ამ განსაცდელმა იგი სულის არსებობისა და მისი უკვდავების აღიარებამდე მიიყვანა
ამ განსაცდელმა იგი სულის არსებობისა და მისი უკვდავების აღიარებამდე მიიყვანა
რა პასუხს გავცემთ უფალს, შორეული იაპონიიდან ეს კაცი ჩვენთან გამოგზავნა, ჩვენ კი არ მოვნათლეთ-მეთქი
რამდენიმე წლის წინ საპატრიარქოში ერთი ადამიანი მივიდა და განაცხადა: - ორთაჭალის ციხის წინასწარი დაკავების საკანში მყოფი ახალგაზრდა უცხოელი მონათვლას ითხოვსო.

ეს უცხოელი მკვლელობაში ბრალდადებული ოცდახუთიოდე წლის იაპონელი იოშიხირო კაგავა აღმოჩნდა, საპატრიარქოში მისული კაცი კი - მისი ქართველი ადვოკატი.

როდესაც ეს ამბავი პატრიარქს აუწყეს, მან იღუმენ მაკარს (კიტეიშვილს) და ბატონ ზურაბ ცხოვრებაძეს კურთხევა მისცა, პატიმარს შეხვედროდნენ და დეტალურად გაერკვიათ, რატომ გაუჩნდა სრულიად უცხო გარემოდან ჩვენებურ ციხეში ასეთი მძიმე ბრალდებით მოხვედრილ ადამიანს მაინცდამაინც მართლმადიდებლური წესით მონათვლის სურვილი.

ზურაბ ცხოვრებაძე, იოშიხირო კაგავას ნათლია:

- ეს მართლაც საოცარი ამბავი გახლავთ. უწმინდესმა გვთხოვა, გაგვერკვია, რა მოტივი ედო საფუძვლად მის სურვილს - მართლაც დიდი განსაცდელის ნაყოფი სულიერი ფერისცვალება თუ იმის იმედი, რომ ეს ნაბიჯი სასჯელს შეუმსუბუქებდა.

შეხვედრისთანავე ნათელი გახდა, რომ იგი სულიერად უმძიმეს მდგომარეობაში იყო. როგორც ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, თვითმკვლელობაც კი უცდია.

- მაინც რა გადახდა?

- იოშიხიროსთან ჩვენი საუბარი ძალიან გამოწვლილვითი, ხანგრძლივი და კეთილგანწყობილი იყო. იგი ინგლისურ ენაზე თარჯიმნის მეშვეობით შედგა.

ამ იაპონელმა ბიჭმა თავის თანამემამულე მეგობართან ერთად რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა. მოიარა საქართველოც. ერთ-ერთ თბილისურ ბარში აქაური რუსი გაიცნო, რომელმაც გაძარცვის მიზნით ბინაში შეიტყუა. ოთახში, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, იოშიხირომ მაგიდაზე დანა შენიშნა და სწორედ ამ დანით შემოაკვდა მოძალადე.

ამ ამბავმა იგი იმდენად შეძრა, რომ, როგორც გითხარით, თვითმკვლელობაც კი სცადა. ჩემთვის მისი სულიერი მდგომარეობა უფრო გასაგები მაშინ გახდა, როცა იაპონიის საელჩოს მიერ იოშიხიროს შესახებ სამშობლოდან გამოთხოვილი საბუთები ვნახე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი იაპონელი კათაკმეველი კიოტოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყოფილა. ხსენებული უნივერსიტეტი მისი დახასიათებისას იუწყებოდა, რომ იოშიხირო იმდენად მგრძნობიარე და ფაქიზი სულის ადამიანი იყო, მისთვის კოღოს მოკვლაც კი წარმოუდგენელი რამ გახლდათ. თავადვე დაასკვენით, რა უნდა გადაეტანა ასეთი ფსიქიკის კაცს მკვლელობის შემდეგ...

როდესაც, უფლის წყალობით, თვითმკვლელობის სურვილსა და მცდელობას გადაურჩა, იმხელა სინანული და დანაშაულის შეგრძნება დარჩა, რომ გაუჩნდა კითხვა: - იქნებ შესაძლებელი იყო, რაიმე გაეკეთებინა მის მიერ მოკლული ადამიანის სულისთვის?

- გამოდის, ამ განსაცდელმა იგი სულის არსებობისა და მისი უკვდავების აღიარებამდე მიიყვანა.

- მიხვდა, რომ შეუძლებელია, ადამიანი უკვალოდ ქრებოდეს.

როგორც გითხარით, ჩვენი საუბარი ხანგრძლივი და საფუძვლიანი იყო. მამა მაკარმა ჰკითხა, რატომ აირჩია აღმსარებლობად სწორედ მართლმადიდებლობა და არ ჩაუღრმავდა, მაგალითად, მისთვის ახლობელ და ტრადიციულ ბუდიზმს.

სწორედ ამ დროს თქვა მან ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი რამ: - მართალია, ჩემი ოჯახის წევრებიც, როგორც იაპონელთა უმრავლესობა, ტრადიციულად, ბუდისტები არიან, თავად არასოდეს ვყოფილვარ მორწმუნე, არც მილოცია, არც სულის უკვდავებასა და მარადისობაზე მიფიქრია ოდესმე... ბევრი ქვეყანა მოვინახულე, მათ ტაძრებშიც გახლდით, მაგრამ საქართველოში ნანახმა დამაფიქრა: თქვენს ეკლესიებში ძალიან ბევრი ადამიანი დადის და ლოცულობს, მათ შორის, ახალგაზრდებიც, რამაც ძალიან გამაკვირვა... ჭეშმარიტად სულიერი, ლოცვითი განწყობა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებში ვიგრძენი... ჩვენთან, იაპონიაში, ტაძრებში თითქმის არ დადიან, არც ლოცულობენ, მით უფრო - ახალგაზრდები. და მივხვდი, იმის რელიგიაა ჭეშმარიტი, ვის სალოცავებშიც ამდენი ადამიანი დადის და ლოცულობს, ვინც იცის ლოცვა და ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. სწორედ ამან გადამაწყვეტინა მონათვლაო.

მამა მაკარმა მართლმადიდებლობის არსი განუმარტა და აუხსნა, რომ თუ მოინათლებოდა, ყველა სხვა რელიგიაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან ვიცოდით, რომ მრავალი იაპონელი სინტოისტურ ტაძრებშიც დადის და ბუდისტურშიც. როგორც ჩანს, მათ რელიგიისადმი ერთგვარი სინკრეტული დამოკიდებულება აქვთ.

ჩვენმა ხანგრძლივმა საუბარმა იოშიხირო, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა, - რადგან უცხოელი ვარ, ჩემი ნათლობა ალბათ გართულდება ან სულაც არ შედგებაო. დავამშვიდეთ...

მამა მაკარს პირისპირ საუბარში ვუთხარი კიდეც, - ეს კაცი უნდა მოვნათლოთ, რადგან მართლაც გულწრფელად უნდა, თორემ რა პასუხს გავცემთ უფალს, როდესაც, ადრე თუ გვიან, მის წინაშე წარვდგებით, - შორეული იაპონიიდან ეს კაცი ჩვენთან გამოგზავნა, ჩვენ კი არ მოვნათლეთ-მეთქი.

იცით, რატომ ფრთხილობდა მამა მაკარი? - მართლაც, არავინ იცოდა, აქ მონათლული უცხოელი შემდგომ რა გზას დაადგებოდა. საერთოდ, სარწმუნოებრივ საკითხებს მამა მაკარი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. შემომთავაზა, პასუხისმგებლობა გაგვენაწილებინა - იოშიხირო მე მომენათლა და მომავალშიც, შეძლებისდაგვარად, ყურადღება მიმექცია.

- ნათლობის სახელად რა შეურჩიეთ?

- იმ ადამიანის სახელი დავარქვით, ვინც იაპონიაში მართლმადიდებლობის ნათელი შეიტანა და ვისი ღვაწლითაც 30000 იაპონელი მოექცა - აწ უკვე წმინდანად შერაცხული მეცხრამეტე საუკუნის რუსი მოღვაწის, ნიკოლოზ იაპონელის სახელი.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი დამთხვევა მოხდა: საპატრიარქოში გამუდმებით მოდიოდა იაპონიის მართლმადიდებლური ეკლესიის ჟურნალები, რომლებსაც, იმის გამო, რომ იაპონური ენის სპეციალისტი არ გვყავდა, ვერ ვამუშავებდით. სულ ვეკითხებოდი თავს, - მაინც, ვისთვის ან რისთვის მოდის ჩვენამდე ეს გამოცემები, ვერა და ვერ ვიყენებთ-მეთქი. და მაშინ მივხვდი, ვისთვის ყოფილა განკუთვნილი ეს ყველაფერი. თავი მოვუყარე ამ ჟურნალებს და ციხეში შევუგზავნე.

ჩემს ნათლულს მალე სამშობლოდან სახარებაც გამოუგზავნეს, პარალელური - ინგლისურ-იაპონური ტექსტით.

- რამდენი ხანი დაყო ნიკოლოზმა ციხეში?

- ერთი წელიწადი. როცა გაათავისუფლეს, საპატრიარქოში მოვიდა. ეს ფოტოც მაშინდელია...

სამწუხაროდ, სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში, ამიტომ მხოლოდ მარტყოფის მონასტერში მოვასწარით მისი წაყვანა. ერთი დღით დარჩა, წირვას დაესწრო და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ განძრეულა - ისეთი გულისყურით ისმენდა ლოცვებს, თითქოს ყველაფერი ესმოდა. თუმცა ციხეში გარკვეულწილად ისწავლა ქართული და, თქვენ წარმოიდგინეთ, მეგრულიც კი აითვისა - ენების შესწავლის ნიჭი აღმოაჩნდა.

- აღარ შეგხმიანებიათ?

- ამას წინათ მივწერე და მიპასუხა, - ბოლო სამი წელია მალაიზიაში ვმუშაობ, სადაც, სამწუხაროდ, მართლმადიდებლური ტაძარი არ არისო.

მამა მაკარი გამუდმებით კითხულობდა მის ამბებს და სულ მთხოვდა, მისთვის მელოცა.

- საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებს?

- ბოლოს მიღებულ წერილში ნამდვილად იგრძნობა საქართველოს მონატრება. როგორც იწერება, აქ დაბრუნების სურვილიც აქვს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler