იოანე საბანისძე - წამება წმინდა მოწამე აბოსი
იოანე საბანისძე - წამება წმინდა მოწამე აბოსი
[სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე იოანე საბანისძის მიმართ]
მე, სამოელ ქრისტესმიერ ქართლის კათალიკოსი, უფალ იოანე საბანისძეს, წმინდა კათოლიკე ეკლესიის სულიერ შვილს და ჩვენთვის საყვარელს, ლოცვით უფლის მიერ მოგიკითხავ. მშვიდობა იყოს შენზე და შენი სახლის მთელ კრებულზე ქრისტეს მიერ. ჩვენ თავად ვიცით შენი წადიერება ღვთისმსახურებისთვის, შენი ღვთივმიმადლებული ცოდნა საღვთო წიგნებისა და შენიგულმოდგინება კარგი საქმეების სამოღვაწეოდ. შენ თვით იცი ამ სანატრელი ახალი მოწამის აბოს შესახებ, რომელიც ამ დღეებში ეწამა ჩვენს და მთელი ჩვენი ქვეყნის, ქართლის, მეოხად ქრისტეს მიმართ.

მნებავს, რომ დაიწეროს ამ სანატრელის "მარტვილო-ბაც" (როგორც იმ პირველი ქრისტესმოწამეებისა) და დაიდოს ესეც წმინდა კათოლიკე ეკლესიაში ყველასთვის გასახსენებლად, ვინც კი ჩვენს შემდეგ იქნება. ამის გამო ვგზავნი შენთან ამ წერილს ჩემი მღვდლის ხსართანის ხელით. ახლა მიიღე ეს წერილი, ჩემი დალოცვა და ჯვრის დაწერა ჩემი ხელისგან, და შენც ღვთის – მამის, ძისა და სულიწმინდის – შეწევნით, აგრეთვე ღვთისმშობლის, წმინდა მოციქულებისა და მოწამეების მეოხებით შეუდექი სრული ჭეშმარიტებით გადმოცემას, როგორც იყო და როგორც შენ თვითვე იცი, და აღწერე წმინდა მოწამე აბოს მარტვილობა, აღწერილი კი ჩვენ მოგვიტანე, რომ უფრო მეტად ვილოცოთ შენთვის. მადლი უფლისა იყოს შენზე. ამინ.


წერილზე პასუხი იოანეს მიერ

ჩემი ღმრთივპატიოსანი პატრონისა და ბატონის მარადსაწადელი და თაყვანსაცემი ბრძანება მივიღე სიწმინდისმოყვარე ხსართან მღვდლის ხელით, რის გამოც ჩემი ხელების ზეაპყრობით ჩემმა უღირსებამ მადლობა შესწირა ყოვლადძლიერსა და ქველმოქმედ ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, რომელმაც არ გახადა დავიწყებული ჩემი სიმდაბლე თქვენს ღვთისშემწყნარებელ წმინდა ლოცვებში, რომელთა მიღების ღირსიც გავხდი მე; ამასთან, უფრო მეტად ვაქებ და ვაკურთხებ მე ღვთის მოწყალებას, რომელმაც შთანერგა პატრონის გულში ამგვარი [საქმის] გამო ბრძანების [გაცემა], რაც ჩემთვის გახდება სარგებელი და ნაყოფი სულისა და სიამაყე და სიხარული ხორცისა საუკუნოდაც და ამ სოფელშიც.

ახლა რაღა მოვახსენო თქვენს უფლებამოსილებას? მძიმეა ჩემთვის ორივე მხრივ. თუკი ვეურჩები თქვენს ბრძანებას, დაწერილია, რომ "ურჩი შვილი წარსაწყმედელს მიეცესო" (იგავ. 13.1), ხოლო თუ მორჩილებას მოვინდომებ, ამისთვისაც ამბობს იგი, რომ "შენზე ღრმას ნუ გამოეძიებ და შენზე ძლიერს ნუ გამოიკვლევო" (ზირ. 3.22). ამის გამო შიშმა და წუხილმა შემიპყრო მე, შეშფოთდა ჩემი გონება, დავეცი და მოვაკლდი ცოდნას, მაგრამ უმჯობესად მივიჩნიე ჩემი ბატონის ბრძანებისადმი ჩემი თავის დამორჩილება, რითაც კვლავ გავძლიერდი და აღვემართე თქვენი ღვთისსათნო წმინდა ლოცვითა და ღვთისადმი მარადის ძღვნის მიმწოდებელი თქვენი მარჯვენის მიერ ჩემზე, უღირსზე, ჯვრის გადაწერით. ამასთან, ვისწავლე ბრძენთმთავარი სოლომონის მიერ ნათქვამიც: "მიჰბაძე ჭიანჭველას, ზარმაცო, და გახდი მისებრ მშრომელი" (იგავ. 6.6-9), რადგან ისევე როგორც იგი შეებმება გულმოდგინედ მასზე უფრო დიდ ხორბლის მარცვალს, მანამ სანამ არ აიღებს მას და არ წაიღებს თავის საზრდოდ, ასევე მეც გულმოდგინება მაქვს იმისა, რომ "ავიღო" ჩემზე უფრო "ძლიერი" და უფალმა აღავსოს ჩემი გულის წადიერება.

და ჩემი უღირსი გონების მიერ აღვწერე შემოკლებული მარტვილობა, ჭეშმარიტი და უტყუარი, წმინდა მოწამისა, მისივე მადლითა და მეოხებით, და მოგართვი ჩემს ბატონს, რისთვისაც კვლავ ვითხოვ ვედრებით: მოსაწონი გახადოს უფალმა [ეს აღწერილობა] თქვენს გულში და მთელი ქრისტესმოყვარე ხალხის გულში, ვინც კი აღმოიკითხავს მას, რომ კვლავ და კვლავ თქვენი ლოცვების მოზიარე გახდეს ჩემი უღირსება.



იანვრის თვის 7-ში


წმინდა და ნეტარი მოწამის აბოს წამება

რომელიც ეწამა ქართლში, ქალაქ თბილისში, სარკინოზთა ხელით, გამოთქმული საბანის ძის იოანეს მიერ სამოელის, ქრისტესმიერ ქართლის კათალიკოსის, ბრძანებით

პირველი თავი: ღვთისმსახური და მარტვილთმოყვარე კრებულისთვის თხრობა, უწყება და სწავლება, და ამ ახალი მოწამის აბოს ხსენება.

მეორე თავი: ნეტარი აბოს ქართლში შემოსვლა და ნათლისღება.

მესამე თავი: წმინდა აბოს მარტვილობა.

მეოთხე თავი: სანატრელი წმინდა მოწამე

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა აბოსთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.03.2023
მოციქულთა მოწაფეებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა პოლიკარპე სმირნელს.
24.02.2023
1091 წელს ეგვიპტიდან მოსული არაბები შეიჭრნენ სინის უდაბნოში. ისინი შევიდნენ იუსტინიანე დიდის დაარსებულ მონასტერში და იქ დამალულ განძს დაუწყეს ძებნა.
24.02.2023
წმინდა ქრისტოსი XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და წარმოშობით ალბანელი იყო.
24.02.2023
1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს, დამასკოში აწამეს ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი.
24.02.2023
წმინდა ლუკა პატიოსანი და წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო.
24.02.2023
წმინდა გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას - რიანუში.
02.02.2023
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
02.02.2023
მოწამე აგნია დაიბადა III ს-ში. წმინდანი სიყრმიდანვე მიენდო უფალს და გადაწყვიტა, უფლის სადიდებლად ქალწულობა დაემარხა.
02.02.2023
დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305 წწ.) მმართველობის დროს მხედარმთავარმა ლისიუსმა აწამა ევგენი, კანდიდი, ვალერიანე და აკვილა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri