ილია მართალმა "გლახის ნაამბობში" მოძღვრის სახით სწორედ ფილიმონ კარბელაშვილის სახე გამოხატა...
ილია მართალმა "გლახის ნაამბობში" მოძღვრის სახით სწორედ ფილიმონ კარბელაშვილის სახე გამოხატა...
ჩვენი ერის ღირსეულ და სასიქადულო შვილებზე - ძმებ კარბელაშვილებზე ჩვენმა მკითხველმა უკვე ბევრი რამ იცის. ცნობილმა სასულიერო პირმა და მგალობელმა - გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილმა და მისმა სათნო მეუღლემ, ანამ ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღუზარდეს სამშობლოს: ვასილი, ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი და პეტრე. ხუთივე ძმა სასულიერო სამსახურში ჩადგა. განუზომელია თითოეული მათგანის ღვაწლი იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში, რომელიც აღბეჭდილი იყო ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით და მსახურებით. "კარიბჭეში" 3 წლის წინ დაიბეჭდა წერილი მღვდელ ანდრია და პეტრე კარბელაშვილების ცხოვრებისა და მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. ქრისტეს მიბაძვით, მამა ანდრიამ და მამა პეტრემ მოყვასის გულწრფელი სიყვარულით მსხვერპლად გაიღეს თავიანთი სიცოცხლე სხვათა დასაცავად და უკვდავება მოიხვეჭეს.

ცოტა ხნის წინ სამთავისის ტაძრის შესასვლელთან აღმოჩნდა ფილიმონის საფლავი. დეკანოზ ანდრიას შვილიშვილმა, ბატონმა ანდრე კარბელაშვილმა, რომელიც რუდუნებით ეძიებს ცნობებს თავისი წინაპრების შესახებ, მაშინვე ინახულა საფლავის ქვა, რომელზეც ეწერა: "ფილიმონ კარბელაშვილი" და ფოტოსურათიც გადაუღო. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ანდრესთან.

- ბატონო ანდრე, მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი თქვენი პაპის, მამა ანდრია კარბელაშვილის უფროსი ძმა იყო. გვიამბეთ მის შესახებ.

- მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი დაიბადა 1831 წელს. მას გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობის ნიმუშს ეძახდნენ. მისი ქადაგების მოსასმენად ქართლ-კახეთის სოფლებიდან მოდიოდა მორწმუნე მრევლი.

მამა ფილიმონის ქადაგების ამონარიდი თვალნათლივ წარმოაჩენს მის გულმხურვალე დამოკიდებულებას ქართული გალობისადმი: "ყოველივე ცხად გვიყოფს ჩვენ, თუ ვითარ საჭირო არს იცოდეს გალობა მსახურმან ეკლესიისამან, რათა არა დამნაშავედ აღმოვჩნდეთ წინაშე ღმრთისა, თავთა ჩვენთა და შთამომავლობისა... აღდგინება ესრეთის სანატრელისა გალობისა, სამწუხაროდ ჩვენ ყოველთა, დაცემულსა რაოდენსამე დროისა, გექმნებათ, ძმანო, სახელად საუკუნოდ სახსოვრად შთამომავლობისათვის, წარმმართებლად ღმრთის მსახურებისა და დამაგვირგვინებლად ცხოვრებისა თქვენისა".

1862 წლის 7 დეკემბერს ბოდბის მონასტერში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული გალობის სასწავლებელი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესანიშნავმა მცოდნემ, მღვდელმა ფილიმონ კარბელაშვილმა. წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმა იოსებ ბერიევმა სასწავლებლის ხელმძღვანელთა სახელით განაცხადა: "ჩუენცა, მოსწავლენი დიდისა სიხარულისა გულისმოდგინებითისა სურვილითა არა დავზოგავთ არა ვითარსამე ღონისძიებასა სწავლისა და აღდგინებისათვის ქართულისა ჩუენისა ეკლესიურის გალობისა. ჩუენ ვერავითარიმე სიძნელე ვერ დაგვაბრკოლებს ამა კეთილისა საქმისა აღსრულებასა".

KARIBCHEფილიმონი, რომელსაც "ნიმუშს" ეძახდნენ კარგი გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობისთვის, ცნობილი ყოფილა მთელ ქართლ-კახეთში. საოჯახო განათლებასთან ერთად სემინარიაც ჰქონდა დამთავრებული და გარდა იმისა, რომ უმცროს და-ძმებს ზრდიდა, შინ სკოლა ჰქონდა გახსნილი და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა.

- ბატონო ანდრე, ბევრმა არ იცის, რომ წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებში, "გლახის ნაამბობში" მოძღვრის სახით სწორედ ფილიმონ კარბელაშვილის სახე გამოხატა... როგორ გაიცნო ილია მართალმა თქვენი წინაპარი?

- ფილიმონ კარბელაშვილი ილია ჭავჭავაძემ ნიკო მესხიშვილის საშუალებით გაიცნო. წმინდა ილია მართალს ძალიან მოსწონებია ნიჭიერი და ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი და სწორედ ამიტომ გამოიყენა მისი სახე "გლახის ნაამბობში" მღვდლის პროტოტიპად.

როგორ წარმოიდგინა ილია ჭავჭავაძემ მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი? აი, ერთი ნაწყვეტი "გლახის ნაამბობიდან": "საყდართან მღვდელი შუაში იდგა, ხალხი ბუზსავით ირეოდა იმის გარშემო. ზოგს ის ელაპარაკებოდა, ზოგიც დაუზარებლად პასუხს აძლევდა, ზოგს თვითონაც გაეხუმრებოდა, და მაშინ უნდა გენახათ გულიანი ხარხარი ერისა. ბევრი სიკეთე უნდა დაეთესოს კაცსა, რომელსაც ეგრე სიყვარულით გარს არტყია ხალხი".

"გლახის ნაამბობი" ილია ჭავჭავაძეს 1859 წელს, პეტერბურგში დაუწერია.

33 წლის ფილიმონ კარბელაშვილს 1864 წლის 1 მაისს სოფელ ქვემო ჭალის თავზე გადმომდგარ ცხვილოს ციხეზე აუყვანია უმცროსი ძმები: 6 წლის ვასილი, 9 წლის პოლიევქტოსი და 15 წლის ანდრია.

აქ თავმოყრილი საზოგადოების წინაშე ფილიმონის ძმებს უმღერიათ: "ყურშალი", "ვინც კაცია", "ღიღინი", "გვიბრძანე", "თამარ მეფე", "შავლეგო", "ესო-მესო".

- რამდენი წლისა გარდაიცვალა მამა ფილიმონი?

- სუსტი ჯანმრთელობის გამო 48 წლისა გარდაიცვალა და დასაფლავებულია სოფელ სამთავისში. ხშირად ჩავდივარ კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც დაიბადნენ ფილიმონი, ჩემი პაპა ანდრია, პეტრე, ვასილი და პოლიევქტოს კარბელაშვილები, გზად უსათუოდ შევივლი სამთავისის ტაძარში და ვიხსენებ ფილიმონ კარბელაშვილს და დიდ ილია ჭავჭავაძეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler