რატომ დადგა იმის საჭიროება, რომ საქართველოს სკოლებში შემოვიდეს ახალი საგანი, რომელიც მომავალი თაობის გარყვნას და რწმენისაგან განდგომას მოემსახურება
რატომ დადგა იმის საჭიროება, რომ საქართველოს სკოლებში შემოვიდეს ახალი საგანი, რომელიც მომავალი თაობის გარყვნას და რწმენისაგან განდგომას მოემსახურება
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა. ამაზე საუბრობს ერიც და ბერიც, დიდიც და პატარაც... ჩინოსანიც და უჩინოც.. მაგრამ საბოლოო ჯამში საფუძვლიანი, სწორი განმარტება ვერავისგან მივიღეთ. საზოგადოებაში აზრთა სხვადასხავობაა, ზოგი ამბობს, არაფერია, ზოგიც გულზე მჯიღს იკრავს და ამას საჯაროდაც აპროტესტებს... უფრო მეტი ნათელი რომ მოვფინოთ საზოგადოებას შევეცადეთ სწორი აზრი დედა ეკლესიის წიაღში გაგვეგო. გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღავრი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

KARIBCHE-რომელ საზოგადოებაზეა საუბარი? რატომ დადგა იმის საჭიროება, რომ საქართველოს სკოლებში შემოვიდეს ახალი საგანი, რომელიც მომავალი თაობის გარყვნას და რწმენისაგან განდგომას მოემსახურება, რაში სჭირდება მსგავსი სწავლების შეტანა სკოლებში განათლების სამინისტროს? ჩვენ ხომ პირიქით ამ უმძიმეს დროში, სადაც გარყვნილება და მამათმავლობა სოდომია, შეიძლება ითქვას ზეობაშია და ამას არავინ უშლის ხელს, პირიქით მათი უფლებების დამცველთა საზოგადოებები უამრავი არსებობს და ისინი თვლიან, რომ მამათმავლობა, სექსუალური გადაგვარება ჩვეულებრივი ნორმალური ევროპული პროცესია და თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილნი, მაშინ მათი ეს სიბილწე ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური უნდა იყოს. საიდან ცდილობენ, დაიწყონ ამის პროპაგანდა და სად არის იდეალური პირობა იმისა, რომ ეს იქადგონ? რა თქმა უნდა სკოლა, ბავშვები, მომვალი თაობა, რომელმაც უნდა შექმნან საქართველოს ნათელი მომავალი.

-მამაო, როგორ შეაფასებთ სახელმძღვანელოს "მე და საზოგადეობა" და რეალურ საფრთხეს წარმოადგენს მომავალი თაობისთვის?
-მე ამ წიგნის ნაწილს გავეცანი, რადგანაც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის რომ გადაავლოს თვალი, თუ რა უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა მომავალში, რატომ არის ეს ასე გასაიდუმლოებული? რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოება ზნეობრივ პრინციპებს იცავენ და ცდილობენ დაიცვან შვილები და ამ წიგნის გასაჯაროვება ერთგვარ აჟიოტაჟს გამოიწვევს: მთვარია არ იყოს ბუნტი...აი, ამ პრინციპით ცდილობენ მართონ თანამედროვე განათლების სისტემა...
შევუდგეთ ამ წიგნის ერთგვარ განხილვას და თავად მკითხველმა განსაჯოს.
ქვემოთ დოკუმენტურად გთავაზობთ ამ განზრახვის შემზარავ მაგალითებს.

– მამათმავლობისა და სქესთა აღრევის შესახებ:
მასწავლებლების გადამზადებისა და სერთიფიცირებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოებში, რომლებიც დაწერილია უცხოელი ავტორების მიერ, ევროკავშირისა და USAID-ის პატრონაჟით, შავით თეთრზე წერია შემდეგი:

• "ვისაუბროთ სექსზე!
გაიგე, პიტერი გეი ყოფილა?

აღმოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით." (გვ. 186)

• "რჩევები ხელმძღვანელებს
როგორია ჰომოსექსუალების სქესობრივი ურთიერთობა?

გონებრივი შტურმი, რომელიც ეძღვნება იმ ცნობილ ადამიანებს, ვინც ღიად საუბრობენ
საკუთარ სექსუალობაზე." (გვ. 188)

• "მოქმედებაზე გადასვლა
დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალისტების ან ლესბოსელების საზოგადოებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოქმედებაზე გადასვლის ერთ-ერთი გზაა. მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი ჯგუფთან სასაუბროდ, რათა გაარკვიოთ, რომელი საკითხები და უფლებებია ყველაზე მწვავე თქვენ ქვეყანაში." (გვ. 189)

(,,კომპასი" (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით) რედაქტორები: პატრიცია ბრანდერი, ელლი კინი, მარი-ლორ ლემინერი)

• "იყო და არა იყო რა…
ნახე, რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქესს შეუცვლი.
თემები – დემოკრატია, დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა.
სირთულის დონე – მეორე დონე.
ასაკი – 7-13 წელი.
ხანგრძლივობა – 40 წუთი.
ჯგუფის სიდიდე – 8-15 ბავშვი.
სავარჯიშოების ტიპი – ამბის თხრობა, დისკუსია.
სავარჯიშოს აღწერა – ცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება." (გვ. 112)

***
ისმის კითხვა რის თუ არა ეს ზნეობრივი გადაგვრება? რა უნდა ამ ხალხს? ის უნდათ, რომ მომავალში მივიღოთ უპრინციპო ღმერთისგან განდგომილი ტაობა. ხშირად ამბობენ, რომ ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამსო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მან უკვე დაიდგა ტახტი თავისი გაუკუღმართებული სწავლებებით. ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს? დღეს ათეიზმი და ზნეობრივი გადაგვარება მოდად აქციეს ვითომცდა ევროპული ფასეულობების მიმდევართა ბრბომ, რომლებიც, როგორც მგლების ხროვა ისე შემოესია ჩვენს ქვეყანას და დაიკავეს მაღალი თანამდებობრივი ინსტანციები, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ამას ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ტოლერანტობა ქართველს არ ესწავლება და არც გენდერული თანსწორობა, რადგანაც ქალის დიადი სახეა უმაღლეს ადგილზე მართმდიდებელ ეკლესიაში დაარსების დღიდან. ქართველი დედა გათანასწორებულია სამშობლოსთან და სიწმინდესთან. აი, ასეთი ქვეყნის ლიბერალიზაცია მიდის დღეს და ჩვენ გამოსულნი ეკლესიას ვაკრიტიკებთ და განვიკითხავთ, ამ დროს ეს პირიქით უნდა იყოს ეკლესიის გვერდით და ერთ საკურთხეველს უნდა ვემსახურებოდეთ თუ გვინდა ვიყოთ ქრისტეს ერი და ერთ სამწყსო და ერთ მწყემსს. მე მესმის, რომ დღეს ეკლესიშიც არის რამდენიმე უზნეო სასულიერო პირი, მაგრამ მათ ნუკი მივბაძავთ, არამედ მივბაძოთ უმრავლეობას -კარგს და სულიერს, რომელთა რიცხვი დიდია ჩვენს წმინდა ეკლესიაში. ტელევიზიაში სულიერ და ზნეობრივ განათლებულ სასულიერო პირს არ იწვევენ, ცდილობენ უზნეო მესჩანი მიიწვიონ, რომ ამით სზოგადოების თვალში მართმადიდებლობა დააკნინონ.

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ პრაქტიკული სწავლებები იქნება ბავშვებთან განხორციელებული. მოვა დრო და ტრანსგენდერებს მოიწვევენ, რომ ბავშვებს უთხრან ეს ნორმალური მოვლენა და მიიღონ არა როგორც ზნეობრივი გადახრა, არამედ ნორმალური მოქმედება. სკოლა იდეალური ადგილია ამისთვის და ამას ცდილობენ და ეცდებიან კიდეც, რომ ევროპა ამ კუთხით დგვანახონ. მე მომწონს ევროპა არა ისეთი, როგორსც გვაჩვენებენ, არამედ ისეთი ევროპა, რომელიც მართმადიდებლობის ზნეობრივ სფუძვლებზე იდგა. ჩვენ ვნახეთ, რომ მართმადიდებლობის აკვნად წოდებულ საბერძნეთში პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, რატომ გვგონია, რომ ჩვენთან ამას არ განიზრახავენ? თუ სკოლაში ამ გუკუღმარტებულ სწვლებას შემოიტანენ, მაშინ ისინი ადვილად მიაღწევენ სასურველ მიზნს. ნუ ვიქნებით მორწმუნე ერიც ილუზიაში, რომ ანტიქრისტე ჩვენ ვერ გაგვეკარება. დღეს ერთი ჯგუფი აიდი ბარათების წინაღმდეგ აქციებს აწყობენ, ხოლო მთავარი პრობლემა კი გვერდით რჩებათ. პასპორტი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. აი ბეჭედი, მომავალი თაობის დეგრადაცია იქნება. ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა და ეს უნდა დავაყენოთ ჩვენს წინაშე მთავარ პრობლემად. თქვენ ზემოთ წაიკითხეთ თუ როგორი მეთოდით უნდათ, რომ ეს შეიტანონ სკოლებში.

• "ოჯახი და ალტერნატიული მზრუნველობა

რა არის ოჯახი?
"ტრადიციული" ოჯახის გარდა, რომელიც გულისხმობს დაქორწინებულ მშობლებსა და ბიოლოგიურ ბავშვებს, ევროპელები სხვა ოჯახებადაც ცხოვრობენ, როგორიცაა:
ოჯახი, რომელიც ერთი სქესის მშობლებისგან შედგება." (გვ. 231)

("კომპასიტო" (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის)
რედაქტორი და თანაავტორი ნენსი ფლაუერსი)

• გენდერი
წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდით. რისი შეცვლა მოგიწევდათ? პირველ რიგში, ალბათ, თქვენს გარეგნობას შეცვლიდით – ტანისამოსს,ვარცხნილობას და, შესაძლოა, სამკაულს. შესაძლოა, აგრეთვე ადამიანებთან ქცევის მანერის შეცვლაც მოგიწიოთ." (გვ. 105)
ვიღაცამ შეიძლება ფანატიკოსები გვიწოდონ ღუ ამ სისაძაგლეს ნორმად არმივიღებთ, ან ევროპაში არშეგვიშვან და რადგვინდა ასეთი ევროპა თუ ის მსგავს გადაგვარებას გვთვაზობს? ნენსი ფლოუერსისთვის შეიძლება ეს ნორმაა, მაგრამ ჩვენთვის ეს ჯოჯოხეთია და უფლის დაკარგვის ტოლფასი.
(სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო (სტატიების კრებული) "მარგარეტ ანდერსენი და ჰოვარდ ტეილორი)
ეს ზემოთ ჩამოთვლილი სახელმძღვანელოები "კომპასიტო", "კომპასი" და ა.შ. ნათარგმნია "ადამიანის უფლებათა განათლების ცენტრის" მიერ (რედაქტორი გიორგი კენჭოშვილი).
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ (გახმაურების შემდგომ) წაშალა თავისი ვებ გვერდიდან მასწავლებლებისათვის გამზადებული მთელი ბიბლიოგრაფია, დაინტერესებულ მკითხველს მაინც შეუძლია მისი ნახვა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში, თუ ზოგადად ინტერნეტ სივრცეში.თუმცა, ამ ბილწი შინაარსის "სახელმძღვანელოების" თარგმნა და შექმნა რა გასაკვირია, როდესაც ევროსაბჭო თავის რეკომენდაციებში თავის წევრ ქვეყნებს ამას პირდაპირ (ცინიკურად, თითქოსდა ბავშვის უპირატესი ინტერესის და მშობლების უფლების გათვალისწინებით) ავალდებულებს, კერძოდ:

ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისათვის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე – საქართველო
"CM/Rec(2010)5 რეკომენდაციის დანართი

VI. განათლება
32. ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარადასაჭერად მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებში. აღნიშნული ასევე უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა და სტუდენტთა აუცილებელი ინფორმაციით, დაცვითა და მხადაჭერით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრება. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეადგინონ და განახორციელონ თანასწორობისა და უსაფრთხოების სასკოლო პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა. წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ადეკვატური თრეინინგებისა თუ სხვა სახის მხარდაჭერისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ ზომებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობელთა უფლება ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით."

II – სარწმუნოებრივ-ცნობიერებითი გადაგვარების და რელიგიათა, კულტურათა, ეროვნებათა აღრევის შესახებ:
• სახელმძღვანელო სტანდარტში არსად არაფერია ნათქვამი არც ქართულ ეთნოგენეზისზე, არც ქართულ ენასა და ანბანზე და არც მისი იდენტობის განმსაზღვრელ, კონკორდატით დაცულ, დომინანტ სარწმუნოებაზე, მართლმადიდებლობაზე. არამედ, პირიქით, საქართველოს იდენტობად, მის ერთ-ერთ უმთავრეს მახასიათებლად და თავისებურებად არა მისი თვითმყოფადობაა წარმოდგენილი, არამედ საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა მრავალფეროვნება.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხში მართმადიდებელ ეკლესიას უკავია, როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "საქართველოს ისტორიიდან, რომ მართმადიდებლობა ამოვიღოთ ერთი დიდი შავი ლაქა დარჩება და სხვა არაფერიო." აი ამას უნდა მიაღწიონ, რომ შავ ლაქად გადაიქცეს საქართველოს ისტორია, გაანადგურონ ქრისტიანული ღვთისმეტყველების ფორმები სკოლაში, რომელსაც შეიცავს საქართველოს ისტორია და ქართული აგიოგრაფია. ეკლესიის როლი განუზომლად დიდია და ამას ვერც ვერავინ უარყოფს, მაგრამ დღეს უკვე გამოჩნდბ ისეთი ძალები, რომელთათვისაც ქართული ტრადიციები მიუღებელი და დრომოჭმული ჰგონია. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა მოვერგოთ ახლ მსოფლიო წესრიგს, რომელიც არის ერთადერთი გადარჩენის გზა და რომელ გადარჩენაზეა საუბარი ჩვენ კარგად ვიცით. ქრისტიანთათვის გადარჩენა სულის ხსნაა და იმ სარწმუნოებრივი უცვალებელი რწმენის მტკიცედ დაცვაა, რომელიც მოციქულებისაგან მივიღეთ და თავად ქრისტე მაცხოვარმა ზეციდან ჩამოგვიტანა. ამ უკვდავ რწმენას ებრძოდნენ: ნერონი, დიოკლეტიანე, იულიანე განდგომილი, და სხვა დიდი იმპერატორები რომის იმპერიისა,რომელთა მცდელობაც იმის გამო რომ დამარცხდებოდა და განადგურდებოდა ქრისტიანობა უშედეგოდ ჩაიარა. თავად წარმართობა და წარმართული რელიგიური მინდინარეობები, რომელიც ელინებში და რომაელებში აგრე რიგად მაღლ საფეხურზე იდგა და სახელმწიფო იდეოლოგიაც იყო სულელურ მითად წარმოაჩინა ქრისტიანობამ და მისი ძალაუფლება გიყვარდეს მტერი შენით გააუქმა და დაამარცხა. აამიტომაც კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და მისი აღზევ ება მოახდინა.

დღეს კი ამ მონაპოვარს ებრძვიან მაგრამ ამაოდ, რამეთუ უფალი ბრძანებს და მიმართავს პეტრეს: "შენა ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ეკლესია ყოველთვის იტყვის თავის მართალ სიტყვას მისი ბუნებიდან გამომდინარე და მას უსმენდეთ.

გაგრძელება იქნება



ბეჭდვაელფოსტა
29.03. 2016
ნატალია
მართლაც და რატომ ვიზიდავთ მხოლოდ ნაგავს ევროპიდან? არ შეიძლება კარგი ვისწავლოთ? პეტიციას აქ შეიძლება ხელი მოეწეროს:http://manifest.ge/mobile/item/766#.VvcJcYv8N4o.facebook
19.02. 2016
მარიამი
თუ ევროპელობა ჩემი ერისა და სამშობლოს ზნეობრივ დაცემა-გადაგვარებას ნიშნავს, არ მსურს მე იგი!!! ქართველი ერი იყო, არის და იქნება ერთი ჭეშმარიტი ღმერთის - ყოვლადწმიდა სამების მორწმუნე და საკუთარი ეროვნული ღირსებების დამცველი! რაც შეეხება სკოლებში ახალი საგნის შემოტანის მზაკვრულ გეგმას, ეს პირადად ჩემთვის ყოვლად მიუღებელია! ვინც ჩემსავით ფიქრობს კარგი იქნება გამოხატოს საკუთარი აზრი, თორემ, როგორც ჩანს, დუმილს თანხმობად ჩგვითვლიან.
18.02. 2016
196
კიდე ეს უნდა ისედაც ამ გატუტუცებულ და ცანცარაახალგაზრდობაას? კარგ რამეში მივბაძოთ ევროპას
17.02. 2016
სიფიკო
ეს ხომ დიდი და ბნელი გეგმის ნაწილია.მათ არ აინტერესებთ არაფერი ეროვნული და რელიგიური,პირიქით ებრძვიან ამას და ყოველივე ნაღდს და ჭეშმარიტს ანაცვლებენ ყალბი,ფსევდო ღირებულებებით.მხოლოდ ასეთ პროექტებს აფინანსებენ.ესაა მათი გლობალიზაცია. განსხვავებული სექსუალური უმცირესობების დაცვა და განსხვავებული მცირე ერების გადაშენება,ყოვრლგვარი ნაციონალურის განადგურება,ესაა მათეული მფარველობა. ახლა უგემოვნობის,უკულტურობის და ყოველგვარი უკუღმართობის დროა.ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება,მთელს მსოფლიოში ასეა.ესენი ამას https://m.youtube.com/watch?v=PZ2b0dvf_ko&feature=youtu.be ასწავლიან ბაღიდან ბავშვებს და ჩვენთანაც აპირებენ დანერგვას.ამიტომაც უნდა მოეწეროს ამ პეტიციას ხელი და დავიცვათ თავი გადაგვარებისგან.
17.02. 2016
სოფიკო
ეს ხომ დიდი და ბნელი გეგმის ნაწილია.მათ არ აინტერესებთ არაფერი ეროვნული და რელიგიური,პირიქით ებრძვიან ამას და ყოველივე ნაღდს და ჭეშმარიტს ანაცვლებენ ყალბი,ფსევდო ღირებულებებით.მხოლოდ ასეთ პროექტებს აფინანსებენ.ესაა მათი გლობალიზაცია. განსხვავებული სექსუალური უმცირესობების დაცვა და განსხვავებული მცირე ერების გადაშენება,ყოვრლგვარი ნაციონალურის განადგურება,ესაა მათეული მფარველობა. ახლა უგემოვნობის,უკულტურობის და ყოველგვარი უკუღმართობის დროა.ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება,მთელს მსოფლიოში ასეა.ესენი ამას https://m.youtube.com/watch?v=PZ2b0dvf_ko&feature=youtu.be ასწავლიან ბაღიდან ბავშვებს და ჩვენთანაც აპირებენ დანერგვას.ამიტომაც უნდა მოეწეროს ამ პეტიციას ხელი და დავიცვათ თავი გადაგვარებისგან.
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
08.05.2015

მშობლები, რომელთაც შვილი პირველად მიჰყავთ სკოლაში, დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, შფოთავენ, არჩევენ სკოლას, მასწავლებელს. ეს გასაგებიცაა, რადგანაც სწავლის დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნა და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას მომავალში.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 24 ნოემბერს (ახალი სტილით 7 დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამისა ეკატერინეს,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat