"მკვლელმა წართმეული იარაღის დასაბრუნებლად მამას ცერა თითი მოაჭამა... მთავრობა არც კი დაინტერესდა, ვინ გაიმეტა მღვდელი სასიკვდილოდ..."
"მკვლელმა წართმეული იარაღის დასაბრუნებლად მამას ცერა თითი მოაჭამა... მთავრობა არც კი დაინტერესდა, ვინ გაიმეტა მღვდელი სასიკვდილოდ..."
- მამა თორმეტი წლის წინ დამესიზმრა. დამესიზმრა კი არა, უფრო გამომეცხადა: - მაშინ მძიმე ავადმყოფი ვიწექი... მოვიდა და მითხრა: ნუ გეშინია, შვილო, გამოკეთდები, შენი წასვლის დრო რომ მოვა, მოგაკითხავ და წაგიყვანო... მე იმ სიზმარში ოთხმოცს ვიყავი მიტანებული, ის კი იმდენის იყო, რამდენისაც დახვრიტეს, - ასე დაიწყო თავისი და მამის ამბავი 1937 წელს დახვრეტილი ბათუმელი მღვდლის, პროკოფი ჩიგოგიძის ქალიშვილმა, მეტად სათნო ქალბატონმა ლიდა ჩიგოგიძე-ჭანტურიშვილმა, - მამა ლამაზი, მამაცი და ქველმოქმედი კაცი იყო... ბათუმში დაიწყო მოღვაწეობა და იქვე დახვრიტეს... კარგად მახსოვს, სამ ენაზე წირავდა ხოლმე - ხან ქართულად, ხან ბერძნულად, ხანაც რუსულად, გააჩნია, იმ დღეს წირვას რა შემადგენლობის მრევლი ესწრებოდა.

ძალიან განათლებული კაცი იყო, უძვირფასესი წიგნები ჰქონდა, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე გადარჩა, - ერთმა ბათუმელმა მოძღვარმა მითხრა, - ჩვენს ტაძარში მამათქვენის წიგნებიაო... მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) შემპირდა, ყველაფერს რომ დავახარისხებ, ერთ ეგზემპლარს აუცილებლად გამოგიგზავნითო...

მამა თორმეტშვილიან ოჯახში დაიბადა ოზურგეთის რაიონის ძალიან ლამაზ სოფელ ახალშენში. მისი და-ძმიდან ხუთი ანგელოზად დაუბრუნდა მარადიულ ქვეყანას, შერჩენილი ბავშვებიდან ოთხი ქალიშვილი გახლდათ, სამი - ვაჟი და სამივე 37-მა წელმა იმსხვერპლა. პარმენი, პროკოფი და ერმალო უცოლშვილო ბიძამ, შიომღვიმის მონასტრის მორჩილმა, გამორჩეულად მოწყალე და ღვთისნიერმა კაცმა, მაქსიმე ჩიგოგიძემ აღზარდა - ასე ჰქონდა აღთქმული ძმისთვის.

მაქსიმე ჩიგოგიძე 1906 წელს მონასტერშივე მოუკლავთ ავაზაკებს, - როგორც ამბობენ, იგი ალექსანდრე ეპისკოპოსს (საუბარია წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეზე, - ავტ.) გადაჰფარებია და გადაურჩენია... მინახავს კიდეც მისი საფლავი - შიომღვიმის მონასტრის მთავარ ტაძარში ალექსანდრე ეპისკოპოსის ახლოს განისვენებს.

შიომღვიმის ბერებმა ეს რომ გაიგეს, დაინტერესდნენ და მთხოვეს, - იქნებ მაქსიმეს ფოტო მაინც გვაჩვენოთო.

- მაქსიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა?

- ზუსტად არ მახსოვს, შუახნის უნდა ყოფილიყო...

მოკლედ, მამაჩემიც და ორივე ბიძაც ამ მადლიანმა კაცმა გაზარდა (მკითხველს ვთხოვთ, თუ რაიმე იცით მაქსიმე ჩიგოგიძის შესახებ, შეგვეხმიანეთ, - ავტ.)

პროკოფიმ ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია...

მოღვაწეობა დაიწყო ბათუმში, სამხედრო ტაძარში, რომელიც 1923 წელს დააქციეს ბოლშევიკებმა... შვიდიოდე წლის ვიყავი, ამ შემზარავ ამბავს რომ შევესწარი. ნამდვილად ვიცი, რომ მისი ნგრევისას ორი თუ სამი კაცი დაიღუპა...

მოგვიანებით მამა ბათუმის სოუქსუს სასაფლაოს ტაძარში გადაიყვანეს, სადაც დახვრეტამდე მოღვაწეობდა.

- რა ვითარებაში დააკავეს?

- პირველად, როგორც ძალიან ბევრი სასულიერო პირი, 1924 წელს დააპატიმრეს. მახსოვს, ვიღაც ცხენოსანმა "ენ-კა-ვე-დელმა" "საღამომდე" როგორ წაიყვანა... ჩემი ძმა ავად იყო. ბავშვმა მაშინვე თქვა, - მამა ამაღამ არ დაბრუნდებაო. ასეც მოხდა. პატიმრობაში რამდენიმე თვე გაატარა და რომ არა დედაჩემის დიდი მონდომება, იქაურობას, ალბათ თავს ვერასოდეს დააღწევდა.

აუტანელ პირობებში ყოფნამ თავისი ქნა, - ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სიკვდილის პირას მყოფი ძლივს გამოიმეტეს ციხიდან უკვე ნახევრად დაყრუებული - აღარც მკურნალობამ გაჭრა...

დაპატიმრებამდე და მის შემდეგაც გვარიანად ავიწროებდნენ - განიმოსე, მღვდლობაზე უარი თქვი. ან ბუღალტრად იმუშავე, ან მასწავლებლადო...

უკანასკნელ დაპატიმრებამდე ორი წლით ადრე მამას თავს ვიღაც რუსი ავაზაკი დაესხა. მაშინ მე, დედა და ჩემი ძმა ბათუმში ვცხოვრობდით, მამაჩემი კი - სასაფლაოსთან, ტაძრის მახლობლად მოწყობილ ბინაში. ერთ დღეს დედას სადილი მიუტანია. იქიდან დიაკვანს გამოუცილებია. მარტო დარჩენილ მამას მაშინ დასხმია თავს ავაზაკი - ალბათ ჩასაფრებული იყო და დრო იხელთა...

ძალიან გაბედული ვაჟკაცი იყო მამა. ავაზაკსაც არ შეეპუა და რევოლვერი რაღაცნაირად ხელიდან გამოგლიჯა. მკვლელს კი იარაღის დასაბრუნებლად მისთვის მარჯვენა ხელის ცერა მოუჭამია, მაგრამ მამას მაინც არ გაუშვია რევოლვერი ხელიდან... გამწარებული კაცის ღრიალზე ტაძრის ეზოში მყოფი ქალები მოცვენილან. ავაზაკი დამფრთხალა და გაქცეულა, ქალებს კი რევოლვერიანი და თითმოჭმული მამაჩემი შერჩენიათ ხელში...

რაღა თქმა უნდა, იარაღი მეორე დღესვე ჩააბარა მთავრობას, რომელიც არც კი დაინტერსებულა, ვინ გაიმეტა მღვდელი სასიკვდილოდ. მისი წაწყვეტილი თითი კი სპირტიან ფლაკონში მოვათავსეთ, რომელიც მერე, ორი წლის შემდეგ, დაპატიმრებულმა და სიკვდილმისჯილმა თან წაიყოლა და ისიც მამასთან ერთად სამუდამოდ დაიკარგა...

მოგვიანებით, როცა მეუღლესთან ერთად მოსკოვში გახლდით საკანდიდატო დისერტაციის დასაცავად, მამის ბედის გასაგებად კრემლსაც მივმართე...

მოსკოვიდან დაბრუნებული შინსახკომში გამომიძახეს და განმიცხადეს, - არხანგელსკში გადასახლებული მამათქვენი გულის დამბლით გარდაიცვალაო... რა არხანგელსკი, რის არხანგელსკი, იქვე, ბათუმში გამოასალმეს სიცოცხლეს.

- ქალბატონო ლიდა, შეესწარით მის უკანასკნელ დაპატიმრებას?

- ისე მოეწყო, რომ ვერც ერთი ვერ გამოვეთხოვეთ. ერთადერთი, დედამ მოახერხა და ამანათი შეუგზავნა. ეს იყო და ეს...

სხვათა შორის, იმავე წელს დახვრიტეს მისი ორივე ძმა - ერმალო, რომელსაც ვეშვილე, რომ განათლების მიღება შემძლებოდა (მღვდლის შვილობის გამო მეც და ჩემს ძმასაც გამუდმებით გვავიწროებდნენ), 1937 წლის ზაფხულში დახვრიტეს, პარმენიც რამდენიმე თვეში მიაყოლეს ძმას.

იმავე წლის ზაფხულში ჩემი ძმა ათწლედს ამთავრებდა. ისიც დააპატიმრეს, - გინდა თუ არა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ჯგუფის წევრი ხარო...

თქმა აღარ უნდა, მღვდლის შვილობამ "იმუშავა". საბრალო ჩემი ძმა 1938 წელს ისე დასნეულდა, სიკვდილს ებრძოდა, - ორივე ფილტვში წყალი ჰქონდა...

დედაჩემის დიდი მცდელობით, თბილისის ციხიდან, როგორც იქნა, ცოცხალ-მკვდარი გამოუშვეს... რაღა ექნა საწყალ დედაჩემს, ყველაფერი გაყიდა, სამ წელიწადს ზედიზედ ატარა ცემში, რა არ იღონა და გამოგლიჯა სიკვდილს ხელიდან...

ჩემი ძმისთვის, როგორც სასულიერო პირის, მით უფრო, რეპრესირებული კაცის შვილისთვის, რომელსაც ამ "ნაკლოვანებებთან" ერთად ციხეში ჯდომის "სტაჟიც" ჰქონდა, ყველა კარი დაიხშო - მხოლოდ საშუალო სკოლის დასრულება შეძლო.

ჩემი მოსკოვში ყოფნის პერიოდში ჩემს დედამთილს უნივერსიტეტის ბაღში შემთხვევით იმდროინდელი პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილი გაუცნია, რომელსაც უთქვამს, მამაჩემს მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე და რამდენიმე სასულიერო პირი გადასახლებიდან ჰყავდა გამოთხოვილიო, - დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე მამა თბილისში, სიონის ტაძარში უნდა გადმოეყვანათ და დეკანოზად ეკურთხებინათ, მაგრამ ვეღარ მოასწრეს.

მამა ბათუმში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბევრთან მეგობრობდა, მათ შორის, დეკანოზ არსენ თოხაძესთან, რუსული ეკლესიის ღვთისმსახურ სავჩუკთან, ბერძენ მღვდელ სენოდოხოვთან. რეპრესიებს ვერც ისინი გადაურჩნენ...

ძალიან ხშირად გვსტუმრობდა ქუთათელი ეპისკოპოსი, მეტად მომხიბვლელი ადამიანი ნესტორ ყუბანეიშვილი, რომელიც სულ მეფერებოდა. მეგობრობდა ეპისკოპოს ვარლამ მახარაძესთან, რომელიც მამასავით ახალმოწამეა... ძალიან ხშირად სწერდნენ ერთმანეთს წერილებს...

მამა უზომოდ მზრუნველი და თბილი კაცი იყო, მხოლოდ ჩვენ კი არა, წიგნებს და საჩუქრებს ჩვენი უბნის უკლებლივ ყველა ბავშვს უყიდდა ხოლმე... ამის მიუხედავად, ამ ხალხმა იგი მაინც გაიმეტა და კულაკთა სიაში შეიყვანა...

სიტყვის კაცი იყო, დიდი პასუხისმგებლობის პატრონი, ყველა გაჭირვებული ებრალებოდა, ხან რას უყიდდა ხოლმე და ხან რას.

ერთ მშვენიერ დღეს შინ გალიფე შარვლით ხელდამშვენებული დაბრუნდა, რამაც დედა ძალზე გააოცა - ამას ერთი საწყალი კაცი ყიდდა, ვერა და ვერ ასაღებდა, შემებრალა და ვიყიდეო... მსგავს რაღაცებს ხშირად სჩადიოდა...

მამა განსაკუთრებულად მიყვარდა, - მისი ღვთისნიერება და გამორჩეულობა ბავშვისთვისაც კი თვალში საცემი და საგრძნობი იყო, სულ მის სახელს ვფიცულობდი.

მახსოვს, ძალიან ავად იყო, ექიმმა რძე და კარაქი გამოუწერა, მაგრამ მამამ გააპროტესტა - ქრისტიანი კაცი მარხვას როგორ გავტეხ, თუ მოსარჩენი ვარ, ისეც მოვრჩებიო...

მერე, მისი დახვრეტის შემდეგ, ბათუმში რომ ჩავდიოდი და მისი ეკლესიის გუმბათს მოვკრავდი თვალს, ტირილი ამივარდებოდა ხოლმე. ეკლესიის ზარების ხმაზე ახლაც მეცრემლება თვალები... ყველაფერი ძალიან მძიმედ გადავიტანე...

იმ წლებმა ბევრ რამესთან ერთად მისი სიცოცხლეც დაიტოვა... მამა მაშინ 47-ის იყო...

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისათვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონებია: 899 93-48-40, 899 54-82-29.
წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
24.12. 2017
გაიოზ მეხრიშვილი
შიო მღვიმის მონასტრის მთავარი ეკლესიის გვერდითა მინაშენში მახსოვს ერთი საფლავის ქვა წარწერით: ,,მწირი ბერი სილიბისტრო ჩიგოგიძე". 1989 წელში იმ მინაშენში ხის იატაკი დავაგეთ და ის საფლავის ქვა ქვეშ მოყვა. ცხადია, მონასტრის ახლანდელი ბინადრები ვერაფერს იტყვიან იმ საფლავზე, 89 წლის შემდეგ მონასტერმა რამდენიმე თაობა ბერი და მორჩილი გამოიცვალა.
28.12. 2014
კახაბერი
რამდენი ესეთი პატიოსანი და კეთილშობილი ღვთისმსახური გაიმეტეს ნაძირლებმა ! თუთაშხიასი არ იყოს , ვისაც ჩავაცვი მან გამხადა სწორედ-ო ! ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat