვანეს.

- მამაო გაბრიელ, მონასტერში სასულიერო ცხოვრების დაწყებას ღვთის მადლს უკავშირებთ?

- პირველად რომ მივედი მონასტერში, დავმშვიდდი, დავწყნარდი. ახლა ვხვდები, რომ იმ წუთას ჩემში ღვთის ნება შემოვიდა. მაშინ ვერ ვგრძნობდი ამას და საკუთარი ცხოვრების წესით ვეწინააღმდეგებოდი. ბერები რომ ვნახე, მივხვდი, მათზე კარგი ხალხი არ არსებობდა და დავიწყე ფიქრი, მეც მათნაირი გავმხდარიყავი - წყნარი, მშვიდი...

- მონასტერში უფრო მეტი მადლი ტრიალებს?

- მადლი ყველგან ერთნაირია. როცა უფალი ადამიანს ბერ-მონაზვნობისთვის გამოარჩევს, მას განსაკუთრებულ რამეს აგრძნობინებს. მორწმუნე ეკლესიაში უნდა სწავლობდეს, რომ უზენაეს ღმერთს, ყოველგვარი სიწმინდის და სიკეთის საწყისს და მშობელს, დაუმორჩილოს თავისი ნება. ზოგს ჰგონია, თუ ღვთის ნებას დაემორჩილება, შეიზღუდება. პირიქით, უფლის არჩევანი შენდამი უკეთესია. ეს უნდა დაიჯერო. ზოგი ამბობს, - დოგმების შესრულებით თავისუფლება მეკარგებაო. არადა სახარებაში წერია, - შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებსო. როცა ადამიანი ისწავლის ვნებების დათრგუნვას, მერე უფრო იგრძნობს, რა შეუძლია. როცა ცოდვების დაძლევას ეკლესიაში ვსწავლობთ, ვხვდებით, რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, ჩვენი ცხოვრების მიზანი. მადლი თავისთავად გვაქვს. მადლი როცა ერთმევა ადამიანს, თავს იკლავს. თუ მადლი მოგეცა ღვთისგან, თავად უნდა ისწავლო მისი გაღვივება.

- როგორია აქაური სამონასტრო ცხოვრება?

- მონასტერში ბერდიაკვან მამა სერგისთან ერთად მსახურობენ მორჩილები: მონა ღვთისა გიორგი, მონა ღვთისა ფირუზი და ორი ბიჭუნა, რომლებიც ეჩვევიან სამონასტრო ცხოვრებას. ერთი ბერი მონასტერს ვერ ააშენებს. ვფიქრობთ, აქაურებიც ვაკურთხოთ მღვდლებად. საეკლესიო დღესასწაულებს, როგორც ყველა მართლმადიდებელი, ჩვენი მრევლიც ისე აღნიშნავს. ეს ხალხი არაფრით განირჩევა საქართველოს ქართველებისგან. ჩვენ მხოლოდ საზღვარი გვყოფს. ყველანაირად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ოფლით დღემდე მოიტანეს. ღმერთმა დაგლოცოთ.

მინაწერი:
მადლობა ღმერთს და მადლობა მამა ბასილს ამ დაუვიწყარი დღისთვის. რომ არა მამა ბასილი, ჰერეთის მიწაზე ჩასვლას ვერ მოვახერხებდით და "კარიბჭის" მკითხველი ჩვენებურების ლხინსა და ჭირს ვერ გაიზიარებდა. მადლობა ანსამბლ "დიდგორს", ძარღვიანი ქართული ხალხური სიმღერების ახმიანებისთვის. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler