წმინდა ათინოგენესა და მისი ათი მოწაფის წამება - ხსენების დღე 16 ივლისი
წმინდა ათინოგენესა და მისი ათი მოწაფის წამება - ხსენების დღე 16 ივლისი
დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305 წწ.) სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს. ბევრი თავის გადასარჩენად ერთმანეთს აბეზღებდა და სასიკვდილოდ იმეტებდა: მამა - შვილს, ძმა - ძმას, ნათესავი - ნათესავს, იმდენად დიდი იყო შიში ქვეყანაში.

ქალაქ სებასტიაში ჩავიდა მმართველი, სახელად ფილომარქი. ქურუმები შეკრიბა და ბრძანა, დიდი ზარ-ზეიმით, ბუკ-ნაღარით შეეწირათ კერპებისთვის მსხვერპლი. თავად გამოსაჩენ ადგილას დაჯდა და მსახურს უბრძანა, ხმამაღლა ეყვირა: - მოისმინეთ მეფის ბრძანება. ყველამ შესწირეთ ღმერთებს მსხვერპლი!
შეკრებილებმა ერთხმად შესძახეს:

- ჩვენ ქრისტიანები ვართ და კერპებს თაყვანს არ ვცემთ!

მაშინ მტარვალმა მეომრებს უბრძანა, ხალხი სასტიკად ეცემათ. დარბევის დროს ქრისტესთვის მრავალი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ მეომრების მეთაური ნიკოლოზი მივიდა და უთხრა:

- მბრძანებელო, ქრისტიანი ეპისკოპოსი ათინოგენე, რომელიც აქვე, სოფელში ცხოვრობს, ყველას თავის რჯულზე მოაქცევს...

მმართველმა მაშინვე მეომრები გაგზავნა მის შესაპყრობად. წმინდა ათინოგენე განმარტოებულ ადგილას, პატარა მონასტერში ცხოვრობდა თავის ათ მოწაფესთან ერთად. მეომრები მონასტერში რომ მივიდნენ, წმინდანი ვერ იპოვეს - სადღაც იყო წასული. მაშინ მისი მოწაფეები გათოკეს და სებასტიაში წაიყვანეს. მმართველმა მათი საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. შემდეგ მეომრებს ეპისკოპოსის მოძებნა დაავალა.

მეომრებმა ყველგან დაუწყეს ძებნა ათინოგენეს.

ეპისკოპოსმა მონასტერში თავისი ძმები რომ ვერ ნახა, ეკლესიაში შევიდა, ჯვრის წინ დადგა და ტირილით თქვა:

- სად არიან ჩემი ძმები, შენ რომ ჩაგაბარე? ვინ აღავლენს ლოცვას ჩემთან ერთად? რა დაემართათ?

დადარდიანებული წმინდანი მონასტრის გარშემო დადიოდა და ვერ ხვდებოდა, სად უნდა წასულიყვნენ. უეცრად ირემი მიუახლოვდა და ხელების ლოკვა დაუწყო. შემდეგ ნაცნობი შეხვდა, რომელმაც ჰკითხა:

- სად იყავი, მამაო, როდესაც შენი მოწაფეები შეიპყრეს? მმართველის ბრძანებით, თოკებით გაკოჭილები ქალაქში წაიყვანეს საწამებლად.

ამის გაგონებაზე წმინდანმა ზეცას ახედა და თქვა:

- გმადლობ, უფალო იესო ქრისტე, რომ ღირსეული მონები იხმე შენს სასუფეველში.

წმინდა მამამ ქალაქისკენ გასწია. ქალაქში შევიდა თუ არა, ხმამაღლა დაიწყო ყვირილი:

- მწვალებელო, რატომ დაარბიე ჩემი ეკლესია და რატომ გამძარცვე? დაე, ღმერთმა იხილოს შენი ბოროტება და თავისი რისხვა დაგატეხოს.

მეომრებმა მაშინვე შეიპყრეს, მმართველს მიჰგვარეს და უთხრეს:

- ეს არის ათინოგენე, რომლის მოძებნაც გვიბრძანე.

მმართველმა მაშინვე მისი დილეგში ჩაგდება ბრძანა, სადაც წმინდანის მოწაფეები იყვნენ. მათ დანახვაზე ღირსმა მამამ დიდად გაიხარა და თქვა:

- მშვიდობა თქვენდა! ქრისტემ დაგლოცოთ, შვილნო ჩემნო! ღმერთის რჩეულები ყოფილხართ, ამიტომაც გიხმოთ. სიმტკიცე არ დაკარგოთ და მწვალებლების ნუ შეგეშინდებათ. უფალი შეგეწევათ და მალე ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად სამოთხეში იქნებით.

მეორე დღეს მტარვალი მსაჯულის სკამზე დაჯდა და ათინოგენეს და მისი მოწაფეების მიყვანა ბრძანა.

- ღმერთებს მსხვერპლი შესწირეთ. თუ მეფის ბრძანებას არ შეასრულებთ, სასტიკად გაწამებთ და სიკვდილით დაგსჯით მათ მსგავსად, ვინც თქვენამდე დავსაჯე.

წმინდა ათინოგენემ უპასუხა:

- ისინი, ვინც სიკვდილით დასაჯე, ახლა ანგელოზებთან ერთად არიან ზეცაში.

მსაჯულმა თქვა:

- ნუ მაცდენ და კარგად მომისმინე. შენს მოწაფეებთან ერთად კერპებს თაყვანი ეცი.

წმინდანმა უთხრა:

- ურცხვო და ურჯულო ძაღლო, შენი მუქარით ვერ შეგვაშინებ. გააკეთე, რაც გინდა. ჩვენი ღმერთისთვის ყველაფერს გავუძლებთ.

მაშინ მტარვალი განრისხდა და ბრძანა, ათინოგენეს მოწაფეები გაეშიშვლებინათ, ხეზე ჩამოეკიდათ და რკინის კეტებით ეცემათ.

ისინი კი წამების დროს ამბობდნენ:

- ქრისტესთვის ყველაფერს გავუძლებთ.

მსაჯულმა მათი სიმტკიცე და მოთმინება რომ დაინახა, ბრძანა მახვილით აეჩეხათ. წმინდანებმა სული უფალს მიაბარეს და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს.
ამის შემდეგ მსაჯული წმინდა ეპისკოპოსს მიუბრუნდა და უთხრა:

- სად არის შენი ქრისტე, რომელსაც ღმერთს ეძახი. რატომ არ მოვიდა და არ იხსნა შენი მოწაფეები ჩემი რისხვისგან?

შემდეგ ხელქვეითებს ისიც ხეზე ჩამოაკიდებინა და უმოწყალოდ აცემინა. წმინდანი, სანამ სცემდნენ, ამბობდა:

- დიდება შენ, უფალო, რომ უფლება მომეცი შენთვის ვეწამო.

მსაჯულმა უთხრა:

- შენი ღმერთი რატომ არ გათავისუფლებს?

წმინდანმა უპასუხა:

- მალე გამათავისუფლებს შენი ბოროტებისგან.

ეპისკოპოსი ხიდან ჩამოხსნეს და კვლავ უმოწყალოდ დაუწყეს ცემა. წმინდანმა ღმერთს შეჰღაღადა:

- მიხსენი, ღმერთო ჩემო!

ამ დროს ზეციდან ღვთიური ხმა შემოესმა:

- გამაგრდი, შენ გვერდით ვარ!

ეს ხმა მხოლოდ წმინდანს არ გაუგია, მის მწვალებლებსაც შემოესმათ. ყველანი შიშმა შეიპყრო და ღვთის კაცის წამებას ვეღარ ბედავდნენ. მსაჯულის ერთმა მეგობარმა, სახელად ფილიპემ, თქვა:

- შენთვის არ მითქვამს, რომ ქრისტიანები ჯადოქრები არიან? დროზე მოაკვლევინე, სანამ სხვებსაც გადაიბირებდეს.

მსაჯულმა მაშინვე ბრძანა, წმინდანი სიკვდილით დაესაჯათ. წამებულმა უთხრა:

- გთხოვ, უბრძანე, ჩემს მონასტერში წამიყვანონ და იქ დამსაჯონ სიკვდილით.

წმინდანს თხოვნა შეუსრულეს და მონასტერში წაიყვანეს. გზაში დავითის ფსალმუნებს გალობდა და გახარებული იყო, რომ მალე უფალს იხილავდა. როცა მონასტრის ეზოში შევიდნენ, მასთან მოირბინა ირემმა, რომელიც წმინდანს მონასტერში გაეზარდა. ირემმა ბღავილით მიირბინა წმინდანთან და ფეხებში ჩაუვარდა.

მღვდელმოწამემ მას ჯვარი გადასახა და უთხრა:

-შენ აღარა გყავს ძმები, რომლებიც გამოგკვებავენ. დაე საუკუნო ღმერთმა განგარინოს შენ და შენი თესლი მონადირეთა ხელთაგან. მაგრამ დაე შენი შთამომავლობა მოვიდეს ხოლმე აქ ჩვენი ხსენების დღეს და თავი მისცეს დასაკლავად და საკვებად ღვთის სადიდებლად, მათ, ვინც აქ ჩვენს ხსენებას იდღესასწაულებს.

ირემი ცრემლად იღვრებოდა, წმინდანმა მას ჯვარი გადასახა და უდაბნოში მშვიდობით გაუშვა.

მონასტერში წმინდა ათინოგენე უფალს შეევედრა:

- ღმერთო დიდებულო! მიიღე ჩემი სული და შემახვედრე ჩემს ძმებს, რათა ერთად ვადიდოთ შენი სახელი. ყველას შეეწიე, ვინც სიყვარულით გაიხსენებს ჩემს სახელს და ჩემს სულს შეგავედრებს.

ამ დროს ზეციდან ხმა შემოესმა:

- დღეს ჩემთან და შენს მოწაფეებთან ერთად იქნები სამოთხეში და ყველა თხოვნა შეგისრულდება.

მოწამემ დიდად გაიხარა და დიდი სიხარულით დაიჩოქა ჯალათის წინ და თავი მოჰკვეთეს (311 წ). მისი წმინდა სხეული იმავე ადგილას დაკრძალეს.

მოხდა სასწაული: ყოველწლიურად, ათინოგენეს ხსენების დღეს სახარების წაკითხვის შემდეგ მოდიოდა ირემი, თავის ნუკრით, რომელიც ეკლესიაში შევიდოდა და თავის ნაყოფს შესწირავდა წმინდანს, ხოლო თვითონ წავიდოდა. ნუკრს იქ მყოფნი დაკლავდნენ და შესჭამდნენ წმინდანისა და მისი ათი მოწაფის მოსახსენებლად და პატივად.

ათენგენა/ათენგენობა/ათნიგენობა/ათანაგობა აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი) ახალი წლის დარი დიდი დღესასწაულია და ივლისში აღინიშნება. მოძრავია და აღდგომიდან 99-100 დღიდან, პეტრე-პავლობის მომდევნო დღეებიდან, ან 13 (26) ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში, ივლისის პირველი შაბათიდან ორშაბათამდე, ანდა ამაღლებიდან მეშვიდე კვირას იდღესასწაულება.

რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ძველი სტილით 22 დეკემბერს (ახ. სტ. 4 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს დიდმოწამე ანასტასია მკურნალს და ბორკილთდამხსნელს და მოწამეების ქრისოგონეს, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat