მოწამეთა: 300-თა არაგველთა და კრწანისის ომში საქართველოსთვის მოწყვედილთა სასულიერო და საერო პირთა (+1795) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
მოწამეთა: 300-თა არაგველთა და კრწანისის ომში საქართველოსთვის მოწყვედილთა სასულიერო და საერო პირთა (+1795) - 11 სექტემბერი (24 სექტემბერი)
ისევ ყვავიან კრწანისის ველზე ყაყაჩოები. ისევ ახარებს თვალსა და გულს მათი ხილვა. კრწანისის ყაყაჩოები სიმბოლოდ იქცა მამულისათვის დაღვრილი სისხლისა, სამშობლოს სიყვარულისა.

1795 წელია. აღა-მაჰმად-ხანმა, თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ, ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე.წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები: მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა.

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა, გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ქართველებმა თავდაცვითი ზღუდეები და პოზიციები შექმნეს. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცი იყო, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან გადმოიყვანა სოლომონ II-მ. 9 სექტემბერს, დილით, დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია.

10 სექტემბერს, სპარსელებმა ჩათვალეს, რომ სოღანლუღის მხრიდან, ვიწრო საქარავნე გზით წასვლა თბილისისკენ რთული იყო და სომეხი მელიქების რჩევით, გადაწყვიტეს, თელეთიდან შინდის-ტაბახმელისაკენ ასვლა, იქიდან კი დაშვება კრწანისის ველზე, საიდანაც, სეიდაბადის გავლით, იოლად მიადგებოდნენ თბილისს. ამ გზით თაბორის ქედიდანაც შეიძლებოდა პირდაპირ აბანოთუბანში დაშვება. მტრის მეწინავე რაზმმა (3-4 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.

10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით, ბრძოლას დავით ბატონიშვილი სარდლობდა. მისი რაზმი და არტილერია თაბორის ქედის სამხრეთ ფერდობებთან, შინდისის მიდამოებში განლაგდა და მიზანში თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობები ამოიღო, რადგან მტერი აქედან უნდა დაშვებულიყო კრწანისის ველისაკენ. კრწანისის ველის მიდამოებში (დაახლოებით იქ, სადაც ახლა ე.წ. სამთავრობო აგარაკები, ოფთალმოლოგიური კლინიკა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებია), მოხერხებულად განთავსდა ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრან-ბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები, იმერელთა რაზმი ზურაბ წერეთლის მეთაურობით. ერეკლე, თავისი მებრძოლებით, სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა. როდესაც მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ მეწინავე რაზმებს ზარბაზნის ცეცხლი დააყარა და დიდად დაზარალებული მტერი რამდენჯერმე უკან გააბრუნა. თუმცა სპარსელებს ახალი, დასვენებული დიდი ძალა ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან. მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა ქართველთა სხვა რაზმებსაც მოუწია. ბოლოს 75 წლის ერეკლემ ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა, მას შვილიშვილი, სოლომონ მეორეც მიჰყვა. მეფეების თავგანწირვით აღფრთოვანებული ქართველები ლომებად იქცნენ და საღამოსათვის მრავალრიცხოვან მტერს, დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს. მათი განახევრებული რაზმები თელეთის ქედის მეორე მხარეს, თავიანთ ბანაკისკენ გადადევნეს. 10 სექტემბერს ქართველები გამარჯვებული მობრუნდნენ თბილისში.

გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში, თუმცა სათუოა, რომ აღა-მაჰმად-ხანს უკან გაბრუნება გადაეწყვიტა, რადგან ბრძოლებში გამოცდილ, თბილისთან ახლოს მოსულ შაჰს, პოზიციური, თუნდაც დამარცხებული ბრძოლის შემდეგ უარი რომ ეთქვა წინსვლაზე, ძნელად წარმოსადგენია.

აღა-მაჰმად-ხანმა ჯარი 14 ნაწილად დაჰყო. მისი ჯარი, წინა დღის მარცხის მიუხედავად, რაოდენობრივად 6-7-ჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე. ძალები მეტად უთანასწორო იყო. შაჰმა თავის ჯარს უკან 6 ათასი თურქმენი ჩაუყენა და უბრძანა, - უკანდახეული სპარსელი მებრძოლები იქვე მოესრათ.

11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისაკენ დაიძრა და საათნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციებს შეუტია. შაჰმა გადაწყვიტა, თბილისისთვის ორივე მხრიდან შეეტია, ამისათვის 5 ათასამდე კაცი, ისე, როგორც 10 სექტემბერს, თბილისთან ზურგიდან მისავლელად თელეთისკენ გაგზავნეს. თავად შაჰმა, მთავარი ძალებით სოღანლუღის ვიწრო, კლდოვან ფერდობებზე გამავალი საქარავნე გზით გადაწყვიტა თბილისისაკენ წამოსვლა.

11 სექტემბერს ქართველთა ჯარს ერეკლე სარდლობდა. წინა დღის მსგავსად, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, შინდის-ტაბახმელიდან გადმოსასვლელ გზებზე მდგარ ჯარს დავით ბა-ტონიშვილი მეთაურობდა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიდამოებში განლაგებულ ქართველთა მარცხენა ფრთას იოა¬ნე მუხრან-ბატონი უფროსობდა. თვით ერეკლე, ბრძოლის საერთო ხელმძღანელობის გარდა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ მთავარ გზას, ის თავისი რაზმით შემაღლებულ ადგილზე იდგა. ოთარ ამილახვრისა და თავისი ვაჟიშვილის, ვახტანგის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ჰყავდა. იმერელთა ათასკაციანი რაზმი ერეკლესაგან მარჯვნივ განლაგდა, ხოლო 500 იმერელი მებრძოლი აბანოს კარის მიდამოებში დარჩა, რათა საჭიროების შემთხვევაში მეზარ¬ბაზნეებს დახმარებოდნენ. ამინდი ღრუბლიან-წვიმიანი იყო.

სოღანლუღის გზით წამოსული შაჰი თბილისისკენ მომავალ საქარავნე გზის მთიან ნაწილს მოადგა (დაახლოებით იქ, სადაც დღეს მარნეულისა და რუსთავის გზები იყოფა). გზის ერთ მხარეს თელეთის ქედის კლდოვანი ფერდობები იყო, მეორე მხარეს - ადიდებული მტკვარი. მთებზე ჩასაფრებულმა ქართველებმა ასეულობით მებრძოლი დაუხოცეს მტერს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. შაჰი დარწმუნდა, რომ წინსვლა ამ გზით შეუძლებელი იყო. ბრძოლაში გამოცდილი შაჰი უკან დახევას არ აპირებდა, უეცრად მან ცხენი შეაბრუნა ადიდებული მტკვრისაკენ და თავისიანებს შესძახა: - ვინც ჩემი ერთგულია მომყევითო, თუ მტკვარმა წამიღო, ჩემი გვამი ამოიღეთ და მიწაში დაფალითო. შაჰმა მდინარე გადაცურა, მებრძოლთა ნაწილი უკან მიჰყვა. 300-მდე სპარსელი დაახრჩო ადიდებულმა მტკვარმა. ნავთლუღისკენ გასული შაჰი, რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველებს ძალზე მცირე რაოდენობით ჰყავდათ მებრძოლები. ქართველთა მეწინავე რაზმის მებრძოლებმა, რომელნიც საქარავნე გზას იცავდნენ, ჩათვალეს, რომ ალყაში ექცეოდნენ და უკან, თბილისისკენ დაიხიეს. გზა გათავისუფლდა და მტკვრის მარჯვენა მხარეს დარჩენილი სპარსელთა ჯარის ნაწილიც ამ გზით დაიძრა. შაჰმა კი თავისი ჯარი, უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოღალატეების მიერ ნაჩვენები ფონით გადმოიყვანა ორთაჭალის მიდამოებში და აქ გაერთიანებული სპარსელები ბრძოლით წამოვიდნენ სეიდაბადისკენ.

იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის უკუგდებაზე დააბანდა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა და სისხლისმსმელი შაჰი ატალახებულ მიწაზე გაგორდა. ვინ იცის, როგორ შეიცვლებოდა ომის ბედი, ტყვია რომ მის მხედარს მოხვედროდა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას, მესამე სანგრის მიდამოს დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება.

ამავე დროს, დაცვის მარჯვენა ფრთაზე, თელეთის მიდამოდან შინდის-ტაბახმელასთან ამოსულმა სპარსელებმა უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე, ქართველთა ხანგრძლივი და თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, სძლიეს მათ. დავით ბატონიშვილმა, მტერს რომ ხელში არ ჩავარდნოდა, ზარბაზნები წყლიან ხევში გადაყარა და მისმა რაზმმა ეს პოზიცია დატოვა. ამის შემდეგ, ქართველებისათვის ზურგიდან შემოსავლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად, რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებიდან თავისუფლად დაიძრა, რათა თაბორის ქედით პირდაპირ აბანოთუბანში დაშვებულიყვნენ. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის, გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს. ქართველები ალყაში ექცეოდნენ.

გმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველი, ქიზიყელნი, თბილისელი მებრძოლები, მათ შორის მსახიობები - მაჩაბელას სიმღერით განმხნნევებულნი, თავდაუზოგავი ბრძოლის მერე სიმღერით შეეგებნენ სიკვდილს. ერეკლეს ერთგული 200 თათარი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა მტერმა. არაგველები შაჰის ბანაკისკენ მიიწევდნენ, თვალწინ დაუხიეს დროშები შაჰს. საკვირველი გმირობა გამოიჩინეს ქართველმა არტილერისტებმა მაიორ გურამიშვილის მეთაურობით. ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. ნაშუადღევს აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი დაატყვევებდა, ან მოკლავდა მეფეს, მაგრამ ერთგულმა თანამებრძოლებმა, მათ შორის შვილიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა, მედგარი ბრძოლით მოაშორეს სპარსელები და ძალით გამოიყვანეს მეფე ბრძოლის ველიდან. მან და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს. სწორედ მაშინ დაკარგულა მეტეხის ღვთისმშობლისა და წმინდა მოწამე ევსტატის სასწაულმოქმედი ხატები. მტერმა მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. დავით ბატონიშვილის თქმით, ტბილისის აღებისას ქრისტესთვის უწამებიათ ვინმე სვიმონ კარგარეთელი, ხარების ტაძრის დიაკვანი იოვანე ოსყოფილი, მრავალი ქალი და კაცი, როგორც ქართველი, ისე სომეხი. ხოლო რძალი ვინმე ქიტესა ამბარდნისა, წაიყვანეს ტყვედ თავრიზში და აიძულებდნენ ქრისტეს უარისყოფას, ხოლო მან არ ინება, ჩასვეს ტომარაში და შუბის ჩხვლეტით მოკლეს და იქვე დაფლეს. ამის მერე ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ.

ბოლოს, გლეხი კაკაბაძის გმირობის ამბავს გავიხსენებთ:

ავლაბრის ხიდზე სპარსელებმა დაასვენეს ანჩისხატის ღვთისმშობლის ხატი.

- მორეკეთ ქართველები, დააყენეთ ხატის წინაშე და აფურთხებინეთ ღვთისმშობლის სახეში. ურჩებს თავები დააყრევინეთ და გვამები მტკვარში ისროლეთ, - უბრძანა თავის ჯალათებს ქართველების სისხლის მსმელმა აღა-მაჰმად-ხანმა.

რიჟრაჟზე ავლაბრის ხიდის არემარე გაიტენა ათასობით მორეკილი ქართველებით, გარეშემორტყმული შეიარაღებული სპარსელებით.

"ვინც მიაფურთხებს ხატს, სიცოცხლეს ვჩუქნით!" - შეს¬ძახეს ქართველებს სპარსელმა ჯალათებმა.

ხალხი შეიძრა, შეწუხდა, აღელდა.

- გამიშვით წინ! მე ვაჩვენებ მაგალითს ქართველობას! - გაისმა მაღალი ხმა ხალხის შუაგულიდან. წრე გაიპო და წინ გამოვიდა გლეხი კაკაბაძე. მას გვერდით მისდევდა მისი ერთადერთი ვაჟი.

სპარსელებმა მიუშვეს ხატთან მამა-შვილი.

კაკაბაძემ და მისმა ვაჟმა გადაიწერეს პირჯვარი, დაიჩოქეს, ემთხვივნენ ხატს და უეცრად ფეხზე წამოვარდნილნი, მიუბრუნდნენ ჯალათებს, ორივემ შეაფურთხა პირში სპარსელებს.

გაბრაზებული მტერი ეცა გმირებს, აკუწეს ხმლებით და გადაყარეს მათი ნაშთი მტკვარში.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კაკაბაძეების მაგალითმა გაჭრა. ქართველები ზედიზედ იხოცებოდნენ თავისი წმინდანის წინაშე. ავლაბრის მტკვრის ვიწრო კალაპოტი გაიტენა თავმოჭრილ ქართველთა გვამებით.

აღა-მაჰმად-ხანის მზაკვრულმა განზრახვამ ვერ მიაღწია მიზანს...

ქართველთა რწმენა და სული ვერ დაიმორჩილა... ქართველები ვერ დააშინა.

იგი მალე გაეთრია თავისი ბრბოებით წამებულ საქართველოდან...

მაგრამ ძვირად დაუჯდა სპარსეთის შაჰს ეს უკანასკნელი ავაზაკური თავდასხმა საქართველოზე. ამის შემდეგ დიდი სპარსეთიც დაინგრა და გადაიქცა უბრალო ლუკმად ჩრდილოეთიდან მოწოლილ ხახადაღებულ მრავალმილიონიან რუსობისა.

.........................

ხატის ავტორია შოთა ცინცაძე.

.......................................
აქვე წაიკითხეთ:

სამასი წყვილი გაუტეხელი არწივული მზერა შეეჭრა ერეკლეს თვალებს

ძალით გამოიყვანეს უკანასკნელმა არაგველებმა სასიკვდილო ალყიდან სიმწრით გულადუღებული მეფე

მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3 000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა





ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat