წუთისოფელი
წუთისოფელი
ამქვეყნიურ გზას ქართველმა კაცმა წუთისოფელი იმიტომ დაარქვა, რომ მუდამ ხსომებოდა მისი წარმავლობა, სიკვდილი და ამაოებას არ მიჯაჭვოდა
ადამიანის სულიერი ვინაობა ისეთია, როგორიც მისი მიმართება წუთისოფელთან, მარადისობასთან, წარმავლობასა და ნამდვილ თუ ცრუ ფასეულობებთან...

წუთისოფელი ზღუდეა კაცის სულსა და შემოქმედს შორის. ქრისტიანმა იცის, რომ სიყვარული ამა სოფლისა - მტერობაა ღვთისა, რომ თავისი ჭეშმარიტი, სულიერი სამშობლოს მოხვეჭისთვის უნდა იღვაწოს და სინანულის საიდუმლოთი შეურიგდეს უფალს.

მაინც, რატომ გვეძლევა წუთისოფელი? რა არის წარმავალი და რა - მარადიული? ან რა მანძილით დავუახლოვდეთ თუ გავემიჯნოთ საწუთროს, რომელიც ისევე იზიდავს თავისი წარმავალი სიტკბოებით ჩვენს დაცემულ გულებს, როგორც დედამიწის მიზიდულობის ძალა - ჩვენს სხეულებს ან რა უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი მიწიერ ცხოვრებაში?

გვესაუბრება ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მიქაელ წულუკიძე.

- მამა მიქაელ, მაინც რატომ გვეძლევა წუთისოფელი?

- ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, უპირველესად, შესაქმე უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და მისი გვირგვინი - ადამიანი.

როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, უფალს რომ შესაქმის მშვენიერება ვინმესთვის გაეზიარებინა, ადამიანი იმიტომ შექმნაო...

მაგრამ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ სამოთხიდან განიდევნა და სამყაროში ხრწნილება და სიკვდილი შემოვიდა.

წუთისოფლის დასაზღვრულობის მიუხედავად, ძველი ადამიანების, მათ შორის, ბიბლიური პატრიარქების სიცოცხლე დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთს, თითქმის რამდენიმე საუკუნეს მოიცავდა, რადგან ცოდვით ნაკლებად იყვნენ დამძიმებულნი. მაგრამ დრო გადიოდა და ადამის მოდგმაც უფრო და უფრო ეფლობოდა ამსოფლიურ საზრუნავში, რამაც კაცი ღმერთს დააშორა და დღენი მისი ცხოვრებისა შემცირდა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარც ჰქონდა, რა ხანს დაჰყოფდა ადამიანი წუთისოფელში, რადგან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი ელოდა და მიწისგან ქმნილი მიწადვე უნდა მიქცეულიყო.

ამქვეყნიურ გზას ქართველმა კაცმა წუთისოფელი იმიტომ დაარქვა, რომ მუდამ ხსომებოდა მისი წარმავლობა, სიკვდილი და ამაოებას არ მიჯაჭვოდა.

- მამები ამბობენ, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც წუთისოფელშივე იღებს დასაბამს...

- ეს მართლაც ასეა. კაცის სულს ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომ ან სამოთხე განეწესება ან მარადიული სატანჯველი. სწორედ მიწაზე იღებს დასაბამს სულის გარდაცვალების შემდგომი მდგომარეობა, წუთისოფელში ირჩევს კაცი, სათნოეყოფა ღმერთს თავისი ცხოვრებით და საქმეებით თუ განუდგება. როგორც მამები განგვიმარტავენ, სამსჯავრო ერთობ პირობითია, რადგან უფალი არავის სჯის. მხოლოდ კაცის განვლილი გზა აპირობებს, რა ხვედრი განეწონება სულს მარადისობაში.

იმის გარანტია, რომ უცილობლად ცხონდებოდნენ, თვით დიდ მამებსაც კი არ გააჩნდათ. მაკარი მეგვიპტელმა იმგვარი სულიერი სრულქმნილება მოიხვეჭა, რომ ბოროტი ბრძოლას ვეღარ უყოფდა. როდესაც მისი წმინდა სული ზეცად მაღლდებოდა, საზვერეებში ეშმაკნი ტაშისცემით შეუძახებდნენ: "ცხონდი, მაკარი, ცხონდიო!" იქაც კი საცთურს უგებდნენ და მის დაღუპვას იქადდნენ. მაკარი მდაბლად პასუხობდა: - ცხონება მხოლოდ ღვთის ხელშიაო. საზვერეებშიც იგერიებდა სულის წარმწყმედ აზრს, რომ მან რაიმე სიმაღლეს მიაღწია. მხოლოდ მაშინ დაუდასტურა ბოროტს ჯვრის გამოსახვით - ახლა კი ნამდვილად ვცხონდი ჩემი მაცხოვრის მადლით და ძალითო, როცა სასუფეველი მოიხვეჭა.

დიდი მამებიც, ისევე როგორც დიდ სათნოებათა მტვირთველი და ღვთის მცნებათა წმინდად დამმარხველი მართალნი, ძალიან ხშირად მძიმედ ავადდებოდნენ და ამით სულიერად სრულიქმნებოდნენ.

მრავალი მათგანი წუთისოფლის დამლევს ამგვარ სნეულებებს მადლიერებით ხვდებოდა და ნუგეშისცემისთვის მოსულ მამებსაც ევედრებოდა, არ ელოცათ მათი განკურნებისთვის.

იყვნენ ისეთნიც, რომელთაც წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ღვთისგან ეუწყათ და ამისთვის ემზადებოდნენ.

არაეკლესიური ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ: - ნეტავი წუთისოფლიდან უეცრად გავიდეო. ასეთი აღსასრული სიკეთე ჰგონია, მაგრამ არ იცის, რა სასჯელს ითხოვს ღვთისაგან.

ქრისტიანები კი პირიქით - სინანულისა და განწმენდისთვის ჟამს გამოითხოვდნენ ხოლმე უფლისგან და თუ მძიმე სენი შეეყრებოდათ, ამას ღვთის მონახულებას უწოდებდნენ.

ერთ-ერთი პატერიკი მოგვითხრობს, როგორ ტიროდა ერთ-ერთი ბერი, - უფალმა დამტოვა, რადგან კარგა ხანია, აღარც განსაცდელი შემმთხვევია და აღარც სნეულებაო.

- ბერი პაისი ამბობს, თვით ეშმაკზე დიდი მტერი ჩვენი სულისა წუთისოფლის სულიაო...

- გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი ან მეტად ზერელედ იცნობს საეკლესიო სწავლებას და ქრისტიანობას, ან პირადი შეხედულებისამებრ "ამდიდრებს" მას. ადამიანებს თითქოს არ სურთ, ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას.

სამწუხაროდ, ეკლესიურ, მაზიარებელ ქრისტიანთა უმრავლესობაც არ კითხულობს არათუ წმინდა მამათა დანატოვარს, არამედ თვით წმინდა წერილსა და მის განმარტებებს. შესაბამისად, მათი რწმენაც ძალზე ზედაპირულია. მათ იციან, რა არის მარხვა, ღვთის მცნებები, მათ დაცვასაც ცდილობენ, ეზიარებიან, - რაც ძალიან კარგია, - მაგრამ საეკლესიო განათლების ნაკლებობა ჩვენში აშკარაა.

ადამიანები მიიჩნევენ, რომ რადგან ყველა საეკლესიო წესს ასრულებენ, ეს ცხონებისთვის საკმარისია, რაც შეცდომაა.

დღევანდელობა თითქოს სილაღის, გართობის, კომფორტისა და მოსვენებისკენ მოგვიწოდებს და გვგონია, რომ სწორედ ამისთვის მოვედით დედამიწაზე, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სულს. ამგვარი მდგომარეობა უცხო იყო რამდენიმე საუკუნის წინანდელი ეკლესიური საზოგადოებისთვის, რომელმაც იცოდა, რომ ადამიანი ღვაწლის, მუდმივი თვითგანკითხვის, სულიერი სიფხიზლის, შრომისა და მოყვასისთვის თავდადებისთვის მოვიდა წუთისოფლად და არა განცხრომისთვის.

ამგვარმა სილაღემ და ტექნიკურმა პროგრესმა გათითოკაცება და ეგოიზმის მომძლავრება გამოიწვია. თუ კაცი სულის ცხონებისთვის ზრუნავს, ამას რა სჯობს, მაშინ მის გარშემო სხვებიც გადარჩებიან, მაგრამ ამსოფლიური ზრუნვით დაღლილ თანამედროვე ადამიანს მთავარი ავიწყდება.

ზოგი ეკლესიური ცხოვრებისკენ გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს, მაგრამ საკუთარ კეთილდღეობას ერთეულები თუ ელევიან.

საქართველოში ტაძრებს ბრწყინვალებით არც ერთი საერო სასახლე არ აღემატებოდა. დროს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა, ტაძართაგან განსხვავებით, რადგან ქართველთა ბუნება არ იყო მიდრეკილი მიწიერი, წარმავალი სიკეთეებისკენ. ჩვენი წინაპრები მხოლოდ საარსებოს სჯერდებოდნენ და კარგად იცოდნენ, რა არის მთავარი.

ალბათ დამერწმუნებით, რომ დღევანდელი "გაჭირვებული" ქართველის ყოფა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე თუნდაც ორი საუკუნის წინანდელი ჩვენი ყველაზე შეძლებული წინაპრისა.

ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება სიამეთა ძიებაა, სუროგატად იქცევა და ძალიან ხშირად სამუდამოდ ტოვებს სამშობლოს.

თუნდაც გავიხსენოთ ებრაელობა - ამ მხრივ ყველა ერისთვის მართლაც სამაგალითო: საუკუნეთა მანძილზე დევნილი ერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყო მიმოფანტული, მაგრამ მის შვილებს სჯული და სამშობლოს ხსოვნა არ დაუკარგავთ და სახელმწიფოებრიობის აღდგენაც მოახერხეს.

რა არჩევანს აკეთებს ხშირ შემთხვევაში წუთისოფელს აყოლილი დღევანდელი ქართველი? - სადაც უკეთესია და თავს უკეთ გრძნობს, იქ მკვიდრდება. გავიხსენოთ, რას წინასწარმეტყველებდნენ მამები: - ბოლო ჟამის ადამიანები მეტს შეჭამენ და მოიხვეჭენ, მაგრამ ვერ განძღებიანო. როცა ქვეყანას უჭირს, მაშინ სჭირდება ჩვენი თანადგომა. უცხო ქვეყნებს შეხიზნულთა უმრავლესობა თავს იმით იმართლებს, აქედან ვეხმარებით ქვეყანასო, მაგრამ ქართველი რომ სამშობლოს სწყდება, ფესვებგადაჭრილ ხეს ემსგავსება, რომელიც ნაყოფს ვერ გამოიღებს.

ადამიანი წუთისოფლისთვის კი არა, მარადისობისთვის შეიქმნა. აქ მხოლოდ მგზავრია და სტუმარი, მაგრამ ხშირად მიწაზე ცდილობს სამოთხის მოწყობას. მოდით, ისევ ჩვენს ტკივილს მივხედოთ, რომელიც წუთისოფელთან მიმართებაში ძალიან ხილულია...

- კერძოდ რას გულისხმობთ?

- ავიღოთ თუნდაც საქართველოს გაუკაცრიელებული მთიანეთი - ფშავ-ხევსურეთი, რაჭა, ზემო იმერეთი... აღარაფერს ვამბობ ემიგრაციაში წასულ ქართველებზე. ფაქტობრივად, ჩვენი მოსახლეობა რამდენიმე ქალაქშია თავმოყრილი.

განა იმ ჩვენი სულმნათი წინაპრების შთამომავალნი არა ვართ? განა ეს მიწა ისევ ისე არ ასაზრდოებს ადამიანებს? ადრე თითო სოფელში 16 წისქვილიც კი იდგა. თუ სულ რაღაც 60 წლის წინ იქ ცხოვრება დუღდა, დღეს იქაურობა გაუკაცრიელებულია და მხოლოდ ზაფხულობით, ისიც დასასვენებლად და სიამოვნებისთვის (დაუკვირდით, სიამოვნებისა და დასვენებისთვის!) თუ გაახსენდება ვინმეს, ხოლო ვისაც სახსრები აქვს, მამაპაპისეული სახლი ხშირად არც ახსენდება, - დასასვენებლად უცხოურ კურორტებს არჩევს.

ადამიანი ბოჰემურ, ვნებებსა და სიამეებს აყოლილ არსებად იქცა, რომელსაც აღარ სტკივა თავისი ფესვები, ან ვართ კი ქართველები? ცარიელი სახელები და გვარებიღა დავრჩით. განა იმ ქართველმა ბიჭებმა, მარაბდაში საომრად რომ ჩადიოდნენ, არ იცოდნენ, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ? განა არ უმძიმდათ მათთვის ყველაზე ძვირფასთან გამოთხოვება, განა ისინი არ იყვნენ წუთისოფელში? შემოსევა შემოსევას მოსდევდა საქართველოში, მაგრამ ქართველები არ აყრილან და არსად გაქცეულან. უსამშობლობა მათთვის დიდი სასჯელი იყო.

წმინდა გაბრიელ ქიქოძის ერთ ბრწყინვალე ქადაგებას გაგახსენებთ წუთისოფელზე, სადაც ძალზე შთამბეჭდავ სიტყვებს ამბობს: - კაცმა ისე უნდა განვლოს საწუთრო, რომ მხოლოდ თავისთვის არ იცხოვროს, სხვებსაც უნდა ეხმარებოდეს. თუ ამას ვერ ახერხებს, სისხლისმიერი ნათესავნი და ახლობელნი ხომ ეყოლება, დაე, იმათ შეეწეოდეს. თუ ესეც არ ძალუძს, მაშინ თავისი ოფლით მოიპოვებდეს ლუკმაპურს, რადგან ესეც კეთილი მოქალაქეობაა ამ წუთისოფელში და თუ ისე დაგლახაკდა და დაჩიავდა, რომ ესეც აღარ შეუძლია, ისე როგორ უნდა წახდეს ქართველი კაცი, რომ თვისი უკვდავი სული, რომელიც ღმერთმა შთაბერა, დაუკარგოს მას სასუფევლისათვისო.

დღეს ხშირად წუხან, სხვები იმკვიდრებენ ჩვენს მიწა-წყალსო... თავადვე არ გვინდა გამრავლება, აღორძინება, ქვეყნის დამკვიდრება და ეს რატომღა უნდა გვიკვირდეს?

რადგან წუთისოფელში მოვედით, უფალმა სათნოგვყო და ეს მადლიანი მიწა ჩაგვაბარა, უნდა ვუპატრონოთ და მისი აღორძინებისთვის ვიღვაწოთ, თორემ რა განსაცდელიც ერთ დროს ებრაელ ერს დაუდგა (ფიზიკური გადარჩენის თვალსაზრისით), ჩვენც დაგვიდგება.

დღე არ გავა, რომელიმე ახალგაზრდა წამლით არ გარდაიცვალოს, მკვლელობა ან უბედური შემთხვევა არ მოხდეს. მოწამებრივი ცხოვრების გამო ადრე უფალი ასეთ განსაცდელს არიდებდა ჩვენს წინაპრებს. დღეს კი ქართველთა ცნობიერება დარღვეულია, სულიერი ფასეულობანი - დამცრობილი, რასაც ბოჰემისა და წუთისოფლის სიამეებისკენ საოცრად გაძლიერებული სწრაფვაც ემატება.

მოდით, მარტივად ვთქვათ, რა არის მწვალებლობა? მწვალებლობა არის ღვთის საწინააღმდეგო მცნებათა დამკვიდრება და დაკანონება. რით განსხვავდება ამის მოქმედი კაცი ნათელღებული ქართველი მწვალებლისგან, ბოჰემურ ცხოვრებას რომ მისცემია, სხეულით რომ ვაჭრობს და სიშიშვლეს არ ფარავს?

დღეს საქართველოს ახალ ბაბილონურ წარმონაქმნად ქცევას ცდილობენ კავკასიაში, რაც ფუჭად ჩაივლის, რადგან ღვთის კურთხევის გარეშე ვერავინ ვერაფერს გააწყობს. ჩვენს ერში ორი პროცენტიც რომ დარჩეს ჯანსაღი, ღმერთი სწორედ მათ აკურთხებს.

ღრმად უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი გადარჩენა უფალშია. დღეს კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, მარადისობას დავეწაფოთ და წინაპართა ცხოვრების წესს დავუბრუნდეთ. ვთხოვოთ ეს და მოგვეცემა, უფალი ისევ წამოგვაყენებს ფეხზე.

ეკლესია ერთიანობას და საყოველთაოობას ნიშნავს. იგი ცოცხალი ორგანიზმია და არა ერისა და საზოგადოებისგან გამიჯნული "ორგანიზაცია", ამიტომ დაუშვებელია, ქრისტიანი კაცი გულგრილად უყურებდე, როგორ იღუპება წუთისოფლის ამაოებას აყოლილი შენი თანამოსაქმე.

წუთისოფელზე საუბრისას ერთი შედარება მახსენდება: - ხომ გსმენიათ, რა გატაცებით ყიყინებენ ჭაობში ბაყაყები? ვეღარც კი გრძნობენ თავიანთი სამყოფლის სიმყრალეს და კმაყოფილებასა და განცხრომას მისცემიან. წუთისოფლის ამაოებაში ჩაძირული კაცობრიობაც ანალოგიურ მდგომარეობაშია.

მოგეხსენებათ, თევზი ჭაობში ვერ ძლებს. მისი ერთ-ერთი თვისება მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლაა, რაც წუთისოფლის წინააღმდეგ სვლის სიმბოლოა. მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს მამულისა და ეროვნების სიყვარულს. მეტსაც გეტყვით - მხოლოდ ის შეძლებს გახდეს მართლმადიდებელი და გადარჩენის იმედიც მას უნდა ჰქონდეს, ვინც მიწიერ სამშობლოს გაუფრთხილდება. ზეციური სამშობლოს მოხვეჭა მიწიერი სამშობლოს სიყვარულიდან იწყება.

- მამა მიქაელ, რა დოზით უნდა მოვიზღუდოთ თავი წუთისოფლისგან და რა დოზით დავუახლოვდეთ?

- ეს ოქროს შუალედი ადამიანმა თავის გულში უნდა იპოვოს და მხოლოდ მაშინ მიაგნებს, როდესაც საკუთარ ცოდვათა განცდის ნიჭს შეიძენს. მაშინ ადვილად მიხვდება, სად გადის ზღვარი ამქვეყნიურ კეთილდღეობასა და მარადისობას შორის.

წინაპართაგან განსხვავებით, დღევანდელი ქართველობა, სამწუხაროდ, ძალიან მიეჯაჭვა წუთისოფელს. სწორედ ჩვენს გამოსაფხიზლებლად გვეძლევა ამდენი განსაცდელი. ქრისტეს გარეშე ყოველივე ამაოა.

თუ ადამიანს ეცოდინება, რომ ცხოვრება გარდაცვალებით არ სრულდება, სიკვდილი ეხსომება, მისთვის ადვილი იქნება სწორი არჩევნის გაკეთება.

მოდით, ისევ ჩვენს ჭირს მივუბრუნდეთ: განა წუთისოფლის სიყვარული არ არის, როდესაც თანამედროვე ჩვენებურები ერთ ან დიდი-დიდი ორ შვილს აჩენენ, უფალზე წინ აყენებენ, მთელ სასოებას მათზე ამყარებენ, არ მრავლდებიან, რომ ამ ორ შვილს არაფერი მოაკლონ და ამით ღვთის კურთხევას აღუდგებიან?

მოდით, ვნახოთ, რას წინასწარმეტყველებდა ბოლო ჟამის ადამიანებზე მე-17 საუკუნის წმინდა მამა ნილოს მირონმდინარე: - ბოლო ჟამის ადამიანები ერთ ან ორ შვილს იყოლიებენ და სასოებას მათზე დაამყარებენ, აღარ გამრავლდებიან, რის შედეგადაც საკუთარ ოჯახებში ცოდვის სამსხვერპლოს აღმართავენ (ვგულისხმობ შვილთაკვლის ცოდვას)... შვილები კი, როგორც წამოიზრდებიან, მშობლებს მიატოვებენ, უცხო ქვეყნებში განიბნევიან, დედ-მამას კი მათ ნატვრაში ამოხდება სულიო... ხედავთ, რა სიცხადით, ესადაგება ეს სიტყვები თუნდაც დღევანდელ ქართველობას?

რადგან წუთისოფელზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი რამ: როგორც კი მართლმადიდებლები ივიწყებდნენ, რომ წუთისოფელი და მათი სახელმწიფოს ძლიერება იმიტომ არ ეძლეოდათ, სხვა ერთა უბედურების და ჩაგვრის ხარჯზე აეგოთ კეთილდღეობა, დიდ სასჯელს იმკიდნენ. თუნდ ბიზანტია და რუსეთის იმპერია გავიხსენოთ.

ბიზანტიის იმპერიის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეშევრდომ ერთა ასიმილაციის მცდელობა იყო, რაც ყოველთვის უკურეაქციას იწვევდა და ჩაგვრით წინააღმდეგობის სულს შთაბერავდა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტანტინოპოლის დამპყრობის, მურად მეოთხის არმიის ნაწილს თურქები კი არა, ბიზანტიის იმპერიის მიერ ჩაგრული ხალხები შეადგენდნენ.

მე-19 საუკუნეში, რუსეთ-თურქეთის ომებისას, როდესაც ჩრდილოკავკასიელი ტომები, ეთნიკურად თანამოძმეები - ჩერქეზები, აფხაზები, ჩეჩნები... იმპერიას სამშობლოდან იძულებით უნდა გაესახლებინა, ეს ხალხი რუსეთს შეევედრა - ოღონდ ნუ აგვყრით და ქრისტიანობას მივიღებთო, მაგრამ საიმპერატორო კარის ბრძანებით, მათ მონათვლა აუკრძალეს და გადაასახლეს(!).

რუსეთის მართლმადიდებელი იმპერია, რომელიც სარწმუნოების ბურჯი უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ასეთ საშინელ ედიქტებს გამოსცემდა.

ეგზარქოსთა ეპოქაში ქართული ტაძრები დახურეს და მონოფიზიტ სომხებს მიჰყიდეს. ეს ის ტაძრებია, დღეს სომხური ეკლესია რომ გვედავება. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც იმავე რუსეთის იმპერიის დიდი ზეწოლის და წინააღმდეგობის მიუხედავად, წმინდა გაბრიელ ქიქოძემ 20000-მდე აფხაზი მონათლა და ამით ფიზიკურადაც გადაარჩინა.

თუ არა წუთისოფელთან მიჯაჭვულობა, განა შეიძლება, მართლმადიდებელმა მართლმადიდებლური ტაძარი გააუქმოს და მწვალებლებს მიჰყიდოს? ბევრი ამგვარი მაგალითის მოხმობა შეგვიძლია. მაგრამ სჯობს საკუთარი ნაკლოვანებანი გამოვიძიოთ და წინაპართა სულს მივუბრუნდეთ.

თუ არ გამოვფხიზლდით, შესაძლოა ჩვენი მიწა უცხო თესლთა საჯიჯგნი და სათარეშო გახდეს. ღმერთმა ყოველ ერს თავისი საცხოვრისი განუწესა და საზღვრებიც დაუსაზღვრა, ამიტომ სტუმარმა ჩემს ქვეყანაში სტუმრად უნდა იგრძნოს თავი. წუთისოფელში ყოფნა არ ნიშნავს, სამშობლო უგულებელვყოთ და გავანიავოთ.

მართლაც, რაოდენ საბრალონი არიან და რა სასჯელი ელის მათ, ვინც ღვთისმშობლის წილხვედრ ამ მიწას გაურკვეველი მომავლის სახელით ყიდის.

კაცობრიობას მრავალი რევოლუცია, იდეოლოგია და სამოთხის დედამიწაზე შექმნის მცდელობა ახსოვს, მაგრამ, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს, ამაოდ დაშვრებიან ქალაქის მაშენებელნი, უკუეთუ უფალმა არ აკურთხა იგინი. სიყვარული ამა სოფლისა - მტერობაა ღვთისა.

- მონაზვნობაზე რას გვეტყვით?

- არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს მონასტერში ხელმოცარული ადამიანები მიდიან...

ბერ-მონაზონთაგან უამრავს შეხვდებით, რომლებსაც წუთისოფელი უდიდეს წარმატებას და ასპარეზს სთავაზობდა, მაგრამ, ღვთის მადლით, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ცხონების ეს გზა აირჩიეს, გაემიჯნენ წუთისოფელს და პირველი ნაბიჯები გადადგეს ზეცისკენ.

მოგეხსენებათ, ყველას თავისი, სხვათაგან განსხვავებული, უნიკალური გზა აქვს გასავლელი: - ზოგი მონასტერში განსაცდელს მიჰყავს, ზოგს ახლობლები გარდაეცვლება, სხვებზე ადრე შეიგრძნობს წუთისოფლის ამაოებას და რწმუნდება, რომ მთავარი უფალთან შერიგება და სულის ცხონებაა.

არიან ისეთნიც, რომლებსაც ამგვარი განსაცდელები არ შემთხვევიათ, მაგრამ მონასტერში ღვთის დიდმა სიყვარულმა მიიყვანა...

შეგახსენებთ საქართველოს ისტორიის იმ პერიოდებს, როდესაც ბერებიც და თვით მღვდელმთავრებიც გადიოდნენ ბრძოლის ველზე და მამულისთვის თავს დებდნენ. რაც მეტი მართალი და ღვთის მადიდებელი, სხვათათვის სამაგალითო ადამიანი გვეყოლება, მით უკეთესი. უფალი მართალთა ბაგეთაგან აღმოთქმულ ლოცვას ისმენს და არა ცოდვილისას... სწორედ მონასტრებში აღვლენილი ლოცვები და ღამისთევებია ის ქვაკუთხედი, რომელიც ივერიას გადაარჩენს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat