სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ერის მორიგი გაბრწყინებისათვის ახალი ხანძთა, ახალი შატბერდი, ახალი ბანა, ახალი ხახული
სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ერის მორიგი გაბრწყინებისათვის ახალი ხანძთა, ახალი შატბერდი, ახალი ბანა, ახალი ხახული
ბერი ერმოლაოსის წერილები ხორციელ შვილებს (წმ. ათონი. საბერძნეთი. 21.06.2005):
- დიდი მადლობა, შვილო, ბექა მოლოცვისთვის, მადლობა თბილი სიტყვებისთვის, მეც ვამაყობ შენით, როგორც შენ ჩემით, ვამაყობ, რომ კარგი ადამიანი ხარ და ღმერთს ვევედრები, რომ მოგცეს ძალა შენი კეთილი ნება ღვთის სიყვარულში და ადამიანების სამსახურში გამოიყენო, რომ პატივმოყვარეობის ჭია არ შეგეპაროს გულში. იყავი უფალთან ის გაგაძლიერებს, ის გიჩვენებს ჭეშმარიტების გზას. მეც ძალიან მენატრები, შვილო, ჩვენი მონატრება გაუსაძლისი რომ არ გახდეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ სულიერად ერთად ყოფნა, ეს შესაძლებელია უფლის დახმარებით, რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო უახლოვდება მისი სული სხვა ადამიანების სულს, რას ნიშნავს ღმერთთან დაახლოება-მისი მთელი არსებით, მთელი გულით სიყვარულს და მისი მცნებების აღსრულებას.

უნდა ვეცადოთ მასთან მიახლოებას მისი წმიდა სახელის განუწყვეტელი განმეორების გზით, ამისთვის ადამიანს მოთმინება და ვაჟკაცობა სჭირდება. ვაჟკაცობის გარეშე არ შეიძლება ღმერთთან მიახლოება და აქედან გამომდინარე ადამიანების სულის შეგრძნება. მაგალითად, ბერული ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა განუწყვეტელი მოთმინება, მანამ სანამ ღმერთი არ მისცემს ბერს, თავისი მადლით ძალას კიდევ მეტი მოითმინოს, რადგან მოთმინების ფასი ხსნაა, ასე გვპირდება უფალი ღმერთი. მოთმინების ფასია ასევე მასთან დაახლოება. უნდა ვილოცოთ ყველა განსაცდელისთვის, რასაც უფალი ჩვენზე დაუშვებს და მაშინ ის თავად მოვა ჩვენთან, ჩასახლდება ჩვენს გულებში და მაშინ ყველა ადამიანი უახლოეს სულიერ მეგობრად იქცევა.

გწამდეს ჩემო ბექა, მე ყოველი წუთი ჩვენი ერთად გატარებული მახსოვს, ყოველი შენი საქციელი, სიტყვა თუ მოქმედება, ჩემი სიყვარული უსაზღვროა შენდამი და მე შენით ვხარობ. მადლობა უფალს.

მიხარია, რომ ქართული ბერმონაზვნური ცხოვრებით ხარ დაინტერესებული და გული რომ შეგტკივა. მე განუწყვეტლივ ვლოცულობ ქართული ეკლესია-მონასტრების აღორძინებისათვის, ბერ-მონაზონთა ლოცვა ქვეყნის ფასია, მისი აღორძინების საფუძველია, ამიტომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი აქ ათონზე, სადაც ღვთის განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, განუწყვეტელი ლოცვა საქართველოსთვის, განსაკუთრებულით ერთობლივი ლოცვა, ამისთვის კი საჭიროა სავანე-მონასტერი ან სკიტი. შენც ილოცე, ჩემო შვილო, რომ უფალმა მოგვიტეოს ქართველებს ჩვენი შეცდომები და გვაკურთხოს, რომ შევქმნათ ათონზე ერთობლივი სალოცავი ადგილი. შენ ახსენე გრიგოლ ხანძთელი, ის არის სწორედ ჩემი ზემოთთქმული სიტყვების დამადასტურებელი.

ამ დიდი მამის მოღვაწეობის დაწყებამდე საქართველო განადგურების პირამდე იყო მისული, ჯერ მურვან ყრუ შემოესია საქართველოს და მოსახლეობის ნახევარი გაჟლიტა, შემდეგ შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და დარჩენილის ნახევარი გაწყდა, არც ეკონომიკა , არც პოლიტიკა, არც სასულიერო ცხოვრება და კულტურა არსებობდა, თითქოს ორიათასი წლის სახელმწიფოებრიობის მერე ქართული გენი უნდა გადაშენებულიყო, მაგრამ ასეთი არ იყო ღვთის ნება, მან აკურთხა სამოღვაწეოდ დიდი მოსაგრე მამა გრიგოლ ხანძთელი და ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ეკლესია-მონასტრების ქსელით დაიფარა, ათეულობით თუ ასეულობით წმიდანი იშვა და მათმა ლოცვის მადლმა თავისი ნაყოფი გამოიღო, სულ მალე დადგა საქართველოს ოქროს ხანა-ივერიამ თავისი პირველი დიდი გადაწყვეტილება იგემა. სულიერი ცხოვრების აღმავლობისა და პოლიტიკური გაძლიერების ურთიერთკავშირს ყველა მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული მეცნიერი აღიარებს, ამიტომ, ჩემო ბექა, სასიცოცლოდ აუცილებელია ჩვენი ერის მორიგი გაბრწყინებისათვის ახალი ხანძთა, ახალი შატბერდი, ახალი ბანა, ახალი ხახული. ღმერთო შეგვეწიე ივერიელთ, ღმერთო გვაკურთხე.

იმედი მაქვს, ბექუნა, მოახერხე ტაო-კლარჯეთში გამგზავრება, დარწმუნებული ვარ ტკბილ-მწარე შთაბეჭდილებით აივსე, ტკბილი იმიტომ, რომ იხილე საქართველოს დიდების აკვანი,მწარე იმიტომ, რომ ის გავერანებული, განადგურებული და შეურცხყოფილია. მაგრამ, გული ნუ დაგწყდება შვილო, წარსულზე ტირილი ბევრს არაფერს მოგვიტანს, ახლა მოქმედების დროა. თქვენმა თაობამ უნდა აღადგინოს და ააღორძინოს ძველი და დაიწყოს ახლის შექმნა. ეს ასეც იქნება, ქართული გენი აღორძინდება და მართლმადიდებლობის ბურჯად იქცევა. ის იქნება როგორც ჭეშმარიტი რწმენის ოაზისი ურწმუნოთა უზარმაზარ უდაბნოში. დიდება ღმერთო შენს წმიდა სახელს, დიდება შენდა.

.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
12.04.2019
დედა იოანა (სამანიშვილი) მეუფე ანტონის ყოფილი მეუღლეა. გთავაზობთ წერილს, რომელიც მან რუსთავი 2-ის ცილსმწამებლური სიუჟეტის საპასუხოდ დაწერა:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat