"შვილო გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ასე სწავლობდნენ ჩვენი წინაპრები ანბანს?"
"შვილო გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ასე სწავლობდნენ ჩვენი წინაპრები ანბანს?"
როცა ქართულ ანბანს შეისწავლის კაცი, ის ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხეს
ესა თუ ის ერი საუკუნეთა მდინარებაში აყალიბებს თავის კულტურას, ენას, დამწერლობას, ზნე-ჩვეულებებს, მაგრამ მისი სული, აზროვნებისა და მგრძნობელობის სიღრმე ყველაზე ნათლად მაინც ენაში საცნაურდება. ქართულ ანბანში, ჩუქურთმასავით გამოყვანილი ასო-ნიშნების გეომეტრიულ, გრაფიკულ გამოხატულებაში, თითქოსდა აისახა ჭიგოს შემოხვეული, ცხოველმყოფელი მზის ძალის შემწოვი ვაზის რტოების მიმზიდველი მოძრაობა, ქარქაშიდან ამოღებული ხმლების ბასრი ელვარება, მაცხოვნებელი, გამომხსნელი ჯვრის სიძლიერე და სიდიადე, დედის ობოლ ცრემლზე ამოსული იის მორცხვი მიმოხვრა...

ქართული სიტყვა მრავალჭირვარამგამოვლილმა ჩვენმა ხალხმა საუკუნეთა მანძილზე განიცადა, გაიაზრა, გამოიმუშავა, თითქოსდა ცეცხლში გამოახურვა და შეგვინარჩუნა. მისით ვეცნობით დღეს ერის გარდასული ცხოვრების ჭირისა თუ დალხინების ამბავს.

ქართველი კაცი ჭირსაც და ლხინსაც ლექსად გარდათქვამდა. "თითქოს იმიტომ იყო ეს ქვეყანა გაჩენილი, იმიტომ ომობდნენ, იმიტომ მრავლდებოდნენ ადამიანები, იმიტომ შრომობდნენ, იმიტომ ამოდიოდა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, იმიტომ ხდებოდა სამყაროში ყველაფერი, რომ ქართველ კაცს ყოველივე ეს ლექსად გარდაექმნაო", - წერს გოდერძი ჩოხელი.

ფილმში "სამოთხის გვრიტები" რეჟისორმა გამოხატა იდეა, რომ ქართული ანბანის შესწავლა და, შესაბამისად, სიტყვასთან, სიტყვის მადლთან ზიარება არის კარი, რომელსაც ზეციურ სასუფეველში შევყავართ. ჩვენი სულიერების სათავე ჩვენსავე ენაშია და ქართველი ხალხი, ღვთის წყალობით, "ერთითა პირითა და ერთითა გულითა" მადლობას სწირავს შემოქმედს.

- ეს ფილმი ქართული ანბანის მნიშვნელობასა და მის სიდიადეს ეძღვნება. რატომ ჰქვია მას "სამოთხის გვრიტები"?

- ამ ფილმში მინდოდა გამომეხატა ის, თუ როგორ არის ქართული ყოფა დაკავშირებული ქართულ ანბანთან, რომ ეს მხოლოდ ა და ო და ე არ არის, არამედ თითოეული ასო დაკავშირებულია ქართულ სულთან, ქართულ ყოფასთან, ქართულ ძირებთან. ქართველმა კაცმა თავისი ყოფის შესატყვისად შექმნა ქართული ანბანი, თავისი ცხოვრება ჩადო მასში და მისი მეშვეობით გამოხატა თავისი აწმყო, წარსული და მომავალი. ჩადო ის კოდი, რომელიც მის ყოფიერებას, ცნობიერებას, სულსა და ქმედებას მოიცავს. ამ ფილმისთვის თავიდან სამასამდე სათაური მოვიფიქრე. ძალიან მომინდა მისთვის "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" დამერქმია, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგანაც ამაზე, როგორც ვიცით, უკვე შექმნილი აქვს იოანე-ზოსიმეს მშვენიერი ნაწარმოები. ბოლოს "სამოთხის გვრიტები" დავარქვი, რადგანაც, ასე მგონია, როცა ქართულ ანბანს შეისწავლის კაცი, ის უკვე ამქვეყნადვე ეზიარება სამოთხეს და მზად არის სამოთხის კარის შესაღებად. ეს ადამიანები იმიტომ არიან სამოთხის გვრიტები, რომ სიკვდილის წინ, სიბერეში შეისწავლეს ქართული ანბანი. ქართული ანბანი ხომ ლოცვაც არის. ამ ფილმის სანახავად უწმინდესი კინოსტუდიაში ბრძანდებოდა. რაღაცნაირად მერიდებოდა, სხვანაირად არ გაეგო უწმინდესს ეს სათაური, არ ეთქვა, რატომ დაარქვი "სამოთხის გვრიტებიო". მან კი მითხრა: "შვილო გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ასე სწავლობდნენ ჩვენი წინაპრები ანბანს?" უწმინდესისთვის მამამისს მოუყოლია იმის შესახებ, რომ თურმე ადრე ანბანს შრომის იარაღების საშუალებით სწავლობდნენ, რომლებიც ქართულ ასოებს ჰგავდა. მინდოდა, ამ ფილმში საქართველოს ისტორიაც ჩამექსოვა.

- გოდერძი, ფილმის დასასრულს მოქმედება საყდარში ხდება, რომელსაც გუმბათი მორღვეული აქვს. ამით რისი მინიშნება გინდოდა?

- ეკლესია გუმბათმორღვეული და კედლებჩამორღვეულია, ისევე როგორც დღევანდელი საქართველო. განა ჩამორღვეული არ გვაქვს თითო-თითო კედელი აქეთ აფხაზეთის, იქით სამაჩაბლოს მხრიდან? ზოგან ეკლესია გატყიურებულია და მის სახურავზე ხეებია ამოსული. ამით მინდოდა მიმენიშნებინა, რომ ქართულ სივრცეში ჯერ კიდევ ყველგან არ არის აღორძინებული მართლმადიდებელი სარწმუნოება, ზოგიერთ ადგილას ისევ ყამირია და იქ შესაძლოა სხვადასხვა სექტამ დაიდოს ბინა. ეკლესიიდან ჩამოცვენილია ლოდები და მიმობნეულია გარშემო. ამ ლოდებში სამშობლოსგან ნებსით თუ უნებლიეთ მოწყვეტილ შვილებს ვგულისხმობდი. წმინდა კირიონ საძაგლიშვილი წერდა, რომ "დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენს წინაპართაგან აღშენებული უწმიდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი. დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა - ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზე ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევასო". ჩვენ, ყველამ, უნდა ვიღვაწოთ, რომ აღვადგინოთ ის ძველი ანბანი, რომლის ერთადერთი სავანე დღეს წმინდა ეკლესიაა. ეს არის ანბანი ენისა, რომლითაც იქადაგება სახარება მეორედ მოსვლის ჟამს, რომლითაც განისჯება კაცობრიობა, როგორც ამას იოანე-ზოსიმე ამბობს. ეს კი იქნება ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო უკანასკნელ ჟამსაც შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს. ფილმში მინდოდა მეჩვენებინა, რომ მხოლოდ მაშინ აღდგება ერთიანი მთლიანი ეკლესია, როდესაც გაბნეული ქართველები დაუბრუნდებიან და შეუერთდებიან მას. ეს იქნება ჟამი, როდესაც მოვა უფალი და ჩვენ მზად ვიქნებით მასთან შესახვედრად. სამოთხის გვრიტები - ეს მოხუცებიც უფალს ელოდებიან და ანბანსაც იმიტომ სწავლობენ, რომ მოემზადონ უფალთან შესახვედრად, მიეახლონ მას. ეს სულის ანბანია. გუმბათი რომ მორღვეული აქვს ეკლესიას, ამით კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა ამ მოხუცებისათვის უკვე გახსნილია. გუმბათი ცა არის, ცაში ღმერთია. ეკლესიის თავანს აღარ კეტავს გუმბათი, რომელშიც ამ მოხუცების სულები გადიან, რაც მინდოდა იმის ნიშანი ყოფილიყო, რომ "სამოთხის გვრიტები" ზეცად ამაღლდნენ.

- ამ ფილმის ერთი პერსონაჟი (კახი კავსაძის გმირი) ურწმუნოა და მოხუცებს მთელი ფილმის მანძილზე უშლის ანბანის სწავლას. მაგრამ ბოლოს მისი გარდაქმნა და ღვთისკენ მობრუნება ხდება...

KARIBCHE- ამ კაცმა თავისდაუნებურად, ყურებისა და ჩხუბის დროს შეისწავლა ქართული ანბანი, ამის მერე ის სულ სხვა კაცი გახდა. ე.ი. ქართული ანბანი არის იმის ნიშანი, რომ თუ მას ეზიარება ადამიანი, ის შეიცვლება, სულიერებას შეიძენს, ღმერთთან ურთიერთობას დაამყარებს. ამ ბრიგადირში თითქოს ორი "მე" ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი "მე" ეუბნება, არ ისწავლო, გაჯიუტდი და სხვასაც დაუშალეო, მეორე, სულიერი, კი ასწავლის, ეს არის ანი, ბანი, განი, დონიო... აღმოჩნდა, რომ ამ კაცში სულიერმა "მე"-მ იმძლავრა. იგი სწავლობს ანბანს და როდესაც ეკლესიაში შედის, ქუდს იხდის, სანთელს ანთებს და პირჯვარს იწერს. თითქოს სახეც უნათდება, მისი სულიერი ფერიცვალება ხდება. ანბანი გაიგივებული მაქვს სახარებასთან. ანბანს იმიტომ სწავლობენ, რომ სახარება წაიკითხონ და მის მადლს ეზიარონ. ბოლოს მასწავლებელი (მღვდელი) მათ სახარებას უკითხავს. ანბანის საშუალებით ეს ბრიგადირიც ეზიარება ღვთაებრივ მადლს და ისიც სამოთხის გვრიტი ხდება.

- ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე ბევრი რამ მეტყველებს, მათ შორის - ღვთისმშობლის წილხვდომილობა. ქართული ენა ცხონების ენადაა მიჩნეული, იგი ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობს. ფილმის ბოლოს "სამოთხის გვრიტები" გალობენ საგალობელს "შენ ხარ ვენახი", რომელიც ღვთისმშობელს ეძღვნება...

- როდესაც მთელი ქართველი ერი ერთად შევიკრიბებით და ერთ მუშტად შევერთდებით, როდესაც ჩვენს ანბანს შევისწავლით და იმ კოდს შევიმეცნებთ, რაც ქართულ ანბანშია ჩადებული, როდესაც სანთლებით ხელში ყველანი ერთად ვილოცებთ, მაშინ გვექნება ძალიან დიდი ძალა ჩვენი სამშობლოს ბედის გადაწყვეტისა; მაშინ მტერი ვეღარ მოგვერევა და ვიქნებით "ახლად აყვავებული ვენახი". ეს გალობა შემდეგ გადადის სიმღერაში: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი, სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლოც იქ არი..." როდესაც ერმა იცის თავისი ანბანი, თავისი ენა, ის უკვე ნამდვილი ერია, იმიტომ რომ ანბანით იკითხება სახარება, ჩვენი ჰაგიოგრაფიული თუ საერო ნაწარმოებები. ის სიყვარული, რომელიც ჩვენს ისტორიაშია ჩადებული, ანბანით გადმოგვეცემა. გრიგოლ ორბელიანი ამბობდა: "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას". ენა ამ შემთხვევაში გაიგივებულია ანბანთან, იმიტომ, რომ "პირველითგან იყო სიტყვა", სიტყვა კი ანბანით წარმოითქმის. თუ ენა წახდება, მაშინ ეკლესია დაინგრევა, როგორც "სამოთხის გვრიტებშია" დანგრეული. მიმოიფანტებიან ჩვენი შვილები, დედაეკლესიას მოსწყდებიან. ენის დაკნინება ერის დაცემის დასაწყისია. ენა იდუმალი, აუხსნელი საუნჯეა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. მამულის გარეშეც შეიძლება იყო ქართველი, მაგრამ თუ ქართული ენა არ გეცოდინება, ქართველი ვეღარ იქნები. მაგალითად, ფერეიდნელმა ქართველებმა 400 წლის მანძილზე შემოინახეს ქართული ენა, თუმცა აღარც მამული აქვთ და აღარც სარწმუნოება. ეს თითქოს ზეციური ნიშანია, სამხილია ჩვენთვის, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ანბანს, არ წავახდინოთ ჩვენი ენა. მართლაც ძალიან დიდი საიდუმლოა ჩადებული ჩვენს ანბანში, იგი ჩვენი ერის გასაღებია.

- რისი საშიშროების წინაშე დგას დღესდღეობით ჩვენი ენა და როგორ უნდა გადავარჩინოთ იგი?

- ძალიან მეშინია, რომ ჩვენი ენა შეიძლება გაღარიბდეს. სამწუხაროდ, ამისკენ დაიწყო სვლა. გაჩნდა სატელევიზიო ქართული, ჟურნალისტური ქართული, საპარლამენტო ქართული. უცხოსიტყვაობამ იმძლავრა. სალაპარაკო ენაში მომრავლდა კალკები. ქართულ ენას ოდითგანვე ასაზრდოებდა ქართული კილოკავები, რითაც იგი მდიდრდებოდა. დღეს კი, სამწუხაროდ, მთელმა საქართველომ დედაქალაქში მოიყარა თავი. თბილისი ორმილიონიანი ქალაქი გახდა, მაშინ როდესაც სამ მილიონზე მეტი აღარც კი ვართ ქართველები. ქართული ენა გაფერმკრთალებისა და გაუფერულების საშიშროების წინაშე დგას, იმიტომ რომ ტელევიზორიდან დამახინჯებული ქართული გვესმის. წიგნს ჩვენი ახალი თაობა, სამწუხაროდ, აღარ ეძალება, რადგან კომპიუტერმა და ტელევიზიამ შეცვალა ბევრი რამ. ეკლესიისკენ მობრუნება ქართველი ერისთვის კიდევ იმიტომ არის აუცილებელი, რომ ეკლესიაში წმინდა ქართულით იქადაგება სახარება, აქ ხდება ენის, ანბანის განახლება და გაჯანსაღება, ჩვენდაუნებურად მოძალებული უცხო სიტყვების განდევნა ჩვენი ცნობიერებიდან. ქართულ ეკლესიას ძალიან დიდი დატვირთვა და მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. იგი არამხოლოდ სულიერების, არამედ ენის საცავიცაა.

- რა შეუძლია ქართულ სიტყვას?

- მე მჯერა, რომ ქართული მომავლის ენაა და ოდესმე მსოფლიოსთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იქნება. იგი მართლაც ღვთაებრივი ენაა. ბევრის დამტევია ქართული სიტყვა: დედამიწა, თავისუფლება, ადამიანი... სულ ქრისტიანული ძირები მოდის ჩვენი ანბანიდან. როგორც ჩანს, სიტყვა ყოვლისშემძლეა. სიტყვების დალაგების ხელოვნებამ და ნიჭმა შექმნა ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონი, რუსთაველი, ცურტაველი...

- ადამს სამოთხეში დაევალა, ყველაფრისთვის შესაფერისი სახელი დაერქმია, ზუსტი სიტყვა მიესადაგებინა ამა თუ იმ საგნისა და მოვლენისთვის...

- ეს ანბანის დასაწყისი იყო. ადამი იყო დედაენის პირველი შემქმნელი, ცნებების შემმუშავებელი. შემთხვევით არაფერი ხდება და სახელსაც შემთხვევით ვერ უწოდებ საგანს. სიტყვა უნდა ფეთქავდეს სიცოცხლით, აზრით, შინაარსს თავს უნდა დაჰკანკალებდეს და მის გამოხატვას ემსახურებოდეს. ყველაფრისთვის ზუსტი სახელი უნდა დაერქმია ადამს, ეს კი ნიშნავს, რომ მას სამოთხეში ძალიან დიდი საქმე ჰქონია, ძალიან დატვირთული ყოფილა შემოქმედებითად. სამოთხიდან რომ გამოაძევა ღმერთმა, ამის მერე უკვე დამქანცველ ფიზიკურ შრომას მოეკიდა, მისი შემოქმედებითი ენერგია არსებობისათვის ბრძოლამ შთანთქა. სამოთხეში ადამი შემოქმედებით პროცესში იყო ჩართული და უფრო ახლოს იდგა ღმერთთან. ასე რომ, შემოქმედება, სიტყვათქმნადობა ადამიანს უფალთან აახლოებს.
ბეჭდვაელფოსტა
29.06. 2014
ელდინო
ეს საოცარი ფილმია. გოდერძი ჩოხელი იყო მოვლენა ქართულ მწერლობასა და კინემატოგრაგიაში. დასანანია მისი ტრაგიკული ბედი.მინდა ისევ ცოცცხალი იყოს,
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler