მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (+დაახლ. 311)
16 (29) ივლისისს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს მღვდელმოწამე ათინოგენეს და მის ათ მოწაფეს რომლებიც  ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს.
მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები.

მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ. მხედრებმა ქალაქის მახლობლად მდებარე მცირე მონასტერს მიაშურეს, სადაც ათინოგენე თავის ათ მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, რადგან მღვდელმთავარი იქ არ დახვდათ, მის ნაცვლად სავანის ძმები შეიპყრეს. როცა ათინოგენემ შეიტყო ამის შესახებ, სებასტიაში ჩავიდა. უსჯულოებმა თავად მწყემსმთავარიც დააპატიმრეს. საპყრობილეში ათინოგენე განამტკიცებდა სულიერ შვილებს. მისი მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამეებმა სამსჯავროზე ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.

მოწაფეების დახოცვის შემდეგ ჯალათებმა ნეტარი ათინოგენეს წამება დაიწყეს. ღვთის შეწევნით მარტვილმა ღირსეულად დაითმინა საშინელი ტკივილები და ერთადერთი რამ ითხოვა - მონასტერში დაესაჯათ სიკვდილით. თავის სავანეში მიყვანილმა წმიდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ქრისტეს სახელისთვის წამების ღირსი შეიქნა და მხურვალე ლოცვით ცოდვათა მიტევება გამოითხოვა ყველასთვის, ვინც მასა და მის მოწაფეებს მოიხსენებდა.

წმინდა ათენოგენე საქართველოში და (სომხეთში) ძალიან პოპულარული ყოფილა და მის პატივსაცემად გამართული სახალხო დღესასწაული დაარსებული უნდა იყოს III-IV სს. მიჯნაზე. იგი განეკუთვნებოდა მოძრავ დღესასწაულთა ციკლს და იმართებოდა 98-ე დღეს ("დღეს ვარდობასა"). ჭილ-ეტრატის იადგარში (H 2123, IX-X სს) ნათქვამია: "გალობათა [დასაწყისი] ათენაგენასა ჰპოვნე" (უძველესი იადგარი, გვ. 27). პარიზის ლექციონარში – "ჰპოო ათინაგენედ" (გვ. 302).
ათენაგენეს "წამების" კიმენური თხზულება ორჯერ არის თარგმნილი: 1 თარგმანი XI ს. ხელნაწერებით არის მოღწეული, ხოლო II-XV ს. ხელნაწერშია.
ქართულად თარგმნილია აგრეთვე წმინდანის "წამების" მეტაფრასული ტექსტიც, რომელიც ეკუთვნის იოანე ქსიფილინოსსანის და მხოლოდ ქართულად არის შემორჩენილი.

ათენოგენეს "წამების" სვინაქსარული ტექსტის თარგმანი შეტანილია გიორგი მთაწმიდელის "დიდ სჳნაქსარში 17ივლისის დღეზე"( ჰტტპ://კა.გეორგიცა.აც.გე).

ეს დღესასწაული დღესაც იმართება საქართველოს მთაში(ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ხევი). ხევსურეთში მას "ათენგენობას" ეძახიან, თუშეთში – "ათინგენობას", ზოგან კი იმ ხატის სახელს, სადაც ეს დღეობა იმართება. რაჭაში, სოფელ გლოლის დასავლეთით, ტყეში, წმ. გიორგის პატარა ეკლესია ყოფილა. იგი შხელის სახელით იყო ცნობილი. შემოდგომას, ნოემბერში აქ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც ხალხი ათენგენობას უწოდებდა.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat