წარმავალი და მარადიული
წარმავალი და მარადიული
თუ კაცი არ ცხოვრობს მარადიულობისთვის, საკითხავია, არის კი ის ადამიანი?
ყოველგვარი წარმავალი და ამქვეყნიური მხოლოდ გარკვეული პირობებია პიროვნების ჩამოყალიბებისა და საუკუნო ცხოვრებისთვის. მაგრამ ახსოვს კი წარმავალში ჩაფლულ და ორიენტაციადაკარგულ ადამიანს მარადისობა? ჩვენი სული, სამწუხაროდ, ხშირად ადაპტირდება იმ ატმოსფეროსთან, რომლითაც სუნთქავს. დროის შემდეგ ვეღარც გრძნობს ზიზღს ამ სიბინძურისადმი და ისე იღებს, როგორც ჩვეულებრივსა და ბუნებრივს.

წარმავლის და მარადულის გათანაბრებას ხშირად ტოლერანტობად ვნათლავთ, სინამდვილეში კი ვკარგავთ ღირებულებათა იერარქიულად განსხვავების უნარს და, რაც გაცილებით უარესია, სიწმინდის განცდას. ყოველივე ეს სულიერ დეზორიენტაციას და, საბოლოო ჯამში, ძალზე სასიამოვნო ეიფორიული მიშვებულობის განწყობას ქმნის. ასე "განიარაღებული" ადამიანი ადვილად ელევა თავისი ცხოვრების ჭეშმარიტ საზრისს და ემორჩილება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით მანიპულირებას. სამწუხაროდ, დიდწილად, სწორედ ასეთი "გათავისუფლებული" ადამიანებისგან შედგება დღევანდელი "ცივილიზებული" საზოგადოება. მაინც რა არის მარადიული და წარმავალი ან რა როლი ეკისრება აქ ადამიანის პიროვნულ არჩევანს?

გვესაუბრება ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- წარმავლის და მარადისობის თემა მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგანაც აშკარად წარმავალში ვიმყოფებით, ის, რაც გარს გვაკრავს, ცვალებადობას, რღვევას და სიკვდილს ექვემდებარება, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ამ რეალობის მიუხედავად, ადამიანი მაინც ფიქრობს და შეიგრძნობს მისთვის უცნობ მარადისობას, ამ უკანასკნელის არსებობის დასტურთაგანია.

ერთი რამ უდავოა: ჩვენ არ ვიცით, რა არის მარადისობა, რადგან მხოლოდ დროში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს. მარადისობა - მარადიული აწმყოა, ცათა სასუფეველი კი სულაც არ გახლავთ უსასრულოდ გაჭიანურებული დრო. ეს რომ ასე იყოს, ადამიანს ახალი, უსასრულო ტანჯვის მიზეზი გაუჩნდებოდა.

რამდენადაც ღვთისმეტყველნი მიგვანიშნებენ, მარადისობა - მარადიული აწმყოა, თუმცა ეს რეალურად არაფერს განმარტავს, რადგან, როგორც ვთქვით, მარადიული ცხოვრების გამოცდილება არ გაგვაჩნია.

აწმყო რეალურად არ არსებობს, დრო - მუდმივად ცვალებადია, ერთ მდინარეში კი ორჯერ ვერ შეხვალ.

მაშ, რაღა ხდება? "ვიცით" წარსული, რომელმაც უკვე ჩაიარა, ვიცით მომავალი, რომელიც უნდა მოვიდეს, მაგრამ აწმყო, რომელიც უხელთებელია, არ ვიცით.

ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მუდამ ეძიებს ბედნიერებას, ისიც გახლავთ, რომ სულის სიღრმეში შეიგრძნობს მას. გონიერი კაცი კი ხვდება, რომ ბედნიერება მოუხელთებელია.

ამსოფლიური თვალსაზრისით, ბედნიერების ყველაზე სრულქმნილი განმარტება ასეთია: - ბედნიერება ბედნიერებისკენ სწრაფვის პროცესია. როგორც კი ამ მიზანს ვაღწევთ, იგი წამსვე წარსულს ბარდება და ხიბლს კარგავს.

მსგავსი რამ ხდება ტრაგედიისასაც. რაც უნდა შემზარავი რამ შეემთხვეს ადამიანს, თუ იგი სულიერად ჯანსაღია, უბედურება განამტკიცებს და იმგვარ განსაცდელებს აძლევინებს, გაგიკვირდებათ. აქაც იგივე მეორდება: - უბედურება წარსულში ინაცვლებს, ადამიანი კვდომას ვეღარ ასწრებს, აწმყო არ არსებობს, მომავალი კი - მოსასვლელია და მას ყოველთვის იმედი მოაქვს.

ადამიანი თანდათან ხვდება, რომ ბედნიერება აწმყოშია (ე.ი. მარადისობაშია) საძიებელი, რომელიც არ იცვლება და ქრონოსის კანონებს არ ეთანადება.

როგორც ცნობილია, ჩვენი ფსიქიკა ქვეცნობიერ და არაცნობიერ ნაწილებად განიყოფა. პრინციპში, ქვეცნობიერი გვმართავს, სწორედ მისით ვგრძნობთ, რომ მხოლოდ სხეული არა ვართ.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში ადამიანის სხეული უჯრედულ დონეზე რომ მთლიანად იცვლება, განა სასწაული არ არის?! ჩვენს შიგნით ცოცხლობს რაღაც, რაც ყველაფერს წარმართავს და ფორმას აძლევს...

კაცი, რომელიც წარმავალზე მაღლა დგება და საკუთარ თავში მარადისობას შეიგრძნობს, უამრავ რამეს აღმოაჩენს ისეთს, რაც შეუვალია და მატერიის კანონებით აუხსნელია.

KARIBCHE- ალბათ ამის მაგალითად სინდისიც გამოდგება, შინაგანი სჯული და მარდისობის ერთგვარი ბეჭედი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს...

- რაღა თქმა უნდა... მოდით, ვიკითხოთ, თუ რატომაა ეს მნიშვნელოვანი მარადისობასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ თუ კაცი დაუშვებს, მატერიის გარდა რაღაც კიდევ არსებობსო, ავტომატურად აღიარებს მარადისობის არსებობას ანუ ცხოვრების ისეთ ფორმას, რომელიც მატერიამდე არ დაიყვანება. სინდისი სრულიად აუხსნელი და არამატერიალური მოვლენაა, ამის ერთ-ერთი აშკარა ნიშანია.

და კიდევ ერთი რამ: დრო მატერიის გამოვლინებაა, რომელსაც მყარი კანონები აქვს, მაგრამ სამყაროში ხშირად ისეთი რამ ხდება, რაც ამ კანონებს მიღმა რჩება. დრო თითქოს გარდამავალი სუბსტანციაა მატერიასა და მიღმიერს, მიწიერსა და მისტიკურს შორის. მაგალითად, ხომ ვიცით წინასწარმეტყველებანი, რომელნიც ქრონოსის საზღვრებს არღვევს? რა ხდება ამ დროს? ეს იმას ნიშნავს, რომ არმომხდარი ნათქვამი უკვე აქ არის და მისი წარმომთქმელი ძალა სამყაროს მიღმიერი და მარადიულია.

ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანობა ამბობს: - ღმერთმა ყოველივე წინასწარ უწყისო, რაც ხშირად არასწორად ესმით და თავს იმართლებენ: - ჩემი ქმედება დასაბამიდან ასე იყო განსაზღვრულიო. მაგრამ უფალი კი არ გვაპროგრამებს, არამედ წინასწარ უწყის, როდის რას ვიზამთ, რაც დასაზღვრულობა კი არა, უფლის განგებულებაა.

კაცი ვერასოდეს იგემებს ნაყოფს ბედნიერებისას, თუ მადარისობას არ შეეხო, ხოლო თუ ბედნიერი არ იქნება, მის არსებობას რაღა აზრი აქვს? წარმავალზე ორიენტაცია პირუტყვზე უარეს არსებად აქცევს მას.

რაღა თქმა უნდა, ყოველი ქმნილების, თუნდაც პირუტყვის, არსებობა თავისთავად მშვენიერია, მაგრამ იგი პიროვნული არსება როდია, არც სიცოცხლესა და სიკვდილზე იცის რამე, ვერ გრძნობს ტრაგიზმს გაქრობისა, ადამიანმა კი იცის ყველაფერი და, რაც ყველაზე საოცარია, იდეის გამო ფიზიკურ სიკვდილზე მაინც მიდის. თვით ათეისტებსაც ქვეცნობიერი, მარადიული მართავს... ეს ხომ მართლაც საოცრებაა? მარადისობა მსჭვალავს ჩვენს სამყაროს და ნაპრალებიდან ალაგ-ალაგ გამოანათებს იმის დასტურად, რომ ჩვენთან მყოფობს.

- ამის მიუხედავად, დროის სული ისეთი ბანგი და სატყუარაა, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს, ცათა სასუფეველს სტაცებს ადამიანს და სანაცვლოდ ტკბილ შხამს ან, უკეთეს შემთხვევაში, სუროგატს აჩეჩებს... რამდენად მოქმედებს მარადისობის ხსოვნა პიროვნულ არჩევანზე, ურთიერთობებზე, ყოველდღიურობაზე, ნაციის ტრადიციებსა და ღირებულებებზე და რამდენად სახიფათოა წარმავალზე ორიენტაცია? ისიც უდავოა, რომ ყოველ დროს თავისი სნეულებები, განსაცდელები და, რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, თავისი პოზიტივი და სიკეთეებიც მოაქვს...

- თუ ადამიანი არ ფიქრობს სიცოცხლის ნამდვილ მიზანსა და მარადისობაზე, უნდა ვიკითხოთ: არის კი ის ადამიანი? ან რას ემსგავსება მისი ცხოვრება? ხშირად მავანი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საქმიანობს - ბურღავს, აშენებს, აჭედებს... რომ ჰკითხოთ, რისთვის ირჯებიო, აბსურდულ მიზეზს დაგისახელებთ, მაგრამ სინამდვილეში, შესაძლოა, არც უფიქრია, რა არის მისი ნამდვილი დანიშნულება.

მაშ, რა გამოდის, კაცობრიობა ავადაა? - რაღა თქმა უნდა, ავადაა, იმიტომ, რომ მარადისობისთვის არ ცხოვრობს.

თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე (ისევ ხაზს ვუსვამ: სიცოცხლე და არა არსებობა), ეს არსებობაც უაზრო და მტანჯველი ხდება. თუ მარადისობა არ არსებობს, სიცოცხლეც კვდება. რაოდენ დიდხანსაც უნდა ვიცხოვროთ, ოდესმე ამქვეყნიური გზა დასრულდება, ხომ ცნობილია, რომ მზეც კი ჩაქრება...

თუ სიცოცხლე მარადიული არ არის, მაშ, რაღა ფასი და პერსპექტივა აქვს სამყაროს ან რისთვის წვალობს ადამიანი? ყველაფერს ხომ აზრი ეკარგება.

მათ, ვისაც არ სჯეროდა მარადისობის არსებობისა, სრული უიმედობა და აპათია იპყრობდა, ქმნიდნენ ფილოსოფიურ სისტემებს და ასკვნიდნენ, რომ ოდესღაც ყველაფერს აზრი ეკარგება. მაგრამ სინდისი, გული, ქვეცნობიერი, კაცობრიობის ისტორია და, რაღა თქმა უნდა, ქრისტიანობა შეუვალი ობიექტური არგუმენტებით გვიდასტურებენ, რომ მარადისობა არსებობს და ესე იგი, არსებობს სიცოცხლის პერსპექტივა.

რა არის მარადიული სიცოცხლე? ზემოთ ბევრი რამ ვთქვით სიცოცხლის მიზანსა და დანიშნულებაზე, მაგრამ რა არის თავად მარადიული სიცოცხლე, არ ვიცით, იმიტომ, რომ ასეთი ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს. იგი დროდადრო გამოკრთება ხოლმე იმ საოცარ ბედნიერებად და სიხარულად, რომელსაც ობიექტური მიზეზები არც გააჩნია. ყველაზე აშკარად ეს რელიგიურ ცხოვრებაში ვლინდება (მართლმადიდებლობას ვგულისხმობ).

როდესაც ადამიანი ილოცებს ან ეზიარება, ქვეყანა თავზე რომ ემხობოდეს, მაინც უხარია, - მარადისობა შედის მის გულში... ამის გამოცდილება ხომ რეალურად არსებობს?!

თუ ადამიანი ასე არ ცხოვრობს, თუ იგი განზრახ მთელი არსებით უარყოფს ამას, ძალზე საშიში ხდება. განა შეიძლება, ენდო მაიმუნს, რომელსაც მხოლოდ ინტელექტი აქვს? ადამიანი ხშირად ვერც აცნობიერებს, სინამდვილეში შინაგანად ვინ არის. ამის მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში მრავლადაა...

ეს არჩევანი და ორიენტაცია, ცხადია, ყოველდღიურობასა და წარმავალ "სიკეთეებთან" ჩვენს დამოკიდებულებაშიც ვლინდება.

სერიოზული საფრთხე ემუქრება ტრადიციებს, რომლებიც სახეს და ვინაობას გვინარჩუნებს, წინაპართა უამრავმა თაობამ გადმოგვცა და საუკუნეთა მანძილზე მარადისობის ნიშნით ყალიბდებოდა. სწორედ მარადიული, ქრისტიანული ღირებულებები განსაზღვრავდა ჩვენს სულიერებას, ღმერთთან, მოყვასთან, სამშობლოსთან მიმართებას, კულტურას, ურთიერთობათა ნორმებს მამაკაცსა და ქალს, უფროსსა და უმცროსს შორის, თუნდაც ჩაცმულობას... ეს იყო და არის მარადისობის გამონაშუქი ქართველთა ყოფაში, რომელიც მრავალწლიანმა ათეისტურმა წნეხმაც ვერ მოსპო.

შესაძლოა, რაღაც დროით შინაგანი დაკარგოს ადამიანმა, მაგრამ თუ გარეგნული შეინარჩუნა, ფორმაზე დაყრდნობით დაკარგულ შინაგანსაც დაიბრუნებს. ახლა ამის მოსპობაც სურთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც აშკარად ზნეობრივი და სულიერია...

- მამა თეოდორე, ადამიანების უმეტესობამ, მიზეზთა გამო, სიწმინდის განცდა დაკარგა, რამაც მათი დეზორიენტაცია გამოიწვია. რამდენად შესაძლებელია წარმავლობას მიჯაჭვული ადამიანი თავის ჭეშმარიტ საწყისს დაუბრუნდეს ან რა როლი აქვს აქ პიროვნულ არჩევანს?

- ისეთი სათნოება, როგორიც სიწმინდეა, არ განიმარტება, რადგან არ ვიცით, რა არის იგი. ხშირად ცდებიან, როდესაც ზნეობას სიწმინდესთან აიგივებენ. შესაძლოა, კაცი სრულიად ზნეობრივი იყოს, მაგრამ, იმავდროულად, დემონურიც.

ვინ იტყვის, რომ მწიგნობარნი და ფარისეველნი ზნეობრივნი არ იყვნენ? მაგრამ სიწმინდე არ გააჩნდათ და უფლის მკვლელებად იქცნენ. სიწმინდე იმიტომ არის მარადიული ღირებულება, რომ მხოლოდ ღმერთშია, ისევე, როგორც ყოველი სათნოება. მარადისობაც ღმერთია, ამდენად, ეს ყოველივე განუმეორებელი და გამოუთქმელია. მხოლოდ შინაგანი გულისგულით, საკუთარი სულიერი გამოცდილებით შეგვიძლია მივხვდეთ, რა არის სიწმინდე, სიყვარული, სიკეთე...

თუნდაც ქართული სინამდვილე ავიღოთ: ღვთის სიტყვა, რომელიც საქართველოში თვით მოციქულებმა შემოიტანეს, ბევრის ყურამდე მიდის, მაგრამ მრავალი კვლავ უარს ამბობს მის მიღებაზე სწორედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მათ სიწმინდისკენ სწრაფვა არ გააჩნიათ ან ეს სწრაფვა ძალზე სუსტია. ამ მხრივ ჩვენი ძველები გარკვეულწილად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მეტად ჰქონდათ გაფაქიზებული სული და სინდისი და, ამდენად, მეტად აღიქვამდნენ სიწმინდეს და მარადისობას.

ხომ აშკარაა, ამქვეყნიური სული როგორ ებრძვის ყოფაში გამოვლენილ მარადისობას, რომ უკანასკნელი ხავსიც წაგვართვას ღმერთთან დასაბრუნებლად. ეს პრობლემა რეალურია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კაცი ამ ვითარებაში მეტ-ნაკლებად მოახერხებს სიწმინდის დანახვას, ეს მეტ ღვაწლად შეერაცხება. თუ ადამიანს ძიების სურვილი გაუჩნდება, უფალი აუცილებლად მეტად დაეხმარება.

- როგორც ჩანს, აქ გადამწყვეტი მაინც პიროვნული არჩევანია...

- დიახ. უფალი სწორედ იმდენად გვეხმარება, რამდენადაც გვჭირდება. გვეხმარება მაშინ, როდესაც ჩვენი რესურსი რაც უფრო ამოწურულია. ეს რესურსი რაც უფრო ადრე იწურება, ღმერთი მეტად და მალე გვეხმარება. იმ ადამიანისთვის, ვინც არჩევანს გააკეთებს, ტრაგედიას ვერ ვხედავ.

- ზემოთ ვახსენეთ, ყოველ დროს თავისი პოზიტივი აქვსო. მაინც რა სიკეთე მოიტანა ამ მხრივ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებმა?

- ღვთისგან განდგომა და ცოდვაში ცხოვრება უკურეაქციას იწვევს. უფალი არასდროს გვტოვებს. რომის იმპერიის გაქრისტიანების უმთავრესი მიზეზი ის უზნეობის წუმპე იყო, რომელშიც იგი ჰგიებდა. ისტორიამ უამრავი მსგავსი მაგალითი იცის. ადამიანებს სიწმინდე მოენატრათ... საოცრად სულიერია იმდროინდელი მხატვრობა, რომელშიც ცხადად იგრძნობა წუხილი და სწრაფვა სიწმინდისკენ. ისიც ხომ ცნობილია, რომ დევნამ, დასუსტების ნაცვლად, გააძლიერა ქრისტიანობა.

დღეს მსგავსი რამ ხდება: - ქართველ კაცს ყელში ამოუვიდა უზნეობა. მარტივ მაგალითს მოვიხმობ: - რაიმე საზიანოს რომ იღებს ორგანიზმი, თუ ის ჯანმრთელია, აუცილებლად ამოაზიდებს. თუ მსგავსი რამ გვემართება, ე.ი. ჯერ ისევ ცოცხლები და ჯანმრთელნი ვყოფილვართ.

- ბერი პაისი გვაფრთხილებს, ამაოება პატარ-პატარა სატყუარებით გვითავისებს, რადგან მკვეთრი ნახტომებით რომ გვიახლოვდებოდეს, არ მოვტყუვდებოდით.

- ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი. სამყაროს არსებობას იმდენად აქვს აზრი, რამდენადაც ცალკე აღებულ ინდივიდს, ადამიანს – არჩევანის უნარი და შესაძლებლობა ღმერთსა და უღმერთობას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროს არსებობა აზრს დაკარგავს, შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა, მარადიული სიხარულის სავანე მათთვის, ვინც ღმერთი აირჩია.
ბეჭდვაელფოსტა
09.04. 2019
გაიხარეთ მამაო ამ სიტყვებისთვის
<span style="color: #666666; font-family: Arial, Helvetica, sans-serif; font-size: 11px; text-align: -webkit-center; background-color: #ffffdd;">გაიხარეთ მამაო ამ სიტყვებისთვის</span>
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat