ძალით გამოიყვანეს უკანასკნელმა არაგველებმა სასიკვდილო ალყიდან სიმწრით გულადუღებული მეფე
ძალით გამოიყვანეს უკანასკნელმა არაგველებმა სასიკვდილო ალყიდან სიმწრით გულადუღებული მეფე
XVIII საუკუნის მიწურული...
კავკასიის გული, "მიწიერი წალკოტი" - საქართველო მოძალებულ დამპყრობთა საომარ ასპარეზად ქცეულა. უწყვეტ ნიაღვრად მოედინებიან ლიხს გაღმა თუ გამოღმა თურქნი და სპარსნი. მოდიან ჯიუტად და დაჟინებით, მოდიან ლამის ყოველდღიურად. იტაცებენ, კლავენ, ბილწავენ, აოხრებენ ყველაფერს, რაზედაც ხელი და ხმალი მიუწვდებათ...

აღმოსავლეთ საქართველოში მეფობს მხცოვანი ერეკლე II, პატარა კახად წოდებული. ჭაბუკური შემართებით იბრძვის 75 წლის ერეკლე - უკანასკნელი ფარი და იმედი ტანჯული ქვეყნისა. 15 წლისას მიუღია საბრძოლო ნათლობა პატარა კახს. მას შემდეგ ექვსი ათეული წელი გავიდა... მთელი ეს ხანი ხელიდან არ გაუგდია ხმალი, რომელსაც ბედისწერასავით გასდევს მთელ სიგრძეზე ამოტვიფრული სიტყვები: "მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა". ათასობით მომხდურს სამარეში ჩაჰყვა ამ ხმლის ხელში ჩაგდების ოცნება. სახელგანთქმულმა სარდლებმა და ბელადებმა იწვნიეს ერეკლეს მახვილის "ავი მუსაიფი"...

ჯერჯერობით ფეხზე მყარად დგას პატარა კახი. რაკიღა ერეკლე მხნეობს, იმედით ცოცხლობს საქართველოც...

ერთმორწმუნე მოკავშირე
ერეკლე II-ის სიმამაცისა და სიბრძნის მიუხედავად, მაინც უაღრესად გასჭირვებია ქართლ-კახეთის სამეფოს. ფრიად მცირედია ქართველთა საომარი ძალა ურიცხვ მტერთან შედარებით. ქვეყნის მომავალზე ფიქრით უფრო დაღლილა ერეკლე მეფე, ვიდრე საომარ ველზე გამართული სისხლიანი შეტაკებებით. მუსლიმთა ზღვაში მოქცეული საქართველოს ხსნად პატარა კახს ძლიერი მოკავშირის თანადგომაღა ესახება. ორ მძლავრ მეზობელს - თურქეთსა და ირანს საქართველო მხოლოდ ჩასაყლაპად სურთ. მოკავშირეობას ორივე ცალ-ცალკე სთავაზობს, მაგრამ კარგად უწყის ერეკლემ მათი "თანადგომის" ფასი. აკი მათთან სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილს შეალია მთელი ცხოვრება... არის კიდევ ერთი ძლიერი მეზობელი ჩრდილოეთით - ერთმორწმუნე რუსეთი. სხვა გზა აღარ ჩანს, ისევ ქრისტიანებს უნდა სთხოვოს დახმარება ერეკლემ, იქნებ რუსეთი მაინც ემფარველოს საქართველოს...

1783 წელი. გეორგიევსკში ხელმოწერილი ტრაქტატით დიდი რუსეთი კისრულობს პატარა საქართველოს დახმარებას. იქნებ ახლა მაინც ამოისუნთქოს გაწამებულმა ივერიამ!..

იმედი სჭარბობდა სასოწარკვეთას
აზვავდა და აიშალა მუსლიმანური სამყარო - როგორ გაბედა ერეკლემ ჩვენს საბრძანებელში ჩვენი მტრის - რუსეთის შემოშვებაო!.. ზვავი ჯერჯერობით არ აპირებდა საქართველოსკენ დაშვებას, რადგან ერეკლესთან ხმალთაკვეთაში გასვლა ლომის ხახაში ჩავარდნას უდრიდა - რამდენჯერაც სცადეს შურისძიება "ტრაქტატის გამო", იმდენჯერ დაიფრინა და დაასამარა მომხდურნი ერეკლემ. მაგრამ როდემდე გაგრძელდებოდა ასე? გაოცებული კი იყო მეფე: "ეს როგორი მფარველობაა, როცა რუსეთმა ერთხელაც არ მომაშველა ჯარი მოძულებულ მტერთან საომრადო..."

და მაინც, იმედი სჭარბობდა სასოწარკვეთას, იმედი იმისა, რომ დიდი რუსეთი, ერთხელაც იქნებოდა, გაიხსენებდა თავის ვალდებულებებს ერთმორწმუნე საქართველოს მიმართ.

იმედი სჭარბობდა მაშინაც, როცა ირანის მბრძანებელი, საჭურისი აღა მაჰმად-ხანი დაიძრა საქართველოს ამოსაგდებად. მაგრამ რა იცოდა ერეკლემ, რომ ირანის ჩია ხელმწიფე სწორედ რუსთა იმპერატრიცამ - ეკატერინემ შეაგულიანა: "ნუ გეშინია, ქართველთა დასაცავად თითსაც არ გავანძრევო".

მაშ, ყოველი მხრიდან ისევ ღალატი?! ერთგულება თქვით, თორემ ღალატისა და გულგრილობის მეტი რა მიუღიათ ქართველ მეფეებს მოკავშირეებისგან საუკუნეების მანძილზე...

ისე შემოაგელვა ცხენი საქართველოს საზღვარზე აღა მაჰმად-ხანმა, რომ რუსებს აზრადაც არ მოსვლიათ, სიტყვით მაინც ეღონათ რამე ქართველთა დასახმარებლად...

ისევ მარტო დარჩა ერეკლე მეფე ურიცხვი მტრის წინააღმდეგ.

ელვის უსწრაფესად გამოქანდა სპარსთა ლაშქარი თბილისისკენ. ღამემ მოუსწროთ და ფონიჭალაში დასცეს ბანაკი. ავი ყარყაშით დაეყარა საქართველოს ლარ-ხვასტაგზე დახარბებული ურდო...

"ასეთი სიმამაცე არსად მინახავსო..."
გათენდა 1795 წლის 8 სექტემბერი. წამოემართა სპარსელთა ჯარი საქართველოს სატახტოსკენ. მზვერავთა თორმეტკაციანი რაზმი გადაუდგა მტერს. სანამ არაქათი ჰქონდათ, იბრძოლეს... თორმეტიდან მხოლოდ ერთმა მიატოვა სიკვდილის რკალი, ისიც იმიტომ, რომ ერეკლესთვის დაზვერვის შედეგები მოეხსენებინა.

ერთი მუჭა ქართველების ასეთმა თავგანწირვამ გააოგნა აღა მაჰმადი. მეორე დღესღა ბრძანა გზის გაგრძელება. გამოსცდნენ თუ არა ფონიჭალას, ქართველთა სანგრები დახვდათ. მცირერიცხოვან რაზმს დავით ბატონიშვილი სარდლობდა. ქართველებმა ჯერ სათოფეზე მოუშვეს მტერი, შემდეგ ტყვია დააყარეს, ხმლები იშიშვლეს და მოწინააღმდეგის რიგები გაარღვიეს...

უკან დახევის ბრძანება დააწია ბატონიშვილს შათირმა. იცოდა ერეკლემ, ვერ გაუძლებდა მისი ერთი მუჭა ჯარი გაშლილ ბრძოლას. იმ დღეს კიდევ ოთხჯერ სცადა იერიში აღამ. ოთხჯერვე გააფთრებული დარტყმებით უკუაგდეს ქართველებმა. ბინდი ისე ჩამოაწვა ფონიჭალას, ვერ შეძლო საჭურისმა თბილისისკენ გაჭრა...

დიდი გამარჯვება და დიდი ღალატი
10 სექტემბერს გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადა აღა მაჰმად-ხანი. ხუთიათასიანი რაზმით ზურგიდან შემოუარა ქართველთა სანგრებს სარდალმა მელიქ-მეჯნუმმა. შინდის-ტაბახმელის გზაზე გადაუდგა მტერს დავით ბატონიშვილი და შავი დღე გაუთენა. მელიქმა ძლივს მიიტანა სული თავის მბრძანებელთან...

აიყარა აღა მაჰმად-ხანი და გაუტია ირანისკენ. საკუთარ ბოღმაში იხარშებოდა საჭურისი - ათეულები უმარცხებდნენ ათასეულებს. არც ერეკლე ჩანდა მთავარი ძალებით. "ნამდვილად გასწრებაზეა საქმე, თორემ რამე მზაკვრობას შემამთხვევენო გიაურები..." - ყველაზე წინ მიაქროლებდა ცხენს აღა მაჰმადი და ბოღმას და გესლს ეჭმევინებოდა.

შათირი წამოეწია ირანის მბრძანებელს. სპარსეთის ელჩი ახლდა ოფლში გაწურულ მაცნეს. მიახარა ღალატის წყალობით თბილისის ციხიდან თავდახსნილმა დესპანმა: სად გარბიხარ, ერეკლეს ჯარი არ ჰყავს, ერთი მუჭა რაზმებით გებრძვისო.

...მოაბრუნა ცხენი აღა მაჰმადმა თბილისისკენ...

ელვას ჩამოჰგავდა მისი ხმლის შხუილი
გათენდა 11 სექტემბერიც...

კრწანისის ველზე შემოიჭრა სპარსთა ლაშქარი. დაუხვდა იოანე ბატონიშვილი, გაუჭირდათ ქართველებს. უკვე მთელი ძალებით უტევდა აღა მაჰმადი. ერეკლემ ქიზიყელები შეუშვა საომარ რკალში.

ერთხანს აბრუნებინეს პირი მტერს, ისევ შემოუსია ათასეულები საჭურისმა.

მუჭა-მუჭა ამატებდა ერეკლე თავის რაზმებს მტრის ათასეულების შესაკავებლად...

300 არაგველი ვაჟკაციც ჩავიდა ბრძოლის ველზე...

ბოლოს თავად პატარა კახი შეიჭრა მტრის შუაგულში.

საოცარი სიმამაცით და უბადლო ხელოვნებით იბრძოდა მეფე ერეკლე - 75 წლის მოხუცი. ელვას ჩამოჰგავდა მისი ხმლის შხუილი და ყოველი მოქნევა სიკვდილის მეხად ატყდებოდა აღას ლაშქარს.

მტერი კი არა და არ ილეოდა...

ერეკლეს მაშველი სჭირდებოდა. ამ დროს კი თელავში ოთხიათასიანი ჯარით გულხელდაკრეფილი იდგა ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი. ამ ჯარის ნახევარიც რომ მოეშველებინა მამისთვის, ვეღარაფერი უშველიდა საჭურის ყაჯარს.

მიხვდა ერეკლე, აღარ იყო თავს ზემოთ ძალა. ძალით გამოიყვანეს უკანასკნელმა არაგველებმა სასიკვდილო ალყიდან სიმწრით გულადუღებული მეფე...

შეესია აღა მაჰმადი თბილისს. ბავშვთა კივილმა და დედათა შემზარავმა გოდებამ აავსო ქალაქი...

ცხენს მოახტა ერეკლე და საოცარი სისწრაფით გაექანა თბილისისკენ. ძლივს დაეწივნენ მცველები და ბატონიშვილნი, ხელი შეჰბედეს - შეკრეს და ისე წამოიყვანეს ბავშვივით აცრემლებული მეფე.

150 დაჭრილ-დაფლეთილი მეომრით მიდიოდა ანანურისკენ პატარა კახი...

ესეც საქართველოს ავი ბედისწერა იყო: დიდი გამარჯვება და... დიდი ღალატი...

მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
04.07. 2015
გიო
ერეკლე მოელოდა თავდასხმას კახეთზე აღამახმადხანის მოკავშირეებისგან და ის ოთხიათასი კაცი კახეთის დასაცავად ჰყავდა გაგზავნილი გიორგი ბატონიშვილის მეთაურობით.
24.09. 2014
მაია
ჩემთვის როგორცაა ცნობილი ისტორიიდან ქიზიყელებმა გამოიყვანეს მეფე ბრძოლის ველიდან
03.06. 2014
Bimo
300 არაგველი ვაჟკაცი დაგვიანებით შევიდა უკვე წაგებულ ბრძოლის ველზე... მოხუცმა მეფე ერეკლემ შეაბრუნა ცხენი ბრძოლის შუაგულისაკენ და მასაც 300 არაგველთან ერთად უნდოდა მტერს შეკვდომოდა ... ძალით გამოიყვანეს მეფე ერეკლე მხლებლებმა .. :(
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat