რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ რჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას?!
რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ რჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას?!
2011 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდმა განიხილა მამა-შვილ კარბელაშვილების ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და წმინდანებად შერაცხა:

ძმები კარბელაშვილების მამა - დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი და მისი ძენი:

ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილი 1858-1936) ბოდბელი;

დეკანოზები - პოლიევქტოსი (1855-1936) და ანდრია (1851-1924),

მღვდლები - ფილიმონი (1836-1879) და პეტრე (1860-1924).

დეკანოზ ანდრიას და მღვდელ პეტრეს ეწოდათ წმინდა მღვდელმოწამენი; დეკანოზ გრიგოლს, ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსსა და მღვდელ ფილიმონს ეწოდათ წმინდა აღმსარებელნი. მათი ხსენება დაწესდა 6 სექტემბერს, დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილების მოწამებრივად აღსრულების დღეს.

ზემოთ მოხსენიებული წმინდა მამები საამილახვრო სოფელ ქვემო ჭალაში დაიბადნენ. წმინდანად შერაცხული მამების მოღვაწეობას ქვემო ჭალის ლუარსაბ კარბელაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში (დირექტორი: ბ. ქენქაძე) XI კლასის მოსწავლეებმა საGვენებელი გაკვეთილი მიუძღვნეს.

გვესაუბრება ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის პედაგოგი, სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნე ირმა (ელისაბედ) ზაქარიაშვილი.

- ჩვენი გულები სიხარულით აივსო, როდესაც შევიტყვეთ მამების, კარბელაშვილების კანონიზების შესახებ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: - როგორ, ერთ ოჯახში ექვსი წმინდანი მოღვაწეობდა? ექვსივე სასულიერო პირი? ექვსივე ერთგული ღვთისა და მამულისა? დიახ! ექვსი წმინდა მამა ერთი ოჯახიდან, საამილახვრო სოფელ ქვემო ჭალიდან გახლავთ.

ქართველებს წმინდანთა სიმრავლე არ გვაოცებს, რადგან ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, ვისაც გვყავს ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით, 6 000 გარეჯელი ბერი, 100 000 მოწამე თბილისში ხვარაზმელთაგან მოწყვეტილი...

ქვემო ჭალის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს მამებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი ანდრე კარბელაშვილი (წმინდა მღვდელმოწამე ანდრიას შვილიშვილი) უშურველად გვიგზავნის სკოლაში პერიოდულ გამოცემებს: "რაეო", "ქვაკუთხედი", საკუთარ ნაშრომებს, სადაც აქვეყნებს დიდებული წინაპრების ისტორიას. ჩვენი გაკვეთილი საინტერესოდ რომ წარმართულიყო, დაწვრილებით შევისწავლეთ ქალბატონ სოფიო ანდღულაძის ნაშრომი "ეპისკოპოსი სტეფანე ბოდბელი (ვასილ კარბელაშვილი)".

XI კლასის მოსწავლეებმა მარიამ ჭეხაშვილმა და ნათია ხელაშვილმა ინტერნეტის დახმარებით საინტერესო მასალები და ფოტოკოლაჟი მოამზადეს, რითაც ეფექტი შესძინეს გაკვეთილს, რომელიც საგალობლის ("შენ ხარ ვენახი") ფონზე მიმდინარეობდა.

შარშან ზაფხულში პროექტში, "ჩემი სოფელი საამილახვრო ჭალაა", ფირზე ავღბეჭდეთ წმინდა მამების - კარბელაშვილების კარ-მიდამო, ტირიფონის ველი, სადაც რეპრესიების დროს მოწამებრივად აღესრულნენ წმინდა მღვდელმოწამენი ანდრია და პეტრე.

გადავიღეთ სამთავისის საკათედრო ტაძრის ეზო, სადაც წმინდა აღმსარებელი ფილიმონი განისვენებს. საფლავის ქვაზე ვრცელი ეპიგრაფიკული წარწერაა ამოტვიფრული. აქვეა მოხსენიებული მისი მამა დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი.

სკოლაში გვაქვს სტენდი, რომელზეც გამოფენილია აწ უკვე წმინდანად შერაცხული მამების ფოტოკოლაჟი...

- გვესაუბრეთ ქართლ-კახურ, ე.წ. "კარბელაანთ კილოზე".

- სოფიო ანდღულაძე წერს: "წმინდა მამებმა უდიდესი ამაგი დასდეს ქართლ-კახური საგალობლების ნოტებზე გადმოტანის მამულიშვილურ საქმეს. ქართლ-კახური გალობა, რომელიც ეროვნულ საუნჯეს წარმოადგენდა, ქართველობაში "კარბელაანთ კილოდ" იყო ცნობილი. დედა ეკლესიის ეს უნიკალური საგანძური მონასტრებში ინახებოდა, მაგრამ როდესაც მონასტრული ცხოვრება შეწყდა, ბერების გუნდი შემცირდა და ქართული გალობა დავიწყებას მიეცა. იგი შემორჩენილი იყო კარბელაშვილების გვარში. ვასილ კარბელაშვილმა (ეპისკოპოსი სტეფანე) საგალობლები ნოტებზე გააწყო, რითაც ხელმისაწვდომი გახადა ყოველი მორწმუნისათვის..."

ჩემს მოსწავლეებს ქართული პოლიფონიური საგალობლების თეორიული ცოდნა აქვთ. ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებზე საშუალება ეძლევათ მოისმინონ საგალობლები...

საეკლესიო მუსიკის მკვლევარი, ლოტბარი მალხაზ ერქვანიძე წერს: "ქართული გალობის წარმოშობასა და ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული ექვსი ძირითადი ნიშანია: ა) ნათელი გონება, ბ) გულის მხურვალება, გ) განსაკუთრებული სამუსიკო ნიჭი, დ) ღვთისა და მოყვასის გარდარეული სიყვარული, ე) საღმრთო მადლი, ვ) საღმრთო გამოცხადება.

სწორედ ამ ნიჭებით იყვნენ აღვსილნი წმიდა მამები, კარბელაშვილები. მათ ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს ღმრთისა და მოყვასის "გარდარეული სიყვარული", თავგანწირული სიყვარული, რაც საკუთარი სისხლით დაამოწმეს ტირიფონის ველზე.

- მოგვიყევით წმინდა მამების მოღვაწეობის შესახებ...

- წმინდა ფილიმონ კარბელაშვილი 1831 წელს დაიბადა. მას გალობის, ქადაგებისა და მოძღვრების ნიმუშს ეძახდნენ. ის იყო საოცარი მქადაგებელი. მამა ფილიმონის მოსასმენად ქართლ-კახეთის სხვადასხვა სოფლიდან მოდიოდა მრევლი.

მამა ფილიმონს შინ სკოლა ჰქონდა გახსნილი და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშსა და ლოცვას ასწავლიდა.

ფილიმონ კარბელაშვილი ნიკო მესხიშვილს გაუცვნია ილია მართლისთვის. ილიას ძალიან მოსწონებია ნიჭიერი ახალგაზრდა და თავის "გლახის ნაამბობში" მოძღვრის სახეში ფილიმონის სახე გამოხატა.

33 წლის ფილიმონს სხვილოს ციხესთან აუყვანია თავისი უმცროსი ძმები და თავმოყრილი ხალხის წინაშე ქართული ხალხური სიმღერები უმღერიათ.

მამა ფილიმონი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამუდამო განსასვენებელი სამთავისის საკათედრო ტაძრის ეზოშია.

წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილი 1855 წელს დაბადებულა. მას საფუძვლიანი განათლება მიუღია ჯერ გორის, შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარიებში. მამა პოლიევქტოსი ცხოვრობდა თბილისში, მოღვაწეობდა მარტყოფში. ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

დეკანოზი პოლიევქტოსი იყო საქართველოს ისტორიის დიდი მკვლევარი, ჟურნალისტი. გადაწერა 2 000-მდე სიგელ-გუჯარი.

მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები: "ქართული საერო და სასულიერო კილოები", "იერარქია საქართველოს ეკლესიისა კათოლიკოსნი და მღვდელმთავარნი", "ძველი ანჩისხატის ტაძარი თბილისში".

1889 წელს მამა პოლიევქტოსმა შეისწავლა წმინდა დავით გარეჯელის მონასტრის ბიბლიოთეკა, სადაც 110 ცალი ხელნაწერი წიგნი ყოფილა, 22 - ეტრატზე შესრულებული.

1897 წელს ალავერდის ტაძარი მოილოცა აკაკი წერეთელმა. ტაძარში მგალობელთა გუნდს ლოტბარობდა დეკანოზი პოლიევქტოსი. აკაკის მოგონებებში ვკითხულობთ: "ღამე მამა პოლიევქტოსთან გავათიე, სადაც გავსინჯე მისი ქართული ბიბლიოთეკა და კმაყოფილი დავრჩი ამ საზოგადო მოღვაწით..."

ქართულ ლიტერატურაში ცნობილია ალექსანდრე ყაზბეგის წერილი, რომელიც დეკანოზ პოლიევქტოსს გაუგზავნა: "გეთაყვა, პოლე, შემატყობინე, როდესაც მოძღვარი დადის, ყოველთვის თან დააქვს თუ არა ზიარება?" და როცა ა. ყაზბეგმა პასუხი მიიღო, გააგრძელა თავისი რომანი "მოძღვარი".

დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი 1936 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გურჯაანში, ხევისუბნის ბაზილიკის ტაძარში. მისი საფლავი დეკანოზმა მიქაელმა (ხიხაძე) აღმოაჩინა.

სახელოვანი და დაფასებული ადამიანი ყოფილა ვასილ კარბელაშვილი, რომელიც 1858 წელს დაიბადა. მას საკმაოდ სოლიდური განათლება მიუღია როგორც სასულიერო, ასევე სამუსიკო.

1883 წელს ვასილი მღვდლად აკურთხა რუსეთის ეგზარხოსმა პავლემ. მიუხედავად იმისა, რომ ცარიზმის მმართველობის დროს სასულიერო იერარქიას ავტორიტეტი არ ჰქონდა, ვასილმა თავისი მოღვაწეობის გზად სასულიერო ცხოვრება აირჩია. ვასილი თავის მოგონებებში წერდა: "მღვდლად იმ ეგზარხოსმა მაკურთხა, ვინც ქართველი ერი დაწყევლა, ვის გამოც სიცოცხლეს გამოასალმეს დიმიტრი ყიფიანი..."

ვასილს მუშაობა უწევდა სხვადასხვა საეგზარხოსო ტაძრებში, სამრევლო სკოლებში. იგი ასწავლიდა საღვთო რჯულს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, ქართულ გალობას.

ვასილ კარბელაშვილს მარიამ ჩიჯავაძესთან 6 შვილი შეეძინა.

1923 წლის 2 მაისს ვასილი კრემლში, სტალინის სახელზე აგზავნის წერილს - მამა ვასილი სტალინს სემინარიაში ქართულ გალობას ასწავლიდა. წერილის ამონარიდი: "სამეგრელოში ზარის ხმა არ ისმის, დაჰკეტეს ეკლესიები, მღვდლებს ჰკრეჭენ, ხელ-ფეხ შეკრულებს აპატიმრებენ... ათასნაირი უსამართლობა, ჭორი ვრცელდება ხალხში. ნუთუ ამისთანა ამბები ხელსაყრელია მთავრობისთვის?! სამთავისისა და სვეტიცხოვლის დიდ ტაძრებს თეატრად უპირებენ გადაქცევას. აღდგომა ღამეს ბევრგან დაკეტეს და ლიტანია მოუსპეს!

სოსო! როგორი რწმენისაც უნდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ, საქართველოს მიწამ გაგზარდა.

რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ რჯულს, სიწმინდეს, სიფაქიზეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ მარტო მაგისთვის იბრძვი, რომ სომხები, ურიები, ოსები და ვინ გინდა, არ წამოასვათ კისერზედ ქართველ ხალხს? საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან, როგორ შეავიწროვონ ხალხიც და ტერიტორია? იქნებ გწყინს, ჩემო სოსო? ნუ გეწყინება და მომიტევე ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლის შემაშრობელს. იმედია, რომ ყურად იღებ ყველა ამას და მოალბობ ჩემს გულს და კარგ რამე სანუგეშოს მომწერ, რომ აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენს მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზედ გული..."

მიიღო თუ არა ადრესატმა წერილი, უცნობია. უეჭველია, გაგზავნის შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევდა სტალინამდე. სტალინს მოხუცებული მასწავლებლის სურვილი არ შეუსრულებია. 1924 წელს საქართველოში დაიწყო ეკლესიების ნგრევა-აწიოკება. ჩეკას თანამშრომლები ფიზიკურად ანადგურებდნენ სასულიერო პირებს. ამ მოვლენებს შეეწირნენ ვასილ კარბელაშვილის ძმები, მამები ანდრია და პეტრე კარბელაშვილები.

1925 წელს ვასილ კარბელაშვილი ბერად აღიკვეცა და უწოდეს სტეფანე. იგი იყო სტეფანე ბოდბელი ეპისკოპოსი. განაგებდა ალავერდის ეპარქიას. 1936 წელს მეუფე სტეფანე გარდაიცვალა, დასაფლავებულია თბილისის ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.

ეპისკოპოს სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ვერ გადაურჩა ბოლშევიკთა რეპრესიებს. მისი ორი ვაჟი, ელიზბარი და შალვა, 1937 წელს დახვრიტეს.

* * *
1924 წლის აგვისტოს იმ ავადსახსენებელ დღეს სოფელ ჭალაში შეიარაღებულმა რაზმმა დააკავა მესხიშვილები, პარკაძეები, ზაალიშვილები, ერისთავები... ტუსაღები გასასამართლებლად გორში უნდა წაეყვანათ. ეს ამბავი შეიტყვეს დეკანოზმა ანდრიამ და მღვდელმა პეტრე კარბელაშვილებმა. ისინი ტუსაღებს გაჰყვნენ და ამხნევებდნენ. მამებმა უკანასკნელად გადახედეს სხვილოს ციხეს, თავიანთ ბაღ-ვენახს. გამოჩნდა ტირიფონის ველი. მამები შეწირული ბატკნებივით მიჰყვებოდნენ მოწამებრივი აღსასრულისკენ მიმავალ თანამოძმეებს. ისინი უშიშრად დადგნენ განწირულთა დასაფარავად, რათა საკუთარი სისხლით დაეხსნათ თანამოძმენი უსამართლო დასჯისაგან.

საშინელი და შემაძრწუნებელი იყო დახვრეტის ადგილი. უამრავი ქართველი, უგონო ქართველისავე ხელით გულგაგლეჯილი, ეყარა უბრძოლო ბრძოლის ველზე. მათ შორის ჩაკეცილიყვნენ სამარადისო ძილით ძმები ანდრია და პეტრე კარბელაშვილები - საქართველოს ორი უდიდესი მგალობელი, ორი ტკბილხმოვანი მაფშალია.

ტირიფონის ველზე დატრიალებულ ტრაგედიას ჩემმა მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ბეჟანიშვილმა საოცარი, სულში ჩამწვდომი სტრიქონები მიუძღვნა:

ქარი ზუზუნებს ტირიფონაზე
და აშრიალებს წარსულის ფარდას,
ყური მივუგდოთ, ალბათ გვიამბობს
ამილახვართა სისხლიან ამბავს.
ვინ მოაქროლებს იმ შავ ბედაურს,
ფაფარი შავად რატომ აშლია,
მხედარს ამაყი, ზვიადი სახე
მწუხარებისგან რატომ წაშლია?
თუ სარდალია, ჯარი რა უყო,
ხმალი ქარქაშში რად ჩაუგია,
თუ აჩრდილია, სულთა საუფლო
თავისი ნებით რად დაუგდია!
გიცანით, გივი ამილახვარო,
და შენი ელდაც ახლა გვიგრძნია,
შენი ტკივილი ჩვენც ისე გვტკივა,
რომ სამძიმარიც ვეღარ გვითქვია.
ვინ დაგიხოცა შვილნი, ბადიშნი,
საამილახვროს დიდო ქომაგო?
იქნებ გგონია, რომ ლეკი იყო,
ანდა სპარსელი, თურქი-ოსმალო?
ეს ძმამ გასწირა ისევ თავის ძმა,
ციხე კვლავ გატყდა ისევ შიგნიდან,
წითელი ეშმა დროშის ფრიალით
გაცხარებული გვამებს ითვლიდა...
სამ დღეს კვნესოდა თურმე ეს მიწა,
როგორც დაჭრილი, სამ დღეს ბორგავდა.
ღამით კი სხვილოს ბებერი ციხე
უმწეობისგან მწარედ ოხრავდა...
შური ვიძიოთ? ვისზე ვიძიოთ,
უძღები შვილი ვინ მოიკვეთა?
ძმათა სისხლისმღვრელს უკვე მიეზღო,
უკვე განსაჯა უფალმა ღმერთმა.
ქარი კვლავ დაჰქრის ტირიფონაზე
და მხედრის ლანდიც მძიმედ გვშორდება,
ო, მოგვიტევეთ, მსგავსი ამბავი
აღარასოდეს განმეორდება!

* * *
ჩვენს გაკვეთილს ესწრებოდა: სამთავისის საკათედრო ტაძრისა და გორის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე (კალატოზიშვილი), პოეტი ვაჟა ოთარაშვილი, წმინდა პოლიევქტოს კარბელაშვილის შთამომავალი, კონსერვატორიის მაგისტრი თეა ბახტაძე, მრევლის წევრები, პედაგოგები...

საინტერესოდ გვესაუბრა კონსერვატორიის მაგისტრანტი, კასპის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის რეგენტი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მკვლევარი ეკატერინე ყაზარაშვილი, რომელიც ფუნდამენტურად სწავლობს წმინდა მამების მოღვაწეობას და მათ მიერ გაწყობილ საგალობლებს. ეკატერინემ ყურადღება გაამახვილა მამების პირადი წერილების შესახებ.

დასასრულ, წარმოვთქვით მოწამეთა საზოგადო ტროპარი და უფალს ყველაზე დიდი სათხოვარით, ყველაზე დიდი სანატრელი ნატვრით შევევედრეთ: "წმინდა მამების, კარბელაშვილების მეოხებით უფალმა გააერთიანოს სრულიად საქართველო და დაგვიბრუნოს ძველ საზღვრებში, ნიკოფსიიდან - დარუბანდამდის!" ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat