წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა (+305) - 15 ივლისი (28 ივლისი)
წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა (+305) - 15 ივლისი (28 ივლისი)
იკაონიის მთავარ ქალაქ იკონიონში ერთი ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა, ძველ რომაელ მეფეთა გვარისა. ივლიტა ერქვა. ის ქრისტიანი იყო, ჭეშმარიტი მხევალი თავისი უფლისა. გათხოვებიდან მცირე ხანში დაქვრივდა. შობა ვაჟი, რომელსაც წმინდა ნათლისღებისას კვირიკე უწოდეს.

იმ დროს ურჯულო დიოკლეტიანე მეფობდა. მმართველობის 21 წლის განმავლობაში მან ოთხჯერ გასცა ბრძანება ქრისტიანთა რბევისა. თავიდან მხოლოდ ეკლესიები დაანგრიეს, საღვთისმსახურო წიგნები დაწვეს და ქრისტიანებს სამოქალაქო უფლებები ჩამოართვეს, ღვთისმსახურები დააპატიმრეს. 304 წელს კი დიოკლეტიანემ ქრისტიანთა საყოველთაო დევნა დაიწყო. ასე იყო 311 წლამდე, ვიდრე იმპერატორმა გალერუსმა ქრისტიანობა ნებადართულ რელიგიად არ გამოაცხადა.

ეს ამბავი კი 305 წელს მოხდა. დიოკლეტიანემ ლიკაონიის მხარის მმართველად კომიტი დომეტიანე დაადგინა, კაცი მსგავსი თავისი მეფისა, უწყალო, რომელსაც ახარებდა ქრისტიანთა სისხლის დანთხევა. იკონიონში მისულმა დომეტიანემ ქრისტეს მორწმუნეების წამებას შეუდგა, მან ფარულ ქრისტიანთა მოძიება დაიწყო. ეს რომ ივლიტამ შეიტყო, შეეშინდა, ვაითუ წამებას ვერ გავუძლო და ქრისტე უარვყოო და გაქცევა გადაწყვიტა. ამიტომაც დატოვა მთელი თავისი ქონება, რომელიც საკმაოდ ბევრი ჰქონდა, დატოვა თავისი სახლი, ნათესავები, მონები, ყოველივე საცთური ამა სოფლისა, დიდება, პატივი და ნეტარება, ქრისტეს სიყვარულისთვის მოჰკიდა ხელი თავის სამი წლის კვირიკეს და ორ მხევალთან ერთად იკონიონიდან მალულად გაემგზავრა - "რამეთუ არა მაქუს ჩვენ აქა საყოფლად ქალაქი არამედ მერმესა მას ვეძიებთ" (ებრ. 13,14).

მივიდა სელევკიაში, ვითარცა ერთი მწირი და გლახაკი. აქაც დახვდა დიოკლეტიანეს გამოგზავნილი ვინმე ალექსანდრე, რომელიც აწამებდა და ხოცავდა ქრისტიანებს. უფალი ბრძანებს: "რაჟამს გდევნიდნენ თქვენ ამიერ ქალაქით, მიელტოდეთ სხვად" (მათ. 10,23). ივლიტამაც, მაცხოვრის სიტყვისამებრ, სელევკია დატოვა და კილიკიის ქალაქ ტარსუსკენ გასწია. ტარსუში დაიბადა წმინდა პავლე მოციქული, აქედან წაიყვანა იგი ბარნაბა მოციქულმა ანტიოქიაში სახარების საქადაგებლად. ამიტომაც პავლე მოციქულის სამშობლოში ადრიდანვე წარმოიქმნა ქრისტიანული თემი. წმინდა ივლიტაც მათ შეუერთდა.

ბედნიერი იყო, რომ წმინდა პავლეს ნატერფალზე დააბიჯებდა. მაგრამ მალე აქაც მოაღწია ალექსანდრემ და ქრისტიანთა წამებას შეუდგა. ვიღაცამ წმინდა ივლიტა დააბეზღა, ის და მისი პატარა შეიპყრეს და მიჰგვარეს ალექსანდრეს. შეშინებული მონები გაიქცნენ და შორიდან უყურებდნენ თავიანთი ქალბატონის მოწამებრივ აღსასრულს.

- ვინა ხარ, სად არის შენი სამშობლო? - ჰკითხა ალექსანდრემ.

ივლიტამ უშიშრად მიუგო:

- სახელი ჩემი ქრისტიანია, ხოლო სამშობლო - ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ზეციური სამეფოა.

განრისხებულმა ჯალათმა ბრძანა:

- მაგ დედაკაცს ბავშვი წაართვით, გააშიშვლეთ და ძროხის ძარღვებით სცემეთო!

გახადეს სამოსი ივლიტას და ცემა დაუწყეს. პატარა კვირიკე უყურებდა დედის წამებას და ტიროდა. გაუსხლტა კიდეც ხელთაგან მტარვალებს და დედას მიაშურა. ვიღაცამ შეაჩერა. ალექსანდრეს მოეწონა ბიჭუნა, მომგვარეთო, - ბრძანა. მუხლებზე დაისვა და ფერება დაუწყო, კოცნიდა, ეალერსებოდა. ბავშვი კი ხელიდან გასხლტომას ლამობდა, არც მისი მოფერება სურდა. მტირალი გაიძახოდა: - მეც ქრისტიანი ვარ, დედიკოსთან გამიშვითო.

ეს საოცრება იყო. ბიჭუნამ სულ მცირე ხნის წინ ამოიდგა ენა და უკვე ღმერთს ადიდებდა. ეს რომ გაიზრდება, რაღა იქნებაო, - გაიფიქრა ალექსანდრემ. პატარამ ფრჩხილებით ჩამოფხაჭნა სახე. ჯალათის "სიყვარული" მრისხანებით შეიცვალა, წამოდგა ტახტიდან, ბავშვი მუხლებიდან ჩამოაგდო, ჰკრა წიხლი და კიბეზე დააგორა. ბოლომდე არ დაჰყოლია პატარას სული: კიბის კიდეს თავი დაარტყა, ერთი წამოი¬ვნესა, გონება დაკარგა და სულიერი თვალნი უკვე ღვთის სასუფეველში გაახილა. ასე დაიდგა თავზე მოწამის გვირგვინი ყრმა კვირიკემ. ჯალათები დიდხანს აწამებდნენ ნეტარ ივლიტას, ის კი თითქოს სხვის სხეულს ეხებოდნენ, უსულო სვეტივით შეურყევლად იდგა და ვერაფერს გრძნობდა, ამ სიტყვების გარდა სხვა არაფერს ამბობდა: - მე ქრისტიანი ვარ და ეშმაკებს მსხვერპლს არ შევწირავო!

ჯალათები ივლიტას ცემას მორჩნენ. ღონემიხდილმა ქალმა იხილა შვილის დასისხლიანებული უსულო სხეული და მადლობა შესწირა უფალს:

- გმადლობ შენ, ღმერთო, რომ ღირს ჰყავ ძე ჩემი ამხელა წყალობისა, გმადლობ, რომ ჩემზე წინ დაადგი გვირგვინი მოწამისა.

ალექსანდრეს ბრძანებით, წმინდა ივლიტას ჯალათებმა მარწუხებით დააგლიჯეს ხორცი, მოთუხთუხე კუპრს ჭრილობაზე ასხამდნენ და თან ეუბნებოდნენ: შეიწყალე შენი თავი,ივლიტა, შენი ახალგაზრდობა, თაყვანი ეცი ღმერთებს და თავი დაიხსენი ტანჯვისგანო.

მოწამე კი ეუბნებოდა:

- არა ვცემ თაყვანს ეშმაკებს, უსულო, ყრუ და მუნჯ კერპებს. მე თაყვანსა ვცემ უფალ იესო ქრისტეს, ღვთის მხოლოდშობილ ძეს, რომლისა მიერ ზეციურმა მამამ ყოველივე შექმნა (შდრ. კოლასელთა. 1:12-16) და ვცდილობ, მივიდე ჩემს ვაჟთან, რათა მასთან ერთად ზეციური სასუფევლის ღირსი გავხდე.

მისი სიმტკიცე, მხნეობა და მოთმინება რომ იხილა ჯალათმა, ბრძანა, - თავი მოჰკვეთეთო. წმინდა ივლიტა გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც სიკვდილით სჯიდნენ ხოლმე ქრისტიანთ. წმინდანი სიხარულით მიჰყვებოდა ჯალათებს. დასჯის წინ ლოცვის ნება ითხოვა. მოიდრიკა მუხლნი და შეჰღაღადა უფალს:

- გმადლობ შენ, უფალო ქრისტე ღმერთო, რომ ჩემზე წინ მოუწოდე შენთან ჩემს კვირიკეს, რომელიც ღირს ჰყავ მოწამეობისა შენი წმინდა სახელის გულისთვის. მიმიღე მეც, შენი უღირსი მონა, ღირსი გამხადე დიდი მადლისა - შემრთე დასს ბრძენ ქალწულთა, რომელნი "შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას", რათა სული ჩემი გაკურთხებდეს შენ, ჩემს შემოქმედს, შენს დაუსაბამო მამასა და სულსა წმიდასა, უკუნისამდე, ამინ!

მოიქნია ჯალათმა მახვილი და მოკვეთილი თავი წმინდა ივლიტასი მიწაზე გაგორდა. მისი და პატარა კვირიკეს უსულო სხეულები ძაღლთა და ღორთა საჯიჯგნად მიუგდეს. შუაღამისას წმინდა ივლიტას მსახურები მოვიდნენ, აიღეს მოწამეთა ცხედრები, გაარიდეს იქაურობას და მიწაში შთაფლეს. ერთმა მსახურმა წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობამდე იცოცხლა. გაუმჟღავნა ქრისტიანებს მოწამეთა საფლავის სამყოფელი, მოუთხრო მათ მარტვილობაზეც. როცა საფლავი გათხარეს, მოწამეთა სხეულნი უხრწნელი აღმოჩნდა. კეთილსურნელებით აივსო იქაურობა, მრავალი სნეული განიკურნა იმ დღეს.

იოანე მოსხის მოწმობით, კონსტანტინოპოლში და იუდეაში, იერიქონის სიახლოვეს იყო აშენებული წმინდა კვირიკეს სახელობის ტაძრები. XII-XIV საუკუნეების რუს მოგზაურთა მოწმობით წმინდა კვირიკეს წმინდა ნაწილი დასვენებული იყო კონსტანტინოპოლში წმინდა სოფიას ტაძარში.

უძველესი დროიდან მრავალი ტაძარი აუშენებიათ წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელზე. მათ შორის საქართველოშიც. ღმერთმა გვიწყალობა ქართველებს წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, რომელიც ზუგდიდის მუზეუმშია დაცული. შეეწიონ წმინდა კვირიკე და ივლიტა თავიანთ მოსახელეებს, ხოლო წმინდა კვირიკემ თავისი პატარა მარჯვენით აკურთხოს ჩვენი შვილები და შთაბეროს სული ჭეშმარიტი ქრისტიანისა.

ტროპარი:

მოწამეთა შენთა, უფალო, კვირიკე და ივლიტამ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი. ამინ.

კონდაკი:

მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.
....................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა კვირიკემ თავისი პატარა მარჯვენით აკურთხოს ჩვენი შვილები

"მეც ქრისტიანი ვარ!" ტიროდა ბავშვი და დედისკენ მიიწევდა

მრავალ კვირიკობას დაესწარით!

შეგვეწიოს კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მადლი!

წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას მადლი გეწეოდეთ!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.03.2024
წმინდა პეტრე წარმოშობით პელეპონისიდან იყო ქალაქ ტრიპოლიციდან. უცნობია თურქებმა თუ რა საბაბით შეიპყრეს იგი.
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler