დედა იოანა (სამანიშვილი) - მთავარია, უფალთან ვიყოთ მართალი
დედა იოანა (სამანიშვილი) - მთავარია, უფალთან ვიყოთ მართალი
დედა იოანა (სამანიშვილი) მეუფე ანტონის ყოფილი მეუღლეა. გთავაზობთ წერილს, რომელიც მან რუსთავი 2-ის ცილსმწამებლური სიუჟეტის საპასუხოდ დაწერა:

ვწუხვარ გუშინდელი ინფორმაციისთვის. ყველაფერი, რაც თქვეს მეუფე ანტონზე, მტრულად განწყობილი რუსთავი 2 ის დამაბრკოლებელი მესიჯია, ხალხში რომ დათესონ ეკლესიის მიმართ სიძულვლილი.

მე მისი ყოფილი მეუღლე იოანა მადონა სამანიშვილი ვაცხადებ, რომ ეკლესიას არ ეშინია მტრების. პირიქით, როცა გვლანძღავენ მაშინ ვართ ამაყები უფლის წინაშე გაკეთებული სიკეთისათვის. მინდა მოგახსენოთ. მეუფე ანტონი 80-იან წლებში სწავლობდა მოსკოვში . დამთავრებული აქვს ორი ინსტიტუტი. მაშინ აკრძალული იყო ქრისტიანული ლიტერატურის გავრცელება და ის დაიჭირეს. უფლის სიყვარულისთვის იჯდა 4 წელი. გათავისუფლების შემდეგ ჩააბარა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. შეუღლების შემდეგ გაგვიჩნდა ქეთევანი და ეგუდიელი. მღვდლად კურთხევის შემდეგ .განაწილებით აბაშაში სოფ.სუჯუნაში ხსნის წმ. გიორგის ტაძარს. ეს არის 90 იანი წლები. იყო რთული პერიოდი ომიანობა შიმშილი გაჭირვება.

მიუხედავად ამისა ჩემი შვილებით ვცხოვრობდი მასთან ერთად. სოფელში არა შუქი. არა პური . გვიჭირდა თავის გატანა. მრევლი აბაშიდან დადიოდა ისინიც უნდა დაგვეპურებია. რასაც დიდი სიყვარულით ვახერხებდით. იყო მუქარები თავდასხმები. ყაჩაღობა შეურაცყოფები. გვემუქრებოდენ დატოვეთ ტაძარი და წადით აქედან მაგრამ არავის შეუშინებივართ. ერთ დღეს ჩერდება მანქანა გადმოყავთ მამა ზაქარია მაჩიტაძე ზუგდიდში მსახურობდა . ნაცემი ნაწამები შემოხეული გაპარსული მრევლს გადაურჩენია. მოიყვანეს და გვითხრეს მუქარით. დატოვეთ აქაურობა თუარა ამაზე უარესი დაგემართებათ ცოლ შვილს ამოგიწყვიტავთო. მეუფემ უთხრა.თუ ვაჟკაცები ხართ, მოდით, კარებს ვტოვებ ღიასო.

მეუფემ შემომთავაზა, წაგიყვანთ ქუთაისშიო. მე იუმორით ვუთხარი: სად წავალ, აქ შანსი მაქვს ცხონების, ჩემი შვილებით ვრჩები შენს გვერდით, ერთად გავიზიაროთ ჭირიც და მოწამეობაც. არცერთი დღე არ მიმიტოვებია. არ გასულა დიდი დრო, მოგვადგა ყვითელი ავტობუსი, ჩამოვიდა 20-მდე კბილებამდე შეიარაღებული ხალხი. მეუფეს უთხრეს - ჩვენთან უნდა წამოხვიდეთო. მეუფემ გადმომხედა, მიხვდა რისთვისაც მიყავდათ დაგვემშვიდობა გავამხნევეთ ერთმანეთი თვალებით და წაიყვანეს. ეს იყო დიდი განცდა დაბრუნება არ დაბრუნების. მხოლოდ უფლის დიდი იმედი მქონდა, შევკრიბე მრევლი და დავიწყეთ 24-საათიანი ფსალმუნობა. მეორე დღეს მეუფე დაბრუნდა უვნებელი. მოყვა 20-მდე ადამიანი რომლებიც მონათლა.

მძიმე დღეები გადავიტანეთ. მეუფე ჩაგვიჯენდა მანქანაში და დავდიოდით მრევლის გადასარჩენად ტყვიების წვიმაში. სამტრედიიდან სენაკს ბომბავდენ. მიადგებოდენ ოჯახებს და ძარცავდენ. მეუფემ ბევრი სიკვდილს გადაარჩინა მტერიც და მოყვარეც .ჩვენი მანქანა მოძრაობდა მარტო. იყო ყაჩაღობა განუკითხაობა გასაჭირი მაგრამ მეუფეს არ შეშინებია ვედექით ხალხს გასაჭირის დროს.ისინიც დადიოდნენ ტაძარში შორი გზიდან. ვათბობდით ვაპურებდით და ერთმუშტად ვიყავით შეკრული ერთად ვიზიარებდით ჭირსაც და ლხინსაც . ბევრი გამოცდა მოგვიწყო უფალმა. 5 წელი იმსახურა მეუფემ აბაშის რაიონში. შემდეგ დაიბარეს და ბერად აღკვეცეს შემდეგ ეპისკოპოსად დაადხეს ხელი. მერომ გავიგე გავიქეცი ხარების ტაძარში ქუთაისში და უფალს მადლობა შევწირე და აღუთქვი მეუღლეს კი არა, ჩემს შვილებს და ჩემს თავს შემოგწირავ ოღონდ ჩვენთან იყავი და არ განმეშოროთქო . ეს იყო უფლის შემობრძანება ჩემს სულში. შვილები ამ დროს იყო 5 წლის და 3 წლის.ქეთი და ეგუდიელი დავრჩით მარტო უფლის იმედად.

შვილები ძალიან განიცდიდენ სულ დაეძებდნენ და იძახოდნენ მამა სადალი მოვა? ამის გაძლება მოგეხსენებათ ადვილი არ იყო არც ჩემთვის და არც მეუფისთვის. ჩვენ არ ვაწუხებდით თვითონ თუ მოინახულებდა ხანდახან. გადავედით თბილისში საცხოვრებლად მე ვსწავლობდი საღვთისმეტყველო სასულიერო აკადემიაში . ვცხოვრობდით წლები ნაქირავებში. ეს კიდევ ცალკე ისტორიაა. შვილებმა დამთავრეს ჯავახიშვილი. ქეთიმ ჩააბარა ინგლიში მაგრამ ვერ შევძელით მისი დაფინანსება. მე შევთავაზე შეეტანა სივი გერმანიასა და იტალიაში მოხვდა ვენეციის უნივერსიტეტში დაამთავრა კაფოსკარის უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე მიიღო მაგისტრის წოდება კულტურულ მემკვიდროებაში. ამჟამად უმუშევარია. ვაჟმა შეირთო ცოლი და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, მე 6 წელია მონასტერში ვცხოვრობ ლისი ვერანდაზე ვიწყებთ მშენებლობას ვცხოვრობ მარტო კონტეინერში.

ვლოცავ საქართველოში მცხოვრებ ყველა ხალხს ვეხმარები ლოცვით დაგამოცდილებით. მეუფესთან კონტაქტი არ მაქვს. ჩემით არ ვტვირთავ. ჩვენ ვართ უფლის მხედრები და შეურაცხყოფის არ გვეშინია. მთავარია, უფალთან ვიყოთ მართალი. მოინახულეთ მისი ეპარქია და საქმეები ბრმად ნუ ენდობით ეკლესიის მტრებს დღეს რომ იარსებო საჭიროა რამე აკეთო ეს არარის სასირცხვილო.ყველას ჭირდება საარსებო. რაიონში კიარა ქალაქში აღარ იყიდება სანთელი და ხატები სხვა რა შემოსავალი აქვს ეპარქიას მეუფე წვალობს. ჩადით ნახეთ როგორ ააღორძინა ეპარქია რამდენი ტაძარი და მონაზონი ბერი და მოძღვარი გაზარდა. დღეს მეუფე უსახსრობის გამო მატარებლით დადის თბილისში. ცხოვრობს დოლიძეზე ერთ პატარა ოთახში საკუთარი სახლი არ გააჩნია. მე სადაც გავზარდე შვილები ეს სახლი ერთმა ბერმა გვაჩუქა.

მის წინააღმდეგ რაც ითქვა ტყუილია. თუ ვინმეს ეხმარება და მადლიერი არ არის, ეს მათი პრობლემაა. ახლოს გაეცანით ჩვენს მოღვაწეობას. ნუ გაგვწირავთ. შეიყვარეთ სიყვარული, ნუ გაწირავთ ადამიანებს, რომელმაც შეგიცოდათ. ყველაფერი - ცუდიც და კარგიც - უფალთან მოგვეკითხება.
მხევალი ღვთისა იოანა სამანიშვილი . ვითხოვ შენდობას.
ბეჭდვაელფოსტა
12.04. 2019
ელისაბედ
ერს ყავს ღირსეული ადამიანები, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ, სადაც არ უნდა მოუწიოთ ყოფნა, ყველგან პატივსა და სიყვარულს იმსახურებენ. დედა იოანამ ბევრი გზააბნეული ადამიანი ცხოვრების კალაპოტში დააბრუნა და უფლის სამსახურში ჩააყენა!უფალი იყოს შემწე და მფარველი თქვენი და თქვენი ოჯახის,ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა - მეოხმა ჩვენმა დაგიფაროთ თავისი საფარველით. უმრავლოს ჩვენ ერს თქვენისთანა სასულიერო პირები!
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფლის თორმეტ რჩეულ მოციქულს შორის იოანე ღვთისმეტყველი იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat