მამობრივი სიყვარული - განპირობებული სიყვარულია
მამობრივი სიყვარული - განპირობებული სიყვარულია
თუ გსურს მიყვარდე, სხვაგვარად უნდა მოიქცე
XX საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისა და სოციოლოგის, ერიხ ფრომის ნაშრომიდან "სიყვარულის ხელოვნება" "კარიბჭემ" უკვე შემოგთავაზათ საკმაოდ საინტერესო და საგულისხმო ნაკვეთი დედობრივი სიყვარულის შესახებ, რომელიც არაერთ ფასეულ დაკვირვებას შეიცავდა.

ამჯერად შემოგთავაზებთ ამავე ავტორის ნააზრევს მამობრივი სიყვარულის შესახებ.

8-დან 10,6 წლამდე ბავშვების უმეტესობას ჯერ არ ძალუძს სიყვარული, თუმცა, მადლიერების გრძნობით და სიხარულით პასუხობენ სხვათაგან მომდინარე ამ გრძნობას.

ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე კიდევ ერთი, დამატებითი ფაქტორი იჩენს ხოლმე თავს, კერძოდ, ახალი განცდა საკუთარი აქტივობით სიყვარულის გამოწვევისა. თავიდან ბავშვი იმაზე იწყებს ფიქრს, თუ როგორ მისცეს დედას ან მამას რაიმე, როგორ შექმნას მისთვის საჩუქარი - ნახატი, ლექსი და ა.შ. ამ დროს სიყვარულის იდეა (პირველად ბავშვის ცხოვრებაში) სახეცვლილებას განიცდის: - მისი სურვილი, უყვარდეთ - გარდაიქმნება სურვილად თავად უყვარდეს და თავადვე იყოს შემოქმედი სიყვარულისა. მრავალი წელი დასჭირდება იმას, რომ სიყვარულის ეს ჩანასახი ჩამოყალიბებულ სიყვარულად იქცეს.

საბოლოოდ, ბავშვი სძლევს საკუთარ ეგოცენტრიზმს, მეორე ადამიანს ახლა საკუთარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებად აღარ აღიქვამს, სხვათა მოთხოვნილებები მისთვის საკუთარივით ღირებული ხდება, შეიძლება ითქვას, უფრო ღირებულიც კი...

გაცემა გაცილებით სასიამოვნოა და მიღებაზე მეტად იწვევს კმაყოფილების განცდას, უფრო მნიშვნელოვანია გიყვარდეს, ვიდრე უყვარდე. სიყვარულის წყალობით ადამიანი თავს აღწევს მარტოობისა და იზოლაციის ციხეს, რომელიც მისი ნარცისიზმის და საკუთარ ეგოზე ორიენტაციის შედეგი იყო, შეიგრძნობს ახლებური კავშირის, ერთიანობისა და ერთსულოვნების მნიშვნელობას, უფრო მეტიც - აცნობიერებს იმას, რომ სხვა ადამიანში სიყვარულის გამოწვევა შეუძლია და ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე "რეციპიენტის" დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც იგი იმის გამო უყვართ, რომ პატარა, უსუსური, გაციებული ან "კარგია".

ბავშვური სიყვარულის ძირითადი პრინციპია: - "მიყვარს, რადგან ვუყვარვარ", ჩამოყალიბებული სიყვარულისა კი - "ვუყვარვარ, რადგან მიყვარს".

ჩამოუყალიბებელი სიყვარულის დევიზია: "მიყვარხარ, რადგან მჭირდები", ჩამოყალიბებულისა კი: "მჭირდები, რადგან მიყვარხარ".

სიყვარულის უნარის განვითარებას მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულის ობიექტის განვითარება. არსებობის პირველ თვეებსა და წლებში ბავშვი ყველაზე მეტად დედასაა მიჯაჭვული. ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ყალიბდება, როდესაც დედა და ბავშვი, თუმცა ჯერ კიდევ ერთნი არიან, მაგრამ უკვე ორ ორგანიზმს წარმოადგენენ.

დაბადებასთან ერთად ეს მდგომარეობა, გარკვეული თვალსაზრისით, იცვლება, დედასთან ურთიერთობა თითქოს კარგავს სასიცოცხლო მნიშვნელობას, სანაცვლოდ კი მზარდი მნიშვნელობა ენიჭება მამასთან ურთიერთდამოკიდებულებას.

იმისთვის, რომ დედისგან მამისკენ შემობრუნების პროცესის არსს ჩავწვდეთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ დედობრივ და მამობრივ სიყვარულს შორის არსებული ძირითადი განსხვავებანი.

დედობრივი სიყვარული თავისი ბუნებით, უპირობოა. დედას მხოლოდ იმის გამო უყვარს პირმშო, რომ მისი შვილია და არა იმიტომ, რომ ბავშვის დაბადებამ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული პრობლემები მოაგვარა ან რაიმე დიდი მოლოდინი გაუმართლა (ერიხ ფრომი დედობრივი და მამობრივი სიყვარულის განხილვისას "იდეალურ ტიპებს გულისხმობს, გერმანელი სოციოლოგის, ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის, მაქს ვებერის შეხედულებიდან ან კარლ გუსტავ იუნგისეული არქეტიპის (ბერძნულად - პირველსახე, იუნგის მიხედვით, არქეტიპი კოლექტიური არაცნობიერის პირველქმნილი შინაარსია, რომელიც მემკვიდრეობით მიღებულ იდეებსა და მიდრეკილებებს შეიცავს, აქედან გამომდინარე, ფრომს არ მიაჩნია, რომ თითოეულ დედას ან მამას სწორედ ამგვარად უყვარს შვილი, მხედველობაში აქვს მხოლოდ მამობრივი და დედობრივი საწყისები, რომლებიც მშობელთა პიროვნებებშია წარმოდგენილი).

ბავშვს, ისევე როგორც ყოველ ზრდასრულ ადამიანს, უპირობო სიყვარულისადმი ძლიერი სწრაფვა ახასიათებს. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სხვებს შენი ღირსებების გამო უყვარხარ, ყოველთვის ეჭვებთანაა დაკავშირებული. ადამიანი ყოველთვის შიშობს რომ "დამსახურებული" სიყვარული ოდესმე გაქრება, ამიტომ მიელტვის ყოველი კაცი უპირობო დედობრივ სიყვარულს.

მამასთან ურთიერთობა სრულიად სხვაგვარია. დედა - სახლია, რომელშიც ვიბადებით, მამა კი სულაც არ არის ამგვარი ბუნებრივი სახლი. ამ უკანასკნელს გაცილებით ნაკლები ურთიერთობა აქვს შვილთან მისი ცხოვრების პირველ წლებში და, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა ამ დროს დედასთან შედარებით, მცირეა, სამაგიეროდ, მამა ადამიანის არსებობის მეორე პოლუსს - აზროვნების, ადამიანის ხელით შექმნილი ნივთების, კანონებისა და წესრიგის, დისციპლინის, მოგზაურობისა და თავგადასავლების სამყაროს განასახიერებს. მამა ის ადამიანია, რომელიც ბავშვს ასწავლის, როგორ იაროს დიდი და უცნობი სამყაროსკენ.

ამ ფუნქციასთან მჭიდრო კავშირშია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართული ერთ-ერთი ფუნქცია. კერძოდ, საკუთრების გაჩენასთან ერთად დადგა აუცილებლობა, რომ ეს საკუთრება მამისგან ერთ რომელიმე ვაჟს უნდა მიეღო მემკვიდრეობით, ამიტომ მამამ იწყო ფიქრი, თუ რომელი ვაჟისთვის გადაეცა თავისი ქონება.

ბუნებრივია, იგი თავის რჩეულად იმას მიიჩნევდა, რომელსაც შესაფერისად ჩათვლიდა, ყველაზე მეტად ჰგავდა მამას და სხვებზე მეტად უყვარდა.

მამობრივი სიყვარული - განპირობებული სიყვარულია. მისი პრინციპია: "იმიტომ მიყვარხარ, რომ ჩემს მოლოდინს ამართლებ, შენს მოვალეობას ასრულებ, მე მგავხარ".

განპირობებულ მამობრივ სიყვარულს, უპირობო დედობრივი სიყვარულის მსგავსად, თავისი ნაკლოვანებანი და ღირსებები აქვს.

უარყოფითია თუნდაც ის, რომ მამობრივი სიყვარული დამსახურებას საჭიროებს და ადამიანმა, შესაძლოა, დაკარგოს იგი, თუ იმას არ იქმს, რასაც მისგან მოელიან.

მამობრივი სიყვარულის ბუნება თავისთავად გულისხმობს, რომ მორჩილება - მთავარი ღირსებაა, ურჩობა - ყველაზე დიდი ცოდვაა, რომლის გამოც შვილი მამობრივი სიყვარულის დაკარგვით ისჯება. მნიშვნელოვანია მამობრივი სიყვარულის დადებითი მხარეც: - იმდენად, რამდენადაც მამობრივი სიყვარული განპირობებულია, მისი მოპოვებაც შეიძლება. მამის სიყვარული, დედის სიყვარულისაგან განსხვავებით, ჩვენს კონტროლს ექვემდებარება.

დედისა და მამის დამოკიდებულება ბავშვისადმი მის მოთხოვნილებებს შეესატყვისება. დედის უპირობო სიყვარული და ზრუნვა ბავშვს ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სჭირდება, 6 წლის ასაკიდან კი იგი უკვე მამის სიყვარულს, მის ავტორიტეტსა და ხელმძღვანელობას საჭიროებს.

დედის ფუნქციაა შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მამისა - მისი მომზადება იმ კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რომელშიც ბავშვი დაიბადა.

მამობრივ სიყვარულს პრინციპები და იმედი უნდა წარმართავდეს, იგი ლმობიერი, მომთმენი და შემწყნარებელი უნდა იყოს და არა ავტორიტარული, მოზარდს ნელ-ნელა უნდა განუმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და საბოლოოდ, საშუალება მისცეს, თავადვე იქცეს საკუთარი თავის პატრონად და გათავისუფლდეს მამის ავტორიტეტისგან.

საბოლოოდ, ზრდასრული ადამიანი იძენს დედობრივ და მამობრივ ცნობიერებას.

დედობრივი ცნობიერება ამბობს: "არ არსებობს ბოროტება, რომელიც ჩემს სიყვარულს მოგაკლებდა". მამობრივი ცნობიერება კი ამბობს: "შენ ბოროტება ჩაიდინე და პასუხი უნდა აგო. თუ გსურს მიყვარდე, სხვაგვარად უნდა მოიქცე".

ზრდასრული ადამიანი მშობელთა ზეგავლენისგან გარეგნულად თავისუფალია, მაგრამ დედ-მამის ხატება მისი "მე"-ს ნაწილი ხდება, თუმცა მისი პიროვნება (როგორც ფროიდი მიიჩნევს) სულაც არ ერწყმის მშობლების პიროვნებებს, - არამედ საკუთარი სიყვარულის უნარზე დაყრდნობით აშენებს დედობრივ ცნობიერებას, გონებისა და აზროვნების უნარზე დაყრდნობით კი მამობრივს. მეტიც - ჩამოყალიბებულ ადამიანს უყვარს როგორც დედობრივი, ასევე მამობრივი ცნობიერებით, იმის მიუხედავად, რომ ისინი, ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგონი ჩანან.

ადამიანი რომ მხოლოდ მამობრივ ცნობიერებას ინარჩუნებდეს, მკაცრი და დაუნდობელი გახდებოდა, მხოლოდ დედობრივი ცნობიერების შენარჩუნების შემთხვევაში კი საღი აზროვნების დაკარგვა ექნებოდა გარანტირებული.

სწორედ ეს გადასვლა დედიდან - ცენტრირებული გრძნობიდან - მამაზე - ცენტრირებულ გრძნობაზე და მათი სინთეზი ადამიანის სულიერი სიჯანსაღისა და მოწიფულობის საფუძველია, ამ სფეროში შეფერხება კი ნევროზის ძირითადი მიზეზია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat