მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე (+311) - 16 ივლისი (29 ივლისი)
მღვდელმოწამე ათინოგენე და მისი ათი მოწაფე (+311) - 16 ივლისი (29 ივლისი)
დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305 წწ.) სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს. იმდენად დიდი იყო შიში ქვეყანაში, რომ ბევრი თავის გადასარჩენად ერთმანეთს აბეზღებდა და სასიკვდილოდ იმეტებდა: მამა -შვილს, ძმა -ძმას, ნათესავი -ნათესავს...

ქალაქ სებასტიაში ჩავიდა მმართველი, სახელად ფილომარქი. ქურუმები შეკრიბა და ბრძანა, დიდი ზარ-ზეიმით, ბუკ-ნაღარით შეეწირათ კერპებისთვის მსხვერპლი. თავად გამოსაჩენ ადგილას დაჯდა და მსახურს უბრძანა, ხმამაღლა ეყვირა: -მოისმინეთ მეფის ბრძანება. ყველამ შესწირეთ ღმერთებს მსხვერპლი!

შეკრებილებმა ერთხმად შესძახეს:

-ჩვენ ქრისტიანები ვართ და კერპებს თაყვანს არ ვცემთ!

მაშინ მტარვალმა მეომრებს უბრძანა, ხალხი სასტიკად ეცემათ. დარბევის დროს ქრისტესთვის მრავალი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ მეომრების მეთაურმა ნიკოლოზმა უთხრა ფილომარქს:

-მბრძანებელო, ქრისტიანი ეპისკოპოსი ათინოგენე, რომელიც აქვე, სოფელში ცხოვრობს, ყველას თავის რჯულზე მოაქცევს...

მმართველმა მაშინვე მეომრები გაგზავნა მის შესაპყრობად. წმინდა ათინოგენე განმარტოებულ ადგილას, პატარა მონასტერში ცხოვრობდა თავის ათ მოწაფესთან ერთად. მეომრები მონასტერში რომ მივიდნენ, წმინდანი იქ არ დაუხვდათ, მაშინ მისი მოწაფეები გათოკეს და სებასტიაში წაიყვანეს.
მმართველმა მათი საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა და მეომრებს ეპისკოპოსის მოძებნა დაავალა.

მეომრებმა ყველგან დაუწყეს ძებნა ათინოგენეს.

ეპისკოპოსმა მონასტერში ძმები რომ ვერ ნახა, ეკლესიაში შევიდა, ჯვრის წინ დადგა და ტირილით თქვა:

-სად არიან ჩემი ძმები, შენ რომ ჩაგაბარე? ვინ აღავლენს ლოცვას ჩემთან ერთად? რა დაემართათ?

დადარდიანებული წმინდანი მონასტრის გარშემო დადიოდა და ვერ ხვდებოდა, სად უნდა წასულიყვნენ ძმები. უეცრად ირემი მიუახლოვდა და ხელების ლოკვა დაუწყო. შემდეგ ნაცნობი შეხვდა, რომელმაც ჰკითხა:

-სად იყავი, მამაო, როდესაც შენი მოწაფეები შეიპყრეს? მმართველის ბრძანებით, გაკოჭილები ქალაქში წაიყვანეს საწამებლად.

ამის გაგონებაზე წმინდანმა ზეცას ახედა და თქვა:

-გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რომ ღირსეული მონები იხმე შენს სასუფეველში.

წმინდა მამამ ქალაქისკენ გასწია. ქალაქში შევიდა თუ არა, ხმამაღლა დაიწყო ყვირილი:

-მწვალებელო, რატომ დაარბიე ჩემი ეკლესია და რატომ გამძარცვე? დაე, ღმერთმა იხილოს შენი ბოროტება და თავისი რისხვა დაგატეხოს თავს.
მეომრებმა მაშინვე შეიპყრეს ათინოგენე, მმართველს მიჰგვარეს და უთხრეს:

-ეს არის ათინოგენე, რომლის მოძებნაც გვიბრძანე.

მმართველმა მაშინვე მისი დილეგში ჩაგდება ბრძანა, სადაც წმინდანის მოწაფეები იყვნენ. მათ დანახვაზე ღირსმა მამამ დიდად გაიხარა:

-მშვიდობა თქვენდა! ქრისტემ დაგლოცოთ, შვილნო ჩემნო! ღმერთის რჩეულები ყოფილხართ, ამიტომაც გიხმოთ. სიმტკიცე არ დაკარგოთ და მწვალებლების ნუ შეგეშინდებათ. უფალი შეგეწევათ და მალე ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად სამოთხეში იქნებით.

მეორე დღეს მტარვალი მსაჯულის სკამზე დაჯდა და ათინოგენეს და მისი მოწაფეების მიყვანა ბრძანა.

-ღმერთებს მსხვერპლი შესწირეთ. თუ მეფის ბრძანებას არ შეასრულებთ, სასტიკად გაწამებთ და სიკვდილით დაგსჯით მათ მსგავსად, ვინც თქვენამდე დავსაჯე.

წმინდა ათინოგენემ უპასუხა:

-ისინი, ვინც სიკვდილით დასაჯე, ახლა ანგელოზებთან ერთად არიან ზეცაში.

მსაჯულმა თქვა:

-ნუ მაცდენ და კარგად მომისმინე. შენს მოწაფეებთან ერთად კერპებს თაყვანი ეცი.

წმინდანმა უთხრა:

-ურცხვო და ურჯულო ძაღლო, შენი მუქარით ვერ შეგვაშინებ. გააკეთე, რაც გინდა. ჩვენი ღმერთისთვის ყველაფერს გავუძლებთ.

განრისხებულმა მტარვალმა ბრძანა, ათინოგენეს მოწაფეები გაეშიშვლებინათ, ხეზე ჩამოეკიდათ და რკინის კეტებით ეცემათ.
ისინი კი წამების დროს ამბობდნენ:

-ქრისტესთვის ყველაფერს გავუძლებთ.

მსაჯულმა მათი სიმტკიცე და მოთმინება რომ დაინახა, ბრძანა მახვილით აეჩეხათ. წმინდანებმა სული უფალს მიაბარეს და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს.

ამის შემდეგ მსაჯული წმინდა ეპისკოპოსს მიუბრუნდა და უთხრა:

-სად არის შენი ქრისტე, რომელსაც ღმერთს ეძახი. რატომ არ მოვიდა და არ იხსნა შენი მოწაფეები ჩემი რისხვისგან?

შემდეგ ხელქვეითებს ისიც ხეზე ჩამოაკიდებინა და უმოწყალოდ აცემინა. წმინდანი, სანამ სცემდნენ, ამბობდა:

-დიდება შენ, უფალო, რომ უფლება მომეცი შენთვის ვეწამო.

მსაჯულმა უთხრა:

-შენი ღმერთი რატომ არ გათავისუფლებს?

წმინდანმა უპასუხა:

-მალე გამათავისუფლებს შენი ბოროტებისგან.

ეპისკოპოსი ხიდან ჩამოხსნეს და კვლავ უმოწყალოდ დაუწყეს ცემა. წმინდანმა ღმერთს შეჰღაღადა:

-მიხსენი, ღმერთო ჩემო!

ამ დროს ზეციდან ღვთიური ხმა შემოესმა:

-გამაგრდი, შენ გვერდით ვარ!

ეს ხმა მხოლოდ წმინდანს არ გაუგია, მის მწვალებლებსაც შემოესმათ. ყველანი შიშმა შეიპყრო და ღვთის კაცის წამებას ვეღარ ბედავდნენ. მსაჯულის ერთმა მეგობარმა, სახელად ფილიპემ, თქვა:

-შენთვის არ მითქვამს, რომ ქრისტიანები ჯადოქრები არიან? დროზე მოაკვლევინე, სანამ სხვებსაც გადაიბირებდეს.

მსაჯულმა მაშინვე ბრძანა, წმინდანი სიკვდილით დაესაჯათ. წამებულმა უთხრა:

-გთხოვ, უბრძანე, ჩემს მონასტერში წამიყვანონ და იქ დამსაჯონ სიკვდილით.

წმინდანს თხოვნა შეუსრულეს და მონასტერში წაიყვანეს. გზაში დავითის ფსალმუნებს გალობდა და გახარებული იყო, რომ მალე უფალს იხილავდა. მონასტრისკენ მიმავალს უდაბნოდან ირემი გამოეგება და მის წინ დაიჩოქა.

წმინდანმა ჯვარი გადასახა და უთხრა:

- შენ აღარა გყავს ძმები, რომლებიც გამოგკვებავენ. დაე საუკუნო ღმერთმა განგარინოს შენ და შენი თესლი მონადირეთა ხელთაგან. მაგრამ დაე შენი შთამომავლობა მოვიდეს ხოლმე აქ ჩვენი ხსენების დღეს და თავი მისცეს დასაკლავად და საკვებად ღვთის სადიდებლად, მათ, ვინც აქ ჩვენს ხსენებას იდღესასწაულებს.

ირემი ცრემლად იღვრებოდა, წმინდანმა მას ჯვარი გადასახა და უდაბნოში მშვიდობით გაუშვა.

მონასტერში წმინდა ათინოგენე უფალს შეევედრა:

-ღმერთო დიდებულო! მიიღე ჩემი სული და შემახვედრე ჩემს ძმებს, რათა ერთად ვადიდოთ შენი სახელი. ყველას შეეწიე, ვინც სიყვარულით გაიხსენებს ჩემს სახელს და ჩემს სულს შეგავედრებს.

ამ დროს ზეციდან ხმა შემოესმა:

-დღეს ჩემთან და შენს მოწაფეებთან ერთად იქნები სამოთხეში და ყველა თხოვნა შეგისრულდება.

მოწამემ დიდად გაიხარა და დიდი სიხარულით დაიჩოქა ჯალათის წინ და თავი მოჰკვეთეს (311 წ.). მისი წმინდა სხეული იმავე ადგილას დაკრძალეს. 

მოხდა სასწაული: ყოველწლიურად, ათინოგენეს ხსენების დღეს სახარების წაკითხვის შემდეგ მოდიოდა ირემი, თავის ნუკრით, რომელიც ეკლესიაში შევიდოდა და თავის ნაყოფს შესწირავდა წმინდანს, ხოლო თვითონ წავიდოდა. ნუკრს იქ მყოფნი დაკლავდნენ და შესჭამდნენ წმინდანისა და მისი ათი მოწაფის მოსახსენებლად და პატივად.
..............

წმინდა ათინოგენეს დიდ პატივს მიაგებდნენ ძველ საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში: ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ხევში. აქ ათენგენა/ათენგენობა/ათნიგენობა/ათანაგობა ახალი წლის დარი დიდი დღესასწაული იყო და ივლისში აღინიშნებოდა (და ახლაც აღინიშნება).

თერგისა და სნოს ხეობებს შუა, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, დგას ხევის მთავარი სალოცავი "სპარსანგელოზი". ის ძლიერ ხატად არის მიჩნეული და მის სახელს მოხევეები დღესაც იფიცებენ. სპარსანგელოზობას მოხევეები "ათანგენობასაც" უწოდებენ (წმინდა ათენაგენის სახელად). წინათ ხატობა ყოველ ზაფხულს იმართებოდა და იქ სალოცავად ადიოდნენ შესაწირით, გასატეხელით და საკლავით. ჩვეულებრივი მლოცველი კი მისი საბრძანისის ნიშთან დგებოდა, რომელიც ყაზბეგში, ყუროს მახლობლად არის. სპარსანგელოზისა ყოფილა ყოჩის ქვის ქანდაკება, რომელიც გადაუტანიათ სტეფანწმინდის ეკლესიაში. იგი უნახავს რუს გრაფინია უვაროვას, მაგრამ შემდგომში დაკარგულა. მაკალათიას ცნობით, 1934 წელს ხევში, სნოს ეკლესიაში, იყო ვერცხლის ჯვარი, რომელიც ადრე ყოჩზე ყოფილა მიმაგრებული. ჯვარს ორივე მკლავზე ეკიდა თეთრი ლითონის დატიხრული საყურე. სპარსანგელოზის ჯვრის საყურეზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც სპარსელებს საქართველოდან ტყვეები წაუსხამთ, მათ შორის ერთი მოხევე ქალიც ყოფილა. სპარსეთში ამ ქალს შვილი ჰყოლია. ქალი ათანგენობის წინა დღეს აკვანთან მჯდარა დაღონებული და წვერისანგელოზობაზე ოცნებობდა თურმე. ამ დროს მას გამოსცხადებია სპარსანგელოზი და უთქვამს: -ადექ, ნუ ტირი, თაროდან გამოიღე ჩემი საყურე და ხევის გზას გაუდექი. დღე მე დაგმალავ და ღამე ჩემი შუქით გატარებო. იქვე ხარიც გაჩენილა, სპარსანგელოზი ხარის რქაზე დამჯდარა და ქალს წინ გაძღოლია. სნოში ქალი ათანგენობას მისულა და მაშინვე წვერისანგელოზში ასულა. საყურე ყოჩის ჯვრისთვის შეუბამს, ხარიც იქვე დაუკლავთ და სპარსანგელოზიც იქ დაფრენილა. იმ დღიდან ათანგენის წვერისანგელოზს სპარსეთიდან მოსული ანგელოზის სახელი -"სპარსანგელოზი" ეწოდაო.

სნოს ეკლესიაში ინახებოდა სპარსანგელოზის ჯვრებიც. წინათ გათხოვილი მოხევე ქალი შვილებითა და შვილიშვილებით ერთხელ მაინც უნდა ასულიყო სპარსანგელოზობას ამ ნიშთან საწირ-საკლავით.

ხევში ათენგენობა 16(29) ივლისს იმართებოდა. სოფლებში: ახალციხეში, ართხმოსა და ქოსელთაში მას ღალანგურობა-ხეთანობას ეძახდნენ.
თუშეთშიც, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთის სხვა კუთხეებში, ათენგენობა (ათნიგენობები) ახალი წლის მსგავსად დიდი დღესასწაული იყო. თუშეთში ათნიგენობები ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი ნაწილი ივლისის ნახევარში იმართებოდა, მეორე დამოკიდებული გახლდათ აღდგომასა და საერთო სათუშო დღეობა ლაშარობაზე. თუ აღდგომასა და ლაშარობას შორის 14 კვირა იყო, სასოფლო დღეობები ლაშარობის წინა და მომდევნო პერიოდში იმართებოდა. თუ აღდგომა ადრე აღინიშნებოდა, ათნიგენობები ორი კვირა გრძელდებოდა, თუ გვიან -მაშინ ერთი თვის განმავლობაში, რადგანაც პირველი და მეორე რიგის დღეობებს შორის ორკვირიანი ინტერვალი იყო.

ათენგენობა მთელი ხევსურეთის სალოცავებისათვის მთავარი დღესასწაულია და ყველა სალოცავში აღინიშნება, მაგრამ უპირატესობა დიდ ხატებს ენიჭებათ. ათენგენობის დადგომამდე ორი კვირით ადრე ხატის მსახურები ხატში მიდიოდნენ და წმინდობდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი გარიდებულები იყვნენ ოჯახს და გარე სამყაროს გაერიდებოდნენ, რათა ცოდვებისაგან თავი დაეცვათ, სუფთად ეცხოვრათ, როგორც ბერებს. ყოველდღე ბანაობდნენ, მსუბუქ ხელსაქმეს ასრულებდნენ, ისეთს, რომლის დროსაც ოფლი არ გამოუვიდოდათ (წნავდნენ თოკებს, საბელს), ადუღებდნენ ლუდს და ემზადებოდნენ დღესასწაულისათვის.

ათენგენობა ფშავშიც დიდი დღესასწაულია. იგი სერობა, საღმურთობასთან ერთად საზაფხულო დღეობათა ციკლის საერთო სახელწოდებაა, პეტრე-პავლობის მომდევნო კვირას იწყება, ერთი თვე გრძელდება და ფშავის ყველა სათემო დღეობას მოიცავს.
..................................

კონდაკი

მეუფისა ბრძანებასა შეუდეგ ვითარცა რჩეული მწყემსი, და დასდევ სული შენი ქრისტეს ცხოვართათვის, მღვდელ-მოწამეო ათინოგენე: ამისთვის გაქებთ შენ და შენ თანა ათთა მოწაფეთა შენთა, რომელთა ივნეს შიშითა ღმრთისა შენთა მოძღურებათა წინამძღობითა, და ამის მიერ სათნო-ეყავ მეუფესა, და გვირგვინოსან-გყოთ თვენ ცხოვრებისა დასაბამისა მარჯვენითა, რომელსა ევედრენით ჩუენ ყოველთათვის.
..........................

აქვე წაიკითხეთ:

მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)

წმინდა ათინოგენესა და მისი ათი მოწაფის წამება - ხსენების დღე 16 ივლისი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat