ღირსმოწამე ეფრემი - 05 (18) მაისი
ღირსმოწამე ეფრემი - 05 (18) მაისი
ატიკის სანაპიროზე, ბაკინის პორტის ჩრდილოეთით სოფელ ნეა-მაკრისთან, ერთი მთის ძირში დგას ხარების სახელობის მონასტერი, რომელსაც ბერძნები წმინდა ეფრემის მონასტერს ეძახიან. ადრე სრულიად უცნობი წმინდანის სახელი ბოლო 50 წელია, რაც გახდა ცნობილი და დიდად შეიყვარეს ქრისტიანებმა.

1950 წელს ბერძენი მონაზონი, დედა მაკრინე ხვდებოდა, რომ უფალს სურდა, მას აღედგინა მეკობრეთა მიერ XV საუკუნეში დანგრეული ხარების მონასტერი. ეპისკოპოსისგან გამოითხოვა კურთხევა და საქმეს შეუდგა. გრძნობდა, რომ ეს წმინდა ადგილი იყო, თანაც ღმერთს ევედრებოდა, გაემხილა მისთვის, ვინ იყვნენ და როგორ ცხოვრობდნენ აქ ძველი დროის მონაზვნები.

ერთხელ, მონასტრის ეზოში მუშაობისას, ფიქრი აეკვიატა: - ამ ადგილას გათხარე მიწა და იპოვი იმას, რასაც ეძებო. ცოტა ხნის შემდეგ იგივე ფიქრი კვლავ ეწვია. დამხმარე ყმაწვილს სთხოვა იმ ადგილის გათხრა. მოიმიზეზა - ძველი ჭის მოძებნა მინდაო. ყმაწვილმა - აქ წყალი არ იქნებაო და რამდენიმე საათი სხვაგან თხარა. ბოლოს, დაბრუნდა და მაკრინეს შეთვალიერებულ ადგილზე დაიწყო მუშაობა. მალე გამოჩნდა კელია, ნახევრად დანგრეული კედელი სამი პატარა სარკმლით. ჩანდა, აქ ოდესღაც მონაზვნის სადგომი იყო. მუშა ისე ენერგიულად იქნევდა ძალაყინს, მაკრინემ სთხოვა: - იფრთხილე, შეიძლება აქ ვინმეს საფლავი იყოსო. მუშამ გაოცებულმა შეხედა. დედა მაკრინე იგონებს: "თითქმის დარწმუნებული ვიყავი, თითქმის ვხედავდი ამ მონაზონს შინაგანი ჭვრეტით. 170 სანტიმეტრის სიღრმეზე ვნახეთ თავი ამ ღვთის კაცისა. როცა მთლიანად გამოვთხარეთ, გარშემო საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა. მუშა მღელვარებით გაფითრდა და დამუნჯდა. მე მას ვთხოვე, მარტო დავეტოვებინე. არ წავიდა. წმინდანის სხეულს დიდი პატივით ვემთხვიე. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ მას ტანჯვის დათმენა მოუწია. წმინდა სიხარულით ავივსე, თითქოს ზეციური საუნჯე მეპოვოს.

ვგრძნობდი, რომ ის მონაზონი იყო. ფრთხილად გადავაცალე მიწა და მისი ანაფორის კარგად შემონახული არშია ვიხილე. ძველებურად იყო შეკერილი მსხვილი ძაფით. მის ხელ-ფეხთან, მყარ მიწაზე ანაბეჭდი იყო შემონახული. მიწის გაწმენდა ვცადე, მაგრამ ხელებში მეფხვნებოდა. მერე გაწვიმდა, საფლავი სწრაფად დასველდა. გადავწყვიტე, წმინდა ნაწილები წვიმის ქვეშ დამეტოვებინა. წვიმა რბილ ვერცხლის წვეთებად აწვიმდა, წმენდდა საფლავს და წმინდანის სხეულს.

საღამოს ამ წმინდა ადგილას მარტოდმარტო ვკითხულობდი ღამისთევის ლოცვებს. უეცრად ნაბიჯების ხმა შემომესმა, ვიღაც ტაძრისკენ მოდიოდა. უკვე ვიცოდი, რომ ის უცნობი წმინდანი იყო. მისი ნაბიჯები ექოდ მესმოდა. შემეშინდა. სისხლი თავში ამივარდა, ერთ ადგილს მივეყინე. უკნიდან მშვიდი ხმა მომესმა: "როდემდე აპირებ ჩემს გარეთ დატოვებას?" მოვბრუნდი და ის დავინახე. მაღალი, შავთმიანი, მრგვალი თვალებით, მძიმე ქუთუთოებით. შავი, ხუჭუჭა წვერი უფარავდა ყელს. მარცხენა ხელში ლამპარი ეპყრა, მარჯვენით კი მე მაკურთხებდა.

მისი სიტყვების გაგონებისთანავე შიში უჩვეულო სიხარულით შემეცვალა. თითქოს დიდი ხნის კარგად ნაცნობს შევხვედროდი. ვუთხარი: - მაპატიე, ხვალ, განთიადზევე ვიზრუნებ შენი წმინდა ნაწილებისთვის-მეთქი. ის ჰაერს შეერთო, მე საღამოს მსახურების კითხვა განვაგრძე.

დილით კეთილმოკრძალებით გავწმინდე წმინდა ნაწილები, განვბანე და ტაძარში ჩაუქრობელი კანდელის გვერდით დავასვენე. იმავე ღამეს დამესიზმრა, - თითქოს ის მონაზონი კვლავ მოვიდა ჩემთან. ის ტაძრის გვერდით იდგა და ხელთ დიდი, ოსტატურად გაკეთებული ვერცხლის ხატი ეჭირა. ხატის გვერდით სასანთლე იდგა, მასზე ცვილის სანთელი ავანთე. შემდეგ მან წარმოთქვა: "დიდი მადლობა. მე ეფრემი ვარ".

შემდგომი რამდენიმე წლის მანძილზე წმინდა ეფრემმა თავისი ცხოვრების და მოწამეობის დეტალები დედა მაკრინეს გაუმჟღავნა. იგი დაიბადა 1384 წლის 14 სექტემბერს. ადრე დაობლდა. 14 წლისა წავიდა ხარების სახელობის მონასტერში და 27 წელი იქ მარხვასა და ლოცვაში გაატარა. მერე მღვდლად დაასხეს ხელი და სავანის მცველადაც დაადგინეს. 1425 წელს, მისი დაბადების დღეს, ჯვართამაღლებას, მაჰმადიანმა მეკობრეებმა შეიპყრეს და ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ. ის უარს ამბობდა. 8 თვე აწამებნენ. წყლულები შეუხორცდებოდა თუ არა, ხელახლა ტანჯავდნენ. 1426 წლის 5 მაისს მონასტრის ეზოში ხეზე ფეხებით ჩამოკიდეს. ამ ხემ დღემდე მოაღწია. ხელ-ფეხში ლურსმნებს უყრიდნენ და გავარვარებული, წვერმახვილი რკინის წნელით დაღავდნენ. ასე მიაბარა წმინდა ეფრემმა სული უფალს.

KARIBCHEმას შემდეგ, რაც დედა მაკრინემ მისი წმინდა ნეშტი იპოვა, მრავალი სასწაული მოახდინა წმინდა ეფრემმა. გვსურს გაგაცნოთ ეს მართლაც სულის შემმუსვრელი ამბები.

შვედი პატიმარი. ჩემი სახელია ტ.მ-ი. ვცხოვრობ შვედეთში, თუმცა წარმოშობით ბერძენი ვარ. 12 წლის წინ დამაბრალეს ის, რაც არ ჩამიდენია და სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს. ჩამკეტეს ბნელ საკანში. ხუთი თვე ველოდი ჩემი აპელაციის განხილვას, რომელიც 1981 წლის 18 დეკემბერს იყო დანიშნული.

ხუთშაბათს, ღამის სამ საათზე უეცრად გამეღვიძა. წამოვხტი. ჩემს წინ თეთრ სამოსში გამოწყობილი მაღალი, გამხდარი, თავშიშველი კაცი იდგა და მიღიმოდა. ფეხშიშველი იყო, სქელი წვერი და ნათელი, კეთილი ცისფერი თვალები ჰქონდა.

შვედურად ვკითხე: "ვინა ხარ?" მან კი ბერძნულად მიპასუხა: "ხვალ სასამართლოდან გაგათავისუფლებენ". გავუმეორე: - ვინ ხარ, ეს საიდან იცი-მეთქი. კვლავ ღიმილით მითხრა, - ხვალ თავისუფალი იქნებიო. გაოცებულმა მოვიხედე. კარი დაკეტილი იყო. მივუბრუნდი უცნაურ სტუმარს. და ამ დროს მოხდა ის, რაც არასოდეს დამავიწყდება. ამ კაცის ფიგურა ჩემი საკნის კუთხეში მივიდა და დაიშალა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქრისტეს მიერ მოხდენილი სასწაულის მოწმე გავხდი. ჯვარი გამოვისახე და დავიძინე.

მეორე დღეს სასამართლოზე წამიყვანეს. რამდენიმესაათიანი განსჯის მერე მოსამართლემ მითხრა, თავისუფალი ხარო. მუხლი მოვიყარე, პირჯვარი გამოვისახე და სასამართლოს შენობიდან გამოვედი. მშობლებს დავურეკე, - გამათავისუფლეს-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, მათ ეს ამბავი უკვე იცოდნენ. ვისგან გაიგეთ-მეთქი. შენმა დამ გვითხრა. მან გუშინ ნეა-მაკრიში, ღირსმოწამე ეფრემის საფლავთან ილოცაო. მასაც დავურეკე. დამ, - ხუთშაბათს წმინდა ეფრემის მონასტერში შენთვის ვილოცე. ლოცვისასვე ვიგრძენი, რომ წმინდა ეფრემი შემეწეოდა და ყველაფერი მშობლებს ვუთხარიო. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელაციის განხილვის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

რამდენიმე დღის მერე დამ წმინდა ეფრემის ხატი და მასზე დაწერილი წიგნი გამომიგზავნა. მაშინვე ვიცანი ის იდუმალი სტუმარი.

ბერძენი მონაზვნის მოწმობა. ძალზე ვავადმყოფობდი. საშინლად მტკიოდა თირკმელები და ღვიძლი. წოლა არ შემეძლო, ამიტომ მთელი ღამე სავარძელში გავატარე. დილის ოთხ საათზე, არ ვიცი, მეძინა თუ უბრალოდ ტკივილისგან ვიყავი მიბნედილი, უეცრად ვიხილე, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე ვდგავარ. ჩემთან მაღალი, გამხდარი, ფერმკრთალი შავწვერა ბერი მოვიდა. ჩემს გვერდით მდგომმა დამ მკითხა, - ვინ არისო. მამა გრიგოლი-მეთქი. ბერი მხარზე ფრთხილად შემეხო და წარმოთქვა: "შვილო, მე გრიგოლი კი არა, ეფრემი ვარ, შემომხედე, ხომ არ დაგავიწყდი?"

გული ამიჩქროლდა, ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი. თავი დავხარე და ხელზე ვეამბორე, მან კი მაკურთხა, თავი ავწიე და დავინახე, რომ ძალზე მაღალი იყო. მისმა ღიმილმა მაგრძნობინა, თუ რაოდენ ავსებულია ღვთაებრივი ნათლით ჩვენი სამყარო. მასთან გასაუბრება მინდოდა, მაგრამ იგი გაქრა, თითქოს ღრუბლებში გაიფანტა. გამოვიღვიძე, თავი ჯანმრთელად და გაძლიერებულად ვიგრძენი.

კარგა ხნის მერე, როცა ფილტვების ანთება მქონდა, მამა ეფრემმა კვლავ მინახულა, მაგრამ ვერ ვიცანი. მაღალი იყო, გამხდარი, შავთმიანი. ჩემთან, კელიაში შემოვიდა და მითხრა: "ნება მომეცი, მცირე ხნით ჩამოვჯდე. მთელი დღის შრომამ დამღალა. ვნახულობდი პაციენტებს, რომლებიც მომიხმობდნენ, შენთანაც მოვედი. ვნახავ, როგორ ხარ". ეჰ, მამაო, მთლად დავუძლურდი, ტკივილისგან სუნთქვა მიჭირს-მეთქი. მიპასუხა: "დიახ, მე ყველაფერი განმიცდია. მოითმინე და ნუ გეშინია. ქრისტე გაიმარჯვებს".

სნეულებით გატანჯულმა სტუმარს მაინც ვკითხე: "შენ რატომღა გაწამეს?" "ქრისტესთვის, - მიპასუხა მან, - მოითხოვდნენ, ქრისტეზე უარი მეთქვა და ჩემს ტანჯვას განაგრძობდნენ, რადგანაც არ ვნებდებოდი. შეხედე, - გადაიწია ანაფორა და უზარმაზარი ჭრილობა მანახა. მასში მთელი შინაგანი მოჩანდა, ზედაპირზე კი შავი, დამწვარი სისხლი ეცხო, - ქრისტეს სიყვარულმა მომცა წამებისას მხნეობა და ქრისტემაც გაიმარჯვა. ამიტომაც გიმეორებ, არასოდეს არაფრის გეშინოდეს. ქრისტესთვის წამება მართლაც რომ ღირს", - მითხრა.

მაინც ვერ ვხვდებოდი, რომ ის წმინდა ეფრემი იყო. ვუთხარი: - მამაო, თქვენ ალბათ საშინლად გტკივათ, უნდა მიმართოთ ჩემს ექიმებს, ცოლ-ქმარ ხარალაბულოებს. მათ უყვართ მონაზვნები. წადით მათთან, განგკურნავენ-მეთქი. ღიმილით მიპასუხა: "შვილო, მე ადრე ვიტანჯებოდი, ახლა კი აღარ მტკივა. როგორც უკვე გითხარი, ქრისტეს სიყვარულმა გამამარჯვებინა. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. ხვალ გინახულებ". ხელზე ვეამბორე, მაკურთხა და წავიდა.

რამდენიმე დღის მერე დაბრუნდა. თქვენს სიახლოვეს კარგად ვგრძნობ თავს, მშვიდად ვარ. თორემ მეტი აღარ შემიძლია, მინდა ეს სოფელი დავტოვო-მეთქი, - შევჩივლე. სერიოზულად შემომხედა, - "შვილო, შენი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. კიდევ გაქვს საქმე გასაკეთებელი. ნუ გეშინია. რადგან მოთმინება გთხოვე, იცოდე, ყოველთვის შენი მფარველი ვიქნებიო". მისი სიტყვებიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ექიმი იყო. ვკითხე, - არ შეგიძლიათ, სხვა დებისთვისაც იზრუნოთ-მეთქი? მიპასუხა: "მე საკმარისად მაქვს წამალი ყველას განსაკურნად, მაგრამ მათ ჯერ კიდევ უნდა იტანჯონ ქრისტეს სიყვარულისთვის. ეს ბრძოლა საუკეთესოა, რაც კი არსებობს. მაშ, კიდევ რით დაუმტკიცებ სიყვარულს ღმერთსა და უფალ იესოს?" დავეთანხმე. მერე გამახსენდა, რომ მას არ ვიცნობდი და ვკითხე: "მამაო, მაპატიე, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ადრე მინახიხართ". "განა არ გახსოვს, პირველად იგნეტეონის საავადმყოფოში რომ გინახულე?" - მითხრა. "მამაო, ახლა სად ცხოვრობთ?" "ჩემი სახლი ნეა-მაკრიშია", - მიპასუხა. "რა გქვიათ?" "ეფრემი" - ბოლოს და ბოლოს, გაამხილა თავისი სახელი, მაგრამ ჯერ კიდევ მეეჭვებოდა, რომ წმინდა ეფრემი იყო. "მე უნდა წავიდე, შვილო, კიდევ ბევრი ავადმყოფი უნდა მოვინახულო. შენთან კი კვლავ მოვალ", - მაკურთხა და წავიდა.

მეორე დღეს იმავე დროს მოვიდა: "შვილო, ჯერ კიდევ სუსტად ხარ, ასე რომ წავიდეს საქმე, მეშინია, ვეღარ გაუძლებ. ექიმ დიონისისს სთხოვე, დიდი დოზით მოგცეს ის წამალი, რასაც სვამ". მისმა ნათქვამმა გამაკვირვა. "იცნობთ იმ დიონისისს?" მომიგო: "მე კი კარგად ვიცნობ, მაგრამ ის არ მიცნობს. უნდა სთხოვო, ჩემთან სახლში მოვიდეს, სადაც შეძლებს ჩემთან შეხვედრას. ვისურვებდი, როგორც კი მომჯობინდები, მოხვიდე ჩემს სახლში და დებს ტერიტორიის გაწმენდაში მიეხმარო. ეს თქვენც და მათაც დიდ ბედნიერებას მოგიტანთ".

მან მაკურთხა. როცა ხელზე ვეამბორე, დაუმატა: "მე აქ მეტად აღარ მოვალ, ახლა შენი სტუმრობის ჯერია". მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, რამდენიმე დღის შემდეგ მობრუნდა: "აი, კიდევ მოვედი. მეშინია, თუ არ დაგეხმარები, რაიმე უბედურება შეგემთხვევა". ჯიბიდან რაღაც წამალი ამოიღო. "ამას გაძლევ, რადგან ძალზე სუსტად ხარ. მიიღე და გამოჯანმრთელდები". ხელში ჯვარი ეჭირა. ხელზე ვემთხვიე. ის წავიდა. სრულიად გამოვჯანმრთელდი და ეს ავადმყოფობაც მიმავიწყდა.

ჩემი ქალიშვილი მარიამი. ერთ კვირა დილით ვერანდაზე მამა ეფრემის სასწაულებზე დაწერილ წიგნს ვკითხულობდი. ძალზე ავღელდი. რომ არა მისი შუამდგომლობა, ჩემი ორი წლის ქალიშვილი ამ ქვეყანას არ მოევლინებოდა. წიგნი გადავდე, შინ შევედი, ქმარი გავაღვიძე და ვთხოვე, პარნასის მთაზე წამიყვანე, ბავშვს სუფთა ჰაერი სჭირდება-მეთქი. იუარა - იქ შუადღემდე ვერ მივალთ, საიმდროოდ კი ძალზე ეცხელებაო. გავბრაზდი და უკმეხად შევეპასუხე. ამ დროს ვიღაცამ ყურში ალერსიანად მიჩურჩულა: "არ შეგეშინდეს, შვილო, მე ეფრემი ვარ, გავიდეთ გარეთ, სადაც ახლა იჯექი". სულში სიმშვიდე ვიგრძენი და გარეთ გამოვედი. მის სიახლოვეს ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხედავდი. "დაბრძანდით, მამაო წმინდაო", - მივმართე და ვწუხდი, რომ არ მქონდა ოქროს მაგიდა, მისთვის რომ გამეშალა. "ნუ წუხხარ, შვილო. მე შენს დასახმარებლად მოვედი. ვიცი, რომ გუნებაწამხდარი ხარ, მაგრამ მოთმინება იქონიე". "მითხარით, მართლა თქვენ ხართ?" - ვკითხე. "მე ეფრემი ვარ, შვილო. გადაშალე წიგნი, სადაც შეჩერდი და დარწმუნდები". მართლაც ასეც მოხდა. ავღელდი. წმინდა ეფრემმა მადლობა მითხრა მისი ტაძრისთვის შეწირული მცირე ძღვნისთვის, რომელიც ფასდაუდებელი გახლდათ წმინდა ეფრემის თვალში. მან კვლავ მიჩურჩულა: "მე ახლა ისევე გეხმარები, როგორც შენ დამეხმარე". ლაპარაკი ვეღარ შევძელი, ავტირდი. "შენს ბავშვს კვირაობით მთის წმინდა ჰაერის ჩაყლაპვა კი არა, საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება უნდა". ამის შემდეგ ის გაქრა. შემძრა მისმა სიტყვებმა, გავაღვიძე ქმარი, დავავლე ხელი ბავშვს და ტაძარში წავედი.

მაინც ვერ ვიჯერებდი ნანახსა და მოსმენილს, ვტიროდი და წმინდანს ცოდვების მიტევებას ვთხოვდი; ჩემს სიცოცხლეში მასზე მეტად ხომ არავინ დამხმარებია. შემრცხვა საკუთარი თავის გამო. მაშინ მან კვლავ მიჩურჩულა: "ქრისტე მოვიდა ავაზაკისთვის, ბრმისთვის, მეძავისა და კეთროვანისთვის, რათა ყველა დაემოძღვრა, მოვიდა, რათა განეკურნა გარყვნილი გონების კეთროვანება, ბიწიერება. მას შეუძლია კაცის სულის აღდგინება, ისე, როგორც აღადგინა მკვდარი ლაზარე". ამის მერე წმინდანი დადუმდა.

KARIBCHE


ურწმუნო. ერთხელ ნაცნობმა ვიღაც წმინდანის, სახელად ეფრემის, ხატი მაჩუქა. ღმერთი არ მწამდა და საჩუქრის მოშორება გადავწყვიტე. რამდენიმე დღის მერე, შუაღამისას წმინდანის ხატის წინ მკრთალი მოწითალო სინათლე შევნიშნე. თავიდან შემეშინდა, მერე კი რაღაც შინაგანი სიხარული ვიგრძენი. ეს ნათელი, სანთელივით, მთელი ღამე ანათებდა. მეორე დღეს ეს ამბავი მეზობლებს მოვუყევი. ყველას გაუკვირდა, რადგან იცოდნენ, რომ ურწმუნო ვიყავი. გავიდა რამდენიმე დღე. ეს სინათლე აღარ გამოჩენილა. მე კი ხატისთვის ხელის შეხებაც არ მინდოდა, ისე მეშინოდა მისი, გადავწყვიტე, სხვისთვის მეჩუქებინა. იმავე ღამეს დამესიზმრა წმინდა ეფრემი, სახემკაცრი, გრძელსამოსიანი, განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი ბიზანტიური სანდლები. ვიგრძენი საკუთარი ცოდვილობა, სახეში ცქერას ვერ ვუბედავდი. მითხრა: "ამ სინათლეს მეტად ვეღარ ნახავ, რადგანაც თქვი, რომ ეს არ გსურს. თუმცა იცოდე, შეგიძლია მოიშორო ჩემი ხატი, მაგრამ მე ყოველთვის აქ ვიქნები". წმინდა ეფრემის წყალობით, მე ახლა მწამს ღმერთი.

დაიცავი მარხვა. "არასოდეს მიმარხულია. მაგრამ ბოლო დიდი მარხვისას, დაუჯდომლის შაბათის საღამოს, დამესიზმრა: ჩემი ოთახის კარები იღება და წინ გაჩნდა მაღალი, გამხდარი მონაზონი. ვიცანი: წმინდა ეფრემი იყო. ისეთი მკაცრი ხმით მითხრა, - ამიერიდან ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს იმარხულეო, რომ შეშინებულს გამომეღვიძა.

მაშინვე დავპირდი წმინდანსაც და საკუთარ თავსაც, რომ ყოველთვის დავიცავდი ოთხშაბათ-პარასკევს დაწესებულ მარხვას და სხვა დღეებსაც, როცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მარხვა დაადგინა.

დიდება შენდა, ღირსმოწამეო ეფრემ".
ექვთიმე კარკოვიკისი

ტაქსისტის ჩანაწერი.
ეს ნეა-მაკრის მონასტერში 1990 წელს პირველად მისულმა ამბის გმირმა მოუთხრო ტაქსისტს. მან კი სიტყვასიტყვით ჩაიწერა და დაბეჭდა გაზეთ "ორთოდოქს ტიპოსში".

"ორი თვეა უკვე, რაც არ ვიღებ იმ საშინელ საწამლავს. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მცირეოდენი სურვილიც არა მაქვს ამ ნაგვის სისხლში შეშვებისა, მაგრამ ეს ჩემი დამსახურება არ არის. ყველაფერი მოხდა ღვთისა და მისი წმინდანის სასწაულებრივი ძალით.

რვა წლამდე ათენში ვიზრდებოდი. მშობლები ერთადერთ შვილს მანებივრებდნენ. მერე ამერიკაში გადავედით საცხოვრებლად. ვიზრდებოდი და უცნაური ბიწიერების სურვილი მიჩნდებოდა. ისეთი ხასიათი მაქვს, ადვილად ვხვდები ცუდ წრეში. მალევე გავსინჯე მარიხუანა და ჰაშიში. მერე ძლიერ ნარკოტიკებს მივეძალე, რომელიც ადვილი საშოვნელი იყო, მაგრამ ძვირი ღირდა, მე კი სამუშაო არ მქონდა. თავიდან მშობლებს ვპარავდი ფულს, მაგრამ თანდათან უფრო დიდი დოზა დამჭირდა. მშობლებმა ქურდობაზე წამასწრეს. ამიტომ მათ ვცემდი და ფულს ვართმევდი. ვხვდებოდი, მოლიპულ გზაზე ვიდექი, მაგრამ შეჩერება აღარ შემეძლო. მშობლებს ექიმთან და ფსიქოლოგებთან დავყავდი. ექიმები ამბობდნენ, თუ იმავე წრეში დარჩება, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.

ერთხელ შინ მარტოდმარტო სასოწარკვეთილი ვიჯექი, რომ ვიღაც უცნაური სტუმარი მეწვია - შუატანისა იყო, შავ-შავი, მრგვალი, ერთთავად მოტრიალე თვალები, რქები და კუდი ჰქონდა. სხეულზე ბალანი ბუჩქ-ბუჩქად მოსდებოდა. ლაპარაკობდა ხმამაღლა, ძლიერი ხმით, რაღაც საშიში დამაჯერებლობით.

მან დაწვრილებით მომიყვა მთელი ჩემი ცხოვრება. "შენ ყველაფერი გამოსცადე, სხვა არაფერი დაგრჩენია, იმის გარდა, რომ მე გამომყვეო". მერე კი მითხრა, მანქანა წაიყვანე ერთ ადგილას, სადაც შეგხვდებიო. იმ მონაკვეთში ხშირად ხდებოდა ავარია. მეც ავარიაში მოვხვდი, მანქანიდან ძლივს გამომათრიეს, უმნიშვნელო დაჟეჟილობა მქონდა. პირველი დახმარების შემდეგ შინ წავედი. იგივე არსება ათი დღის შემდეგ კვლავ გამომეცხადა და უკმაყოფილოდ მითხრა: "შენ არ გააკეთე ის, რაც გითხარი. ახლავე მიიღე სამმაგი დოზა და გამომყევი". ნარკოტიკი მოვამზადე და ჩემს დაჩხვლეტილ სხეულზე ადგილს ვეძებდი ნემსის გასაჩხერად... დოზა დიდი იყო და გონება დავკარგე. ჯერ კიდევ უგონომ დავინახე მაღალი, ანაფორიანი კაცი, ჯვრიანი შავი ქუდი ეხურა. დამამშვიდა - "ნუ გეშინია, გამოჯანმრთედლები. როცა საბერძნეთში წახვალ, ჩემს სახლში მოდი. მე ეფრემი ვარ".

გამოვფხიზლდი. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ის დაწყევლილი ნარკოტიკი არც გამეკეთებინოს. საბერძნეთში წასვლის სურვილი გამიჩნდა. ვუთხარი მშობლებს. დავბრუნდით ათენში, ჩვენს ძველ სახლში. მივედით ადგილობრივ ეკლესიაში. აღსარება ვთქვი, დავიწყე მარხვა, მღვდელმა ორი კვირის შემდეგ მაზიარა. როცა წმინდა ეფრემის ხატი ვიხილე, მაშინვე ვიცანი ის კაცი, ვინც ნარკოტიკებისგან დამიხსნა..."

წმინდა ღირსმოწამე ეფრემი იხსენიება 3 იანვარს, მის წმინდა ნაწილთა მოპოვების დღეს, და 5 მაისს, მისი მოწამებრივი აღსასრულის აღსანიშნავად.
.......................
აქვე წაიკითხეთ:

როგორ გადაარჩინა წმინდა ეფრემმა კიბოსგან მარია გალანოპულო

ყველას შევუნდოთ, რაც არ უნდა დაგვიშავონ

ვამჯობინებ მოვკვდე, ვიდრე რწმენა შევიცვალო. არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ გამიკეთოთ



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat