ეს ბავშვები, ჩვენი შვილები, სარწმუნოების სიყვარულით უნდა გავზარდოთ
ეს ბავშვები, ჩვენი შვილები, სარწმუნოების სიყვარულით უნდა გავზარდოთ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი გრიგოლ აბულაძე საპატრიარქოს წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრთან ერთად ჯავახეთის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პანსიონს ხელმძღვანელობს.

სასულიერო სწავლების ცენტრში შედის წმინდა ბარბარეს სახელობის ბავშვთა სახლი (იქ დაახლოებით 140 ბავშვია), ზესტაფონის წმინდა ეკატერინეს სახელობის ბაგა-ბაღი (100 ბავშვი) და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, სადაც 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

მამა გრიგოლი ამ კეთილშობილურ მისიას უკვე რამდენიმე წელია უძღვება, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს დიდ სითბოს და სიყვარულს უნაწილებს, მათ სულიერ და ფიზიკურ აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და სამშობლოს ჯანსაღი სულის მომავალ თაობას უზრდის.

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1990 წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, მეუფე კონსტანტინემ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მღვდლად მაკურთხა. მას შემდეგ ვმსახურობდი ხულოში, სხალთის მამათა მონასტერში. სასულიერო სასწავლებლის გახსნის შემდეგ იქ ერთი წელი ვიმსახურე. შემდეგ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბოდბის ეპარქიაში, წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერში გადამიყვანეს. ასევე ვმსახურობდი ბოდბის მონასტერში, წმინდა ნინოს საფლავზე. სიღნაღში I საშუალო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა წმინდა ნინოს სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამაკისრეს.

- მამაო გრიგოლ, კახეთის შემდეგ სად გაკურთხათ პატრიარქმა, როგორ დააარსეთ პირველი საბავშვო ბაღი?

- უწმინდესის კურთხევით ზესტაფონში დაარსდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სასწავლებელი, სადაც 200-მდე ბავშვი სწავლობდა. ზესტაფონში, საყავრიას უბანში, სამლოცველო იყო. იქ ბავშვებთან ერთად შეკვეთილ წირვა-ლოცვას ვატარებდით და უფალს საბავშვო ბაღის გახსნას ვთხოვდით. მართლაც, ექვსი თვის შემდეგ ქალაქის ცენტრალური საბავშვო ბაღი, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიას გადმოსცეს. 1994 წელს, უწმინდესისა და მეუფე კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს სახელობის ბავშვთა სახლი დავაარსეთ. ვიდრე ეკლესიას გადასცემდნენ, ამ ბაღში 50-მდე ბავშვი სწავლობდა. შემდეგ მათი რიცხვი 270-მდე ავიდა. გაფართოების მიზნით ამავე წელს ეკლესიას კიდევ მეორე ბაღის შენობა გადასცეს, სადაც წმინდა ეკატერინეს სახელობის ბაღი დაარსდა. ამას მოჰყვა წმინდა ბარბარეს სახელობის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის გახსნა. როცა ხალხმა ეს ამბავი გაიგო, უამრავი ბავშვი მოიყვანეს ჩვენთან. ახლა დაახლოებით 140 ბავშვი გვყავს შეფარებული.

- მამაო, ობოლ ბავშვთა სახლი ჯავახეთშიც ხომ არსებობს...

- ორი წლის წინ, სამი მღვდელმთავრის დღესასწაულზე, უწმინდესმა დაგვავალა, ანალოგიური ტიპის ბავშვთა სახლი ჯავახეთშიც გაგვეხსნა და ამ მიზნით ნინოწმინდაში გაგვგზავნა. იქ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სკოლა, ფაქტობრივად, არ მოქმედებდა. უწმინდესის თხოვნით, პრეზიდენტმა სკოლის შენობა გადმოგვცა და პანსიონატი გავხსენით. იქ ახლა 70-მდე ბავშვი და 25-მდე მომვლელი ცხოვრობს. აქაური ბავშვები ასაკით უფრო პატარები არიან, უმრავლესობა ქართველია.

საქართველოში უპატრონო ბავშვთა პრობლემა მართლაც მწვავედ დგას - რამდენიმე ათასი მოზარდია მიუსაფრად. უკიდურეს შემთხვევაში, აუცილებელია მათი ბავშვთა სახლებში მოთავსება. თუ ქუჩას დავანებებთ, ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს.

- მამაო, სულიერ აღზრდას, ეკლესიურ ცხოვრებას როგორ ეჩვევიან ბავშვები?

- ჩვენთან მოსულ ბავშვებს არ ვაძალებთ არც ლოცვას, არც მარხვას - ადამიანი თავად უნდა მივიდეს ამ შეგნებამდე. როცა ხედავს, ირგვლივ ყველა ლოცულობს, თავადაც მოესურვება, იგივე გააკეთოს. ეს ბავშვები, ჩვენი შვილები, სარწმუნოების სიყვარულით უნდა გავზარდოთ. ზოგიერთი მათგანი ორიოდ დღისა მოიყვანეს ჩვენთან. ისინი ეკლესიის წიაღში ცხოვრობენ, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან. გვყავს ბიჭუნების და გოგონების მგალობელთა გუნდები. დროდადრო ბავშვები უწმინდესთან ჩამოგვყავს ხოლმე. ის ლოცავს პატარებს და დიდი სიყვარულითა და სითბოთი უვსებს თითოეულს გულს.

- მამაო გრიგოლ, ეკლესიაში თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებაც გვიამბეთ?

- დავიბადე 1950 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, მერე ასპირანტურაში ვსწავლობდი. სასულიერო ცხოვრების დაწყება, ალბათ ჩემმა წინაპრებმაც განაპირობეს.

დედაჩემის ბიძა, ილარიონ ხოჯავა, მღვდელი იყო. ბებიაჩემის ძმა გახლდათ მღვდელი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული სვიმონ მჭედლიძე.

წმინდა სვიმონ მჭედლიძე 1924 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა. ის იყო საოცარი პიროვნება, უკომპრომისო, შემართებული მებრძოლი ათეიზმის წინააღმდეგ. აბულაძეების გვარშიც ბევრი სასულიერო პირი იყო. პლატონ იოსელიანის ცნობით, იმერთა მეფის გარდაცვალების შემდეგ დიდებულები ერეკლე II-ს ეახლნენ და დასავლეთ საქართველოს შეერთება სთხოვეს. იმერთა ამ დელეგაციას სამეფო კარის მოძღვარი, მწიგნობართუხუცესი აბულაძე მეთაურობდა. აბულაძეები წარმოშობით ჯავახნი არიან. იქ არის ორი მთა - დიდი და მცირე აბულისა. მთის ძირში სოფელია - აბული, იქვეა აბულის ციხეც. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ბრძანა, ციხე ოთხი ათასი წლისაა.

ჩემი ორივე ბებია მორწმუნე იყო, ასევე დედაჩემი - ელისაბედიც. ბაბუაჩემის და, ივდითი, სიონის ტაძრის მრევლი გახლდათ. ასე რომ, გარშემო ყველა მორწმუნე მყავდა. ჩემი წინაპრების ლოცვით მოხდა ალბათ ჩემი სასულიერო პირად დადგენაც.

როცა უწმინდესი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე მობრძანდა, 27 წლის ვიყავი. პატრიარქის მოსვლამ ადამიანების განწყობა შეცვალა, მადლი მოვიდა, ხალხი მიუბრუნდა ეკლესიას.

პირველი აღსარება ჩავაბარე მამა გიორგი ოდიშვილს, რომელიც 80-იან წლებში მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ძირითადი ყურადღება ჩვენი ახალგაზრდობისა მაინც მიმართული იყო უწმინდესისკენ. მივდიოდით ხოლმე სიონში. თუ უწმინდესი წირავდა, ვრჩებოდით, როცა არ ბრძანდებოდა, რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდით და მალე მივდიოდით მსახურებიდან.

როგორც უწმინდესი ბრძანებს, - ერის სული ეკლესიაშია. სწორედ მისი მოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა ეროვნული მოძრაობა. ადამიანები პატრიოტულ სულისკვეთებას ეძებდნენ ეკლესიაში. ქვეცნობიერად გრძნობდნენ, რომ ეროვნულობა მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაშია.

...პირველად ხუთი წუთიც კი ვერ ვჩერდებოდი ტაძარში. რაღაც ძალა მაგდებდა გარეთ. მაგრამ, ღვთის მადლით, ნელ-ნელა ყველაფერი დამშვიდდა და სასულიერო გზა ავირჩიე. მყავს მეუღლე, დარეჯანი. პროფესიით ექიმი-ბიოლოგია. მეუღლე და ჩემი ქალიშვილი ელისაბედი ანჩისხატის ტაძრის მრევლის წევრები არიან. ელისაბედმა სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა და საპატრიარქოს რადიოში მუშაობს. ვაჟიშვილი, ოთარი, ეკონომისტია, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს. ათ წელზე მეტი პატრიარქის სტიქაროსნად მსახურობდა.

- დაგვლოცეთ, მამაო გრიგოლ.

- ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე". ძალიან კარგი ჟურნალია და სიამოვნებით ვკითხულობ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat