"განძის მოპარვა რომ მნდომოდა, განა ჩემივე ხელით აღვნუსხავდი?"
"განძის მოპარვა რომ მნდომოდა, განა ჩემივე ხელით აღვნუსხავდი?"
პაპა იოსების სახე მის შთამომავალს, პროფესორ ავთანდილ კვიტაშვილს მცირე ფრაგმენტად დაამახსოვრდა. მათი შეხვედრა ერთმა ფოტომაც შემოინახა - 70-ს გადაცილებულ მქრქალღიმილიან თეთრწვერა მოხუცს - იმ დროის ძალზე გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, დეკანოზ იოსებ მირიანაშვილს კალთაში მოღიმარი ჩვილი ჩაუსვამს - თავად ბატონი ავთანდილი. ფერად გაელვებად ჩამრჩა, როგორ ამოძრავებდა ჩემს შესაქცევად პაპა იოსები ფანერისგან გამოჭრილ ნაცრისფერ კურდღელსო, - იგონებს იგი.

ამ ფოტოს გადაღებიდან სულ მალე იოსებ მირიანაშვილი დახვრიტეს. 1937 წელი იდგა და ვინ დაინდობდა მისნაირებს?

პაპა იოსების სულიერი სამყარო თითქოს უსულო ფოტოებმაც "შეიგრძნეს" - მოხუცს სახეზე უცნაური ნათელი გადასდის... (აქვე დავძენთ, რომ ეს უნიკალური ფოტომასალა ლუარსაბ ტოგონიძემ მოგვაწოდა, მანვე მოგვაძებნინა მამა იოსების შთამომავლები, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ).

აი, რა მოგვითხრო ბატონმა ავთანდილმა თავის საოცარ წინაპარზე:

- რა მახსოვს პაპა იოსებზე და ჩემიანებზე? მისი შვილები რომ იყვნენ, მხოლოდ იმიტომ ავიწროებდნენ. მაგალითად, დედაჩემსა და დეიდაჩემს გიმნაზიიდან მღვდლის შვილობის გამო უპირებდნენ გარიცხვას. მოგვიანებით სწორედ ამ მიზეზით გააძევეს უნივერსიტეტიდან დედაჩემი.

აი, რას წერს პაპა იოსებზე პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე "ქართული ეკლესიის ისტორიის" მეორე ტომში: "განახლებული ეკლესიის წინამძღვრად იყო დეკანოზი იოსებ დიმიტრის ძე მირიანაშვილი, ერისაგანი, დაბადებული 1868 წელს. დამთავრებული აქვს ტფილისის სასულიერო სემინარია 1889 წელს. 1893 წლის იანვრამდე მსახურობდა ტფილისის სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად.

აღნიშნული წლის თებერვლის ორში ხელდასხმულია ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, საიდანაც 1893 წლის ივნისის 24-ში გადაყვანილი იქნა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ეკლესიის მღვდლად. განაგებდა ორკლასიან სკოლას და ეწეოდა მასწავლებლობას.

1907 წლის ივლისის თერთმეტიდან 1912 წლის მაისის ოცამდე ტფილისის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარია, მას შემდეგ - დიდუბისა.

1908-1918 წლებში ტფილისის პირველი მთავარხუცესია, 1920 წლიდან - საკათალიკოსო საბჭოსა და სინოდის წევრი, ტკბილ-მგრძნობიარე მქადაგებელი".

ჩემიანებისგან ვიცოდი, რომ პაპა იოსები იმ დროის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ავტორი, ძალზე განსწავლული, უკომპრომისო, პრინციპული, პატიოსანი და მართალი კაცი გახლდათ. იცით, რა ბიბლიოთეკა ჰქონდა? 1917-ში დაუწვეს...

- მისი არქივიდან ან ბიბლიოთეკიდან არაფერი გადარჩა?

- რაღა თქმა უნდა, გადარჩა. ყველაზე მეტად ერთმა წიგნმა დამაინტერესა - რუსულენოვანმა "კომუნისტური პარტიის ისტორიამ", რომელშიც პაპას მონიშნულ ადგილებს ნახავთ.

იცით, სულ მიკვირდა და დეიდაჩემს ხშირად ვეკითხებოდი, - ამ წიგნს მართლა კითხულობდა-მეთქი? მპასუხობდა, - მამა ასე გვზრდიდა: "შვილებო, ყველაფერი წაიკითხეთ, რომ იცოდეთ, რა არის კარგი და რა - ცუდი, რა - სწორი და რა - არასწორიო".

ამ ოჯახში გაზრდილმა კარგად ვიცოდი, რომ პაპა იოსების შვილობა იმ ეპოქაში დიდი უბედურება იყო. მთელი ცხოვრება შიშში მაქვს გატარებული, ყველგან თან დამქონდა რეპრესირებულის შთამომავლის დამღა.

იცით, რა მითხრეს რაიკომში და სამხედრო კომისარიატში? - შენიანები კი იყვნენ ხალხის მტრები, მაგრამ მათი ღალატი შენ უნდა გამოასწოროო.

ბავშვობაში ხშირად მიტირია ღამით. საშინლად მძიმე ტვირთი იყო...

უფროსებისგან მახსოვს, როგორ დააპატიმრეს 1924-ში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი. მაშინ ხომ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ისევ ხელყო. პაპა იოსები, ბევრისგან განსხვავებით, ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ბოლომდე უკომპრომისო და პრინციპული იყო და, როგორც გითხარით, ძალზე განსწავლული კაცი ბრძანდებოდა. მეორე ბებიისგან გამიგონია, - იოსებს იმდენად მადლიანი და საინტერესო წირვები ჰქონდა, მათ მოსასმენად მთელი თბილისი მოდიოდაო.

განძეული, რომელიც ჩვენს ტაძრებში ინახებოდა, გასაბჭოების შემდეგ დიდუბის ეკლესიის სამალავში გადაიტანეს, რაც მხოლოდ პაპა იოსებმა და ეკლესიის კარისკაცმა იცოდნენ. სწორედ ამ უკანასკნელს გაუცია საიდუმლო. რამდენადაც ვიცი, მისივე აღიარება გამოიყენეს სინოდის ციხეში გამომწყვდევის ერთ-ერთ საბაბად. მაგრამ ნამდვილ მიზეზზე - გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ წერილზე - ღიად არავინ ლაპარაკობდა. ხსენებული წერილი 1924 წელს გენუის კონფერენციაზე წარუდგენიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიჩერინისთვის - ხალხის თავისუფლებაზე საუბრობთ და აბა, ეს წერილი რაღას ნიშნავს - უძველეს ეკლესიას ავტოკეფალიას ართმევთო...

მალევე დაატყვევეს მთელი სინოდი...

იცით, სად მოეწყო ეს სამარცხვინო სასამართლო? - ახლა რომ კინოთეატრი "საქართველო" დგას, იმ დროს ტრიალი მინდორი იყო, სადაც ერთი კლუბი ყოფილა... ჰოდა, შეგზავნეს იქ კომკავშირელები, რომლებიც იმ ვითომ სასამართლოს მსვლელობისას ხელმძღვანელის წინაშე სტვენას და ხმაურს ტეხდნენ.

საეკლესიო განძეული საკანცელარიო დავთარში პაპა იოსებს აღუნუსხავს. პროკურორის ბრალდებით, თურმე სწორედ ამ განძეულობის მითვისებას ცდილობდა სინოდი. წარმოგიდგენიათ?! გამოდის, სინოდმა განძი საკუთარ თავს მოჰპარა! პაპა იოსებს უთქვამს: კი მაგრამ, განძის მოპარვა რომ მნდომოდა, როგორ ფიქრობთ, საკუთარი ხელით აღვნუსხავდიო?

ლაპარაკი რომ არ ეცლიათ, კომკავშირელები სტვენას იწყებდნენ...

სამარცხვინო პროცესი იყო, მაგრამ ჩვენს ისტორიას იმდენი სამარცხვინო ფურცელი აქვს...

ეს ფარსი კი იმით დასრულდა, რომ მთელი სინოდი ციხეში გამოამწყვდიეს, დიდ ყუთებში მოთავსებული ეკლესიის სიწმინდეები კი სადღაც გაქრა...

- მაინც, სად უნდა გამქრალიყო ასე მნიშვნელოვანი ამდენი სიწმინდე?

- რამდენადაც ვიცი, მსგავს ნივთებს იმ დროს ერმიტაჟის საცავში, უფრო ზუსტად, სამალავში გზავნიდნენ. მაშინ რომ ქართული ტაძრებიდან ხატები ჩამოხსნეს და წაიღეს, მათ ნაცვლად ციმბირიდან იაფფასიანი, უბრალო ციმბირული ქვებით შემკული ხატები ჩამოიტანეს...

დახვრეტამდე, 1937 წლამდე, პაპა იოსები დიდუბის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.

ისტორიიდან: საკათალიკოსო საბჭოსა და უწმინდესი ამბროსის (ხელაიას) სასამართლო 1924 წლის 10 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა ნაძალადევის მუშათა თეატრში. ამ სამარცხვინო და უკიდურესად ცინიკურმა "საჩვენებელმა" პროცესმა ქართველი სამღვდელოება და თვით უწმინდესი ამბროსი სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადა და ავაზაკებივით გაასამართლა. იმდროინდელ "წითელ" გაზეთებში კარგად იგრძნობა ის ცილისმწამებლური და ისტერიული სულისკვეთება, რაც პროცესამდეც და პროცესის შემდგომაც სუფევდა ქვეყანაში...

KARIBCHE
მამა იოსები ოჯახთან ერთად

"სასამართლო" რომ მიკერძოებული იქნებოდა, მოსამართლის ადვოკატებისადმი მიმართვიდანაც ჩანს: - თქვენს უფროსებს შეუთვალეთ, ვინც მღვდლებისა და ბერების დაცვა დაგავალათ, რომ ახლა საბჭოთა წყობილებაა, საბჭოთა მუშები და გლეხები კი სრულიადაც არ საჭიროებენ თქვენისთანებს და სიტყვებსაც ამაოდ ხარჯავთო.

ყოველი სხდომის დაწყებამდე უბირი მუშები მოჰყავდათ, რომლებსაც ხელში ასეთი პლაკატები ეჭირათ: "ძირს მღვდლები! ძირს მოღალატენი!" ვითომ ქართველი ხალხის სახელით პატრიარქ ამბროსის და საკათალიკოსო საბჭოს ბრალს სდებდნენ ვინმე ორზუმელოვი, გუმბრიევი, ოქოევი, ვარლამოვი და სხვანი. თან პათეტიკურად აცხადებდნენ: მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი, შიმშილის ბრჭყალებში მომწყვდეული, სულს ღაფავდა, სამღვდელოება ქვებითა და კეტებით უძალიანდებოდა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ეკლესიებში თავმოყრილი საგანძურის გამოტანა. სამღვდელოებას არ სურდა, ეკლესიებში ტყუილუბრალოდ დაყრილი ოქრო-ვერცხლის (შეგვინდოს უფალმა, ამას რომ ვიმეორებთ, - ავტ.) მაგივრად მშიერი ხალხისთვის პური ეყიდაო.

სასამართლოს სხდომების ოქმებიდან ირკვევა, რომ არც საკათალიკოსო საბჭოს წევრები და არც უწმინდესი ამბროსი თავს დამნაშავედ არ თვლიდნენ, თუმცა, მიუხედავად მათ მიერ მოხმობილი დოკუმენტებისა თუ საეკლესიო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა, სასამართლომ მაინც სათავისო განაჩენი გამოიტანა და უწმინდეს ამბროსის შვიდი წელი, ცხრა თვე და ოცდასამი დღე მიუსაჯა სასტიკი იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით, იასონ კაპანაძეს - ცხრა წლით სასტიკი იზოლაცია და მთელი ქონების კონფისკაცია, კალისტრატე ცინცაძესა და ნიკოლოზ თავდგირიძეს - შვიდი წელი, ცხრა თვე და ოცდასამი დღე სასტიკი იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით, ხოლო მარკოზ ტყემალაძესა და იოსებ მირიანაშვილს - ცხრა თვე და ოცი დღე სასტიკი იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით (მსჯავრდადებულთა სია არასრულია - ავტ.).

აქვე გთავაზობთ იმ განძეულობის ჩამონათვალს, რომლის მითვისების მცდელობაც ბრალდებოდათ საქართველოს პატრიარქსა და საკათალიკოსო საბჭოს წევრებს და რომელიც ქართულ ეკლესიას სამუდამოდ დაეკარგა:

სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობათა სია
პირველი ყუთი:
1. დიდი ტრაპეზის ჯვარი; 2. ომოფორი დიდი, ოლარი, საკოსი, საბუხრე, ენქერი; 3. კვერთხი მოოქროვილი; 4. ოქროს მიტრა თავისი ჯვრით; 5. ძვირფასი ქვებით მოჭედილი მიტრა პატრიარქისათვის ბრილიანტის ჯვრით; 6. მიტრა ძვირფასი ჯვრებით; 7. მიტრა ეგეთვე; 8. მიტრა მარგალიტებით ნაკეთი; 9. მიტრა ეგეთვე; 10. მიტრა ეგეთვე; 11. დიდი ბარძიმ-ფეშხუმი თავისი სამკაულით; 12. პატარა, სამი-ორი გოჯის სიგრძე ძვირფასი სახარება; 13. დიდი კოვზი ტაკუკი თავისი ორი თეფშით; 14. პლოსტები პატრიარქის; 15. ორი ვარსკვლავი; 16. წინ გასაძღოლი ჯვარი; 17. სამი დაფარნა ნაკეთი; 18. რიპიდები ვერცხლისა; 19. ორი ტაკუტის თეფში; 20. ფეშხუმი ორი; 21. ბარძიმი თავის მოწყობილობით; 22. ხუთი ტრაპეზის ჯვარი; 23. ვერცხლის სახარება; 24. ტრიკირები და დიკირები; 25. პატრიარქის გულსაკიდი ჯვარი ძეწკვით.

მეორე ყუთი:
1. დიდი სახარების ვერცხლის ყდა; 2. დიდი სინი ვერცხლის; 3. ორი ვერცხლის სინა; 4. ხელის საბანი; 5. ვერცხლის მოოქროვილი მიტრა; 6. ბარძიმი სამი; 7. ფეშხუმ-კამარა; 8. ხელის საბანი; 9. რიპიდების ტარები; 10. სახარება პერგამენტის; 11. ბარტყული ანგელოზებით; 12. ძეწკვი ვერცხლისა; 13. ცამეტი პანაგია; 14. პატარა წითელ პარკში ექვსი ძვირფასი თვალი; 15. ორი პატარა ყელის ჯვარი.

მცხეთის ნივთები იმავე ყუთში:
1. სახარება; 2. ოქროს ჯვარი ძვირფასი თვლებით, ორი დიდი თვალი აკლია; 3. ჯვარი ხის, ვერცხლით მოჭედილი; 4. ჯვარი ხის იმგვარივე; 5. დიდი ვერცხლის ძველებური ჯვარი; 6. კიდევ ჯვარი ფინიკებიანი; 7. ოქროს ფეშხუმი, კამარა და კოვზი; 8. ჯვრის ხატი ვერცხლის ფუტლიარში ასომთავრული წარწერით; 9. პარკში შეხვეული წვრილ-წვრილი ნივთები; 10. ხატი, გვირგვინები ერთად შეხვეული; 11. მიტრის ჯვარი; 12. ოქროს ბარძიმი; 13. ვერცხლის წმინდა გიორგის ხატი მოჭედილი; 14. ვერცხლის სურა; 15. ფუტლიარი ბრასლეტებით, ჯვრებით და ბეჭდებით.

მესამე ყუთი - მცხეთის ნივთები:
1. სახარება; 2. წმინდა გიორგის ხატი; 3. სანაწილე ტრაპეზისა დიდი; 4. ღვთისმშობლის ხატი; 5. ღვთისმშობლის ხატი; 6. დიდნაწილებიანი ხატი; 7. ორი დიდი ფეშხუმი წითელ-წითელ პარკებში; 8. დიდი ბარძიმ-ფეშხუმი; 9. პატარა ბოხჩაში ძვირფასი თვლები; 10. ბარძიმ-ფეშხუმი; 11. გატეხილი ჯვარი; 12. მდუღარების ჭურჭელი.

მეოთხე ყუთი:
1. თხუთმეტი დიდი და პატარა ვერცხლის შანდალი; 2. რვა სხვადასხვა ზომის ვერცხლის კოვზი; 4. სამი ვერცხლის ვარსკვლავი; 5. ორი ვერცხლის ტაკუკი; 6. ორი ხატი ნაწილებით; 7. ორი არქიმანდრიტის ჯვარი; 8. ოქროს ყუთი ნაწილებით; 9. ვერცხლის ხატი ნაწილებით; 10. ვერცხლის ჯვარი ნაწილებით; 11. ხატი ძეწკვზე თვლებით; 12. ვერცხლის ძეწკვი ყუთით; 13. 9 ვერცხლის და 2 ოქროს ხატი; 14. ვერცხლის ჯოხი ჯვრით, 2 ცალი; 15. ვერცხლის ყუთი.
1924 წ., 24.02

ავთანდილ კვიტაშვილი:
- მახსოვს, სტალინის სიკვდილის შემდეგ დეიდა და მე (მაშინ ბავშვი ვიყავი) აკადემიკოს კორნელი კეკელიძესთან მივედით, რომ პაპა იოსების რეაბილიტაციაში დაგვხმარებოდა (ბატონი კორნელი ადრე პაპას დიაკვანი გახლდათ). დეიდა ნინოს უთხრა: მამათქვენი რომ არა, ალბათ გაუნათლებელი დავრჩებოდიო.

პაპა იოსებზე კიდევ ის ვიცი, რომ ქიზიყში გაიზარდა და ძალიან განათლებული მშობლების შვილი იყო.

ასეთივე ოჯახის შთამომავალი გახლდათ მისი მეუღლეც - მანანა ნადირაშვილი. მანანას მამა, ალექსანდრე ნადირაშვილი, პირველი გილდიის ვაჭარი ყოფილა და ხშირად მოგზაურობდა ევროპასა თუ ამერიკაში. პირველი გილდიის ვაჭარს იმ დროს მინისტრზე მაღალი მდგომარეობა ჰქონია. გადმოცემით ისიც ვიცი, რომ ალექსანდრე ავსტრიის იმპერატორს, ფრანც-იოსებს შეხვედრია. დეიდები მიყვებოდნენ, - მამა იმდენად მდიდარი კაცი იყო, სიღნაღში, ჩვენი სახლის აივანზე ძვირფასი ქვებით ვთამაშობდითო.

პაპა იოსებს შვიდი შვილი ჰყავდა - ვლადიმერი, გოგი (რომელიც ყრმობაშივე გარდაცვლილა), ნინო, ელისაბედი, ვერა, ნადია და დედაჩემი - ელენე.

პაპა ძალიან ნათელი კაცი იყო და ეს ნათელი მის შვილებსაც გადმოჰყვათ...

P.S. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29
წინასწარ გიხდით მადლობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat