წმ. აღმსარებელი ძმები - მღვდელმთავარი სტეფანე (+1936), მღვდლები: წმ. პოლიევქტოსი (+1936), ფილიმონი (+1879), მღვდელმოწამე ანდრია და პეტრე (+1924, კარბელაშვილები)
წმ. აღმსარებელი ძმები - მღვდელმთავარი სტეფანე (+1936), მღვდლები: წმ. პოლიევქტოსი (+1936), ფილიმონი (+1879), მღვდელმოწამე ანდრია და პეტრე (+1924, კარბელაშვილები)
საქართველოს ეკლესიის წმინდანთა დასში ძმები კარბელაშვილებიც შედიან. მათი ღვაწლი, თავდადება ქვეყნის, დედაეკლესიის წინაშე უდიდესია. გვარი მომდინარეობს მისი წინაპრის, პეტრე ხმალაძისგან, რომელსაც მეტსახელად "კარბელას" ეძახდნენ, რადგან მისი დედულეთი, სადაც გაიზარდა, სოფელი კარბი იყო. როცა ის სოფელ ჭალაში დაბრუნდა, "კარბელა" შეარქვეს. პეტრე ამილახვრებთან მსახურობდა, შინაყმა იყო. როდესაც ამილახვრების ერთ-ერთ ვაჟს მუსიკას ასწავლიდნენ, პეტრეს საოცარი მუსიკალური ნიჭი გამოუმჟღავნებია, ურთულეს საგალობლებს ღიღინებდა და მაშინვე არქიმანდრიტის ყურადღება მიიქცია. მან ის წაიყვანა და გალობა ასწავლა. ის წლების განმავლობაში გალობდა საქართველოს მრავალტანჯული კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ მეორის (ბაგრატიონის) გუნდში. 1810 წლის ნოემბერში პატრიარქის საქართველოდან ძალადობრივი განდევნის შემდგომ, პეტრე რუსთველი მიტროპოლიტის, სტეფანეს (ჯორჯაძის) სამღვდელმთავრო გუნდს ხელმძღვანელობდა. პეტრეს ოთხი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ გრიგოლმა გააგრძელა მისი საქმე. რვა წლის ასაკიდან იგი გალობდა და სამოციქულოს კითხულობდა შიომღვიმის მონასტერში. 15 წლის გრიგოლი დავითგარეჯის მონასტერში გადავიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო ტიპიკონი, სრული გალობა და მწიგნობრობა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გრიგოლი დაოჯახდა და მამის გარდაცვალების შემდეგ, 1844 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. იგი სოფელ ჭალაში, თავად ამილახვრების კარის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც საკუთარი ხარჯით ინახავდა და ასწავლიდა სამღვდლოდ გამზადებულ ახალგაზრდებს. XIX საუკუნის 60-იან წლებში ქართული გალობის გადარჩენის საკითხი მწვავედ დადგა. ეს ის პერიოდია, როდესაც ძველი თაობა მიდიოდა და იკარგებოდა დიდი საგანძური. ეს თითქოს წარმოუდგენელი იყო, რადგან გალობის მცოდნენი ათასობით იყვნენ, მაგრამ ეპარქიების გაუქმებამ, მწიგნობრული კერების მოშლამ, ძალიან ბევრ საკითხს შეუქმნა საფრთხე. დღის წესრიგში დადგა სხვა მგალობლების მოძებნა. მაგრამ, საუბარი იყო იმაზე, თუ რომელი საგალობლები ჩაეწერათ და რა მეთოდით. ერთადერთი ლოგიკური და გამართლებული მეთოდი იყო ოთხხაზიანი სანოტო სისტემის შექმნა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მგალობელთა გუნდების შეპირისპირება. დასავლეთ საქართველოში საგალობლების ჩაწერა ითავა ფილიმონ ქორიძემ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - დეკანოზმა გრიგოლ კარბელაშვილმა, რომელიც აღმოჩნდა ერთადერთი სრულად მცოდნე აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოებისა. 1862 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაკარმა (მატათაშვილმა), იგი ქართული გალობის მასწავლებლად მიიწვია. მისმა აღზრდილმა მოწაფეებმა სახელი გაითქვეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. მამა გრიგოლი თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული გალობის მასწავლებლად გადაიყვანეს, მაგრამ 1872 წელს რუსული რეაქციული პოლიტიკის გამტარებელმა, ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) ქართული გალობის მასწავლებლის შტატი გააუქმა და სემინარიაში მშობლიურ ენაზე კითხვა-გალობა აიკრძალა.

წმინდა ხუცესი ფილიმონ კარბელაშვილი

დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილს ჰყავდა 6 შვილი, ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ხუთივე ვაჟმა: ფილიმონმა, ანდრიამ, პოლიევქტოსმა, ვასილმა და პეტრემ სასულიერო გზა აირჩიეს. ძმათაგან უფროსი, ფილიმონი, გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობის ნიმუშად მიიჩნეოდა. 1860 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და აქედან იწყება მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა. ის ცნობილი იყო მთელ ქართლ-კახეთში, როგორც კარგი მგალობელი, მქადაგებელი და მწყემსი კეთილი. მამა ფილიმონის უშუალო ხელმძღვანელობით იზრდებოდნენ უმცროსი და-ძმები. მას სკოლაც ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. წმინდა ილია მართალმა მოთხრობაში "გლახის ნაამბობი" მოძღვრის სახედ სწორედ მამა ფილიმონი გამოიყვანა. თავისსავე გახსნილ სკოლაში მოღვაწეობის გარდა, მამა ფილიმონი გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი საბუთების შეგროვებითა და შესწავლით. ამილახვრების ოჯახში დაცული არაერთი უძველესი საეკლესიო თუ საისტორიო დოკუმენტი მისი გადარჩენილია. მან შეაყვარა თავის უმცროს ძმას, პოლიევქტოსს მშობლიური ქვეყნის ისტორია. წმინდა მღვდელმთავრები, ალექსანდრე და გაბრიელი, მამა ფილიმონს მოიაზრებდნენ საქართველოს ეკლესიაში ეროვნული მიმართულების საიმედო დამცველად და ფიქრობდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მღვდელმთავრად გამოერჩიათ. მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შეუწყო ხელი და ადრეულ ასაკში, 1879 წელს მოულოდნელად აღესრულა. დაასაფლავეს სამთავისის ტაძრის ეზოში, სადაც მსახურობდა. ამ განსაცდელმა დეკანოზ გრიგოლს სიბერე გაუმწარა და ერთი წლის შემდგომ, 1880 წელს ისიც გარდაიცვალა. ძმებისთვის კი, მამისა და უფროსი ძმის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ისინი ბავშვობიდან სულ ფილიმონთან ერთად იყვნენ და საკმაოდ საინტერესო გარემოში გაიზარდნენ: ამილახვრების სასახლე, ძველი საბუთები, სიგელ-გუჯრები, ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა.

დეკანოზი წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილი

პოლიევქტოს კარბელაშვილი დაიბადა 1855 წელს. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. პოლიევქტოს კარბელაშვილი მოღვაწეობდა თბილისში, გურჯაანში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა სოფელში. ამავე დროს ეწეოდა კვლევით მუშაობას და ხში¬რად აქვეყნებდა საინტერესო მასალებს ჟურნალ-გაზეთებში "პ. ცხვილოელის", "პ. ჭალელის", "სამთავნელის" და "პ. უსიტყველის" ფსევდონიმებით. ცალკე წიგნებად არის "ქართული საერო და სასულიერო კილოები" (1989 წ.), "კათოლიკოსნი და მღვდელმთავარნი" (1900 წ.), "იერარქია საქართველოს ეკკლესიისა" (1901 წ.) და "ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ.ტფილისში" (1902 წ.).
პოლიევქტოს კარბელაშვილი იყო საქართველოს ისტორიის მოამაგეც. ის სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს წარსულისადმი. უფროსი ძმის, მამა ფილი¬მონის მიბაძვით, ნებისმიერ საბუთს, წიგნსა თუ ნივთს, რომელთაც ისტორიასთან მცირედი შეხება ჰქონდა, რუდუნებით აგროვებდა და ინახავდა. პოლიევქტოსს დიდად აწუხებდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარსულის ამსახველი დოკუმენტები და ძეგლები ზიანდებოდა ან უკვალოდ იკარგებოდა მომავალი თაობისათვის. მას შეუსწავლია სვანეთის ძველ ეკლესია-მონასტრებში არსებული ისტორიული მასალები. მისი წყალობით, არაერთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი სიგელ-გუჯარი შემოგვრჩა - გადაწერა და შემოინახა 2000- მდე სიგელ-გუჯარი, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს ცენტრალურ არქივში. მან დიდი ღვაწლი გასწია XII-XIII სს. "ქრონიკის" შედგენის საქმეში. აქ დაუნჯებულია მდიდარი დოკუმენტური, ეპიგრაფიკული, ეთნოლოგიური და ფოლკლორული მასალები (იხ. საქართველოს ისტორიის ქრონიკები. თბ., 1880 წ.).

საგულისხმო მონაპოვარია მის მიერ გურჯაანში მიკვლეული "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი, რომლის პუბლიკაცია მოხდა ჟურნალ "ივერიაში" (1880 წ. №3).

1889 წ. პოლიევქტოს კარბელაშვილი ეწვია დავითგარეჯის მონასტერს, შეისწავლა იქ არსებული ბიბლიოთეკა. მისი გადმოცემით, იქ 110 ცალი ხელნაწერი წიგნი ყოფილა, რომელთა შორის 22 ტყავზე იყო დაწერილი. პ. კარბელაშვილმა გადმოწერა და გაშიფრა ამ წიგნების "მინაწერები". დავითგარეჯის უდაბნოში ბიბლიოთეკის აღმოჩენას გამოხმაურებია ი. ჭავჭავაძე, რომელიც "ივერიის" (1886 წ. №159) მეთაურ წერილში წერდა: "ჯერ მარტო დავითგარეჯის უდაბნოში 100-ზე მეტი წიგნი აღმოჩენილა. მათ შორის ზოგი იმისთანაა თავისი სიძველით, რომ ფასდაუდებელია. რამდენი სხვა ამისთანა მონასტერია ჩვენს ქვეყანაში და რამდენი წიგნი უნდა აღმოჩნდეს ამ მონასტრებში, ვინ მოსთვლის".

პ. კარბელაშვილის არქივში დაცულია მრავალი საინტერესო მასალა. მათ შორის, თვალსაჩინო მამულიშვილების - ექვთიმე თაყაიშვილის, ალ. ხახანაშვილის, თედო ჟორდანიას და სხვათა წერილები. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის მოწინავე მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ალ. ყაზბეგთან, ნ. ნიკოლაძესთან, ივ. ჯავახიშვილთან, მ. ჯანაშვილთან და სხვებთან. პოლიევქტოსს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე ყაზბეგთან. თბილისში ერთად ცხოვრობდნენ და მისი შესანიშნავი მოგონებები დღემდეა შემორჩენილი. კომიკურ სიტუაციებს იხსენებს, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის მაიმუნს, ჩიკოს ეხებოდა. ასევე, ძალიან ბევრი ცნობა აქვს ალექსანდრე ყაზბეგის ხასიათთან დაკავშირებით.

აკაკი წერეთელს მოგზაურობის დროს კახეთში (1897 წ.) ღამე გაუთევია სოფელ გურჯაანში, პ. კარბელაშვილის სახლში. წერს პოეტი: "ერთი ღამე გზაში მამა პოლიევქტოს კარბელაშვილისას გავათიე, სადაც გავსინჯე მისი ქართული ბიბლიოთეკა და კმაყოფილი დავრჩი" (ა. წერეთელი, თხზ. ტ. XIII გვ. 316-317).

დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი გარდაიცვალა 1936 წელს. იგი დაკრძალულია ქ.გურჯაანში.

წმინდა მღვდელმთავარი სტეფანე (ვასილი) კარბელაშვილი (1858-1936)

წმინდა მღვდელმთავარი სტეფანე კარბელაშვილი დაიბადა 1858 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფ. ქვემო ჭალაში (საამილახვროში), ცნობილი სასულიერო მოღვაწი¬სა და მგალობლის, გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილის ოჯახში. ეპისკოპოსი სტეფანე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ამ დღეს, მისი მამა მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი ჯვარპატიოსნის ეკლესიაში წირავდა, როდესაც, ზარების წინ, მამა გრიგოლს ბარძიმი გამოუბრძანებია და წარმოუთქვამს: "შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწ¬მუნოებით მოვედით", მისთვის ვაჟის დაბადება მიუხარებიათ. ეს ფაქტი თითქოს სიმბოლური იყო და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვასილის ცხოვრება სწორედ ღვთის შიშით, სიყვარულითა და სარწმუნოებით წარიმართა. მასთან ერთად, კარბელაშვილების ოჯახში კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღიზარდა: ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი და პეტრე. მამა გრიგოლმა და მისმა მეუღლემ ანამ ზედმიწევნით კარგად შეასწავლეს შვილებს მშობლიური ენა, წერა-კითხვა და უძველესი ქართული სიმღერა-გალობა. სასწავლებელში შესვლამდე, 6 წლის ასაკში, ძმებმა ზეპირად იცოდნენ წირ¬ვის წესი რვა ხმათა მიხედვით. "შემდეგ ამისა, ექვსი წლიდან, კერიასთან დამაწყებინა დავითნის კითხვა დედაჩემმა ანამ და მთელი კანონი დამასწავლა. სხვა კი შევისწავლე მე ჩემი უფროსი დის, სიდონიას ხელმძღვანელობით", - იგონებს მეუფე სტეფანე კარბელაშვილი.

საოჯახო განათლების მიღების შემდეგ, ყმაწვილმა ვასილ კარბელაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქედან შეიგრძნო სწავლის ძირის სიმწარე: "როზგისათვის წკეპლებს ჩვენვე გვაზიდინებდნენ ლიახვის ჭალიდან და დღეში ორჯერ და სამჯერ ვიწკეპლებოდით ხოლმე", - ვკითხულობთ მის მოგონებებში. სიყმაწვილის წლებში ვასილი, ძმებთან ერთად, სოფლის ყოველდღიურ სამუშაოსაც ასრულებდა. ძმების ცხოვრება ისეთივე სადა და უბრალო იყო, როგორც ყოველი გლეხისა. მშობლებმა იგი სოფლის ყოველგვარ სამუშაოს შეაჩვიეს, მაგრამ შრომასთან ერთად, მათთვის სწავლა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როდესაც მამა გრიგოლი მწირველი მღვდელი იყო. როცა ძმები გალობდნენ, მათ მოსასმენად სხვადასხვა სოფლიდანაც კი მოდიოდნენ. მეუფე სტეფანე კარბელაშვილს ცხოვრების ბოლომდე გაჰყოლია ის საოცარი აღფრთოვანება, რასაც განიცდიდა ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. დღესასწაულის წინ, ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს და ამის შემდეგ, გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას.

მგალობელი ძმების დებიუტი 1864 წელს შედგა, როდესაც ვასილი ექვსის წლისა იყო. საზეიმოდ თავმოყრილ საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა: ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან ხალხური სიმღერების შესრულებით: "ყურშაო", "ვინცა კაცია", "ღიღინი", "გვიბრძანე", "ზამთარი", "თამარ მეფე", "შავლეგო", "ესო მესო" და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ.

1867 წელს 9 წლის ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს სასწავლებლად. ძმებმა ამხანაგების საშუალებით, თბილისის სემინარიიდან დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერა-გალობის გავრცელება.

ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი სემინარიაში სწავლის პერიოდიდანვე გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. ეს ის დრო იყო, როდესაც ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა წალეკვით ემუქრებოდა ყოველგვარ ქართულს, რისი განსაკუთრებული ტენდენციაც ეკლესიის სფეროში შეინიშნებოდა. გრძნობდა რა უდიდეს მოვალეობას სამშობლოს წინაშე მეუფე სტეფანე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდებოდა გაზეთებში: "დროება", "ივერია", "ცნობის ფურცელი", "საქართველო", ჟურნალში "კლდე" და სხვ. მის პუბლიკაციებში გამოსჭვიოდა მშობლიური ეკლესიის აღორძინებისა და თავისუფლების მოპოვების სანუკვარი ოცნება. იგი "ვინმე ხუცესის", "ბერი ბერდიას", "ძველი სემინარიელის" ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს ქართული ეროვნული საგალობლების აღორძინება-დაცვის, საქართველოს ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნების და ერისათვის სხვა მტკივნეულ საკითხებზე.

სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1882 წელს, იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პროფ. კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისთვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესი გორის ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882- 1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრა¬დიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასილის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა.

სამღვდელო მოვალეობის შესრულების გარდა, მღვდელი ვასილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საღმრთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად სასულიერო და სამრევლო სკოლებში, ასევე უძღვებოდა ქართული გალობის შესწავლის საქმეს. სასწავლო-საგანმანათლებლო ქსელში მისი მოღვაწეობა ეროვნულ პრინციპებზე იყო დამყარებული და ხელს უწყობდა სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის დანერგვას. მას აშკარა დაპირისპირება ჰქონდა ანტიეროვნული პოლიტიკის გამტარებელ რუს ჩინოვნიკებთან, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ქართულ ენას, ეროვნულ ღვთისმსახურებას და ა.შ. ცნობილია მისი გახმაურებული კონფლიქტი სასულიერო სემინარიის რეაქციონერ მასწავლებელ ნედელსკისთან, როდესაც საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. აღნიშნული დაპირისპირების შედეგი იყო ერთ-ერთი მიზეზი ვასილის გადასახლებისა იმპერიის შიდა გუბერნია შემახაში (დღევ. აზერბაიჯანი) 1903 წლის თებერვალში გადასახლებას წინ უძღოდა 1903 წლის 2 იანვარს მისი მონაწილეობა მასწავლებლის, მოსე მეგრელიძის დაკრძალვაში. დაკრძალვამ მანიფესტაციის სახე მიიღო, რომელსაც მამა ვასილი ხელმძღვანელობდა და რაც შესანიშნავი საბაბი გამოდგა იმპერიის ხელისუფლებისათვის. მაშინდელი ეგზარქოსი ალექსი (1902-1905 წწ.) მღვდელ ვასილ კარბელაშვილს ახასიათებდა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტირუსული პოლიტიკის მომხრე ადამიანს. საქმის გამოძიებისას, დაზვერვის საიდუმლო მიწერილობაში, მამა ვასილი მღვდელ პოლიევქტოსთან ერთად დახასიათებულია, როგორც ხელისუფლებისათვის მეტად საშიში პიროვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ძმები, ვასილი და პოლიევქტოსი, კირიონ საძაგლიშვილის თანამოაზრენი და თანამებრძოლნი იყვნენ. ძმები ბუქარესტში გამომავალ ჟურნალ Православнიй Востокъ- ში თანამშრომლობდნენ და ხელს უწყობდნენ მის არალეგალურ გავრცელებას საქართველოში. ჟურნალი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ანტიიმპერიალისტური ხასიათით, სადაც მკაცრად იყო მხილებული საქართველოს ეგზარქოსისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილი არსი.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 1903 წელს მღვდელი ვასილი, ოჯახთან ერთად, შიდა გუბერნიაში ქალაქ შემახის სამრევლოში გადაიყვანეს. შემახაში მამა ვასილს დიდი განსაცდელი შეხვდა, რამაც კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა. 1903 წელს გაზეთი "ივერია" წერდა: "სამწუხარო ამბავს გვატყობინებენ ქ. შემახიდან: ახლახან იქ გამწესებული მღვდელი ქართულ საეკლესიო მწერლობაში ცნობილი ვასილ კარბელაშვილი თოფით დაუჭრიათ. ტყვია მოხვედრია მარჯვენა მხარში და მარცხენაში გაჩერებულა. ექიმი მელიქიშ¬ვილი, რომელმაც ტყვია უკვე ამოაცალა, იმედოვნებს, რომ დაჭრილი მორჩება". მამა ვასილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ქართველი საერო და სასულიერო პირების დაჟინებული მოთხოვნით, დაჭრილი მოძღვარი სამშობლოში დააბრუნეს.

მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, ძმები კარ-ბელაშვილები არ ანელებენ მოღვაწეობას. მამა ვასილი არ ეგუებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ტერორსა და უსამართლობას. 1923 წლის 2 მაისს მან სტალინს საყვედურის წერილიც კი გაუგზავნა: "დიდად პატივცემულო (ბატონო) სოსო! გაგიკვირდება ძველი მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელმაც უნდა მოგაგონოს, რაც იყო, ჩაგაფიქროს, რაც არის და გაგათვალისწინებინოს, რაც იქნება! ადრეც გითხარი და ახლაც გეტყვი: "ვაი, იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს"... სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ და საქართველოს მიწამ გამოგზარდა, სამშობლოსა და ერის სიყვარულს ვერარა დაშრეტს შენს გულში! კიდევ გთხოვ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ. რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სი-წმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისთვის იბრძვი, რომ სომხები, ოსები და ურიები არ წამოასხათ კისერზედ ქართველ ხალხს? საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან, როგორ შეავიწროვონ ტერიტორია? იქნებ გწყინს, ჩემო სოსო? ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლის შემაშრობელს, იმედია, ყურად იღებ და მოალბობ ჩემს გულს და მალე სანუგეშოს მომწერ, რომ აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენს მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზე გული. პასუხს ველი". სამწუხაროდ, სტალინს ამ წერილზე პასუხი არ მიუწერია. სხვათა შორის, პოლიევქტოსსაც აქვს ასეთივე მამხილებელი წერილი მიწერილი ფილიპე მახარაძისთვის, ოღონდ მისი წერილი უფრო მკაცრი იყო, რადგან თვითონ პიროვნება იყო პირდაპირი. ძმებ კარბელაშვილებს თავიანთი ცხოვრების გზაზე არაერთი სიმწარის დათმენა მოუწიათ, მაგრამ შვილების დაკარგვისგან მიყენებული ტკივილი უმწარესი აღმოჩნდა. პოლიევქტოს კარბელაშვილის ვაჟი გიორგი (გიგო), ირანის ფრონტზე ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო მეორე ვაჟი - იოანე, 1920 წელს ზაქათალაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს. თავად პოლიევქტოსი და ვასილი "შავ სიაში" იყვნენ შეყვანილები, რადგან სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტავთ ღვთის დიდება და სამშობლოს მომავლისთვის ზრუნვა.

მღვდელ ვასილს ამასობაში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი... მისი მეუღლე, მარიამ თეოფანეს ასული ჩიჯავაძე, ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და ავტოკეფალისტის, იოსებ ჩიჯავაძის და გახლდათ. მათ ექვსი შვილი აღზარდეს: ელიზბარი, თამარი, შალვა, ნინო, ელიზავეტა და ბარძიმი. საგულისხმოა, რომ ქალბატონი მარიამი ვასილ კარბელაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი საყრდენი იყო, რომელიც უდრტვინველად ზიდავდა მეუღლეობის მძიმე ტვირთს და სამშობლო საქმეებზე გადაგებული ვასილის გვერდით იდგა მთელი ცხოვრების მანძილზე. ვასილი ხომ ძირითადად ოჯახის ბიუჯეტიდან აღებული თანხებით აღასრულებდა მამულიშვილურ საქმეებს. ასე გამოსცა მან ქართლ-კახური საგალობლების კრებული 1896-1898 წლებში, რაც უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ფასად განახორციელა.

ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) განსაკუთრებული აქტიურობით იბრძოდა რუსული ბიუროკრატიული წყობილების შედეგად დაკნინებული ეროვნული თვითშეგნების აღსადგენად და ხელს უწყობდა მომავალი თაობის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესს. იგი იბრძოდა სასწავლებლებში ქართული ენის დამკვიდრებისათვის, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა იმისათვის, რათა აღსაზრდელს მშობლიურ ენაზე შეეთვისებინა საღმრთო შჯული და ქრისტეს მაღალი მოძღვრება. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო მომავალ ქართველ დედათა აღზრდა-განათლება და მათში ეროვნული სულისკ-ვეთების ჩამოყალიბება.

მეუფე სტეფანემ უდიდესი ამაგი დასდო ეგზარქოსების მიერ გაძარცვული მონასტრებიდან გაბნეული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების თავმოყრისა და დაცვის საქმეს. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული საეკლესიო მუზეუმის დაარსებისა (1889 წ.) და შემდგომში მისი მუშაობის მიმართულებით; იყო ამ მუზეუმთან შექმნილ მეცნიერთა კომიტეტის წევრი, რომლის მიერ მოძიებულ და გამოკვლეულ იქნა არაერთი ისტორიული საბუთი და სიგელ-გუჯარი.

სტეფანე კარბელაშვილი იღვწოდა ძველი ქართული არქიტექტურული ნაშთების შესწავლისა და მოვლა-პატრონობისათვის. იგი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის მიერ აღწერილი და შესწავლილ იქნა ქართული არქიტექტრული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ის ძეგლები, რომლებიც არ იყვნენ შეტანილი იმ დროის თვალსაჩინო ისტორიკოსებისა და გეოგრაფების მიერ შედგენილ ნუსხებში. საქართველოს ამ უძველესი კუთხის ძეგლთა აღწერა მით უფრო იყო ყურადსაღები, რომ არაქართველი მოსახლეობის (სომხების) მიერ მათი მითვისება ხდებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

ქართველი ერის მორალურ-ზნეობრივი სიწმინდისა და სარწმუნოების განმტკიცების მიზნით დეკანოზმა ვასილ კარბელაშვილმა დაბეჭდა და დღის სინათლეზე გამოიტანა ქარ¬თული სასულიერო მწერლობის უძველესი ნიმუშები.

საყურადღებოა, რომ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში 1924 წელს, როდესაც აღდგენილი იქნა ბოდბის საეპისკოპოსო კათედრა, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი ხელდასხმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ დამცხრალა ქართული ეროვნული ეკლესიის ისტორიული საფუძვლის განმტკიცებისათვის ბრძოლაში, მისი მოღვაწეობა ცარიზმის, მენშევიკური მთავრობისა და ბოლშევიკების მმართველობის უმძიმესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცხოვრების ბოლომდე ქართული ეროვნული საქმის ქომაგად დარჩა.

1936 წლის აპრილში ჯერ ეპისკოპოსი სტეფანე გარ-დაიცვალა, ხოლო იმავე წლის მიწურულს, პოლიევქტოსმაც მშვიდობით შეავედრა სული უფალს. ძმები კარბელაშვილების დევნა არ დასრულებულა მათი გარდაცვალების შემდგომაც. 1937 წლის რეპრესიებისას სასტიკად გაუსწორდნენ მათ შვილებს. უსამართლოდ დახვრიტეს დავით პოლიევქ-ტოსის ძე კარბელაშვილი, ნიჭიერი ენათმეცნიერი, იგივე ბედი ეწია ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილს, მკვდრებიც კი დასაჯეს

დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილების მოწამებრივი აღსასრული

1922-24 წლებში საქართველოში უღმერთო ხელისუფლების წინააღმდეგ მომხდარ წარუმატებელ აჯანყებებს მოჰყვა მასობრივი რეპრესიები. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სადამსჯელო ოპერაციები მთელი სისასტიკით მიმდინარეობდა გორის მაზრაში. მამა ანდრიასთან მოვიდა შემაშფოთებელი ცნობა, რომ სოფელ მუხრანში, სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად, დაუპატიმრებიათ მისი უმცროსი ძმა, მღვდელი პეტრე კარბელაშვილი. ასაკოვანი მოძღვარი მაშინვე გაეშურა ძმის საძებნელად. ადგილზე მისულმა შემაშფოთებელი ვითარება იხილა. გაბოროტებულ ჩეკისტებს დაპატიმრებული ჰყავდათ ყველა ის პიროვნება, ვისზეც მცირეოდენი ეჭვი მიიტანეს და ბევრიც ისეთი, ვისაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამ აჯანყებაში მონაწილეობასთან. მამა პეტრესთან ერთად იყო რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის ოჯახის ახლობლები, ქვემო ჭალის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარი და სამთავისის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი გაბრიელ პარკაძე. ჩეკისტები აცხადებდნენ, რომ დაპატიმრებულები მიჰყავდათ გორში, სადაც გაირკვეოდა მათი ბრალეულობა. სამწუხაროდ, მათ თავიდანვე განზრახული ჰქონდათ დაპატიმრებულთა სიკვდილით დასჯა, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. ტირიფონას ველზე, მდინარე ტორტლასთან მისვლისთანავე, ჯალათებმა მოაწყვეს პატიმართა გაქცევის ინსცენირება და ცეცხლი გახსნეს. ოცდაოთხი ქართველი პატრიოტის უსულო სხეული ღია ცის ქვეშ მიატოვეს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. დილით, ადგილზე მისულმა ახლო სოფლების მცხოვრებლებმა შემზარავი სურათი იხილეს. გათხარეს საერთო საფლავი და მოწამებრივად აღსრულებულნი მიწას მიაბარეს. დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე კარბელაშვილები მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ღვთისმსახურები იყვნენ და ქრისტეს სარწმუნოებას არ უღალატეს - უარი თქვეს ანაფორის გახდაზე და უმძიმეს დროს თავისი სამწყსო არ მიატოვეს.

ამ სისხლით მორწყულ ადგილზე დგას მარმარილოს დაფა წარწერით: "აქ აღიმართება 1924 წელს საქართველოს თავისუფლებისთვის მსხვერპლად შეწირულთა მემორიალი".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.
....................................
აქვე წაიკითხეთ:

ილია მართალმა "გლახის ნაამბობში" მოძღვრის სახით სწორედ ფილიმონ კარბელაშვილის სახე გამოხატა...

როცა პირველი თოფის ხმა გაისმა, ორი ღვთისმსახური უშიშრად, ხელიხელჩაკიდებული აღუდგა თურმე ტყვიებს

რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ რჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას?!

წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილი - ძველი ანჩისხატის ტაძარი

ძმები კარბელაშვილების ხსენების დღე გურჯაანში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნა

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat