შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია
შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია

მშობლები, რომელთაც შვილი პირველად მიჰყავთ სკოლაში, დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, შფოთავენ, არჩევენ სკოლას, მასწავლებელს. ეს გასაგებიცაა, რადგანაც სწავლის დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნა და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას მომავალში.


გვესაუბრება ბაგების წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის ფსიქოლოგი მაია კოპალიანი:

- ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიური თავისებურებებით. ეს კი ყველაზე ნათლად სწავლის პროცესში ვლინდება. ამის გამო ზოგიერთი ბავშვი წარმატებულად სწავლობს, ზოგს კი სწავლა უჭირს. სწავლაში წარუმატებლობას, ხშირ შემთხვევაში, სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევათა განუვითარებლობა იწვევს. ამიტომ თავიდანვე გამოკვლეული უნდა იქნეს ბავშვის სასკოლო მზაობა. მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ სკოლაში სწავლის ეფექტიანობა დიდწილადაა დამოკიდებული სკოლაში შესვლისას ბავშვის სასწავლო უნარ-ჩვევებზე, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად შესაბამისად ვითარდება.

 

KARIBCHE

- რა სფეროებს მოიცავს ბავშვის განვითარება?
- ბავშვის განვითარება შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფიზიკურ ზრდას, კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების განვითარებას და ფსიქო–სოციალურ სფეროს. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს უხეშ და ნატიფ მოტორიკას, კოორდინაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარს. კარგია, თუ ბავშვს ვავარჯიშებთ ლაბირინთის გავლაში და მივცემთ ასაწყობად სათამაშოებს, ვახატვინებთ, ვაძერწვინებთ...
სკოლის მზაობისთვის მნიშვნელოვანია მეტყველება, განსაკუთრებით ექსპრესიული მეტყველება, რაც გულისხმობს აზრის თანმიმდევრულად გადმოცემას და გამოთქმას. ექვსი წლის ბავშვმა უნდა იცოდეს დაახლოებით 3000–4000 სიტყვა. ამისთვის სასურველია, ხშირად ვესაუბროთ ან ვალაპარაკოთ, გამოვათქმევინოთ ემოციები, მოსაზრებები და სხვ.


ბავშვი, რომელიც გამართულად მეტყველებს, არ უჭირს კომუნიკაციის დამყარება არც თანატოლებთან და არც უფროსებთან. ხოლო ბავშვებს, რომელთაც მეტყველებაში აღენიშნებათ შეფერხება, უძნელდებათ კონტაქტში შესვლა, რაც შემდეგ იწვევს მათი ფსიქიკური განვითარების შეფერხებასაც. ასეთ დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის როლს. ბავშვს სჭირდება თანადგომა, გამხნევება, არავითარ შემთხვევაში საყვედური ("რა დაგემართა","ამის წარმოთქმას რა უნდა", "შეხედე, სხვა რა კარგად მეტყველებს"). მშობელი უნდა დააკვირდეს, შეუძლია თუ არა ბავშვს თანდებულის სწორი გამოყენება; მარტივი ინსტრუქციების გაგება და გააზრება; სიტუაციის მიხედვით აზრის გადმოცემა; ბგერითი ანალიზი (სიტყვის ბგერებად და მარცვლებად დაშლა); ბგერითი სინთეზი (ბგერებად დაშლილი სიტყვის ამოცნობა).


- რა არის საჭირო, რომ ბავშვმა შემეცნებითი განვითარება მიიღოს?
- ბავშვის შემეცნებით განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას, აღქმის დანაწევრებას (მთელიდან დეტალების გამოყოფა და პირიქით), ყურადღების კონცენტრაციას; ლოგიკურ დამახსოვრებას, სენსომოტორულ კოორდინაციას – კიდურების, ხელის და თვალის შეთანხმებულ მოძრაობას, ნიმუშით ხელმძღვანელობას...


სასკოლო მზაობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ–ემოციურ განვითარებას. მაგალითად, სასკოლო მზაობის მკვლევარი კერნი ემოციურ მზაობაში გულისხმობს იმპულსური რეაქციების შეკავებას და უინტერესო საქმის ხანგრძლივად კეთების უნარს, ხოლო სოციალურ მზაობად მიაჩნია, ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება და მასთან ერთად მოსწავლის როლის შესრულების უნარი.


რაც არ უნდა ვისაუბროთ ბავშვის განვითარებაზე, ერთი რამ უდავოა, უმნიშვნელოვანესი როლი შვილის განვითარებაში ენიჭება მშობელს. მშობელმა თვალი უნდა ადევნოს ბავშვის ქცევას, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ბავშვი რაღაცას ვერ იგებს, რაღაც ავიწყდება, ან სწრაფად იღლება, იოლად ეცვლება გუნება– განწყობილება. ამ დროს მშობელმა შვილს არ უნდა აჩვენოს მღელვარება. მშვიდად, ნელა ესაუბროს, არ გაუკეთოს იგნორირება ბავშვის ჩივილს, მოუსმინოს მას. ბავშვს სჭირდება მორალური და ემოციური მხარდაჭერა.


არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ იგი მხოლოდ საკუთარ თავს (რა შეეძლო გუშინ, რა შეუძლია დღეს). შეფასება არ უნდა ეხებოდეს ბავშვის პიროვნებას (”ზარმაცი ხარ”, ”უყურადღებო ხარ”, ”მოუსვენარი ხარ”). თუ ბავშვს სწავლა უჭირს, უნდა მოიძიოთ ისეთი აქტივობა, სადაც იგი წარმატებულია, ამით შეძლებთ მისი თვითშეფასების ამაღლებას და დაარწმუნებთ, რომ წარმატების მიღწევა ნებისმიერ საქმეში შესაძლებელია.
დაბოლოს, შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია. ხშირად მოეფერეთ შვილებს და აგრძნობინეთ მათ, რომ ისინი გიყვართ უპირობოდ და არა კარგი სწავლისთვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat