თუ ბავშვს ღმერთი უყვარს, ის კარგი, ღვთის მოშიში ადამიანი გაიზრდება
თუ ბავშვს ღმერთი უყვარს, ის კარგი, ღვთის მოშიში ადამიანი გაიზრდება
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზი შალვა როსტიაშვილი:

- შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი საიდუმლოა ზიარება ანუ ევქარისტია. ნათლობის დროს ხდება ადამიანის სრული განწმენდა, მაგრამ ნათლობის შემდეგ ადამიანი ცოდვილ ცხოვრებას აგრძელებს და ხშირად ცოდვებში ვარდება. ამიტომ საჭიროა განახლდეს მისი შინაგანი სიწმინდე, სულიერი სისუფთავე. აღსარების და ზიარების საიდუმლოთი მორწმუნე ადამიანი ეკლესიაში ახერხებს მადლის მიღებას და განწმენდას. ყველა უბედურების მიზეზი ცოდვაა. სამოთხე დავკარგეთ ცოდვების გამო. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ბრძოლები, საშინელებები ხდებოდა ცოდვის გამო. ადამიანი რასაც არ უნდა აშავებდეს, უარყოფითი მოვლენის გამო აუცილებლად აისახება მის ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში ხშირად ცოდვილი ცხოვრება ჯანმრთელობის გაუარესებით და სხვადასხვა პრობლემებით გამოიჩენს ხოლმე თავს. გახსოვთ ალბათ, რომ სამოთხეში სრული ჰარმონია იყო ბუნებასა და ადამიანებს შორის, მაგრამ რაც მეტი ადამიანი ჩავარდა ცოდვაში, მით უფრო გაუხეშდა და გამკაცრდა ბუნება.


- მამაო, ხშირად ადამიანები სხვადასხვა განსაცდელების, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას და ცდილობენ აღსარებით, ზიარებით მიიღონ შვება, კურნება...


- როცა ადამიანი ავად ხდება, საღად მოაზროვნეები და მართლორწმუნეები ეკლესიაში, მოძღვართან მიდიან და ცდილობენ აღსარებით, ზიარებით მიიღონ კურნება. ვინც მძიმე სენეულებაშია და ვერ ახერხებს ტაძარში სიარულს, სახლში მივდივართ და იქ ვაზიარებთ. გულდასმით ვუსმენთ ადამიანებს. როგორც შეუძლიათ ისე ამბობენ აღსარებას. ვუკითხავთ შენდობის ლოცვას და შემდეგ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვაზიარებთ. არის ისეთი შემთხვევები როცა ძალიან მძიმე ავადმყოფთან მივდივართ, იმდენად მძიმესთან, რომ გონებაზე მყოფს საუბრის თავი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ვუხსნით, რომ მას შეუძლია თვალები დახუჭოს და ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ამგვარად მოახდინოს რეაგირება. ან პირიქით, თავის ოდნავი მოძრაობით უარყოს,-არა, მე ეს არ ჩამიდენია და შესაბამისად ყოველგვარი საუბრის გარეშე ვეკითხები - ეს ცოდვა ჩაგიდენია? ასე იყო? და ის გვანიშნებს ჩააუდენია თუ არ ჩაუდენია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ადამიანს საერთოდ თავის გაქნევის საშუალებაც არ ჰქონდა და უბრალოდ მიკითხავს-შენ ცოდვილი ხარ? აღიარებ რომ ხარ ცოდვილი? კი, ვაღიარებ, მპასუხოვს და ეს ჩამითვლია აღსარებად და მიზიარებია.


- მამაო, როცა ჩვილი ძმიმე მდგომარებაშია, ხელოვნურ აპარატზეა და თუნდაც გადასხმებს უკეთებენ, შეიძლება მათი ზიარება ასეთ მდგომარეობაში?


- თუ ჩვილი კატასტროფულ მდგომარეობაშია და მომაკვდავია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ხელოვნურ სუნთქვაზეა, მას პირში შლანგი უდევს, ყლაპვაზე საუბარი ზედმეტია. ყელში სპეციალური ამომწოვი აპარატურით ხდება ამოწოვა იმ სითხისა, რაც ყელში უგროვდა ბავშვს. გამოდის რომ ის ზიარება რომელიც ვერ ჩავიდა კუჭამდე ის უნდა მოხვდეს იმ ბინძურ სითხეში, თხევად მასაში. ბავშვი არის უმაღლეს დომეზე წმინდა, იმიტომ, რომ მონათლულია და თან ბავშვია. ღმერთმა გამოაჯანმრთელოს, ღმერთმა უშველოს. გამოჯანმრთელების მერე მშობელი ატარებს ეკლესიაში, აზიარებს და იმ ზიარებით და სულიწმინდის მადლის მიღებით, ნელ-ნელა გახდება ჭეშმარიტი მართლმადიდებელი.
მონათლული ჩვილი ნამდვილი ანგელოზია, თუ გნებავთ, ყოველდღე აზიარეთ. როგორ შეიძლება, მას დანაშული ჰქონდეს და უღირსად ეზიაროს. მაგრამ ზრდასრულ ადამიანს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მძიმე ავადმყოფებს რომ ვაზიარებთ, მათ არც ეკუთვნით ზიარება გამომდინარე მათი არაეკლესიური ცხოვრებიდან, მაგრამ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. რომ არ ვაზიარო და უზიარებელი წავიდეს ამქვეყნიდან? მე ხომ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე?ამასწინათ იყო ასეთი შემთხვევა, ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ბვერ კითხვაზე აზრიანი პასუხი გამცა, როგორც კი შევეკითხებოდი - შენ ცოდვილი ხარ? მაშინვე უარყოფდა. ვერანაირი ფორმით ვერ ვათქმევინე აღსარება. ის მინიმალურიც ვერ ვათქმევინე, საკუთარ თავზე, რომ ცოდვილია. ბოდიში მოვუხადე და არ ვაზიარე.


ძალიან ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი და მას თუ ისეთი დეფექტი ჰქონდა ტვინისა, რომ საერთოდ ვერ აზროვნებდა, ისეთი აზრიანი პასუხები სხვა კითხვებზე რატომ გამცა? ის ადამიანი იმის გამო აღარ ვაზიარე, რომ საერთოდ ვერ დავინახე სინანულის ნატამალი. გარკვეული ხნის შემდეგ ის ადამიანი გარდაიცვალა და ვერ წარმოიდგენთ როგორ განვიცადე. შანსი ჰქონდა რომ ზიარებულიყო და ვერ ვაზიარე. ძალიან რთული დილემის წინაშე აღმოვჩნდი. ან ყოველგვარი იოტისოდენა სინანულის გარეშე უნდა მეზიარებინა ეს ადამიანი, ან არ უნდა მეზიარებინა. იმ წუთას ვარჩიე, რომ არ მეზიარებინა, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უღირსად ზიარება შეიძლება უფრო მეტად წარმწყმედელი გამომდგარიყო მისთვის, ვიდრე ის, რომ მეზიარებინა და შინაგანი დამოკიდებულება რაც უნდა ყოფილიყო მასში, ის არ იყო.


იოანე კრონშტანტელს ჰქონდა ასეთი შემთხვევა, დღესასწაულზე ბევრი ადამიანი აზიარა. შემდეგში მან ღვთისგან შეიტყო, რომ ამ ადამიანებიდან მხოლოდ 36 ჩაითვალა ნაზიარებლად. დანარჩენი უამრავი ადამიანი ვინც ეზიარა, უფლის წინაშე სულაც არ იყო ნაზიარევი. სნეულ ადამიანს რომელსაც აზროვნება აქვს და ის უარყოფს ყველაფერს და ამბობს, მას არაფერი ჩაუდენია და არანაირი სინანული არა აქვს, არაფერზე არ გეთანხმება გამიჭირდება მისი ზიარება. . მე ჯერ ცოდვის არსსზე ვესაუბრები. ადამიანი როცა აღელვებულია და საუბრობს, ეს უკვე განკითხვაა, როცა ნაწყენია და საუბრობს ესეც განკითხვაა და ამაზე მეუბნება არასდროს ჩამიდენიაო. როცა ადამაინს ამას ვუხსნი და მერე მეტყვის არასდროს ჩაუდენიაო, ამ შემხვევაში ვცდილობ მარტივად გადავწყვიტო და ვეკითხები-შენ ცოდვილი ხარ? ის თუ დამთანხმდება, მე უკვე ჩავთვლი რომ მან აღსარება თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ნამდვილი სინანული, ნამდვილი აღსარება, ამით ვკმაყოფილდები. მალე რომ გადრაიცვალოს მერე ამაზე მთელი ცხოვრება უნდა ვიდარდო, რომ მას ჰქონდა შანსი თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში წმინდა ზიარება მიეღო. მე თუ არ ვაზიარე საღ გონებაზე მყოფი სნეული ადამიანი ესე იგი მე მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ამოვწურე.


ავადმოყოფებთან ხშირი ურთიერთობა მიწევს, ისევე როგორც ჩვენი ტაძრის ყველა მოძღვარს. ჩვენი ტაძარი არის ლუბლიანას ქუჩა N21 ში. არსებული საავადმყოფოს შენობაში. ადრე ვამბობდით რომ ეს იყო გივი ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფო. ახლა გივი ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს აქვს ამ შენობის მცირე ნაწილი დაკავებული. ამ შენობაში არი ჯოინის გულის კარდიოლოგიური კლინიკა, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო, ამჟამად მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საავადმყოფო, ყოფილი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო, აგრეთვე გაიხსნა ირაკლი ციციშვილის სახელობის ახალი ბავშვთა საავადმყოფო. ამ ტერიტორიაზე მრავალი ავადმყოფი ადამიანი იყრის თავს, უამრავი მძიმე პაციენტი მოდის. საავადმყოფოს შენობაშია ჩვენი ეკლესია. ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ტარიელ კერესელიძემ 10 წლის წინ გახსნა.. უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოდან თბილისში, ამ ტაძარში გადმოვედი. ხშირად გვიწევს ავადმყოფი ადამიანების ზიარება. საავადმყოფოს პირობებში მაინც ცოტა მეტი სირთულეებია ვიდრე სახლში რომ წევს ავადმყოფი. მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ მოსანათლი იყო ქალბატონი. იმშობიარა და სიკვდილის პირას იყო. ახლადნამშობიარები ქალბატონი ყველაფრის მიუხედავად მოვნათლე და მალევე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი დღენაკლული დაიბადა, მაინც გადარჩა.


დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის რომ ასეთ დიდებულ და დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ასეთი დიდებული, დალოცვილი წინაპრები გვყავდნენ ვისი წყალობითაც ჩვენმა სამშობლომ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეკლესია არის ღვთის უდიდესი წყალობა. მადლობა და დიდება ღმერთს ყველაფრისთვის. ბავშვს, რომელსაც ღმერთი უყვარს ის კარგი, ღვთის მოშიში ადამიანი გაიზრდება. ღმერთმა დაგლოცთ და ყველა სნეული ადამიანი გამოაჯანმრთელოს. უფალმა ზიარების მადლით სულიერად და ხორციელად განკურნოს თითოეული მართლმორწმუნე ადამიანი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
08.05.2015

მშობლები, რომელთაც შვილი პირველად მიჰყავთ სკოლაში, დიდი ხნით ადრე იწყებენ სამზადისს, შფოთავენ, არჩევენ სკოლას, მასწავლებელს. ეს გასაგებიცაა, რადგანაც სწავლის დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნა და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას მომავალში.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat