ვამჯობინებ მოვკვდე, ვიდრე რწმენა შევიცვალო. არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ გამიკეთოთ
ვამჯობინებ მოვკვდე, ვიდრე რწმენა შევიცვალო. არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ გამიკეთოთ
წმინდა ეფრემის შესახებ წინათ არაფერი გამეგო. მადლობა ღმერთს, რომ ათენში ყოფნის დროს მისი წმინდა, უხრწნელი სხეულის ხილვის და მოლოცვის ღირსიც გავხდი. არქიმანდრიტი აბიბოსის (ტარიადის) დახმარებით, ატიკის მხარეში, წმინდა ეფერმის დედათა მონასტრისკენ გავეშურეთ. გზად მიმავალს, ასე მეგონა საქართველოში ვიყავი, ისე წააგავდა იქაური ბუნება ჩვენსას. მონასტერს დიდი გალავანი აკრავს გარშემო. იქაურობა საკმაოდ მდიდრულად და სათანადოდ არის მოვლილი. მომლოცველების ნაკადი უწყვეტად მოედინება. წმინდა ეფრემისგან შეწევნას თითოეული მათგანი გრძნობს. ტაძარის შესასვლელთან წმინდა ეფრემის სახელზე ნაკურთხი წყალია. მომლოცველები იქიდან წყალს იღებენ და შინ მიაბრძანებენ როგორც სიწმინდეს. იქვეა დაცული ის წმინდა ხე, რაზედაც წმინდა ეფრემი რვა თვის განმავლობაში ეწამებოდა თურქების მიერ. ღვთის მადლით, ამ უდიდესი სიწმინდის ფირზე აღვბჭდვაც შევძელით. მონასტერში სტუმრობის დროს, ერთი მონაზონი შემოგვეგება, გამოგვკითხა ჩვენი ვინაობა და გულთბილად, მცირედად გაგვესაუბრა. მისგან გავიგე, რომ ამჟამად მონასტერს დედა თეოდორა წინამძღვრობს. მონასტერში კი შვიდი მონაზონი ცხოვრობს. წინათ, აქ მამათა მონასტერი ყოფილა. XV საუკუნეში მონასტრის საძმო დახოცეს, XX საუკუნის II ნახევრიდან მონასტრული ცხოვრება დროებით შეწყდა. როდესაც დედა მაკარიამ დაიწყო აქ დედათა მონსტრის დაარსება (დედა მაკარია, მონასტრის წინამძღვარი გარდაიცვალა 1999 წელს, დასაფლავებულია, მონასტრის ეზოში), განსაკუთრებით ლოცულობდა იმისათვის, რომ რომელიმე წმინდანი გამოცხადებოდა იმ მამებიდან, ვინც ამ მონასტრის მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის ეწამა. მართლაც, უფალმა შეისმინა მისი ლოცვა-ვედრება და გამოეცხადა წმინდა ეფრემი, რომელიც ერთ-ერთი წევრი გახლდათ იმ საძმოსი, რომელიც თურქებმა აწამეს. როგორც იქაური მონაზვნისგან გავიგე, დედა მაკარიას ლოცვით გამოჩნდა წმინდა ეფრემის უხრწნელი სხეული, რომელიც იქვე მონასტერში ყოფილა დაკრძალული. წმინდა ეფერმის წმინდა, უხრწნელ სხეულთან მიახლება დღეს ყველა მორწმუნეს შეუძლია. ამბობენ, ვინც რწმენით მიეახლება, მათზე სასწაულებს ახდენსო.

ღირსმოწამე, სასწაულმოქმედი ეფრემის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, წმინდანის მიერ აღსრულებულ სასწაულებს იქვე გავეცანი. მათგან გადმოცემულს, მცირედად თქვენც გაგაცნობთ. დაიბადა 14 სექტემბერს 1384 წელს, ტრიკალაში, თესალიის მხარეში, ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მისი სახელი და გვარი კონსტანტინე მორფი იყო. მცირე ასაკიდანვე დაობლდა და დარჩა დედასთან და და-ძმებთან ერთად. მთელი ოჯახის სიმძიმე მის დედას დააწვა. წმინდა ეფრემის დედა, დიდად მორწმუნე ყოფილა და შვილებსაც ასეთივე სიყვარულით ზრდიდა.

KARIBCHE

იმ წლებში საბერძნეთი დამონებული იყო თურქების მიერ. ისინი იტაცებდნენ ბერძენ პატარა ბავშვებს და შემდეგ აგზავნიდნენ სპეციალურ სამხედრო ნაწილებში, სადაც მათ ძალიან მკაცრად ზრდიდნენ. ასევე უნერგავდნენ მუჰამედისა და სულთნის სიყვარულს. ზრდიდნენ მართლმადიდებლების მკვლელად. ასეთ პირობებში მცხოვრებმა ახალგაზრდა კონსტანტინეს დედამ, გადაწყვიტა, რომ 15 წლის ვაჟიშვილი გადაერჩინა სასტიკი მომავლისგან და მონასტერში წასვლა ურჩია, რადგან დედა ხედავდა მის განსაკუთრებულ სიყვარულს ეკლესიისა და ეკლესიური ცხოვრების მიმართ. ღვთის დახმარებით, პატარა კონსტანტინემ დატოვა ტრიკალა ერთი პატარა ხურჯინით, რომელშიც დედამ მწირი საგზალი ჩაუდო - პური, ცოტა ზეთისხილი, ყველი. დამშვიდობებისას ცრემლნარევმა დალოცა და ისე გამუშვა მონასტერში. კონსტანტინემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა თქვა - უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო. და დაადგა გზას. მიაღწია, ნეა მაკრია მხარეში, სადაც იყო X-XI საუკუნეში აგებული ქრისტიანული კელიები, იქვე იყო მამათა მონასტერიც.

KARIBCHE

ვიდრე კონსტანტინე 18 წლის გახდებოდა, მონატერში მორჩილად ცხოვრობდა. ხოლო, როცა სრულწლოვანი გახდა, ბერად აღკვეცეს -ეფრემის სახელით. იგი იყო მაგალითი თავმდაბლობის და წმინდა ასკეტური ცხოვრების. თითქმის 25 წელი მკაცრად ებრძოდა დემონურ ძალებს. უფლის სიყვარულით გალია ორმოცი წელი. როცა თურქმა დამპყრობლებმა შეიტყვეს, რომ ნეა მაკრის ტერიტორიაზე მდებარე მონასტრეშბი ინახებოდა დიდი განძი. რის გამოც, 1424 წელს მოადგნენ მონასტერს და განძეულობას ითხოვდნენ. მონაზვნების უმრავლესობა შეკრებილი იყო ღვთისმშობლის ხარების მონასტერში იღუმენის გარშემო და ლოცულობდნენ. აგარიანელებმა მათ მოსთხოვეს გადამალული განძი. იღუმენმა უპასუხა, რომ განძი არ არსებობდა. მაშინ, გამხეცებულები თითოეულ მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ - ელი გამოჭრეს. ურწმუნოებმა, მონასტრის ძვირფასეულობის ნაწილი თან წაიღეს. ნაწილი კი გაანადგურეს.

KARIBCHE

წმინდა ეფერმი იმ დროს არ იყო მონასტერში. როცა მეორე დღეს დაბრუნდა და იხილა საზარელი ამბავი, დიდი ძალისხმევის წყალობით იზრუნა, მამების საფლავეზე და დაკრძალვაზე. ამ შემთხვევის შემდეგ წმინდანმა დახურა მონასტერი და მოშორებით, განმარტოებით ერთ-ერთ სენაკში დაიწო მოღვაწეობა. მხოლოდ დღესასწაულებზე ბრუნდებოდა მონასტერში და ატარებდა წირვა-ლოცვას, შემდეგ კი ისევ თავის სენაკში ბრუნდებოდა.

ერთი წლის შემდეგ, კვლავ გამოჩნდნენ აგარიანელები და კვლავ მიადგნენ ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას, იმ მიზნით, რომ საფუძვლიანად მოეძებნათ განძეულობა. 1425 წლის 14 სექტემბერს, წმინდა ეფრემი მონასტერში მივიდა წირვის ჩასატარებლად. ურჯულოებმა შიპყრეს და დაუწყეს სასტიკი ცემა და წამება, რათა ეთქმევინებინათ, სად ჰქონდა დამალული მონასტრის განძი.

KARIBCHE- არ ვიცი მონასტერში თუ არის განძი. მოძებნეთ თუ გინდათ. ერთადერთი განძი, რაც არსებობს, ეს არის სულიერება! უფალი და ღვთისმშობელი - მიუგო მათ წმინდა ეფრემმა.

ამ პასუხის გაგონებაზე უფრო გაამკაცრეს მისი წამება. შემდეგ, ერთ-ერთმა მკაცრადაც უპასუხა: - გახდი თურქი და გადაურჩები წამებას.
- არასდროს არ უარვყოფ რწმენას, ღმერთს. არ მეშინია წამების და სიკვდილის - უპასუხათ წმინდანმა.

1384 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს დაიბადა წმინდა ეფრემი და 1425 წლის 14 სექტემბერს აწამეს. მხეცურად აწამეს წმინდა ეფრემი რვა თვის განმავლობაში. ყოველდღიურად, ზუსტად 233 დღე. მისი წამება 1426 წლის 5 მაისამდე გაგრძელდა. სამშაბათს, დილის 9 საათამდე. მიუხედავად სასტიკი წამებისა, წმინდანი ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა გაეძლიერებინა ისინი. ურჯულოები აწამებდნენ და მაინც მათთვის ლოცულობდა.

აგარიანელებმა თავიდან დაიწყეს ყოველ კუთხე-კუნჭულში განძის ძებნა. კვლავ მოითხოვდნენ წმინდანისგან რწმენის შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ.

- ვამჯობინებ მოვკვდე, ვიდრე რწმენა შევიცვალო. არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ გამიკეთოთ - უპასუხა წმინდანმა გაბედულად.

1426 წლის 5 მაისს, სამშაბათს, დილის ცხრა საათზე წმინდა ეფრემი ფეხებით ხეზე ჩამოკიდეს და მის მრავალტანჯულ სხეული შანთით დაწვეს.

KARIBCHE

თეა ცაგურიშვილის ფოტოკოლაჟი.


ბეჭდვაელფოსტა
29.05. 2015
მატა ტანი
მანდ ეზოში ვნახე იები დარგული და მოვეფერე იებს და ცრემლები წამომივიდა ...მოვიდა ერთ ერთი მონაზონი ხელი მომხვია და მკითხა; საიდან ხარო? საქარტველოდან ვუპასუხე ...შებრუნდა და წმ;ე ფ რ ე მ ი-ს ხატი მაჩუქა;
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat