"ამ საცოდავებს თუ რამ ცოდვა აქვთ, მე მაზღვევინეთ და როგორც სულიერ წინამძღოლს, მე მესროლეთ..."
"ამ საცოდავებს თუ რამ ცოდვა აქვთ, მე მაზღვევინეთ და როგორც სულიერ წინამძღოლს, მე მესროლეთ..."
ადამიანთა სულიერი წინამძღოლობა, მათთვის თავგანწირვა და ყველას შვილივით შეყვარება მხოლოდ მადლით აღვსილ გულს შეუძლია. ასეთნი ცხოვრება ლამის ქრისტეს სწორი ცხოვრებაა. საბედნიეროდ, ბევრი შობილა ისეთი, ვისზეც შეიძლება ითქვას: - კეთილი მწყემსიაო. მამობრივი სიყვარულის მადლიანი მაგალითები ქართული ეკლესიის ისტორიას მრავლადა აქვს, მათი ლოცვები გვიფარავდეს მარად.

აქ მოტანილი ამონაკრები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ წმინდა ისტორიისა, რომელიც ჩვენთვის ხშირად უცნობი და დაფარულია.

წილკნის ეპისკოპოსი ალექსი გერსამია შვილებისთვის დედაც თვითონ იყო და მამაც - მეუღლე, თეო ადრე დაკარგა და პარასკევაც, დომინიკეც და დავითიც მარტომ დაზარდა - თავად ბანდა, ახვევდა, აჭმევდა და მოგვიანებით ძალიან კარგი განათლებაც მიაღებინა.

ნათელა გერსამია, ეპისკოპოს ალექსი გერსამიას შვილიშვილი: - ბაბუამ მართლაც მარტომ დაზარდა შვილები, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა - სამივე მათგანმა განათლება პეტერბურგს მიიღო... ჰოდა, ერთ დღესაც ამ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოდან ამანათი მიიღეს, ეგონათ, უფრო ზუსტად, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მამამ სასუსნავი გამოუგზავნა, მაგრამ რომ გახსნეს, სახტად დარჩნენ, - ყუთში ჩვენებური მიწა და მასზე ამობიბინებული იები დახვდათ...

ხომ გითხარით, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა-მეთქი... მახსოვს, ხელიხელჩაკიდებულები ქუჩაში რომ გავდიოდით, ხან ქვებს ესროდნენ, ხან ლანძღავდნენ... გამუდმებით შეურაცხყოფდნენ... ჩემთვის ეს კოშმარული მოგონებებია... საბრალო ბაბუას კი თავისი, ხშირად უმადური სულიერი შვილები არასოდეს ავიწყდებოდა და მაინც ყველას მამობას ცდილობდა - თავადაც უკიდურესად გაჭირვებულს, ჯიბის რომელიღაც კუნჭულში უპოვართათვის და ყოველასთვის, ვისაც ძალიან უჭირდა, ყველთვის ჰქონდა გადანახული ხურდა...

ასე ნატანჯი და ნაამაგარი მხოლოდ იმას გვთხოვდა, - რომ გარდავიცვლები, ხომ მოხვალთ ხოლმე, შვილებო, ჩემს საფლავთან და სანთელს ხომ დამინთებთო?!"

***
მოხისელი ახალგაზრდა მღვდლის, სამსონ მძინარაშვილის "მოურჯულებელ" ხასიათს ბოლშევიკებმა ვერაფერი მოუხერხეს: - წამდაუწუმ აპატიმრებდნენ, აწამებდნენ. ყოველი აღდგომის წინ, რომ არ ეწირა და სოფლის ეკლესიის ზარები არ ეგუგუნებინა, ჩასვამდნენ საკანში, აღდგომაჩავლილს კი ისევ უშვებდნენ... ხალხს იმდენად უყვარდა თავისი კეთილი მწყემსი, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია ვერ გაბედეს, გამუდმებით აწამებდნენ და შეაგონებდნენ, - მღვდლობას თავი დაანებე და ეგ წვერიც გაიპარსეო, მაგრამ ამაოდ, - ჩემს სულიერ შვილებს ვერ ვუღალატებ, მორწმუნე კაცი ვარ, ადექით და მომჭერით თავი, - აღარც წვერი მექნება და ღარც მღვდელი ვიქნებიო...

***
კავთისხეველი მოძღვრის, პანტელეიმონ გედევანიშვილის თავგანწირვის ამბავს დიდხანს მალავდნენ, თუმც მაშინ, როდესაც სასიკვდილოდ გამეტებულ საცოდავ გლეხებს, ანუ "მშრომელი ხალხის კლასობრივ მტრებს" მამობრივი კალთა გადააფარა მათთვის "გამეტებული" პირველი ტყვიის სამიზნე თვითონ გახდა, ამაზე ყველა ლაპარაკობდა, თუმცა ჩუმად.

ყველამ, ვინც თუნდ ზერელედ მაინც იცნობს საქართველოს ეკლესიის ისტორიას თუ არა, ზოგადად საქართველოს ისტორიას მაინც, იცის, თუ რა მძიმე იყო მისთვის 1924 წელი - დამოუკიდებლობანაგემი მოსახლეობა ბოლშევიკურ ბორკილებს ვეღარ ეგუებოდა და შურისძიებისთვის იწყებდა სამზადისს.

კავთისხევის ტაძრის დეკანოზმა, პანტელეიმონ გედევანიშვილმა ამის შესახებ იცოდა და ისიც მოეხსენებოდა, რომ ამბოხი უეჭველი მარცხისთვის იყო განწირული...

იმ დროისათვის უკვე ხანდაზმული მოძღვარი ავად იყო, - ხურვებისგან იტანჯებოდა...

მამა პანტლეიმონი ნათლად ხედავდა მოუმზადებელი ამბოხის მოსალოდნელ შედეგებს და ქვათახევის მონასტრის მესვეურთ და საფრანგეთიდან ფარულად შემოღწეულ ემისრებს ემუდარა, - ნუ დაიდებთ ამ საწყალი, ფეხშიშველი ბიჭების ცოდვასო, მარგამ ვინ მოუსმინა?

სისხლიანი კალოები გაილეწა... მემაბოხეთა მცირე ნაწილმა თავს კი უშველა, მაგრამ უმრავლესობა ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა... წითელმა ტერორმა, რომლისთვისაც უბრალო და ბრალიანი ერთი იყო, კავთისხევამდეც ჩააღწია და განურჩევლად დაერია უდანაშაულო გლეხებს: ოქტომბრის ერთ წვიმიან დილით ჩეკისტებმა ისინი მტყუან-მართლის გასარჩევად ვითომდა გორში, სინამდვილეში კი - სოფლის გადაღმა, დასახვრეტად წინ გაირეკეს...

მამა პანტელეიმონი, როგორც გითხარით, ლოგინად იყო, მაგრამ ეს ამბავი როგორც შეიტყო, ადგა, შეიმოსა და იმათ კვალს დაადგა...

რამდენს არ ევედრნენ სულიერი შვილები - იმათ აღარაფერი ეშველებათ, მამაო, თქვენ კი ხიფათს გადაეყრებითო, მაგრამ მამა პანტელეიმონმა არ დაიშალა და დატყვევებულ თანასოფლელებს წამოეწია.

მღვდლის გამოჩენამ ბადრაგის მეთაურიც კი გააოცა:

- ასეთ ამინდში საით გაგიწევიათო?

- მოძღვარი ჭირშიც და ლხინშიც თავისიანებთან უნდა იყოს, ამ უბედურებს მაინც რას ერჩითო?

- შენ არაფერს, მაგრამ ესენი ხალხის მტრები არიან და მკაცრად უნდა დაისაჯონო.

- არა, შვილო, არ დაიჯეროთ, ამ საცოდავებს რა მტრობა შეუძლიათ, ხვნა-თესვის მეტი არა იციანო, ჯალათებს ტალახში დაუჩოქა და შეევედრა: - მაგათ თუ რამ ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და როგორც ამათი მამა და მოძღვარი, მე დამსაჯეთო...

დაღამებისას, სოფლის გადაღმა როგორც იტყვიან, უადგილო ადგილას, ის საბრალოები ჩაამწკრივეს და თოფები მოუშვირეს...

გაოგნებული მამა პანტელეიმონი წინ წამოიჭრა, სიკვდილმისჯილებს ანაფორის კალთა გადააფარა და იყვირა: - უდანაშაულოთა ცოდვას ნუ მაყურებინებთო...

ბარდაგის მეთაურმა პირველი ტყვია სწორედ მამა პანტელეიმონს ესროლა..

***
ილორის ტაძრის აღმდგენ-განმაახლებლის, იოაკიმე შენგელაიას მთელი ცხოვრება იმის აშკარა მაგალითია, როგორ უნდა ემსახუროს სულიერი მამა სამწყსოს.

1954 წლის ერთ ცივ განთიადს ილორში ხალხი ამოვიდა, - სულთმობრძავ ადამიანს ეთხოვა, ტაძრიდან საზიარებლად ჩემი მოძღვარი, მამა იოაკიმე ამომიყვანეთო...

მამა იოაკიმე მოსულებს ლოგინად დახვდათ - ფილტვების ანთება ჰქონდა. ტაძარში არც მეორე ღვთისმსახური, ისააკ ჯორჯიკია იმყოფებოდა.

ეს ამბავი რომ შეიტყო, მამა იოაკიმე სარეცლიდან წამოდგა, შეიმოსა, საკურთხევლიდან წმინდა ძღვენი გამოაბრძანა და - ჩემი ვალი უნდა აღვასრულო, ავადმყოფთან მივდივარო, - თქვა.

როგორ არ ევედრნენ გარშემომყოფნი, - მამაო, ავად ხართ, მეორე მღვდელმსახურს დაველოდოთ, მაგრამ ამაოდ: - სიკვდილი კი არ უცდის კაცს, არამედ კაცი უცდის სიკვდილს, თუ ავადმყოფი ჩემი მიზეზით უზიარებლად გარდაიცვალა, ეს ცოდვა ხომ ჩემს კისერზე იქნებაო და გზას გაუდგა.

სწორედ იმ დილით ამინდი, როგორც იტყვიან, გადაირია, თავსხმა წვიმამ მდინარეზე გადებული ხიდი გაიყოლა... იდგნენ მის ნაპირას სულთმობრძავის დაბნეული ნათესავები და გამოსავალს ვერ პოულობდნენ...

ადგა მაშინ მამა იოაკიმე, ყინულივით წყალში შევიდა, ფონი მოძებნა და ადიდებული მდინარე დიდი წვალებით გადალახა, ავადმყოფს მიუსწრო, აზიარა, მერე ილორს გამობრუნდა, წმინდა სანაწილე ტრაპეზზე დააბრძანა და ვეღარც წამოდგა სარეცლიდან, - მალევე მიიცვალა...

***
ძალიან ჰყვარებია ხალხს მამა მიხეილ ყულოშვილი, - ქრისტიანებსაც და სხვა რჯულისებსაც... საზღვრის გადაღმა რომ ქვეყანაა, საინგილოდ წოდებული საქართველოს დაკარგული და გათათრებული მიწა, თავადაც დიდად შეიყვარა და, რაც გააჩნდა, სიყვარულითვე ამსახურა, ის კი არა, ერთადერთი ვაჟი, სემინარიადამთავრებული ნიკოლოზი კახეთს რომ დაფუძნდა, აღარ გააჩერა: - ჩემს შვილს მანდ რა გინდა, გადმოდი, აქაურ დევნილ ქრისტიანებს ვჭირდებით და გვერდით დამიდექიო.

KARIBCHEთავად მამა მიხეილს ახლობელთა დახმარებით უსწავლია წერა-კითხვა, ძალიან კარგად ფლობდა რუსულს, სომხურს, აზერბაიჯანულს და იუდეურს და ამ ენებზე წერა-კითხვაც შეეძლო. თურმე, საექიმო საქმეც ჩინებულად ეხერხებოდა და დახმარების გარეშე არავის გაუშვებდა...

საინგილოში რომ 1858 წელს ქართული სკოლა გაიხსნა, მამა მიხეილის დამსახურებაც გახლდათ, თავისი ხარჯით უყიდა მოსწავლეებს წიგნები და სკოლის შენობადაც საკუთარი სახლი გამოიყენა. მანვე აღადგინა იმ დროისთვის დაქცეული კასპის საყდარი.

პროფესორი მოსე ჯანაშვილი წერდა: "ჭეშმარიტ მღვდელს უყვარდა თავისი სამწყსო და ერსაც უყვარდა თავისი კეთილი მწყემსიო".

საინგილო იმ დროს სრულიად მოწყდა საქართველოს. გზები ჩაიკეტა, სოფლიდან კი არა, საკუთარი ბინიდან გამოსვლაც კი სახიფათო იყო. იქაურობა მუსავატელებმა დაიპყრეს, რომლებსაც თურქი ასკერები უმაგრებდნენ ზურგს... ეს რაზმები სოფელ-სოფელ დათარეშობდნენ, თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ და ხალხს თავიანთ რაზმებში ჩაწერისკენ მოუწოდებდნენ, - აღარც ძარცვა-გლეჯას ერიდებოდნენ და აღარც მკვლელობას.. ბევრმა იქაურობა მიატოვა და თავს უშველა... სწორედ იმ დროს მოუგზავნეს მამა მიხეილს ხალხი, - გამაჰმადიანდი და შენი ხალხიც გადმოარჯულე, თორემ სიცოცხლეს მოგისწრაფებთო, ამ გარემოში სრულიად მარტო დარჩენილი მამა მიხეილი კი იმ დროს გამაჰმადიანებულ ქართულ სოფლებში დადიოდა, ხალხს აქრისტიანებდა და წირვა-ლოცვას აღავლენდა...

ამ ყველაფერმა იმდენად გააღიზიანა მუსავატელები, 93 წლის მოხუცი მღვდელი მზაკვრულად შეიტყუეს ერთ-ერთ სახლში და ყელი გამოჭრეს...

უკანასკნელ გზაზე, - 9 კილომეტრიან მანძილზე, მამა მიხეილს მთელი საინგილო გაჰყვა, რომლებმაც გულიდან ამოტანილი დიდი სიყვარული ცრემლად დაადინეს მოხუც მოძღვარს.

***
ზოგის წინაპარი თურმე თავად მოსწრებია, როგორ მიიყვანეს გამთენიისას რაჭაში, პატარა მდინარე ჭალუდასთან ახოვანი ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც გალობდა და რომელსაც ვერა და ვერ ესროდნენ... სამჯერ ჩამოუღია მამა თეოდორე საგანელიძისთვის დამიზნებული იარაღი მკვლელს... ენანებოდა...

ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს, - ჯვრითა და ანაფორით გარეთ გასვლას მოერიდეო, მაგრამ მამა თეოდორე ის კაცი არ იყო, გარეთ განმოსილი გამოსულიყო ან ვისიმე მუქარით მღვდლობაზე უარი ეთქვა. ერთ დღესაც, როდესაც თავისი პატარა ნათლულის კუბოს წინ მიუძღოდა, დააკავეს და სხვა პატიმრებთან ერთად ონის გზას გაუყენეს.

გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია, მაგრამ რომ ვერას გამხდარა, დაუჭერია, იარაღი აურთმევია და ჭკუა უსწავლებია, თუმცა მალევე გაუშვია ხელი.

პატიმრებს უთხოვიათ, - მოკალით, მამა თეოდორე და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან გავიქცეთ წესურის მთებშიო.

- ამას ვაჟკაცი კაცი როგორ ესვრის, თან მე მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველა, ვინც თავად ისურვებს ამასო.

პეტერბურგის უნივერსიტეტდამთავრებულმა ყველაფერს თავისი სოფელი ანაცვალა, იქ დასახლდა და ადამიანთა ნამდვილ ჭირისუფლად იქცა. 41 წლისა ქრისტესთვის მოკვდა. სადაც წავიდოდა, ყველგან აგალობებდნენ - ჩინებული ხმა ჰქონდა და გალობას ბავშვებსაც ასწავლიდა.

პეტერბურგიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე დაიწყო სოფელ სხვავას დიდ სკოლაში პედაგოგად მუშაობა, მერე კვაცხუთში, თავის სახლშიც გახსნა კერძო სკოლა. ძველები იგონებდნენ, - მამა თეოდორე ისეთი იყო, მის გვერდით უნებლიე მოწიწება და პატივისცემა შეგიპყრობდათ, ვინ გაბედავდა მის სიახლოვეს ვინმე დაეჩაგრა ან დაემცირებინა, ნამდვილი მწყემსი იყო, სამართლიანობის, სიყვარულის და პატიოსნების განსახიერებაო.

მის სიახლოვეს თურმე ერთ ძალიან ღარიბ ოჯახს უცხოვრია. შინ მობრუნდებოდა თუ არა, პირველად იმას იკითხავდა: - "გლახაკუნას ოჯახს გადაუტანეთ რამეო?" მერე სხვებსაც მოაყოლებდა: - "იმას შეშა აქვს? ამას - ტანსაცმელიო?" დიდი პატრიოტი და ჭკუის საკითხავი კაცი იყო.

***
მცხეთელი დიდსქემოსნის, აბრაამ ჩხეტიანის შესახებ ყველა, ვინც იცნობდა, თითქოს პირი შეუკრავთო, ამოწმებენ, - ნამდვილი ანგელოზი იყო, არც მეტი, არც ნაკლებიო...

უდიდესი მლოცველი იყო. უამრავი ადამიანი განუკურნავს, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავდა. როდესაც მის თანამოღვაწეს და სულიერ მოძმეს, ასევე დიდად მადლიან არქიმანდრიტ პართენ აფციაურს ამისათვის მადლობას გადაუხდიდნენ, მკაცრად იუარებდნენ, - ჩვენ რა ძალგვიძს, თავად განსაკურნელნი ვართ, ყველაფერს უფალი იქმსო. ყველას გასაჭირს და ცოდვას ხედავდნენ და მათი გამოხსნისთვის ისეთი გულშემუსვრილნი ლოცულობდნენ, თავს მიწას ახლიდნენ და ხშირად სისხლიც დასდინდებოდათ ხოლმე.

თუ ვინმე რამეს უწილადებდათ ან სვეტიცხოველს შესწირავდა, არც ერთი არ გაიჩერებდა, უმალ გასცემდა. მამა აბრაამი შებინდებულზე უჩუმრად გავიდოდა სვეტიცხოვლის ალაყაფიდან, რომელიმე ღატაკ ოჯახს საზრდოს დაუტოვებდა და უკან მალევე ბრუნდებოდა. თავად ერთთავად დაკერებული საბერო კაბით დადიოდა, საოცრად უპოვარი გახლდათ.

წირვაზე მდგომი ყოველთვის ტიროდა და გულში ხშირ-ხშირად იცემდა მჯიღს, თითქოს იმათ ცოდვებსაც ინანიებდა, ვინც ლოცვაში მოხსენიება სთხოვა.

შინაგანი ნათელი, რომელსაც მამა აბრაამი და მამა პართენი უნებურად გამოსცემდნენ, ანდამატივით იზიდავდა ადამიანებს - საიდან აღარ აკითხავდნენ: ვინ - აღსარებისთვის, ვინ - ლოცვაში მოსახსენიებლად, ვინ - ნათლობის და ვინ - რჩევისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat