უსჯულოება მეფისა ერს ჭირივით გადაედება, ხელმწიფის ღრმა სარწმუნოება კი ერსაც კრძალვით აღავსებს
უსჯულოება მეფისა ერს ჭირივით გადაედება, ხელმწიფის ღრმა სარწმუნოება კი ერსაც კრძალვით აღავსებს
გარდაიცვალა წმინდა მეფე თამარი და ორ ზღვას შუა გადაჭიმული სამეფო სამართავად თავის 18 წლის ვაჟს, ლაშა-გიორგის დაუტოვა. იყო მეფე გიორგი სხვა მეფეთა უმეტესად გამცემი წყალობისა, არავისთვის მოშურნე, მლოცველი, მმარხველი. მაგრამ ბოლოს განიშორა ვაზირნი დედამისისა, მათ მაგივრად შეყარა თანამოასაკენი და მათთან ერთად განსცხრებოდა. აჩრდილიც აღარ დარჩენილიყო ძველი ლაშასი. ამხელა სამეფოს მფლობელი, ცოდვას დამონებოდა. კახეთში, სოფელ ველისციხეში, ერთი მშვენიერი გლეხის ქალი დაინახა. შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. ამის ნებას არც სამეფო ეტიკეტი აძლევდა და, უპირველესად, არც საღმრთო სჯული, რადგან ქალს ქრისტიანულად ჰქონდა ჯვარი დაწერილი სხვა კაცთან. წმინდა დავით წინასწარმეტყველის მსგავსად დაეცა მეფე გიორგი, მაგრამ მისებრი სინანული არ უჩვენებია.

შეწუხდა და შეიკრიბა სამეფო კარი, კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი და ვეზირნი. ჯერ სიტყვით ამხილეს მეფე, ქალი გაუშვიო, დაარიგეს. ლაშას ამის გაგონებაც არ უნდოდა. წარგვარეს ქალი და ქმარს დაუბრუნეს, რადგან მეფე სახე და კეთილი მაგალითი უნდა ყოფილიყო ერისთვის. უსჯულოება მეფისა ერს ჭირივით გადაედება, ხელმწიფის ღრმა სარწმუნოება კი ერსაც კრძალვით აღავსებს. სიყვარულისა და ცოდვის ნაყოფად ველისციხელი ქალისაგან ლაშას ძე, დავითი, შერჩა. მას სხვა ცოლის მოყვანა აღარ უფიქრია. ძალზე ახალგაზრდა, 29 წლისა, გარდაიცვალა. სიკვდილის წინ შვილი თავის დას, რუსუდანს, ჩააბარა და ანდერძად დაუტოვა, როცა გაიზრდება, მეფედ დაადგინეთო.

მალე ღვთის რისხვა მოევლინა ქვეყანას: ლაშას სიკვდილიდან მესამე წელს ხვარაზმელები შემოესივნენ და 5 წელი არბევდნენ აღმოსავლეთ საქართველოს, მერე კი მონღოლებმა დაიპყრეს ქვეყანა. ხვარაზმშაჰის ლაშქარი ჯერ კიდევ დათარეშობდა აღმოსავლეთ საქართველოში, ქუთაისში გახიზნულმა რუსუდანმა რომ გადაწყვიტა, თავისი 5 წლის ვაჟი, დავითი, თანამოსაყდრედ გაეხადა. ამისთვის კი ლაშას ძე თავიდან უნდა მოეშორებინა. ასეც მოიქცა: დავითი თავის სიძეს, ასულის, თამარის, ქმარს, რუმის სულთანს ყიასედინს, გაუგზავნა, "რათა წარწყმიდონ და იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისთვის არა განუყოფლად მეფობისა". ამ ამბავს ასურელი ისტორიკოსი აბულფარაჯი სხვანაირად მოგვითხრობს და მისი მონათხრობი არ უნდა იყოს ჭეშმარიტებას მოკლებულიო, - ბრძანებს ივანე ჯავახიშვილი. აბულფარაჯის ცნობით, თამარი რომ ყიასედინისთვის მიუთხოვებია, მისთვის ძმისწულიც გაუტანებია. ჟამთააღმწერელის თქმით, ყიასედინს სიდედრის თხოვნა არ შეუსრულებია და მოკვლის ნაცვლად ფრიად პატივს სცემდა დავითს. რუსუდანს კი მოციქული ორჯერ გაუგზავნია მასთან და თხოვნა გაუმეორებია. როცა ყიასედინმა არ ისმინა მისი, მაშინ "გულისწყრომითა ავსებულმა დაივიწყა ყოველივე და სულთანს მისწერა: "ჩემი ძმისწულის დავითის მკვლელობა იმიტომ მსურდა, რომ იგი შენს ცოლს, ჩემს ასულს, თანაეყოფის (ჰყვარობს), ამიტომაც არ უნდა თამარს მისი მოკვლაო". სულთანმა დაიჯერა ეს, განრისხებული შევარდა "სახლსა სადედოფლოსა", თმით ითრია ცოლი, სცემა საშინლად, დაუმსხვრია ხატნი და სიწმინდენი, მისი მსახურნი ზოგი მოკლა, ზოგი ციხეში ჩაყარა, თამარს კი ქრისტეს სჯული დაატოვებინა. ბევრი იძახა დავითმა, - უბრალო ვარო, მაგრამ ვინ დაუჯერა. საშინლად სცემეს, შემდეგ ნავში ჩასვეს და სულთნის ბრძანებით, შუა ზღვაში გაიყვანეს. სანამ წყალში გადააგდებდნენ, დავითმა ლოცვის ნებართვა სთხოვა მენავეებს. ამოიღო უბიდან ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც ვედრების სახედ იყო დასახული, დაიდო "პირსა და თვალთა" და სიმწრის ცრემლნი გადმოსთხივნა, შეევედრა უფლის დედას: "ჰოი, ყოვლადწმინდაო დედაო მხსნელისა ჩვენისაო, შენ ხარ ჩემი მწარე ობლობის ნუგეშისმცემელი, შეივედრე ჩემი სული. ჩემს სხეულს სამარე და მიწაში დაფლვა არავინ აღირსა, არამედ თევზთა საჭმელად გაიმეტეს. შენს მოწყალებათა მინდობით ვითხოვ "უკანასკნელსა ამას ოხჭანსა შინა", მიხსენ ჰაერისმცველთა და საშინელთა სატანჯველთაგან, ჩემებრ ცოდვილს სიკვდილის შემდეგ რომ მოელისო". მენავეებს სთხოვა, ხატი მისთვის დაეტოვებინათ. მათაც ყელზე დაჰკიდეს. ზღვაში ჩაგდებისას ერთმა მენავემ ფიცარი მისცა დავითს.

დაჰბერა ქარმა, ტალღებმა შორს გაიტაცა და ხმელეთზე გარიყა. იქვე ვინმე ვაჭარი მიდიოდა. შეეწყალა დავითი, მოაყვანინა, ჩააცვა, გაათბო, საზრდელი მისცა. მისი ვინაობა რომ გაიგო, გახარებულმა შინ წაიყვანა. ექვსი თვე დაჰყო მასთან დავითმა. მისმა ამბავმა ყიასედინამდეც მიაღწია. განრისხდა სულთანი, მენავენი და ვაჭარი კინაღამ დაახოცვინა, დავითი კი მისი ბრძანებით გველებით სავსე ხაროში ჩააგდეს დ ზემოდან ქვა დააფარეს. მზის სინათლეს ვეღარ ხედავდა დავითი, ხატი ღვთისმშობელისა ისევ თან ჰქონდა, უფლის დედა კვლავ იცავდა, გველნი არას ავნებდნენ, ზოგი ყელზე ეხვეოდა. თურმე მხრით დააწვა ერთ გველს, რომელმაც სასტიკად უკბინა და - ჰოი, საკვირველებავ - ის გველი სხვა გველებმა შეჭამეს, მერე დავითს ეცნენ, წყლული აულოკეს და განკურნეს.

დავითს თანშეზრდილი ყმა ჰყავდა, სოსანა, რომელიც მისთვის მამამისს, ლაშას მიეცა. სოსანამ შეიტყო ბატონის სამყოფელი. ქვის ქვეშ მცირე რამ ხვრელი გათხარა, საიდანაც აწვდიდა ხოლმე პურსა და წყალს. ასე უვლიდა 5 წელიწადი.

ამასობაში აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ. ხსნა არსაიდან რომ არ იყო, რუსუდანმა სამხედრო დახმარება რომის პაპს, გრიგოლ IX-ს სთხოვა და მისი გულის მოსაგებად მისწერა, - სასურველია ჩვენი ეკლესიების შეერთებაო. რომის პაპს აქეთ შეუჩივლია, - ჩვენც შავ დღეში ვართო და ჯარის ნაცვლად მოქადაგე წესის ბერები გამოუგზავნია. რუსუდანს სხვა რა გზა ჰქონდა, მონღოლებს დაუზავდა და შერიგების ნიშნად, თათართა მოთხოვნით, თავისი ძე, დავითი, გაუგზავნა ბათო ყაენს, რომელმაც ის ყარაყურუმში, მანგუ ყაენთან გაგზავნა. ეს ამბავი რომ რუსუდანმა შეიტყო, ტკივილმა და უზომო მწუხარებამ მოიცვა მისი სული, მწარედ ტიროდა და ნანობდა, რომ თავის ძმისწულს ავი უყო. ამ მწუხარებამ ლოგინად ჩააგდო და გარდაიცვალა კიდეც.

დადგა საქართველოში უმეფობის ხანა, აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა წეს-წყობილება დამყარდა, თათრებმა საქართველო "დუმნებად" დაყვეს და მათ მეთაურებად ქართველი ერისთავთ-ერისთავები დანიშნეს, მათ შორის ეგარსლან ბაკურციხელი დააწინაურეს. რუსუდანის სიკვდილის შემდეგ მთავართა ნაწილს ეგარსლანის გამეფება უნდოდა. ამიერსაქართველოს მთავრებმა კი ლაშას ძის მოძებნა მოისურვეს. შეიტყვეს მისი ადგილსამყოფელი, აცნობეს მონღოლთა ნოინს, რომელიც განაცვიფრა ამ ამბავმა და რუმის სულთანს (ის მონღოლთა მოხარკე გამხდარიყო) კაცი გაუგზავნა დავითის მოსაყვანად. შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არაო, - უთქვამს ყიასედინს.

ამოიყვანეს ორმოდან დავითი. დაძაბუნებულს და სიკვდილის პირას მისულს სახე გაჰყვითლებოდა, თმა მუხლებამდე სცემდა. მისმა შესახედაობამ სულთანსაც მოულბო გული. განბანა, რჩეული ცხენები, ოქრო-ვერცხლი მიართვა, შენდობა სთხოვა და საქართველოში გაგზავნა. საზღვარზე დავით ლაშას ძეს ქართველი მთავარნი მიეგებნენ ეგარსლანის გარდა. მალე დავითი ყარაყურუმში გაგზავნეს. ასე მოხვდა ორი დავითი მანგუ ყაენთან. დავით ლაშას ძეს, როგორც ასაკით უფროსს, ულუ შეარქვეს, ხოლო დავით რუსუდანის ძეს - ნარინი, ანუ უმცროს. ქართველი უფლისწულები 5 წელი ელოდნენ მეფობას. ამასობაში მანგუ მოკვდა და ტახტზე ყუბილ ყაენი ავიდა, რომელმაც ორივე დავითი თავის ძმას, ულო ყაენს, გაუგზავნა: თუ გინდა, ორივეს მიეცი მეფობაო. ისიც ასე მოიქცა. გაიხარეს ქართველებმა, შეიკრიბნენ კათოლიკოსთან ეპისკოპოსნი, მთავარნი და ორივე დავითი დასვეს ტახტზე. ამგვარად, ცოდვას რუსუდანისას ღვთის მადლი და წყალობა გარდაემეტა.

დავით ლაშას ძე ახოვანი იყო, უმანკო, წრფელი, მალემრწმენი, შემნდობი ბოროტისმყოფელთა. დავით რუსუდანის ძე კი იყო შუა ტანისა, გამხდარი, მშვენიერი, ენატკბილი, უხვი, მდაბალი. ორივე უმეტესად ულო ყაენს ახლდნენ. ულომ შეიყვარა ლაშას ძე უმეტესად. დავით რუსუდანის ძემ მოახერხა, სამი კაცით აფხაზეთში გადავიდა, იმერთ კი გაამეფეს აფხაზეთიდან ვიდრე ლიხთამდე, აღმოსავლეთ საქართველო დავით ლაშას ძეს დარჩა.

დავითს ცოლმა, ჯიგდა-ხათუნმა, შვილი ვერ გაუჩინა, ამიტომ მეფემ "დროებით" ოსის ქალი, ალთუნი, მოიყვანა ცოლად. მისგან ჯერ ძე გიორგი, მერე კი ქალიშვილი თამარი შეეძინა. მიუხედავად ქმნულკეთილობისა, ალთუნი შინ გააბრუნეს. დედოფალმა კი გიორგი იშვილა. მალე ჯიგდა გარდაიცალა და დამარხეს "სამარხოსა დედოფალთასა მცხეთას". ერთხელ, ულო ყაენმა დავითს ეგვიპტეში სალაშქროდ მომზადება უბრძანა და ქართლში წარავლინა. მეფემ ბიჯნისში ნახა თურმე ავაგ ერისთავის ქვრივი გვანცა, რაჭის ერისთავის ასული, ეტრფიალა და ცოლადაც შეირთო. მისგან ძე, დემეტრე, შეეძინა.

ადრე ბაღდადის ამღებმა დავითმა, ეგვიპტეში ლაშქრობაზე უარი უთხრა ულო ყაენს, მანაც განდგომილის დასამორჩილებლად ჯარი გაგზავნა. დავითმა აფხაზეთს შეაფარა თავი, ხოლო მისი ცოლ-შვილი, გვანცა და დემეტრე, ულო ყაენს ჩაუვარდა ხელში. დავითი რომ ვერ დაიმორჩილეს, მონღოლებმა შური გვანცა დედოფალზე იძიეს. სტეფანოზ ორბელიანის თქმით, ზღვაში დაახრჩეს. ეს დაახლოებით 1262 წელს მომხდარა. დავით ლაშას ძეს სხვა რა დარჩენოდა, თავის ერთგულ სარგის ჯაყელთან ერთად ყაენთან გამოცხადდა. სარგისმა ამ ჯანყის მეთაურობა დაიბრალა. ვინ იცის, ამას რა მოჰყვებოდა, რომ ბედად მალემსრბოლს ამბავი არ მოეტანა ულოსთვის, იმავე ჰულაგუ ყაენისთვის ბერქა ყაენი წამოვიდაო შენთან საომრად. მასთან საბრძოლველად დავითიც გაიყოლა, რომელმაც თავი დიდად გამოიჩინა. გვანცას სიკვდილის შემდეგ დავითმა ჩარმაღან ნოინის ასული, ესუქანი, მოიყვანა ცოლად. ნიადაგ ლაშქრობად იყო და ვეღარ მოიცალა დავითმა ქვეყნისთვის. და "განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი და იწყო საურავთაცა ქმნად თვინიერ მეფისა კითხვისა", ესეც არ იკმარა, მეფის ცოლს, ესუქანს, თანა ეყო! შეასმინეს მეფესთან, მანაც, "მალემრწმენმან", ბრძანა და ბასილი შუა ქალაქში ძელზე დაჰკიდეს.

არ არის ვინმე კაცთაგან უცოდველი, მეფე დავით ლაშას ძეც მრავალგზის შემცდარა მოყვასის წინაშე. მიუხედავად უსამართლოდ წამებისა, არ გაბოროტებულა და შურისძიებისთვის არ აღძრულა რუსუდანის ძეზე, პირიქით, უყვარდა ერთმანეთი ბიძაშვილ-მამიდაშვილსო, - ბრძანებს ჟამთააღმწერელი. მაგრამ ვითარცა ბრძენი სოლომონი "ჟამსა სიბერისასა არა მართლად ვიდოდა წინაშე ღმრთისა", დავითმაც დაივიწყა მრავალგზის მოწყალება უფლისა და "იწყო შლად საყდართა საეპისკოპოსოთა", რაც მის წინამორბედ მეფეებს, თავადებს ეკლესია-მონასტრებისთვის მიწები, ტყეები, სოფლები შეეწირათ, ამის გამოწირვის ნება გასცა. ვისაც ეკლესია შერისხავდა, მეფე შეიწყნარებდა და კეთილს უყოფდა. "და სხვანიცა ბოროტნი აღძრნა მტერმან, რომელნი არა სახმარ არიან თქმად". ეკლესიის მამები შეიკრიბნენ და მეფეს მიღებული დადგენილება გაუგზავნეს. "არღარავისგან გვაქვს პატივი არცა სჯულსა და არცა ეპისკოპოსთა, არცა მონაზონთა, არცა ხუცესთა, არცა მღვდელთა, არცა მიჰრონსა, არცა ქორეპისკოპოსთა - ყველაი ყველას უპატიოდ, შეურაცხად, გინებით და ბასრობით ვჰყავთო", - ჩიოდნენ. ეპისკოპოსნი მისგან ითხოვდნენ, "ეს უწესოი წესი ნუღარასოდეს იქმნებისო", თუ არადა, ამის მქნელი ვართ: საქართველოს ყველა ეკლესიას დავხურავთ, "ხუცესთა დავაყენებთ წირვისა და ნათლვისა და სამკდროთა ზიარებისგანო", მაგრამ მათ ყური არ უგდო დავითმა და მალე უფლის სასჯელიც მოიწია, დავითის ვაჟს, გიორგის, მუცლის ავადმყოფობა შეეყარა. იდო უძრავად, ოდნავ სუნთქავდა. შეწუხდა მეფე და ყოველნი ქართველნი. გაახსენდა დავითს დმანისის ღვთისმშობლის ხატი. ფეხშიშველი ეახლა მხლებლებითურთ. წაიყვანეს თან გიორგიც. ევედრებოდნენ და მხურვალითა ცრემლითა წყალობისთვის აღძრავდნენ ღვთისმშობელს. შეისმინა უფლის დედამ მათი ღაღადი და როცა ხატი შეახეს პირზე გიორგის, თვალი გაახილა და ვითარცა უვნებელი, წამოჯდა. შემდეგ იგივე "სალმობა მუცლისა" მეფე დავითს შეეყარა. ბრძანა, მარტყოფს წამიყვანეთო. შეევედრა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, "კეცის ხატად" წოდებულს, და განიკურნა.

ამის შემდგომ მეფე სიბას წავიდა. "სიბას" უწოდებდნენ საქართველოს საზღვარზე ღობით შეკრულ წყლისპირს, სადაც მონღოლ-ქართველთა ლაშქარი შემოდგომიდან გაზაფხულამდე იდგა ბანაკად. ამ დროს დასნეულდა ძე მეფისა, გიორგი და სისხლის მდინარებისგან აღესრულა. მიუთხრობელი იყო მწუხარება ქართველთა. გიორგის ცხედარი სიონის ტაძარში დაასვენეს და დაკრძალვა დავითის მოსვლამდე გადადეს. მცირე ხანში მოვიდა მეფე ტფილისს. არავინ გაეგება რამდენიმე კაცის გარდა. შეშინებული შევარდა პალატში. სპანი და ვეზირნი შავად მოსილნი დახვდნენ - გიორგი მოგიკვდა, მეფეო, - შესტირეს. მწუხარებისგან მეფემ გონება დაკარგა... ვინ არ იგლოვებდა 18 წლის მშვენიერი, "სამხედროთა ზნეთაგან განსრულებული" ვაჟის სიკვდილს. მცხეთაში დაკრძალეს გიორგი, გამობრუნდნენ ტფილისს მწუხარებით აღსავსენი და ამის შემდეგ აღარ ჰქონდა ლხინება მეფეს, მრავალფერმა სნეულებამაც მოიცვა. წლისთავზე ისევ შეეყარა მუცლის სნეულება, მარტყოფის კეცის ხატს შეევედრა, მაგრამ აღარ განკურნა უფალმა, "რამეთუ მოაკლო ღვთისმსახურება და იწყო რღვევად საყდართა და შლად"...

ჩვენი ცხოვრებაც, ვითარცა მეფე დავით-ულუსი, ცოდვასა და მადლს შორისაა მოქცეული. დადგება დრო და ღვთის სამსჯავროზე განვიკითხებით ყოველი კაცი - დიდი თუ მცირე, ხელისუფალი თუ ჩვეულებრივი ერისკაცი. მაგრამ ხშირად, როცა განმრავლდება ჩვენი ცოდვები, აქვე გვადებს უფალი სასჯელს, აქვე განგვიკითხავს, რათა იქ შეგვიწყალოს.
ბეჭდვაელფოსტა
23.07. 2014
gavdzlierdet rcmenit
kidev gaanate qartvelta goneba da aamagle mati mdabio ganatleba
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat