დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში - ძველი გაზეთებიდან
დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში - ძველი გაზეთებიდან
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
-1884 წ. მე თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში შეველ და ამავე წელსვე სემინარიას რეკტორად მოევლინა პავლე ჩუდეცკი,-კაცი სასტიკი და დაუნბობელი.

თავიდანვე ამითვალწუნა და მე იძულებული ვიყავი მეორე კლასის დასრულების შემდეგ ქ. სტავროპოლის სემინარიაში გადავსულიყავი. აქ უარესი რეჟიმი შემხვდა. ყოველი მოწაფე იდევნებოდა და ქართველ მოწაფეს ხომ ვინ დაინდობდა? ბნელი ნისლით იყო მოცული ჩემი ცხოვრება შავრაზმულ სემინარიის კედლებში და ისიც სამშობლოსგან დაშორებით. ქართველი კაცის ნახვა (ქართველი მოწაფენი სულ ოთხნი ვიყავით მთელს სტავროპოლში.) ჩვენთვის აღდგომა იყო.

ერთი ასეთი ბრწყინვალე დღე გამითენდა, როცა იქაურ ქართველ მასწავლებლის-იოსებ ლაგაზიძის ოჯახში გავიცანი საქართველოდან გადმოსახლებული დიმიტრი ყიფიანი. მისმა თოვლივით ჭაღარამ, და ტკბილმა ლაპარაკმა დიდი შთაბეჭდილება დასტოვა. წასვლისას მე მომიბრუნდა და მითხრა:
-ყმაწვილო, გთხოვთ თქვენი ამხანაგებით იაროთ ჩემთან, მე, რასაკვირველია, სიხარულით მივიღე მისი თხოვნა და რამდენიმე დღის შემდეგ მარტო მე მომიხდა მისვლა მასთან. დიმიტრი სახლში დამიხვდა და პატარა ხანის უკან ის უკვე მარიგებდა: "გიყვარდეთ საქართველო, იკითხეთ ქართული წიგნები, გაზეთები. სწავლის დასრულების შემდეგ უსათუოდ საქართველოში დაბრუნდით და სხ. გამოსალმების შემდეგ მომცა "დროების" ნომრები და მთხოვა მასთან ხშირად მევლო. გამოვიდა რამდენიმე კვირა და მე ვეღარ მოვახერხე მასთან მისვლა.

ერთი თვის შემდეგ დამინახა თეატრში, ხელი დამიჭირა და მითხრა: "თქვენ ალბად არ გესიამოვნებათ მოხუცებულთან სიარული და ლაპარაკი, რას ვიზამ, ვერ გაგამტყუნებთ". მე ბოდიში მოვიხადე და გავაგებინე, რომ ჩვენი რეჟიმი ნებას არ მაძლევს მასთან სიარულისას. (4 საათის შემდეგ კარში გამოსვლა ვერ შეგვეძლო). ამ შეხვედრის შემდეგ ორჯერ კიდევ ვიყავი მასთან და წამოსვლისას ქართულ გაზეთებს თან მატანდა. 1887 წ. 24 ოქტომბერი იყო. დილა ადრიანად მთავარ ქუჩაზე მივეშურებოდი.

შრიდანვე დავინახე დიმიტრი ყიფიანის სადგომთან აუარებელი ხალხი ირეოდა. მაშინვე ვიგრძენი, რაშიც იყო საქმე.
-ბებერი ბერძენის ღენერალი მოუკლავთო, იძახოდნენ აქეთ-იქით. მე მაშინვე გავარღვიე ბრბო და ავარდი კიბეზე, სადაც პოლიციელი დამხვდა მუშტით. მე უთხარი: ჩემი ბიძაა, გთხოვთ გამიშვათ. პოლიციელი დამაკვირდა, გაარკვია რა, რომ მე არა რუსი ვიყავი, ამიშვა. ერთი წუთის შემდეგ მე აღელვებული და ცრემლმორეული ვიდექი დიმიტრის საწოლის გვერდით. თოვლივით სპეტაკ საწოლში და საცვლებში დიმიტრი იწვა პირსახოცით ფეხებ და ხელებ შეკრული. საფეთქელში ჰქონდა დარტყმული გირი ან რაღაც მრგვალი რამ. ჩაჭეჭყილიდან ტვინი და სისხლი გადმოხეთქოდა სპეტაკ ჭაღარაზე და საცვლებზე.

მალე მოვიდა ექ. კ. ელიაშვილი, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია. გვამს გაუკეთა ბალზამი. შიგნერი იქვე დააკრძალვინა, მოიყვანა ღვდლები პანაშვიდისათვის და ყოველმხრივ პატრონობდა. ეს ამაგი დღემდე არავისგან აღნიშნული არ არის. დადგა გამოსვენების დღე.

სემინარიაში სასტიკად აგვიკრძალეს დავსწრებოდით დიმიტრის გამოსვენებას. მე რასაკვირველია, არ დავემორჩილე ამ ბრძანებას. გამომცილებელ პროცესიას შეადგენდა მხოლოდ ადგილობრივი ქართული და ნაწილობრივ სომხის ინტელიგენცია. გამცილებაში მონაწილეობის მიღებისათვის სემინარიის მმართველობამ ატესტატში ყოფა ქცევაზე ოტხი დამიწერეს. რაც შეეხება სოსო ლაღიაშვილს, რომელმაც განგმირა რეკტორი ჩუდენკი, ჩემთან ერთად იჯდა საკლასო პარტოზე და ჩემი პირადი მეგობარი იყო.

მეტად წყნარი და საწყალი იყო. ცალი თვალი გაფუჭებული ჰქონდა (ლიბრით გადაკრული) და ამხანაგები ამის გამო ათასნაირად აწვალებდენ. მე ეხლაც მიკვირს ასეთმა საწყალმა ადამიანმა, როგორ გაბედა ასეთი გმირული საქმე. ალბათ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და ისიც გმირად გახადა შურისძიებამ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
12.04.2019
დედა იოანა (სამანიშვილი) მეუფე ანტონის ყოფილი მეუღლეა. გთავაზობთ წერილს, რომელიც მან რუსთავი 2-ის ცილსმწამებლური სიუჟეტის საპასუხოდ დაწერა:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat