იოანე საბანისძე - წამება წმინდა მოწამე აბოსი - გვერდი 4
იოანე საბანისძე - წამება წმინდა მოწამე აბოსი - გვერდი 4
მესამე თავი

წმინდა აბოს წამება


რომლებიც ხართ ქრისტეს მოყვარეები და მარტვილთმოყვარეები, მიიღეთ ჩემგან ეს სანატრელი ამბავი წმინდა მოწამისა და ქრისტესმოღვაწისა, თუ როგორი სიმხნითა და დიდებით გახდა იგი გვირგვინოსანი ქრისტეს მიერ.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეუფების ჟამს, ვნებიდან და მკვდრეთით აღდგომიდან რვაასოთხმოცდამეათე წელს, კონსტანტინოპოლში, ამ დიდ ქალაქში, ლეონის ძის კონსტანტინეს მეფობისას, სარკინოზთა შორის მაჰდის ძის მოსე ამირა მუმნის მეფობისას, ქართლში სამოელის კათალიკოსობისას და გურგენის ძის სტეფანოზის ერისთავობისას დასაბამიდან გასულ ექვსიათასსამასოთხმოცდაცხრა წელს, იანვრის თვის ექვსში, პარასკევ დღეს, განცხადებას, შევიმეცნეთ ამ წმინდა და ნეტარი მოწამის, კეთილადმოღვაწე აბოს მარტვილობა ქალაქ თბილისში.

ხოლო იყო ამგვარად:

რამეთუ ამ დღეებზე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ქრისტეს ეს ნეტარი მოწამე, მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც იყო ქალაქ თბილისში, და დაატყვევეს საპყრობილეში, რამდენიმე დღის შემდეგ კი გამოითხოვა იგი ქართლის ერისთავმა სტეფანემ, გამოიყვანა საპყრობილიდან და გაუშვა, მაგრამ ცოტაოდენი დღის შემდგომ კვლავ ამოქმედდნენ ამ წმინდა მოწამის დამბეზღებლები, განრისხებულნი და აღბორგებულნი, შურით სავსენი ქრისტიანთა მიმართ, შეთანხმებულად პირი შეკრეს მათ ერთმანეთში წმინდანის წინააღმდეგ, შევიდნენ მსაჯულთან, რადგან სხვა მსაჯული ამირა იყო შემოსული ქალაქ თბილისში, და უთხრეს მას:
-არის ამ ქალაქში ერთი ჭაბუკი, რომელიც იყო წარმოშობით სარკინოზი, გაზრდილი და მცხოვრები იმ რჯულით, რომელიც მოგვცა ჩვენ მუჰამედმა, ჩვენმა მოციქულმა, და ახლა მიუტოვებია მას ეს ჩვენი რჯული, თავის თავს ქრისტიანად ამბობს, უშიშრად დადის ქალაქში და ბევრ ჩვენგანს ასწავლის ქრისტიანად გახდომას. ახლა ბრძანე მისი შეპყრობა და ჩააგდე იგი სატანჯველსა და გვემაში, სანამ არ აღიარებს ჩვენი მოციქულის მუჰამედის რჯულს, ხოლო თუ არა, მოკვდეს იგი, რომ მისი ქადაგებით არ გაუხდეს მას მბაძველად ბევრი.

როდესაც ისინი ამას აბეზღებდნენ, გაიგონეს ეს ვიღაც ქრისტიანმა ადამიანებმა, სწრაფად მივიდნენ და უთხრეს ნეტარ აბოს:
-ახლა უკვე გეძებენ შენ, რომ შეგიპყრონ, გტანჯონ და გგვემონ,
და არწმუნებდნენ მას, რომ გარიდებულიყო და დამალულიყო. მაგრამ მან უთხრა მათ:
-მე არა მარტოოდენ ტანჯვისთვის ვარ გამზადებული ქრისტეს გამო, არამედ სიკვდილისთვისაც
და გამოვიდა იგი სიხარულით და მიმოდიოდა ქუჩებში გაცხადებულად.

მაშინ წააწყდნენ ნეტარ აბოს მსაჯულის მსახურები, შეიპყრეს იგი და შეიყვანეს იგი მსაჯულთან.

და უთხრა მსაჯულმა:
-რა არის, რაც მესმის შენს შესახებ, რადგან ხარ შენ მოდგმით და ტომით სარკინოზი, მაგრამ მიგიტოვებია მამისეული რჯული და ქრისტიანებთან ერთად შემცდარხარ? ახლა გაემზადე და ილოცე იმ რჯულით, რომლითაც გაგზარდეს შენ შენმა მშობლებმა.
მაგრამ ნეტარი აბო გაძლიერდა ქრისტეს მიერ, აივსო სარწმუნოების სულით და უთხრა მსაჯულ ამირას:
-ეგ კარგად თქვი, რომ ვარ მე წარმოშობით სარკინოზი, სარკინოზობაშივე შობილი მამის მხრივაც და დედის მხრივაც. განსწავლული ვიყავი მუჰამედის რჯულში და ვცხოვრობდი მასში, სანამ უმეცრებაში ვიყავი, მაგრამ როდესაც ისათნოვა ღმერთმა, რომელმაც გამომირჩია მე ჩემს ნათესავთა და ძმათა შორის, მიხსნა მე თავისი ძისა და ჩემი ღვთის იესო ქრისტეს მიერ და შემაცნობინა მე უფრო კარგი სიკეთე, მაშინ დავტოვე მე კაცთა ოსტატობით შეწმასნილი ის პირველი რჯული და ზაპრობის სიბრძნით ნახელოვნები რწმუნებულობა და ახლა შევუდექი მე წმინდა სამების – მამის, ძისა და სულიწმინდის - ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მომადლებულს ქრისტეს მიერ; ამით მოვნათლულვარ და ამასვე ვცემ თაყვანს, რადგან ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი, და ახლა ყოვლად უცილობლად ქრისტიანი ვარ.
უთხრა მას მსაჯულმა:
-მიატოვე სიშლეგის ეგ განაზრახი და თუკი შენი სინაკლულის გამო ხარ ქრისტესადმი შედგომილი, მე უფრო მეტად მოგცემ შენ საბოძვარსა და პატივს ახლავე.
უთხრა მას ნეტარმა აბომ:
-შენი ოქრო და ვერცხლი შენთანვე იყოს შენი თავის დასაღუპად. მე პატივს ადამიანებისგან არ ვეძიებ, რადგან მაქვს მე საბოძვარი ქრისტესმიერი, ცხოვრებისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ცათა შინა.

მაშინ ბრძანა მსაჯულმა, რომ შეეკრათ იგი რკინის ბორკილით ხელზე და ფეხზე, და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში, ამ ნეტარს კი უხაროდა, ჰმადლობდა უფალს და ამბობდა:
-გმადლობ შენ, უფალო და მაცხოვარო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, რადგან შენი წმინდა სახელისათვის განსჯისა და პყრობილების ღირსი გამხადე მე
(და მოხდა ეს დეკემბრის თვის ოცდაშვიდში, სამშაბათ დღეს, ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყველა მოწამის მხედართმთავრის წმინდა სტეფანეს ხსენებისას. მართებული და შესაფერისიც ასე იყო, რომ ეღვაწა მისთვის ყველა მარტვილის მხედართმთავარს თავის ყველა მოწამესთან ერთად, რომ არ დაბრკოლებულიყო ეს უკანასკნელი მოწამე ქრისტესი და თანაშერაცხვოდა იგი მათეულ ახოვანებას).

და იმყოფებოდა ნეტარი აბო საპყრობილეში მარხვით, ლოცვითა და ფსალმუნებით დღე და ღამე შეუსვენებლად და აღასრულებდა იგი ქველმოქმედებას, რადგან გაყიდა მან ყველაფერი, რაც ჰქონდა, და ზრდიდა მასთან ერთად პატიმრობაში მყოფ მშივრებსა და გაჭირვებულებს, ხოლო ცრუმოძღვრები და დამბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ მას, ერთნი, თითქოსდა მომფერებლური სიტყვით:
-შვილო, ნუ გაიწირავ შენს თავს, ნურც შენს სიჭაბუკეს გაყიდი ქრისტიანობაზე და ნურც შენს ძმებსა და ნეთესავებს გაშორდები, რომ არ შეამთხვიო ცუდი რამ შენს თავს და შეგვაწუხო ჩვენ ყველანი
მეორენი კი მათგან აშინებდნენ მას და ეუბნებოდნენ:
-რა სარგებელი იქნება შენთვის შენი ქრისტე ანდა ვინ გიხსნის შენ ჩვენი ხელისგან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გაგვიმზადებია შენთვის, თუკი არ მოიქცევი ჩვენკენვე.
მაგრამ ის ნეტარი არ ისმენდა მათსას, არამედ ლოცულობდა და მოუწყინებლად ფსალმუნებდა თავისი გონებით, და მათი მრავალი სიტყვის შემდეგ უთხრა მათ:
-ჩემს მიმართ ნურაფერს იტყვით, რადგან "მე როგორც ყრუს, არ მესმოდა და როგორც მუნჯი არ გახსნის თავის პირს; ვიყავი მე როგორც სმენის არმქონე ადამიანი, რომლის პირშიც არ არის სიტყვა, რადგან მე უფალს ვსასოებ" (ფს. 37.14-16). "გამშორდით მე, უკეთურნო, და გამოვიძიებ მე ჩემი ღვთის მცნებებს (ფს. 118.115).
და რადგან ვერ შეარყიეს ეს მართალი, გამოვიდნენ იქიდან შერცხვენილები.

და იყო ეს ნეტარი საპყრობილეში ცხრა დღე. ყოველდღე მარხულობდა იგი და ღამისთევით რჩებოდა განთიადამდე, მეცხრე დღეს კი უთხრა მასთან ერთად საპყრობილეში მყოფ ყველა ქრისტიანს და სხვებსაც:
-ხვალ არის ჩემი გასვლა ხორცთაგან და მისვლა ჩემს უფალთან და ღმერთთან იესო ქრისტესთან.
რადგან უფალმა გამოუცხადა ეს თავის მოწამეს. მაშინ გაიხადა მან თავისი სამოსი და გასცა იგი გასაყიდად, რომ ეყიდათ მისთვის სანთლად კერეონები და საკმეველი, და დააგზავნა ისინი ქალაქის ყველა ეკლესიაში, რომ აენთოთ. ამასთან, ვედრებით შეუთვალა ყველა მღვდელს, რომ ელოცათ მისთვის, რათა არ დაბრკოლებულიყო იგი ქრისტეს სარწმუნოებაში და ღირსი გამხდარიყო ქრისტეს მოწამეთა მოღვაწეობისა, მან კი იმ დღესასწაულის წმინდა ღამეს, ღამისთევისას, აიღო თავის ხელებში ორი დიდი სანთელი, დადგა საპყრობილის შუაში და თავის ფეხებზე მდგომარე დარჩა ვიდრე განთიადამდე სრულიად დაუჯდომლად, ვიდრე არ დაასრულა ფსალმუნნი და არ დაიწვა სანთლები მის ხელებში, მისსავე კისერზე რკინით შეჭედილებში; და ამბობდა იგი, შეურყევლად ფეხზე მდგომი: "წინასწარ ვხედავდი უფალს, ჩემს წინაშეა მარადის, რადგან ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევირყიო" (ფს. 15.8), და შემდგომი სიტყვები.

და როდესაც გათენდა მეათე დღე, [დღე] მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულისა, რაც არის იანვრის თვის ექვსში, იყო ის დღე პარასკევი, და თქვა ამ ნეტარმა:
-დიდია ჩემთვის ეს დღე, რადგან ვხედავ ორივე მხრივ ჩემი უფლის იესო ქრისტეს მძლეობას, ვინაიდან ამ დღესასწაულის ჟამს ჩავიდა იგი მოსანათლად იორდანის მდინარეში გაშიშვლებული და წყალთა სიღრმეში დამალული ვეშაპის თავები შემუსრა ღმრთეების ძალით. მმართებს მეც ამ დღეს, რომ განვიშორო ჩემი სხეულის შიში, რაც სამოსელია ჩემი სულისა, ჩავიდე, როგორც წყალთა სიღრმეში, ამ ქალაქში და მოვინათლო ჩემი სისხლით, ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა ეს იოანე წინამორბედმა, შემდეგ კი, ამასთან, ჩავიდე წყალთა შიგნითაც და კვლავ გავნათლდე (რადგან დღეს არის სულიწმინდის გადმოსვლა ყველა წყალზე, რითაც ინათლებიან ქრისტეს მორწმუნეები იორდანის ნაკადულთა მსგავსად), და ჩემი სხეულის გაშიშვლებით მზაკვარი მტრის ხრიკები, რაც ჩაიფიქრა ჩემზე, სასაცილო გავხადო და გავთელო ჩემი ფეხით ამ ქალაქში, და კიდევ, ამ პარასკევ დღეს ჩემმა უფალმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით და ჯვარზე თავისი ხელების გაშლით შეარცხვინა და ქვეყნიერების ყველა მხარისთვის დასაცინი გახადა მთელი სოფლის მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ გავიდე საბრძოლველად ქრისტიანთა მტერთან და ქრისტეს გამო ჩემი სისხლის დანთხევით საცინლად ავიგდო იგი და ყველა ქრისტიანისთვის მოსაძაგებელი გავხადო, რადგან ეგონა მას, რომ სიკვდილის შიშით გამაშორებდა მე ჩემი უფლის იესო ქრისტეს სიყვარულს, მაგრამ მე შევარცხვენ მის განაზრახს, დავძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით და გადავიხდი ჩემი უფლის ორმხრივ ვალს.
მაშინ მოითხოვა მან წყალი, დაიბანა თავისი პირი, იცხო ზეთი თავის თავზე და თქვა:
-იმ ჟამს ოდესღაც ვიყავი მე მენელსაცხებლე, სურნელოვანი საცხებლების კარგად შემზავებელი, მაგრამ ეს საცხებელი ჩემი დასაფლავების დღედ არის. ამიერიდან აღარ ვიცხებ მე ჩემი მწირობის ამ გაქარწყლებად ზეთს, არამედ როგორც "ქება ქებათაში" მასწავლა მე ბრძენმა სოლომონმა, "შენი ნელსაცხებლების სურნელებისკენ ვრბოდი" (ქებ. 1.3), ქრისტე, რომელმაც ამავსე მე შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის განუქარვებელი სურნელებით. იცი შენ, უფალო, რომ შეგიყვარე შენ ჩემს თავზე მეტად.

და თქვა რა ეს, გაგზავნა [ვიღაც] წმინდა ეკლესიაში და მოჰგვარეს მას წმინდა საიდუმლო, ქრისტეს ხორცი და სისხლი. ეს იყო იმ დიდი დღესასწაულის დღის მესამე საათი, და როდესაც მიიღო მან ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელი საიდუმლო, თქვა:
-გმადლობ შენ, უფალო ჩემო და ღმერთო იესო ქრისტე, რომელმაც მომეცი მე ჩემს საგზლად შენი ცხოვრებისმომნიჭებელი ხორცი და ჩემს სიხარულად და განმამტკიცბლად - შენი პატიოსანი სისხლი. ახლა ვიცი, რომ არ დამტოვებ მე, არამედ ჩემთან ხარ [შენ] დამკვიდრებული და მე – შენთან. ამიერიდან აღარ მივირებ სხვა საჭმელს, რითაც კვლავ მეშიება, და არც სხვა სასმელს, რითაც კვლავ მეწყურება, არამედ საკმარისია ეს ჩემთვის საუკუნო სიცოცხლედ. ახლა, "თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის, არ შემეშინდება მე ბოროტისგან, რადგან შენ, უფალი, ჩემთან ხარ" (ფს. 22.4).

და როდესაც თქვა ეს, მყისვე მოვიდნენ მსაჯულის მსახურები, და გაშორდა იგი ყველა პატიმარ ქრისტიანს და უთხრა მათ:
-ლოცვაში მომიხსენეთ მე, რადგან ვეღარ მნახავთ მე ამ საწუთრო სოფელში.
და გამოიყვანეს იგი ასევე ხელებზე და ფეხებზე ბორკილით და მიჰყავდათ ქალაქის შუაში, ხოლო რომლებიც კი ხედავდნენ მას, ქრისტიანები და მისი ნაცნობები, ცრემლს ღვრიდნენ მისთვის, მაგრამ წმინდა აბომ უთხრა მათ:
-ნუ ტირით ჩემთვის, არამედ გიხაროდეთ, რადგან მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამისტუმრეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ.
ხოლო თვითონ მიდიოდა ისე, როგორც მკვდარს გაჰყვება ვინმე; ამგვარად ხედავდა თავის სხეულს და თავისი სულით გამყოლად ქცეული თვით ამბობდა ამ ასმეთვრამეტე ფსალმუნს: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა" (ფს. 118.1), და შემდეგ, ამ მუხლის საგალობლად, წარმოთქვამდა ნეტარი ავაზაკის სიტყვებს: "მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლკ. 23.42).

და ასე მიაღწია მან მსაჯული ამირას კარს, და როცა მიაღწია, იმ კარს გაბედულად გადასწერა ჯვარი და თვითონაც ჯვარი აღიბეჭდა. და წარადგინეს იგი მსაჯულის წინაშე. უთხრა მას მსაჯულმა:
-რა არის ჭაბუკო, რა გადაწყვიტე შენი თავისთვის?
ხოლო წმინდა მოწამე აღივსო სულიწმინდით და უთხრა მას:
-მე გადავწყვიტე და ქრისტიანი ვარ.
უთხრა მას მსაჯულმა:
-არ დაგიტოვებია შენი ეს სიგიჟე და უგუნურება?
უთხრა მას ნეტარმა აბომ:
-უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავი, არ გავხდებოდი ქრისტესადმი შედგომის ღირსი.
უთხრა მას მსაჯულმა: -ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის შემძენად გიხდება შენ?
უთხრა მას წმინდა აბომ:
-თუკი მოვკვდები, მწამს მე, რომ ქრისტესთან ერთად ვიცოცხლებ, შენ კი რად აგრძელებ? რაც ჩემზე გაქვს განზრახული, გააკეთე, რადგან მე, ისევე როგორც მაგ კედელს, რომელსაც ხარ მოყრდნობილი, არ მესმის სენი ეგ ფუჭი სიტყვები, ვინაიდან ჩემი გონება ქრისტესთან ერთად არის ზეცაში.
უთხრა მას მსაჯულმა:
-ამდენი რა სიტკბოება გაქვს შენი ქრისტესგან, რომ სიკვდილისთვისაც არ გებრალება შენი თავი?
უთხრა მას წმინდა აბომ:
-თუკი გინდა შეიცნო სიტკბოება მისი, შენც იწამე ქრისტე, მოინათლე მისდამი და მაშინღა გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი.

მაშინ გარისხდა ამირა და ბრძანა, რომ გაეყვანათ იგი გარეთ და მოეკვეთათ მისი თავი. მსახურებმაც გამოიყვანეს კარის გარეთ, ტაძრის ეზოში, და გახსნეს იგი რკინის ბორკილებისგან ხელზე და ფეხზე. ხოლო ნეტარმა თვითონვე დაუყოვნებლივ გახია ის სამოსი, რაც ემოსა, გაშიშვლებულმა ჯვრით აღიბეჭდა თავისი სახე და სხეული და თქვა:
-გმადლობ და გაკურთხებ შენ, წმინდაო სამებაო, რადგან ღირსი გამხადე მე, რომ მიმეღწია შენს წმინდა მოწამეთა მორკინალობამდე.
და თქვა რა ეს, უკან, თავის ზურგზე, ჯვრისებრ დაიწყო ხელები, მხიარული სახითა და გაბედული სულით ღაღადისი აღავლინა ქრისტეს მიმართ და მოუდრიკა თავისი კისერი მახვილს. და მოუქნიეს მას მახვილი სამგზის, ეგონეთ რა, რომ სიკვდილის შიშით გააშორებდნენ მას ქრისტესგან, მაგრამ წმინდა მარტვილლი დუმილით მხნედ განიკუთვნებდა მახვილს, სანამ არ შეავედრა თავისი სული უფალს.

და როდესაც ნახეს იმ ქრისტესმბრძოლებმა, რომლებიც აბეზღებდნენ წმინდა მოწამეს, რომ აღესრულა ეს ნეტარი ქრისტეს მიმართ, რომ "იასპარეზა მან კარგი ასპარეზობა" და რომ სარწმუნოებითა და მოთმინებით დასძლია მათი სიშლეგე, უფრო მეტად აივსნენ შურით, შევიდნენ ტირანთან და უთხრეს: "ჩვენ ვიცით, რომ ჩვეულება არის ქრისტიანებისა ამ სახით: თუ ვინმე თავს მოიკლავს მათი ქრისტესთვის, მოიპარავენ მის სხეულს, დასაფლავებიტ პატივს მიაგებენ მას, სიცრუით გაავრცელებენ ხალხში მასზე რაღაც სასწაულსა თუ მაკურნებლობას, ამასთან, სამოსელს, მისი თავის თმას და მის ძვლებს გაიყოფენ თითქოსდა დასაცავად სნეულთათვის და ამ სახით მრავალ უმეცარს შეიტყუებენ. ახლა ბრძანე, რომ ჩვენ მოგვეცეს მისი სხეული, რათა გავიტანოთ იგი, დავწვათ ცეცხლით, გავაქროთ და [ამ გზით] აღმოვფხვრათ ქრისტიანთა საცთური, რომ ყველამ ნახოს ეს და შეშინდეს, და ზოგი მათგანი ჩვენკენ მოიქცეს, ჩვენიანებს კი ეშინოდეთ და აღარ მიჰყვნენ ქრისტიანთა მოძღვრებას" (ამას ისინი თუმცაღა ქრისტიანების შურით ამბობდნენ, მაგრამ ამოწმებდნენ კი იმას, რაც ჭეშმარიტია და მართალი, იმდენად რამდენადაც ქრისტესმოწამეები მკურნალნი და მეოხნი არიან ყველა იმათთვის, რომლებიც კი ქრისტესმიერი სიყვარულითა და სარწმუნოებით მიეახლებიან მათ). უთხრა მათ მსაჯულმა: "წაიღეთ, საითაც გინდათ, და გააკეთეთ, როგორც თქვენ თვითონ იცით".

მაშინ მოვიდნენ ისინი, აიღეს მიწიდან მისი პატიოსანი სხეული, ჩადეს იგი ასაკიდებელ კიდობანში მისივე სამოსლითურთ, ამოთხარეს ამ მართლის დანთხეული სისხლი მიწიდან, (ისე რომ, საერთოდ არაფერი დატოვეს მიწაზე), ჩადეს ისიც ჭურჭელში და დადეს წმინდანი ურემზე, იმ მხნე ორმოცი წმინდანის მსგავსად, რადგან იქ, სადაც თავი მოჰკვეთეს წმინდა მოწამეს, იმ წმინდა ეკლესიის კართან იყო, რომელიც წმინდა ორმოცი მოწამის სახელზე იყო დაფუძნებული. ამიტომ, მართებული იყო, რომ ამ ახოვან ორმოც წმინდანს მიმსგავსებოდა იგი.

და როდესაც ქალაქის გარეთ გამოიტანეს წმინდანის წმინდა სხეული, აიტანეს იმ ადგილას, რომელსაც "საგოდებელი" ეწოდება, რადგან იქ არის ქალაქის ადამიანთა საფლავები. იქ გადმოიღეს იგი ურმისგან და დადეს მიწაზე. შემდეგ მოიტანეს შეშა, თივა და ნავთი, რაც დაასხეს წმინდა სხეულს, და დაანთეს ცეცხლი, სანამ არ დაწვეს წმინდა მოწამის ხორცი იმ ადგილას, რომელიც არის ქალაქის ციხის აღმოსავლეთით (და რომელსაც ჰქვია "დილეგი"), კლდის პირზე, რაც არის პიტალო კლდე იმ დიდი მდინარისა, აღმოსავლეთით რომ ჩაუდის ქალაქს (მისი სახელია მტკვარი). ხოლო ქრისტიანთაგან არავის მისცეს უფლება იმ ადგილას მისვლისა, სანამ არ დაასრულეს წმინდა მოწამის ხორცთა დაწვა, ხოლო წმინდა მოწამის ძვლები, რომელთა დაწვაც ვეღარ შეძლეს, მოკრიბეს ცხვრის ტყავში, მაგრად შეკრეს და ჩაყარეს იმ დიდ მდინარეში, ქალაქის ხიდის ქვევით, რომელზეც აღმართული იყო ხიდის პატიოსანი ჯვარი. და გახდა წყალი მდინარისა ამ წმინდა ძვლების სამოსელი, გარს შემოეხვია რა მათ, სიღრმე წყლისა კი – წმინდა მარტვილის საფლავი, დაუდევრად რომ არავინ შეხებოდა მათ.

ამგვარად იმოქმედეს ქრისტესმბრძოლებმა, და ასე იასპარეზა კარგი ასპარეზობა ამ ნეტარმა.

მაშინ დაიძრა ქალაქის ქრისტიანთა სიმრავლე, განისორეს მატ ტირანთა შიში და ყველანი გადიოდნენ იმ ადგილას, სადაც დაწვეს წმინდა მოწამის ხორცი; მოხუცები მორბოდნენ თავიანთი ჯოხებით, კოჭლები – ხტომით, როგორც ირმები. ჭაბუკები – სირბილით, ბავშვები ერთიმეორეზე შეჯახებით, ქალები კი მსგავსნი იყვნენ იმ წმინდა მენელსაცხებლეებისა, რომლებსაც სირბილით მიჰქონდათ სურნელებანი ჩვენი ღვთის ქრისტეს წმინდა საფლავთან. ნამდვილად იყვნენ ესენიც მატი მსგავსნი, რადგან მირბოდნენ ცრემლით და თან მიჰქონდათ ტავიანთი ხელით სანათები და საკმეველი. ყველანი სიხარულითა და ქრისტესადმი მადლობით მიდიოდნენ, იღებდნენ იმ ადგილის მიწას, მიჰყავდათ სენთაგან შეპყრობილები ბევრი, რომლებიც იმავე დღეს იკურნებოდნენ, ყოვლადძლიერმა ღმერთმა კი უფრო მეტად გამოავლინა თავისი ძალა, პატივი მიაგო თავის წმინდანს და აჩვენა საკვირველი ნიშანი, რათა ყველას სცოდნოდა, რომ ქრისტესმოწამეა იგი.

როდესაც შეღამდა ის დღე და იყო პირველი საათი ღამისა, გადმოავლინა უფალმა იმ ადგილას მოელვარე ვარსკვლავი, როგორც ცეცხლის ჩირაღდანი, რომელიც ხანგრძლივად იდგა იმ ადგილას, სადაც დაწვეს ქრისტეს ნეტარი მოწამე, და იდგა იგი ჰაერთა ზევით ვიდრე იმ ღამის სამ საათამდე, ანდა უფრო მეტ ხანს, გამოსცემდა რა ბრწყინვალებას, თუმცა არათუ ამქვეყნიური ცაცხლის მსგავსად, არამედ როგორც საშინელება ელვისა, რასაც ხედავდა ყველა მოქალაქე, მათ შორის ის მსაჯულიც, მთელი ხალხი, ქალაქის მკვიდრი ქრისტიანები, ყველა სარკინოზი და სხვა მხრიდან მოსული მწირები. ხანგრძლივად ხედავდნენ ისინი თვალის გუგებით, სანამ არ შერცხვათ მოძალადეებსაც და მივიდნენ მსაჯულ ამირას მსახურთაგანნი ვინმე იმ ადგილის სანახავად, რადგან იფიქრეს, იქნებ ქრისტიანებმა აანთეს იმ ადგილას სანათიო. და როდესაც უახლოვდებოდნენ იმ ადგილს, ნახეს, რომ ჰაერთა ზევით მაღლდებოდა ვარსკვლავი და ვერ მიდიოდნენ იმადგილთან, რადგან საღვთო შიშმა შეიპყრო ისინი.

და კიდევ, მეორე ღამეს უფრო მეტადაც გამოსცა წყალმა გასაკვირველი სინათლე და მოჩვენება ეგონათ რა მათ მიწაზე და ჰაერის ქვეშ [გამომკრთალი] ზეციური ცეცხლი, უნდოდათ ამ საკვირველებათა დაფარვა, თუმცა წყლებმა ვერ შეაკავეს იგი და ვერ ჩააქრეს ვერც მღელვარე ტალღებმა, და იმ სიღრმეებში, სადაც ჩაყარეს სანატრელი მოწამის ღვთივპატივცემული ძვლები, ხიდის ქვეშ, ამობრწყინდა სინათლეები სვეტების მსგავსად, როგორც ელვანი, რომლებიც ასევე ხანგრძლივად იდგნენ და განათებული იყო მდინარის კიდეების ირგვლივ კლდე, კბოდე და ხიდი, ზემოდან ვიდრე ქვემომდე, რასაც კვლავაც ქალაქის მთელი სიმრავლე ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, რომ ჭეშმარიტად იესო ქრისტეს, ღვთის ძის მარტვილი იყო იგი, და შეეცნო ყველას, ქრისტეს მორწმუნესაც და ურწმუნოსაც, რომ წეშმარიტია უფლის სიტყვა, რაც თქვა მან: "მე თუ ვინმე მსახურებას გამიწევს,პატივს მიაგებს მას ჩემი მამა, რომელიც არის ცათა შინა" (ი. 12.26), და თუ ხრწნად ხორცზე ამდენი პატივი უკვე აჩვენა მან, რამდენად უფრო მეტად იხილავენ მას, მართალთა უხრწნელად აღდგომისას, დიდებითა და პატივით გვირგვინოსანს ანგელოზთა შორის და [რაოდენ] შერცხვებათ თავიანთი უგუნური სიშლეგის გამო იმათ, რომლებმაც ქრისტე უარყვეს და მის წმინდანებს გვემდნენ, დევნიდნენ და სპობდნენ (ხოლო უფალი ცათა შინა შეიწყნარებდა).

ახლა კი, საყვარელნო, გვმართებს ჩვენც, რომ ამიერიდან კიდევ უფრო მეტად განვიკუთვნებდეთ სანატრელ პირველმოწამეებს, რომ ამ ხილული ახალმოწამის კვალობაზე იმ პირველებისაც ვირწმუნოთ და ვთქვათ ნეტარი დავითის სიტყვა: "ძვირფასია უფლის წინაშე მისი წმინდანების სიკვდილი" (ფს. 115.6), რადგან მას შეჰფერის დიდება აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat