როცა პირველი თოფის ხმა გაისმა, ორი ღვთისმსახური უშიშრად, ხელიხელჩაკიდებული აღუდგა თურმე ტყვიებს
როცა პირველი თოფის ხმა გაისმა, ორი ღვთისმსახური უშიშრად, ხელიხელჩაკიდებული აღუდგა თურმე ტყვიებს
ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილის მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, არამედ, საზოგადოდ, იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. კარბელაშვილთა გვარის დამსახურებაა უძველესი ქართლ-კახური საგალობლების დაცვა და მათი უზადოდ მოტანა დღევანდლამდე. ვასილის მამა, გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილი, ცნობილი მგალობელი და სასულიერო პირი იყო. მის ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღიზარდა: ვასილი, ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი და პეტრე. მამა გრიგოლსა და მის მეუღლეს, ანას, შვილებისთვის კარგად უსწავლებიათ მშობლიური ენა, წერა-კითხვა და უძველესი ქართლ-კახური სიმღერა-გალობა. სასწავლებელში შესვლამდე, 6 წლის ასაკში, ძმებმა ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით. სწორედ კეთილშობილური საოჯახო აღზრდის შედეგი იყო სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული ძმები კარბელაშვილების უდიდესი სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, ღრმა ეროვნული თვითშეგნება. უფროს ძმას, ფილიმონს, სემინარია ჰქონდა დამთავრებული. თავის სახლში სკოლა გაუხსნია, სადაც გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. იგი მთელ ქართლ-კახეთში ცნობილი ყოფილა როგორც ჩინებული მგალობელო, მოქადაგე და მოძღვარი. ის იცნობდა ილია ჭავჭავაძეს, რომელსაც "გლახის ნაამბობში" მოძღვრის პროტოტიპად სწორედ ფილიმონი გამოუყენებია. კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდის დებიუტი 1864 წელს შედგა. 1 მაისს ცხვილოს ციხის ახლოს, საზეიმოდ შეკრებილ საზოგადოებაში, სამი ძმა: ანდრია, პოლიევქტოსი და ვასილი - გამოსულა ხალხური სიმღერების შესასრულებლად. მათ უმღერიათ: "ყურშაო", "ვინც კაცია", "ღიღინი", "გვიბრძანე", "თამარ მეფე", "შავლეგო", "ესო-მესო"... და დიდი მოწონებაც დაუმსახურებიათ. ამ სასიქადულო მამულიშვილებს რთულ დროში მოუხდათ ცხოვრება, მაგრამ ისინი ჭეშმარიტ ღვთისმსახურებად დარჩნენ და ღვთის მცნებებისთვის არასოდეს უღალატიათ.

საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილების ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული. ჩვენ ვესაუბრეთ დეკანოზ ანდრიას შვილიშვილს - ბატონ ანდრე კარბელაშვილს, რომელიც რუდუნებით ეძიებს ცნობებს პაპის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვთისა და ერისთვის თავდადებული წინაპრების მადლი და უხილავი შემწეობა მათი შთამომავლების ცხოვრებასა და მოღვაწეობას თვალსაჩინოდ ატყვია. რაც შეეხება ბატონი ანდრეს საზოგადოებრივ მოღვაწეობას იგი დაკავშირებულია კავშირგაბმულობასთან. 2000 წელს დააჯილდოეს ღირსების ორდენით კავშირგაბმულობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე წიგნი და ბროშურა. 2004 წელს მან პაპის ძმას მიუძღვნა ნაშრომი "ბოდბელ-ალავერდელი ეპისკოპოსი ვასილ კარბელაშვილი".

- ბატონო ანდრე, გთხოვთ გვიამბოთ დეკანოზ ანდრია კარბელაშვილის შესახებ. რატომ და როგორ დახვრიტეს იგი?

- როგორც ცნობილია, 1922-24 წლებში საქართველოში უღმერთო ხელისუფლების წინააღმდეგ მომხდარ წარუმატებელ აჯანყებებს მოჰყვა მასობრივი რეპრესიები. 1924 წლის სექტემბერში გორის მაზრის სოფელ ქვემო ჭალაში შეიარაღებულმა რაზმმა დააკავა მესხიშვილები, ერისთავები, ქარუმიძეები, ჭელიძეები, ზაალიშვილები, პარკაძეები... ტუსაღები გასასამართლებლად გორში უნდა წაეყვანათ. ეს ამბავი შეიტყვეს ამ სოფელში მცხოვრებმა დეკანოზმა ანდრია კარბელაშვილმა და მისმა ძმამ, მღვდელმა პეტრემ. მაშინვე რაზმელებთან მივიდნენ.

- ამათთან ერთად მეც წამოვალ! - განუცხადა ანდრიამ რაზმის უფროსს.

- რამდენი წლისა ხარ?

- 73 წლისა. ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- გორამდე ვერ იჩანჩალებ.

- მეც ძმას გამოვყვები, - ჩაერია ლაპარაკში პეტრე, რომელიც 64 წლის იყო.

- რაც გინდათ, ის ქენით, ბებრებო, მხოლოდ პატიმრებთან არ მიგიშვებთ, კონდახით თავებს გაგიხეთქავთ.

რაზმელებმა წინ გაირეკეს ტუსაღები და გორისკენ დაიძრნენ. მათ უკან მიჰყვნენ ანდრია და პეტრე. გადავიდნენ მდინარე ლეხურაზე. ძმებმა მარჯვნივ თავიანთ ბაღ-ვენახს გადახედეს. აღმართს აუყვნენ. სოფელს თვალი რამდენჯერმე შეავლეს. ანდრიამ შორს აღმართულ ცხვილოს ციხეს ახედა. გაახსენდა, რომ 13 წლისამ ძმებთან ერთად ციხის ძირში ხალხური სიმღერები იმღერა. გამოჩნდა ტირიფონის ველი. ყველანი დახვრიტეს...

ამ სისხლით მორწყულ ადგილზე დგას მარმარილოს დაფა წარწერით: "აქ აღიმართება 1924 წელს საქართველოს თავისუფლებისთვის მსხვერპლად შეწირულთა მემორიალი".

- ჩვენ ვიცით, რომ ტირიფონის ველის ტრაგედიამდე, 1923 წლის 2 მაისს, ვასილ კარბელაშვილმა წერილი გაუგზავნა იოსებ სტალინს. რა ურთიერთობა ჰქონდა მას სტალინთან და რას სწერდა?

- 1894-1899 წლებში ვასილ კარბელაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ქართულ გალობას ასწავლიდა. იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) ამ სემინარიის მოსწავლე იყო და ვასილ კარბელაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სემინარიელ მგალობელთა გუნდში გალობდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაახლოვდა მოსწავლე-მასწავლებელი. ყოფილი მასწავლებელი გენერალურ მდივანს სწერდა: "დიდად პატივცემულო (ბატონო) სოსო! გაგიკვირდება ძველის მასწავლებლის მოგონება და ასეთი გრძელი წერილი, რომელმაც უნდა მოგაგონოს, რაც იყო, ჩაგაფიქროს, რაც არის და გაგათვალისწინებინოს, რაც იქნება! მოიგონე, სულ ბოლოს რომ შეგხვდი "არცუნისეული" ქარვასლის აივანში, სემინარიიდან რომ გახვედი და მგონი, დარწმუნდი, რომ მე მართალი ვიყავ და ვარ, ვგონებ, რომ მომავალშიაც. ეს გითხარი და გეტყვი: "ვაი იმ ხალხს, რომელიც ისტორიას ანგარიშს არ უწევს", განათლებას და შეგნებას გაურბის და ქრისტეს მოძღვრებასაც ანგარიშს არ უწევს. ყველაზე უკეთესი და ნაყოფიერი გადატრიალება მოხდა ინგლისში 1850 წელს, ქრისტიანი სოციალისტების მეოხებით, იმიტომ, რომ რელიგიურ მოთხოვნებს ანგარიში გაუწიეს და იმით შეაჩერეს ნაძირალების აღზევება. 1848 წელს კი საფრანგეთმა თუ წააგო რევოლუცია, იმიტომ, რომ სწორედ ეს ელემენტი აკლდა და ანაგრიში არ გაუწია. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა, დაფუძნებული ურყევ დასკვნაზე და ცხოვრებას სკოლა აქვს და ამასაც ანგარიშის გაწევა უნდა. ახლა დავიწყოთ ჩვენს უბედურებაზე, რომ ჩინგიზ-ხანის და ოსმალ-შაჰ ნადირების ბარბაროსობა სანატრელი გაუხადეს ქართველებს.

სამეგრელოში ზარის ხმა არ ისმის, დაჰკეტეს ეკლესიები, მღვდლებს ჰკრეჭენ, ხელფეხშეკრულებს აპატიმრებენ. დასდევენ მღვდლებს დასაჭერად... ძალად იჭერენ. ვინც გაუსხლტათ, იმათ დასდევენ დასაჭერად და ათასნაირი უსამართლო ჭორი ვრცელდება ხალხში. ნუთუ ამისთანა ამბები სასარგებლო და ხელსაყრელია თვით მთავრობისათვის? სამთავისის (X-XI ს.ს.) და სვეტიცხოვლის და სხვა დიდ ტაძრებს უპირებენ თეატრად გადაქცევას. აღდგომა ღამეს ბევრგან ძალით დაუკეტეს და ლიტანია მოუსპეს. დიდ ძალმომრეობას ხმარობენ ეკლესიებზე, მღვდლებზე ხალხის ნების წინააღმდეგ, რაც ხალხში დიდ ჩუმ უკმაყოფილებას იწვევს და ხალხში ბოროტება ვრცელდება. ზოგიერთ ადგილებში მორწმუნე ერმა მიმართა იარაღს ასეთი ძალადობისთვის ეკლესიაზე და სამღვდელოებაზე, როგორც სოფელ მუხრანში და ბევრ სხვაგან.

ბევრი რამ არის მოსაწერი, მაგრამ აღშფოთებული მდგომარეობა ნებას არ მაძლევს, რომ დაწვრილებით მოგწერო ყველაფერი, რითაც მეშინის... ისეც დატვირთული აუარებელი საქმეებით, არ გადაგღალო.

სოსო! როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც ქართველი კაცი ხარ, საქართველოს მიწამ გამოგზარდა და სამშობლოსა და ერის სიყვარულს ვერარა დაშრეტს შენს გულში! კიდევ გთხოვ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ.

რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს, სიფაქიზეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე?

ბევრის მნახველი, მომთმენი და ცრემლის შემაშრობელი, იმედია, რომ ყურად იღებ ყველა ამას... მოალბობ ჩემს გულს და კარგს რამეს სანუგეშოს მომწერ, რომ [ეს] აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენს მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზე გული. პასუხს ველი. 1923, 2 მაისი, თბილისი".

- ამ წერილს სასიკეთო შედეგი რომ არ მოჰყოლია, ვასილის ორი ძმის დახვრეტითაც კარგად ჩანს. რა ბედი ეწია ვასილის ოჯახს?

- ვასილ კარბელაშვილის ოჯახსაც ვერ ასცდა ბოლშევიკური რეპრესიები. 1937 წელს დახვრიტეს მისი ორი ვაჟი ელიზბარი და შალვა. ვასილის მესამე ვაჟი ბიძინა (ბარძიმი), რომელიც მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის აქტიური მონაწილე იყო და 1934 წელს, მეტროპოლიტენის გახსნისას, პირველი მატარებელი გაატარა გვირაბში, 1937 წელს დააპატიმრეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. მე მახსოვს ბარძიმი. ერთხელ გვესტუმრა თბილისში, გულზე "ლენინის ორდენი" ეკეთა.

- ამბობენ, ომის დროს სტალინმა ღმერთი გაიხსენაო.

- 1941 წლის დეკემბერში, როცა ჰიტლერელები მოსკოვს მიუახლოვდნენ და ლენინგრადი მტრის ბლოკადაში მოექცა, სტალინმა გამოიძახა ლენინგრადის მიტროპოლიტი ალექსი. მათი საუბრის შემდეგ ასობით ღვთისმსახური გაათავისუფლეს. დაიწყო ეკლესიების გახსნა - მათმა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია. მღვდლები ლოცულობდნენ საბჭოთა ჯარების გამარჯვებისთვის. ეს ჰიტლერს შეუტყვია და ძალზე განცვიფრებულა. 1943 წლის ოქტომბერში, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, თორმეტი ღვთისმსახური მთავრობის მაღალი ჯილდოებით დააჯილდოეს, ხოლო 1945 წლის გამარჯვების აღლუმზე მავზოლეუმის სასტუმრო ტრიბუნაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები იდგნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ თურმე 1941 წელს წითელი ჯვრის ორგანიზაციის საშუალებით შორეული ლიბანის მიტროპოლიტმა ილიამ აცნობა სტალინს, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელი იყო მღვდელმსახურთა თავისუფლება და მათი ლოცვა რუსეთის ხსნისთვის, ხატებით მოსკოვისა და ლენინგრადის შემოვლა. 1947 წლის ოქტომბერში სტალინმა მოსკოვში მიიწვია მიტროპოლიტი ილია. შემდეგ ის დიდი პატივით მიიღეს ლენინგრადში, დააჯილდოეს სტალინური პრემიით. მან მთელი ფული თავის ქვეყანაში ქველმოქმედებას მოახმარა.

და იქნებ სტალინმა ამ დროს გაიხსენა თავისი მასწავლებლის, ვასილ კარბელაშვილის 1923 წლის წერილი. და თუ ეს წერილი არ მიიღო, იქნებ მოაგონდა სასულიერო სემინარიაში სწავლა და ქართველი ღვთისმსახურები, ქართული გალობა.

- მოგვიყევით მამათქვენის - ლუარსაბ კარბელაშვილის შესახებ.

- 1918 წელს პაპაჩემმა ურჩია მამაჩემს, სემინარიაში ესწავლა. მამა ჯერ გორის სასულიერო სემინარიაში შევიდა, შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მოგეხსენებათ, 1918 წელს გაიხსნა უნივერსიტეტი და მამასთან შეთანხმებით, ლუარსაბ კარბელაშვილი ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა. უნივერსიტეტის საბჭომ, რომლშიც შედიოდნენ ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი და სხვა უდიდესი მეცნიერები, მამა დატოვა უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობისთვის. სოფელ ქვემო ჭალის საშუალო სკოლა დღეს პროფესორ ლუარსაბ კარბელაშვილის სახელს ატარებს. ამ სოფლის ისტორიას მიუძღვნა მან სადოქტორო შრომა "ქართლის სოფელი". მას უყვარდა იქაურობა და ყოველ შვებულებას იქ ატარებდა. მამა ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავის წინაპრებზე.

- ცოტა რამ თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ. როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოწამებრივად აღსრულებული წინაპრის ხსოვნისადმი?

- მყავს ორი ვაჟი - გიორგი და ლუარსაბი. შვილიშვილი ჯერჯერობით ორი მყავს: 7 წლის გოგონა იავნანა და 4 წლის ანდრია. ჩემი შვილები და შვილიშვილები ხშირად ჩადიან ქვემო ჭალაში. ყოველთვის ვიხსენებთ ანდრია კარბელაშვილის ტრაგიკულ სიკვდილს ტირიფონის ველზე. შევყურებ იმდროინდელ კედლებს, ფრთხილად დავდივარ ბაღის ბილიკზე, ველოლიავები ყოველივეს, აივნიდან გავცქერი ცხვილოს ციხეს, რომლის ახლოს პატარა ანდრია, ვასილი და პოლიევქტოსი 1864 წელს ხალხური სიმღერებით აოცებდნენ ამილახვრებს და ერისთავებს.

თბილისში კი სათუთად ვინახავ "საპატრიარქოს უწყებანის" 2004 წლის 6-12 აგვისტოს ნომერს, რომლის გარეკანზე ანდრიას, პეტრეს, ვასილისა და პოლიევქტოსის ფოტოსურათია წარწერით: "ქართული საეკლესიო გალობის მოამაგენი - ძმები კარბელაშვილები".

- ბატონო ანდრე, ფოტოსურათზე აღბეჭდილი ხართ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ხანდაზმულ მანდილოსანთან. ვინ არის ეს ქალბატონი?

- ეს გახლავთ 93 წლის ოლა თათრიშვილი. მას ახსოვს მამა ანდრიას და მამა პეტრეს დახვრეტა. ქალბატონი ოლა ჰყვება, რა წარმოუდგენელი სისასტიკით დახვრიტეს ძმები. როცა პირველი თოფის ხმა გაისმა, ორი ღვთისმსახური უშიშრად, ხელიხელჩაკიდებული აღუდგა თურმე ტყვიებს, თითქოს უნდოდათ, პატიმრები საკუთარი სხეულით დაეფარათ.

ქრისტეს მიბაძვით, მამა ანდრიამ და მამა პეტრემ, მოყვასის გულწრფელი სიყვარულით, მსხვერპლად გაიღეს თავიანთი სიცოცხლე სხვათა დასაცავად და უკვდავება მოიხვეჭეს.

გულსატკენია, რომ დღეს გაფერმკრთალდა იდეალები, თავგანწირვის სული იშვიათობად იქცა. ისღა დაგვრჩენია, მოწამებრივად აღსრულებულ ჩვენს დიდ წინაპართა სულებს შევთხოვოთ მეოხება ღვთის წინაშე, რომ ღმერთმა ჩვენც, გულგრილობის ტყვეობაში მყოფთ, შეგვაგრძნობინოს სულგრძელობისა და თავგანწირვის სიხარული, სხვისი ტკივილის განცდის უნარი, რათა ჩვენც დავპურდეთ ღვთაებრივი კურთხევით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat