მანანა ტუაევა
დაიბადა 1972 წლის 3 მარტს თბილისში, დაამთავრა 103-ე საშუალო სკოლა, 1995 წელს კი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სტუდენტობის პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთებთან: "დაზღვევა და ცხოვრება", "თბილისი", "ქალთა გაზეთი", 1995-96 წლებში 103-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, 1999 წელს - კერძო სკოლა "ბალავარში", 2000 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ჯორჯიან თაიმსსა" და მის ყოველდღიურ გამოცემა "ტრიბუნაში", 2003 წლიდან - გაზეთ "კვირის პალიტრაში", 2005 წლიდან კი - ჟურნალ "კარიბჭეში", ყავს მეუღლე.