ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლნი
ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლნი
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზართან ერთად მოკლულთა სახით კანონიზებულ იქნას საქართველოში, ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.

გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი (გამოყენებული ლიტერატურა: ჟურნალ "კარიბჭის", გაზეთ "კვირის პალიტრის", გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" არქივები; "ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი". "მღვდელი სიმონ მჭედლიძე". ზვიად ჟვანია, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან". სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში". გიორგი მაჩურიშვილი, "ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში". გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").

ავტოკეფალიის აღდგენისთანავე ივერიის ჯვარცმულ ეკლესიას დიდი განსაცდელების ჟამი დაუდგა. ადრე თუ გარეშე მტერი ებრძოდა, ახლა შინაურმა გამოიღო ხელი: 1918 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი და მისი ერთგული თანამებრძოლები: მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), არქიმანდრიტი მირიანი, მღვდელი ტიმოთე (ბაკურაძე).

ტკივილი ჯერ არ დამცხრალიყო, რომ მენშევიკურმა მთავრობამ, რომელმაც ეკლესიის მამებისგან დალოცვა არ ისურვა, საგანგებო დეკრეტით ეკლესია-მონასტრებს მიწები, ვენახები, სათიბები, ტყეები ჩამოართვა.

არ დასცალდათ მენშევიკებს "დემოკრატიული რეფორმების" ბოლომდე გატარება - საქართველოს შემოესივნენ წითელი ურდოები და სისხლში ჩაახრჩვეს ივერია. ძმობა-ერთობის სახელით დაიწყო ტოტალური ნგრევა ტაძართა და ადამიანთა სულებისა. კაცთა მკრეხელობა ზღვარს გასცდა, კომკავშირელებმა მიცვალებულებიც კი არ დაინდეს: წმინდა მოწამეების - დავითისა და კონსტანტინეს ძვლები საფლავიდან ამოიღეს და შეურაცხყოფით ქუჩა-ქუჩა ატარეს, ბოლოს კი მდინარეში გადაყარეს. გაძარცვეს მეფე არჩილის წმინდა საფლავიც. მისი ხმლის გულისთვის მერე ერთმანეთი დახოცეს. თითქოს სიწმინდეების ხელყოფაში ერთმანეთს ეჯიბრებიანო: გურიაში, სოფელ ციხიდან ჩოხატაურში წაუსვენებიათ წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი "ლომისკარელი" და იქ ვინმე ჟღენტს რევოლვერით დაუცხრილავს (სულ მალე მას იმავე რევოლვერით მოუკლავს თავი). უძველესი, ეტრატზე ნაწერი გულანი კი კოოპერატივებში შესახვევ ქაღალდად გამოუყენებიათ... უამრავი სიწმინდე განადგურდა მაშინ, უამრავი ტაძარი დაინგრა. 1921 წლის 15 აპრილის დეკლარაციით საქართველოს რევკომმა ეკლესია ფაქტობრივად უკანონოდ გამოაცხადა და მისი ქონება "ხალხს" გადასცა. დაიწყო სამღვდელოების დევნა, ბევრმა ვერ გაუძლო ტერორს და მღვდლობაზე უარი თქვა, ბევრმაც ქრისტესთვის მოწამეობა ირჩია, ზოგმა დროებით გაიხადა სამღვდელო კაბა და როცა შესაფერისი დრო ნახა, დაუბრუნდა ღვთისმსახურებას. თითქმის ყველა ჩუმად, სახლებში აღასრულებდა საღმრთო საიდუმლოებებს. უამრავი დაიღუპა გადასახლებაში. ისეთი დრო იდგა, ნერონსაც კი შეშურდებოდა.

ვისაც დღემდე ენატრება კომუნისტების მმართველობა, მათ გასაგონადაც ვიტყვით: საქართველოში 1921 წელს 1450 მოქმედი ტაძარი იყო, სადაც 1600 მღვდელმსახური მოღვაწეობდა, ხოლო 1945 წელს 29 მოქმედი ეკლესიაღა შემორჩა 5 მღვდელმთავრით, 41 მღვდლით, 135 ეკლესი¬ის მსახურით. იყო დრო, როდესაც მთელი წმინდა სინოდი დაპატიმრებული ჰყავდათ, დიდი ბეგარა შეაწერეს ტაძრებს და გადასახადის გადაუხდელობის გამო 1940 წლის ბოლოს და 1941 წლის იანვარში დახურეს თვით სიონის საკათედრო ტაძარი. იმავე წლის 12 ივლისს (13 ივლისს სვეტიცხოვლობაა - 12 მოციქულის ხსენების დღეა, ვის სახელზეც არის აგებული ეს ტაძარი) სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარს, ეპისკოპოს ტარასის (კანდელაკს) ტაძრის 48 საათში დაცლა მოსთხოვეს. ერთხანობა კათოლიკოს-პატრიარქი შინაპატიმრობაში ჰყავდათ და მხოლოდ ღვთისმსახურებისას ჰქონდა სიონის ტაძარში მისვლის უფლება...
................................................................
მღვდელი ერმილე ჩიმაკაძე

მამა ერმილე 1870 წელს სოფელ მათხოჯში დაიბადა, მღვდლის ოჯახში. სამშობლოში მიღებული განათლების მერე სწავლა საბერძნეთში, სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია. სამშობლოში დაბრუნებისას შეირთო ცოლი და ცხრა შვილი შეეძინა. 1900-იანი წლების დასაწყისში მღვდლად აკურთხეს და აფხაზეთში მსახურობდა. 1918 წელს კი სამეგრელოში გააგრძელა მოღვაწეობა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირთა დევნა. მამა ერმილეც რამდენჯერმე დაიბარეს აღმასკომში და მოსთხოვეს, მღვდლობისთვის თავი დაენებებინა და წვერი გაეპარსა, რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. გაშმაგებულმა კომუნისტებმა ეკლესია და მამა ერმილეს სახლიც სასტიკად დაარბიეს. ერთ-ერთი დარბევისას მათ დაწვეს მამა ერმილეს კუთვნილი უნიკალური წიგნები და ხატები, რამლებიც მან საბერძნეთიდან ჩამოიტანა. დაუწვეს სახლი, საიდანაც ძლივს მოასწრო ცოლ-შვილის გამოყვანა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად იბარებდნენ საბჭოში და მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთხელ შინ დაბრუნებულს მეზობელმა ჰკითხა: "მამა ერმილე, როგორაა საქმეო. მან კი უპასუხა, - სანამ არ წამასვენებენ, მანამ არ მომასვენებენო". ერთ საღამოს კომკავშირელებმა შინ მიმავალი დაიჭირეს და აღმასკომში მიიყვანეს. გაოგნებული მამა ერმილე სკამზე დააბეს და როდესაც მაკრატელი წვერთან მიუტანეს, იგი იმ წუთშივე აღესრულა - გული გაუსკდა ყოველივე ამის შემხედვარეს.

მამა ერმილე იყო ნამდვილი ღვთის კაცი, ზრდილობითა და ღვთიური მადლით დაჯილდოებული. მართალი და ბრძენი, ცოლ-შვილისა და სხვათა მოყვარული, მშობლებისა და და-ძმათა ღირსეული პატივისმცემელი.
...................
დეკანოზი მოსე კაკუშაძე

მამა მოსე ქუთაისის მაზრის სოფელ პატრიკეთში დაიბადა, გლეხის ოჯახში. მამამისმა მას კარგი საერო განათლება მისცა. გიმნაზიაში ნასწავლი ენების გარდა იგი კარგად ფლობდა რუსულსა და გერმანულს. მამა მოსე ერში პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. სახადმა ჯერ მშობლები და მერე თოთხმეტიდან შვიდი შვილი დაუხოცა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მთლიანად შეცვალა მისი ცხო¬ვრება, მან თავი ღვთის სამსახურს მიუძღვნა. 1900 წელს მას მღვდლად ხელი დაასხეს. მამა მოსე სამი სოფლის თემს ხელმძღვანელობდა და მრევლის საერო განათლებაზეც ზრუნავდა. საცხოვრებელ სახლთან გახსნილი ჰქონდა ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა, სადაც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ამეცადინებდა მრევლს.

დეკანოზი მოსე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ბოლშევიკებს, 1924 წელს, უფროს ვაჟთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა სახალხო გამოსვლებში.

ბოლშევიკებმა შური მასზე მაშინ იძიეს, როცა მამა მოსეს ოჯახს სახადმა კვლავ დარია ხელი - "უებარი წამალი" შეუგზავნეს მარქსისტულად განწყობილი აფთიაქარის ხელით. თანაც აფთიაქარი გააფრთხილეს, რომ "წამალი" მხოლოდ დეკანოზისთვის მიეცა. საწამლავის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დეკანოზი მოსე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ პატრიკეთში, წმინდა გიორგის ეკლესიის კარიბჭესთან.
.....................
დეკანოზი გიორგი ფერაძე

ბოლშევიკები შინ მიეჭრნენ ზესტაფონის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ გიორგი ფერაძეს და მოსთხოვეს: "გამოდი და უთხარი ხალხს, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ თქვენ ყველაფერს იტყუებოდით". მამა გიორგი უცებ დათანხმდა და უთხრა: "კარგი, გამოვალ სიტყვით ხალხის წინაშე, ოღონდ რაც შეიძლება მეტი ხალხი შეკრიბეთო". გახარებულმა ბოლშევიკებმა მეზობელი სოფლებიდანაც კი ჩამოიყვანეს ხალხი და წმინდა დავით და კონსტანტინეს ტაძრის წინ შეკრიბეს. მამა გიორგი წარდგა მათ წინაშე და ქრისტეს ქადაგება დაიწყო. ბოლშევიკებმა შეაწყვეტინეს ქადაგება და ხიშტის კვრით მდინარე ყვირილას პირას ჩაიყვანეს, შიგ ჩააგდეს და ერთმანეთს ტყვიის სროლაში ეჯიბრებოდნენ, თან დასცინოდნენ. ასე ეწამა ქრისტესთვის დეკანოზი გიორგი ფერაძე.
............................
დეკანოზი თადეოზ კაკალიაშვილი

მამა თადეოზი მღვდლად მაშინ ეკურთხა, როცა ქვეყანაში რეპრესიებით და დახვრეტით უსწორდებოდნენ სამღვდელოებას. გასული საუკუნის ოციან წლებში ის ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად აკურთხეს და მშობლიურ სოფელ წნორში გაუშვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალგზის სცადეს მამა თადეოზის შეშინება და დაპატიმრება, მაგრამ ის უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას და ქრისტეს ქადაგებას. თუმცა 1937 წელს მაინც დააპატიმრეს და სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადასახლებიდან დაბრუნებული მამა თადეოზი ერთხანს კოლმეურნეობაში მუშაობით ინახავდა ოჯახს. შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა ღვთისმსახურებას. იგი 1968 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე.
......................................
მღვდელი იონა ჩომახიძე

მღვდელი იონა ხონის რაიონის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად ეკურთხა და წყალტუბოს რაიონის სო¬ფელ გუბისწყლის ეკლესიაში განამწესეს.

კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მამა იონა უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას. ხელისუფლება მაღალ თანამდებობებს სთავაზობდა, ოღონდ კი მას მღვდლობისთვის თავი დაენებებინა. ის კი ამგვარად პასუხობდა: "მე ქრისტეს არ ვუღალატებ და სამღვდელო სამოსს არ გავიხდიო". და ბოლომდე ქრისტეს ერთგული დარჩა. 1937 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ მოვიდა შეტყობინება მამა იონას დახვრეტის შესახებ და ოჯახში მიიღეს მისი სამღვდელო შესამოსელი და პირადი ნივთები.
........................
მღვდელი მიხეილ (მიქაელ) ნაცვლიშვილი

მამა მიხეილი ბოდბისხევის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. XX საუკუნის 20-იან წლებში გადმოიყვანეს და საკათალიკოსო საბჭოს საქმის მწარმოებლად და მდივნად დანიშნეს. 30-იან წლებში მას პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1937 წლის ბოლოს სიონის ტაძრიდან გამოსული პროტოპრესვიტერი მიხეილი ჩეკისტებმა დააპატიმრეს. მისი ბედი დღემდე უცნობია. სავარაუდოდ, სამეულის განჩინებით დახვრიტეს.
................................
მღვდელ-მონაზონი მათე (გელაშვილი)

მამა მათე 1849 წელს დაიბადა, ქართლში, გლეხის ოჯახში. თავიდან ვარძიაში ყოფილა მორჩილად, ბერად გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში აღუკვეციათ ბერად. 1897 წელს ის კვლავ ვარძიაში გადაიყვანეს და ერთი წლის მერე მღვდლად ხელი დაასხეს. აი, რას ჰყვებოდა მასზე ბაგრატ (დევნოსაძე): "თუ რომელიმე სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონ კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ძალიან უყვარდა ხალხს. ხშირად დაგვიანებია მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი, ყველას გასაკვირად, თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს ასე პასუხობდა: - კარი ღიად დამხვდა და ასე შემოვედიო.

1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე".

რევოლუციის შემდეგ წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არც არაფერი გაუგიათ მის შესახებ.
...................................
დეკანოზი ლავრენტი წულაძე

1922 წელს ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით კომკავშირელებმა დაწვეს სოფელ ჭანჭათის ეკლესია. ამ დროს ტაძრის მოძღვარი, მამა ლავრენტი, შვილებთან ერთად დაპატიმრებული, მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. ციხიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვეში მოძღვარი კვლავ სოფელს დაუბრუნდა, სადაც უშიშრად აგრძელებდა მღვდელმსახურებას. 1923 წლის 4 ნოემბერს, ღამით, როცა შინ ბრუნდებოდა, ბოლშევიკური პარტიის წევრთა დავალებით, ადგილობრივმა კომკავშირელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. დეკანოზი ლავრენტი დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ჭანჭათის ეკლესიის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე.
.....................
მღვდელი ნიკოლოზ ხეცურიანი

გასაბჭოების მერე სენაკის მაზრის 187 ტაძრიდან 158 მიწისაგან პირისა აღიგავა. 1924 წელს მასობრივი დახვრეტებიც დაიწყო. ამ წელს დაუხვრეტიათ ზედა თეკლათის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ნოკოლოზ ხეცურიანი.
......................
დეკანოზი შიო კაიშაური

კომუნისტებმა ფასანაურის ტაძრის წინამძღვარს მამა შიოს უძრავ-მოძრავი ქონება ჩამოართვეს, მაგრამ ის მაინც უშიშრად განაგრძობდა ღვთისმსახურებას. 1938 წელს დეკანოზი შიო დააპატიმრეს და ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც განაჩენის გამოტანისთანავე დახვრიტეს.
.............................
არქიმანდრიტი გიორგი დარჩია

1937 წელს დაწყებულ რეპრესიებს ვერ გადაურჩა არქიმანდრიტი გიორგი (დარჩია). უღვთო ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა და სამეულის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 58-10-ე მუხლებით (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) დახვრეტა მიესაჯა, განაჩენი დაუყოვნე¬ბლივ აღასრულეს.
....................................
მღვდელი გიორგი მაჭავარიანი, მღვდელი ვასილ მაისურაძე, მღვდელი ვასილ არევაძე

1940 წელს იმავე სისხლის სამართლის კოდექსის 58- 10-ე მუხლებით დააპატიმრეს და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობასა და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ღვთისმსახურს დეკანოზ გიორგი მაჭავარიანს და 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. იგი 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.

1937 წელს ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს და ციმბირში გაასახლეს სოფელ კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვარი მღვდელი ვასილ იოანეს ძე მაისურაძე, საიდანაც ის უკან აღარ დაბრუნებულა.

მღვდელი ვასილ არევაძეც 30-იან წლებში ცრუ ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს და რუსეთში გაასახლეს, საიდანაც ის აღარ დაბრუნებულა.
.........................
მღვდელი გიორგი დედაბრიშვილი

წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის ღვთისმსახური გახლდათ მღვდელი გიორგი დედაბრიშვილი. 1924 წლის აგვისტოს დღეებში ვინმე კომუნისტს, სარდიონ ბუჯიაშვილს ეთხოვა, გაჰყოლოდა მას მომაკვდავი დედის საზიარებლად, ვენახ-ვენახ ჩაეყვანა თავისთან, ეზიარებინა და იმავე გზით წამოსულიყო შინ. სარდიონს მისთვის ეთხოვა, ეს ამბავი არავისთვის გაემხილა, რომ გაეგოთ, დედამისი მღვდელმა აზიარაო, პარტიიდან გარიცხავდნენ. ვიღაცას დაენახა ღამე ვენახიდან გამოსული მღვდელი და დააკავეს, ჰკითხეს, სად იყავიო, მას უპასუხია, მღვდელი ვარ და საიდუმლოს გაცემის უფლება არ მაქვსო. ჩეკას სამეულმა იფიქრა, ვენახ-ვენახ მღვდელი ალბათ შეთქმულების კრებაზე იყოო. სხვებთან ერთად ისიც წაიყვანეს ნარეკვავისკენ. იქ ებრძანებინათ, ტანთ გაეხადათ. ტიტვლებს გაუკრეს ხელები - ერთი დიდი ნაწილი მწკრივში ჩააყენეს და დახვრიტეს. მამა გიორგის თავის ნათლულები, თომაძე და ხმალაძე უკან დაუყენებია, თურმე ეგონა, ნათლულებს გადაარჩენდა. მეორე ნაწილი დაჭერილებისა გადმოეყვანათ და დახვრეტილთა ადგილას დაუყენებიათ. ამ დროს მოვარდნილა დაოთხილი ცხენებით ფაეტონი, შიგ ფეხზე მდგარი ჩეკისტი დეპეშას აქნევდა და დახვრეტის შეჩერებას მოითხოვდა. დახვრეტის შეწყვეტის დეპეშა კი მოვიდა, მაგრამ გორის სამეულს უკვე გული ეჯერებინა აუარებელი ხალხის დახვრეტით.
.............................
მღვდელ-მონაზონი იოანე (გოგუა)

როცა კომუნისტებმა ჯუმათის მონასტერი დაარბიეს და იქ მყოფ ბერთაგან ზოგი დაიჭირეს, ზოგიც დახვრიტეს, მხოლოდ მამა იოანე გადარჩა. იქვე დასახლდა და მიტოვებულ მონასტერს ყურადღებას აქცევდა. მამა იოანე ჩუმად მაინც განაგრძობდა ქრისტიანული წესების შესრულებას. ერთხელ ერთ პატარას რაღაც ავადმყოფობა შეეყარა. უღონოქმნილმა ექიმებმა უგონო ბავშვი მშობლებს შინ გაატანეს. მათთან იოანე ბერი მისულა და ურჩევია, ბავშვი მოენათლათ. მონათვლის შემდეგ ყრმა გამოკეთებულა და მეორე დღეს ლაპარაკი დაუწყია. ამის შემდეგ მოსახლეობა ადვილად თანხმდებოდა ბავშვების მონათვლაზე.

ანაფორის ტარებააკრძალულს ეცვა მოკლე, აკეცილი კაბა, ბუშლატი თავსასხამი, გადაკიდებული ჰქონდა პატარა ნაჭრის ჩანთა, დადიოდა სოფელ-სოფელ და ნათლავდა ხალხს. განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდებისა და ბავშვების თავშეყრის ადგილზე მისვლა და ქადაგება, ამის გამო არაერთხელ უცემიათ და დაუმცირებიათ, მაგრამ ბოლოს ისე შეეჩვივნენ, რომ როგორც კი გამოჩნდებოდა, უფროსები ჩაილაპარაკებდნენ, მოვიდა სოფლის მაცხოვნებელიო, და თვითონ თუ არ უსმენდნენ, ბავშვებს მაინც აღარ უკრძალავდნენ. ბევრი პარტიული მუშაკი მალულად აკითხავდა და რჩევას იღებდა მისგან. თქვენ დაანგრევთ, თქვენი შვილები და შვილიშვილები აღადგენენო, ეუბნებოდა. მათ, ვისაც ერთხელ ჰქონია ურთიერთობა მამა იოანესთან (მათ შორის ათეისტებსაც), განსაკუთრებული მოწიწება, რიდი და პატივისცემა ჰქონდათ ბერის თავდადებული რწმენისა და პატიოსნებისადმი.
მამა იოანე 80 წელს გადაცილებული გარდაიცვალა 1959 წელს.
........................................
არქიმანდრიტი ილარიონი (ბლიაძე)

1921 წელს კომუნისტებმა დაარბიეს კაცხის მონასტერი და არქიმანდრიტი ილარიონი იძულებული გახდა, ძმებთან ერთად სავანე დაეტოვებინა. მღვდელმთავარმა ღორეშის სამრევლო ჩააბარა. უღვთო ხელისუფლებამ აქაც არ მოასვენა, რამდენჯერმე დაურბიეს ეკლესია, ხატები, საღვ¬თისმსახურო წიგნები დაუწვეს, ბოლოს, ტაძარიც დაუკეტეს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მუქარის წერილებს უგზავნიდნენ. "ბერი კუბოში" - ასე იწყებოდა ეს მკრეხელური წერილები. თუმცა მამა ილარიონმა მშვიდად დაითმინა ეშმაკის შემოტევა, ამ ყველაფერმა ჯანმრთელობა შეურყია და 1931 წელს მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად მიაბარა სული უფალს.
.............................
დეკანოზი ანტონი (ბოკუჩავა)

მამა ანტონი მრავალი წლის მანძილზე სამეგრელოში, სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი იყო. კომუნისტურმა ხელისუფლებამ მასაც დაუპირა ანაფორის გახდა და წვერის გაპარსვა, მაგრამ მამა ანტონმა მტკიცედ დაიცვა თავი. 1926 წელს ტაძარი დაიხურა, მაგრამ იგი შინ განაგრძობდა ღვთისმსახურებას და მრევლიც იქ აკითხავდა. ასე გაგრძელდა 1947 წლამდე - მამა ანტონის გარდაცვალებამდე. სოფელში დღემდე ახსოვთ მისი დაკრძალვა. სოფლის უღვთო ხელისუფლებას უარი უთქვამს მოძღვრის ტაძარში დაკრძალვაზე. მაგრამ მთელი სოფელი გარეთ გამოსულა და მთავრობა იძულებული გამხდარა, დათანხმებულიყო. თვალცრემლიანი ხალხი კი გაიძახოდა: "მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!" დეკანოზი ანტონი სეფიეთის ტაძარში, საკურთხევლის წინ დაასაფლავეს.

............................
მღვდელი ბასილი იაშვილი

მამა ბასილი რაჭაში, სოფელ სომიწოს წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი იყო. თავისი ზნეკეთილობით ხალხის საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. 20-იანი წლებიდან მოყოლებული 1937 წლამდე რაჭაში 80-150-მდე მღვდელი დახვრიტეს, მამა ბასილს კი "ხალხის მტრის" იარლიყი ვერ მოარგეს. თუმცა 1937 წელს მიზეზი მაინც მოუძებნეს და დახვრიტეს. განაჩენის აღსრულების მერე ოჯახიდან გაიტანეს ხატები, წიგნები, ჯვრები, შანდლები და საღვთისმსახურო შესამოსელი.
..........................
მღვდელ-მონაზონი ბენიამინი (ბერეკაშვილი)

XX საუკუნის 30-იან წლებში მიიცვალა მღვდელ-მონაზონი ბენიამინი (ბერეკაშვილი). სიკვდილის წინ მან ჯრუჭის მონასტრიდან წამოღებული სიწმინდე, წმინდა გიორგის ძვლის სამი ნაწილი, თავის ძმისშვილს, მღვდელს, ნიკოლოზ ბერეკაშვილს გადასცა შესანახად და თან დაუბა¬რა, თუ ღვთის შეწევნით ჯრუჭის მონასტერი კვლავ გაიხსნებოდა, ეს სიწმინდე უკან დაებრუნებინა. წმინდა ნაწილები პატარა ხის ლუსკუმაში ყოფილა ჩასვენებული. მამა გიორგიმ წმინდა გიორგის ხატი დაახატვინა და წმინდა ნაწილები მასში მოათავსა. ასე ინახავდა მათ წლების განმავლობაში. 1938 წელს, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამა ნიკოლოზი დააპატიმრა, მას ეს სიწმინდე თან ჰქონდა ზესტაფონის სუკის შენობაში. პატიმრობისას ერთი სასწაულიც აღსრულებულა: ერთ-ერთი დაკითხვის დროს მოძღვარს კვლავ მოსთხოვეს მიეტოვებინა ეკლესია და ჩამდგარიყო საერო სამსახურში, მაგრამ კვლავ ცივი უარი მიიღეს. ამ დროს ოთახში მოუხმეს ჯალათს, რომელიც ხელკეტით აპირებდა მოძღვრის წამებას. მიუახლოვდა თუ არა მამა ნიკოლოზს და კეტი დასარტყმელად აღმართა, ხელი ჰაერში გაუშეშდა. ამ დროს მამა ნიკოლოზს სიწმინდე ხელზე, სამაჯურში ჰქონდა შენახული.

ნათელი გახდა, რომ ერთი მხრივ მოძღვარი ინახავდა ამ ნაწილებს, მეორე მხრივ კი თავად წმინდა გიორგი იცავდა მას საშინელი წამებისაგან.

პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურა ქრისტეს ეკლესიას. მამა ნიკოლოზი 1969 წლის გაზაფხულზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მანამდე ის საავადმყოფოში მკურნალობდა. ოჯახში ეჭვობენ, რომ მოძღვარს მიზანმიმართულად გაუკეთეს ისეთი ნემსი, რომელმაც დაამძიმა მისი მდგომარეობა. ასეთი რამ იმ ბევრისთვის ახლაც "ნანატრ" დროს ბევრი ხდებოდა.

მრავალი ღირსი მამა ამოაფარეს შავ მიწას უწყალო ბოლშევიკებმა, მათ რიცხვს დღეს ზუსტად ვერავინ გეტყვით. სამწუხაროდ!!!

გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი:

მღვდელი დავით კახაბერი, მოღვაწეობდა სოფელ ლილოში, დახვრიტეს 1924 წელს; მღვდელი იოანე თუშმალიშვილი, მოღვაწეობდა მარტყოფში, დახვრიტეს 1924 წელს; დეკანოზი გიორგი იოსების ძე ინაშვილი და სოფელ ნორიოს მღვდელი გიორგი ვასილის ძე მაცუკაძე ერთად დახვრიტეს სართიჭალაში; მღვდელი ნესტორ ღონღაძე, მსახურობდა სოფელ ჩრდილში, დახვრიტეს 1937 წელს; არქიმანდრიტი პავლე დაშნიანი ცაგერიდან, დახვრიტეს 1937 წელს; დეკანოზი დიმიტრი უსტიაშვილი 1924 წელს გამოათრიეს პატარძეულის ეკლესიიდან და იქვე კედელთან დახვრიტეს; დეკანოზი კონსტანტინე ცანდეკოვი, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, 1937 წელს დახვრიტეს, 2008 წელს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიაკვლიეს მამა კონსტანტინეს მიერ მიწაში ჩაფლულ საეკლესიო წიგნებს, სამღვდელო ჯვრებს და შესამოსელს. საკვირველია, რომ ყოველივე დაუზიანებლად არის შენახული; ეწერბაშელ მღვდელ იოსებ ნაცვლიშვილს საფიჩხიაზე საკუთარი ხელით გაათხრევინეს სამარე და შიგ ჩაკლეს; არმაზის მონასტერში მოუკლავთ ბერი დავით ბექაური; ოციან წლებში დახვრიტეს ბეთანიის მონასტრის აღმდგენელი მამა სპირიდონი (კეთილაძე); იღუმენი გიორგი ეპიტაშვილი, ცნობილი მგალობელი. ბოლოს მსახურობდა ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად. დახვრიტეს 1937 წელს; მღვდელ-მონაზონი ილარიონ ოზაშვილი - მცხეთის ჯვრის მონასტრის ბოლო წინამძღვარი. სასტიკი წამებით მოკლეს 1932 წელს. უკვალოდ გააქრეს ალექსანდრე ნეველის ტაძრის დეკანოზი იოანე სმირნოვი.

1937 წელს დაუხვრეტიათ სამღვდელონი: ილარიონ ოქროპირიძე, მიქაელ ნანეიშვილი, გიორგი ეპიტაშვილი, იოანე ჩიტაძე, ერმილე გოგოლაშვილი, ივანე ქააძე, მალაქია წიკლაური, იოანე ფანცულაია, იოანე ბობოხიძე, ელიზბარ ანჩაბაძე, აპოლონ აფხაიძე, გიორგი წულაია, ნიკოლოზ ბეშქენიძე; გადასახლებაში აღსრულებულან: სამღვდელონი გიორგი მაჭავარიანი, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, არსენ ჯანელიძე, ნესტორ ჯალაღონია, ალექსანდრე ცქიფურიშვილი, ექვთიმე ნანეიშვილი...

ხატის წყარო»»
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
24.08.2023
ძირულასთან გაჩერებულ მატარებელში, რომელშიც დასახვრეტად განწირული ხალხი იყო ჩაკეტილი, დეკანოზი მაკარიც მოხვდა, რადგან მას ანაფორა ეცვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat