ყველას შევუნდოთ, რაც არ უნდა დაგვიშავონ
ყველას შევუნდოთ, რაც არ უნდა დაგვიშავონ
წმინდა ეფრემის სასწაული როგორ გადაარჩინა ჩემი საყვარელი ადამიანი - მარიო
წმინდა ეფრემის კიდევ ერთი სასწაულის შესახებ საბერძნეთში ყოფნის დროს ქართველმა ემიგრანტმა ესმა ღონიაშვილმა მიამბო.

- 1995 წლის ზაფხული იდგა. მე და მარიო ათენში ვცხოვრობდით. ვთანამშრომლობდით თესალონიკის ერთ დიდ საწარმოსთან. მე და მარიომ ერთმანეთი ცოტა მძიმე სიტუაციაში, თესალონიკში გავიცანით. როგორც ლტოლვილი 1993 წელს საბერძნეთში ალბანეთიდან იყო გადმოსული. ვიდრე საბერძნეთში მოვიდოდა, მთებში ფეხით იარა 11 დღე-ღამის განმავლობაში.

ჩემს მეგობარს პერიკლს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა ჰქონდა და ამიტომ ნეა მაკრში წმინდა ეფრემთან მოსალოცად წავედით. ასე მოხდა ჩემი გაცნობა წმინდა ეფრემთან. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სამსახური გვქონდა და საკმარის ანაზღაურებას ვიღებდით, მაინც არ გვყოფნიდა იმ ვალების დასაფარად, რომელიც ძველი ბიზნესიდან მომყვებოდა. როდესაც გარკვეულ თანხას მოვაგროვებდით, მარიო მიდიოდა თესალონიკში, გადაიხდიდა ვალს და ისევ ათენში ბრუნდებოდა. მერე ისევ თავიდან ვიწყებდით თანხის მოგროვებას. ერთმანეთი წრფელი გულით ძალიან გვიყვარდა. ერთ დღესაც თესალონიკში წასული უკან აღარ დაბრუნდა. ვალი გადაიხადა და გზა ალბანეთისკენ გააგრძელა. შვეციაში ბიძაშვილთან აღმოჩნდა. იქ მისულმა ტელეფონით გამაგებინა თავისი ადგილსამყოფელი და მითხრა, არ დაბრუნდებოდა, ვიდრე ვალს მთლიანად არ დაუბრუნებდა.

ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, სახლში, სადაც ის ცხოვრობდა კარადაში, აღმოაჩინა ყველა სახის იარაღი. ამის გაგონებაზე შიშმა და პანიკამ შემიპყრო. რომ მცოდნოდა შვეციაში ზუსტად მისი ადგილსამყოფელი, მასთან წავიდოდი. ისეთ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომ, მივხვდი, ცუდი საქმით იყო დაკავებული. აღარ ვიცოდი, მას როგორ დავხმარებოდი. უცბად გამახსენდა ნეა მაკრში წმინდა ეფრემი. მაშინვე ჩავჯექი მანქანაში და ნეა მაკრში გავემგზავრე, რათა წმინდა ეფრემის წინაშე მთელი გულით მელოცა და ჩემი საყვარელი ადამიანის შინ მშვიდობით დაბრუნება მეთხოვა. მწამდა, რომ წმინდანი დამეხმარებოდა. საღამოს მივაღწიე ეკლესიამდე, წმინდანის ნაწილების წინაშე დავიჩოქე და ავტირდი. ცრემლებმა სახე დამიფარა და წმინდანის საფარსაც დაედინა. მთელი რწმენით ვევედრებოდი დახმარებას. ის წუთები არასდროს დამავიწყდება. როგორც ბავშვი, ისე ვტიროდი და ვთხოვდი დახმარებას. წმინდა ეფრემმა იცოდა, რომ ჩემს მარიოს საფრთხე ემუქრებოდა და სამ დღეში უკან დამიბრუნდა. დაუჯერებელი იყო. ეს მოხდა წმინდანის მადლის შედეგად. ასეთი მსწრაფლშემწე და სასწაულმოქმედია წმინდა ეფრემი.

შვეციაში, სადაც მარიო ცხოვრობდა, ერთი კვირის შემდეგ მოხდა თავდასხმა და ყველა ამოხოცეს, ვისთანაც მარიო ურთიერთობდა. მარიოც მათ შორის აღმოჩნდებოდა, რომ არა წმინდა ეფრემის შეწევნა.

წმინდანის მიმართ სამადლობელი სიტყვები არ მყოფნის. მას შემდეგ ვცოცხლობ იმისთვის, რომ ის ვადიდო, მწამდეს მისი და მიყვარდეს. ისტორია აქ არ მთავრდება. როგორც კი მარიო შინ დაბრუნდა, მაშინვე წმინდა ეფრემის მონასტერში წავედით მადლობის სათქმელად.

მარიომ ჩამოსვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლატარიით 1000 000 დრაჰმი მოიგო. წმინდა ეფრემმა ყველაფერზე იზრუნა. სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება ეს სასწაული. წმინდა ეფრემის ბევრი სასწაული მაქვს წაკითხული, მაგრამ სხვაა წაიკითხო და კიდევ უფრო სხვა არის, როცა საკუთარ თავზე გამოცდი.

დალოცვილი იყავი, წმინდანო, საუკუნეები და დაგვეხმარე ჩვენ, უღირს მონებს.

***
ესმას დახმარებით გავეცანი მის მიერ ნათარგმნს არქიმანდრიტ სპირიდონის წიგნიდან - "რაც ვნახე და რაც განვიცადე", რომელიც გადმოგვცემს მამაოს საუბარს მსჯავრდადებულებთან. "ამ პატიმარს კატალონიაში შევხვდი. 67 წლის იყო. სასჯელი მოხდილი ჰქონდა და სხვა პატიმრებთან ერთად ხაროში ცხოვრობდა, რომელიც ზევიდან უბრალოდ იყო გადაფარებული. ყველა პატიმარმა დიდი სიყვარულით მიიღო. მათთან ერთად ბალახში ჩავჯექი. მან დაიწყო საკუთარი ცხოვრების მოყოლა. გაიხსენა კატორღის ზედამხედველმა რაზგილდიაეფიმ კინაღამ ძაღლებს რომ დააგლეჯინა. თანდათან დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და ყველამ თავისი ცხოვრება მიამბო.

- მამაო, წარმოიდგინეთ, როგორ გვექცეოდა რაზგილდიაეფი. მაგალითად, პატიმრებს გაათხრევინებდა ორმოს და მერე ბრძანებას გასცემდა, რომელიმე მათგანი შიგნით ცოცხლად დაემარხა. პატიმრები სიმწრით ტირილს იწყებდნენ. აი, ასე ყოველდღე ან ჩამოახრჩობდა ვინმეს, ან ძაღლებს დააგლეჯინებდა ან კიდევ ცოცხლად დამარხავდა. იცი, მამაო, აქ სახლების საძირკვლები საცოდავ პატიმართა ძვლებზეა აგებული, იმათ საფლავებზეა აგებული, ვისაც ის ხოცავდა. მამაო, იცით რამდენი უდანაშაულო დაიხოცა მისი ხელით? აქ კორაში კიდევ რამდენი უდანაშაულო წამებულის ძვლებია?

- არა, - თქვა ერთმა პატიმარმა, - არ ელოდოთ კარგს არაფერს ამ ცხოვრებიდან. თუ მთავრობამ, ხელისუფლებამ ჯვარს აცვა უფლის ძე, ჩვენ რაღა შვებას უნდა ველოდოთ ამ ცხოვრებისგან. ეს ქვეყანა ბოროტის ხახაშია ჩავარდნილი. ჩემზე ამბობენ, ანტიქრისტეაო. მთელი ცხოვრება იმიტომ ვიტანჯები, ვისჯები, რომ ყველა ადამიანს თანასწორუფლებიანად ვთვლი. ხუთი წელია სახარებას ვკითხულობ და თითქოს ახლა უკეთ ვარ.

საუბარი ქალმა გააგრძელა:

- კი, ანდრეა, მაგრამ ძნელია იცხოვროს ადამიანმა ისე, როგორც შენ ცხოვრობ. მარტო ხარ და რა ფულსაც შოულობ იოლად ურიგებ ღარიბებს. მხოლოდ ერთი პერანგი და შარვალი გაქვს. მას, ვისაც ოჯახი ჰყავს, შეუძლებელია შენსავით იცხოვროს.

ქალს სხვა პატიმარი აჰყვა:

- არა, ჩემო მეგობარო, არ უნდა ვეძებოთ ჩვენს გარეთ სიმართლე. ჩვენთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ჩვენში შევინარჩუნოთ სიმართლე და განვახორციელოთ ჩვენს ცხოვრებაში. აი, ეს იქნება კარგი. ჩვენო კარგო მამაო, შენ ხარ ჩვენი მხსნელი. ოთხი დღის წინ აქ ნამდვილი სასწაული მოხდა: ორი პატიმარი ჩხუბობდა და ჩვენ გვეგონა, იმავე საღამოს ერთმანეთს მოკლავდნენ. საღამოს ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ჯალათი, რომელიც ჩვენს ციხეში იყო, აკაკუნებს მეორე ჯალათის კარებზე. მეორემ ხელში რკინის საგანი აიღო და მასთან შესახვედრად გამოვიდა, ხელი ასწია დასარტყმელად, მაგრამ მაშინვე დაბლა დაუშვა. ჯალათი დაეცა მის ფეხებთან და უთხრა: ჩვენმა მამაომ გვითხრა - ყველას შევუნდოთ, რაც არ უნდა დაგვიშავონ. ვიდრე მზე ჩავა, გპატიობ და შენც მაპატიე. ამ სასწაულის შემყურე ყველა ტიროდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler