წმინდა გიორგი ჭყონდიდელი (+1118) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
წმინდა გიორგი ჭყონდიდელი (+1118) - 12 სექტემბერი (25 სექტემბერი)
დავით აღმაშენებელზე საუბარი შეუძლებელია, თუ არ ვახსენეთ მისი ბრძენი თანამოსაგრე გიორგი ჭყონდიდელი.

დიდი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი ღირ¬სება ირგვლივ ჭკვიანი ხალხის შემოკრებაა. ასე მოიქცა დავით აღმაშენებელიც, რომელმაც გიორგი ჭყონდიდელი ყველა კარისკაცზე მეტად დაიახლოვა.

"კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, - ასე ახასიათებს დავითის მემატიანე მწიგნობართუხუცესს, - განმზრახი, სვიანი და ფრთხილი... თანაგანმკაფელი ყო-ველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა დავითისათა".

ერთ ქართულ კარაბადინში საინტერესო ცნობაა დაცული: "ქრისტეს მიერ პატრონმან ჭყონდიდელმან... მისმან მწიგნობართუხუცესობამ, პროტოუპერტიმოსმან და ვაზირთა ყოველთა უპირველესმან, კაცმან გონებამოზავმან და საღმრთოითა მსჯავრითა მართლმსაჯულმან და ხელის აღმპყრობელმან უღონოთა და ქურივთამან...". ჟამთააღმწერელი იმასაც დაურთავს, რომ მწიგნობართუხუცესის მოვალეობა "სამეფოსა და სასახლის განგება" იყო, "ხელმწიფის კარის გარიგებაში" კი ნათქვამია, "ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უმისოდ (მწიგნობართუხუცესის გარეშე, - ავტ.) არ იქნებისო".

დავით აღმაშენებელი მხოლოდ განსწავლულობისა და სიბრძნის, ერთგულებისა და პატიოსნების გამო როდი მიაგებდა პატივს გიორგი ჭყონდიდელს (ან სხვა სამღვდელო პირებს, თუნდაც არსენ იყალთოელს ანდა საქართველოს მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქს იოანეს); ქართული ეკლესია მას საქართველოს ჭეშმარიტ გამაერთიანებლად და მესაჭედ მიაჩნდა, ძალად, რომელსაც შეეძლო, უფლის შემწეობით განეახლებინა და განეცხოველებინა, სულიერების ახალ საფეხურზე აეყვანა ქართველი ერი. საქართველოს ოქროს ხანა - დავითისა და თამარის ბრწყინვალე ეპოქა - სწორედ სახელმწიფოსა და ქართული ეკლესიის ღრმა ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე ამოიზარდა.

გიორგი ჭყონდიდელი პირველ ვეზირად ითვლებოდა. ის მეფის შემდეგ პირველი კაცი გახლდათ სახელმწიფოში და საერო თუ სასულიერო საკითხებზე თანაბრად მიუწვდებოდა ხელი. მასვე ექვემდებარებოდა უმაღლესი სასამართლო ორგანო - სააჯო კარი.

გიორგი ჭყონდიდელი მართლმადიდებლობის ან, რო¬გორც იმჟამად მიიჩნევდნენ საქართველოში, ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით აიღეს ციხე-ქალაქი სამშვილდე 1110 წელს, რასაც ქვემო ქართლის მთავარ ციხეთა გათავისუფლება მოჰყვა. იმხანად, მართალია, ეს ციხეები თურქებს ეკავათ, მაგრამ მანამდე, სულ რამდენიმე ათეული წლით ადრე, სამშვილდე მონოფიზიტური სახელმწიფოს ცენტრს წარმოადგენდა - ის ლორე-ტაშირის კვირიკიანთა სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. მონოფიზიტური ეკლესიის გავლენა ამ ქართულ მიწაზე მას შემდეგაც ძლიერი იყო, რაც ქვემო ქართლის ციხეები თურქებმა დაიკავეს (აქ, ქვემო ქართლში, ჭეშმარიტად ქართულ მიწაზე, მონოფიზიტური ეკლესია არაბმა დამპყრობლებმა ხელოვნურად გააბატონეს. არაბებისა და სომხური ეკლესიის კავშირმა და ქალკედონიზმის (დიოფიზიტური მრწამსის) წინააღმდეგ ერთობლივმა ბრძოლამ ამ ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა სომხურ სახელმწიფოს - კვირიკიანების სამეფოს, რომლის მოქალაქეთა უმრავლესობა ქართველი იყო, თუმცა მათი ნაწილი იძულებით გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადაიყვანეს.

მართლმადიდებელი ეპისკოპოსის გიორგი ჭყონდიდე¬ლის ამ ნაბიჯს თურქეთის ბატონობისგან გათავისუფლებულ ადგილობრივ ქრისტიანთა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნებისთვის უდიდესი სულიერი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მართლაც, სულ მალე ქვემო ქართლი ქართული ეკლესიის ნაყოფიერ ასპარეზად იქცა, თუმცა ქვემო ქართლს მონოფიზიტთა ანუ "სომეხთა" ბატონობის გამო სახელად სომხითი შემორჩა. ამავე მიზეზით საქართველოს მეფე მოგვიანებით "სომეხთა მეფის" ტიტულსაც ატარებდა, რაც სწორედ ამ კუთხის მფლობელობას აღნიშნავდა.

სამშვილდის დაკარგვით შეშფოთებულმა თურქეთის სულთანმა ასიათასკაციანი ლაშქარი გამოგზავნა, მაგრამ დავით აღმაშენებელი მომხდურს მზად დახვდა და უკუაქცია. გიორგი ჭყონდიდელმა - ალბათ, დავითის თანხმობით - სამხედრო კამპანია განაგრძო და მტერს რუსთავიც წაართვა.

გიორგი ჭყონდიდელს ყივჩაღთა გადმოსახლებაშიც დიდი წვლილი შეუტანია.

როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მეფე ჭყონდიდელ მღვდელმთავარს უწინამძღვრებდა ხოლმე თითქმის ყველა დიდ სამხედრო თუ სასულიერო საქმეს.

საზოგადოდ, დავით აღმაშენებელი ქვეყანას საეკლესიო მოღვაწეების ხელით მართავდა. ყველაზე მაღალი თანამდებობები სასულიერო პირებს ეკავათ: გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს, კათოლიკოს-პატრიარქ იოანეს, მოძღვართ-მოძღვარ იოანეს, არსენ იყალთოელს... ჩანს, სწორედ მეფის კარზე მოღვაწე ეს მღვდელმთავრები წარმოადგენდნენ ქართული ეკლესიის სინოდს. დავითის მემატიანე მოგვითხრობს, რომ აღმაშენებლის დროს "მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შვენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიე¬რებასა ლოცვისა და მარხვისასა".

ბუნებრივია, მწიგნობართუხუცესის გაპირველკაცება სამეფო კარზე შემთხვევითი არ ყოფილა. მეფე, როგორც საერო პირი, საეკლესიო საქმეებში უშუალო მონაწილეობას ვერ მიიღებდა (რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას დავით აღმაშენებელი რიგით წევრად ესწრებოდა). არადა, დრო იყო, გადამჭრელი ზომები მიეღოთ და ეკლესია უღირსი ხალხისგან გაეწმინდათ. ამისთვის კი უნდა გამოძებნილიყო გზა, რომელიც სამეფო ხელისუფლებას საეკლესიო საქმეებში უმტკივნეულოდ ჩარევის საშუალებას მისცემდა.

სწორედ ამ მიზნით გააერთიანა დავით აღმაშენებელმა ორი - ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის - თანამდებობა. მას აქეთ მწიგნობართუხუცესად მუდამ ჭყონდიდელი ინიშნებოდა.

შემთხვევითი არც ის ყოფილა, რომ საეკლესიო პირთაგან დავით აღმაშენებელმა სწორედ ჭყონდიდელი შეარჩია. X საუკუნეში დაარსებული ჭყონდიდის საეპისკოპოსო თანდათან აღზევდა და XI საუკუნის შუა წლებში, ბაგრატ IV-ის დროს, მთელ დასავლეთ საქართველოში უწარჩინებულეს კათედრად იქცა.

ზედმეტია მტკიცება იმისა, რომ მეფის ამ ნაბიჯს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ახალი სახელოს მეოხებით საქართველოს მეფეს საეკლესიო საქმეებში აქტიურად ჩარევის საშუალება მიეცა, რაც, თავის მხრივ, მეფის ხელისუფლების ეკლესიაზე უშუალო გავლენას ნიშნავდა.

მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის სახელოების გაერთიანება, როგორც ჩანს, 1104-05 წლებში უნდა მომხდარიყო. მართლაც, დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული დიდი საეკლესიო კრების "ძეგლისწერაში" (1103 წ.) გიორგი მხოლოდ მწიგნობართუხუცესადაა მოხსენიებული: "ღირსისა მეუფისა ჩუენისა და თუალად წმიდისა ამის კრებისა ცნობილისა გიორგი მონაზონისა და მწიგნობართუხუცესისა". ამგვარად, რუის-ურბნისის კრების დროს გიორგი მხოლოდ ბერი იყო. თავისთავად ისიც საგულისხმოა, რომ დავითმა უბრალო ბერს პირველი ვეზირის თანამდებობა უბოძა და მხოლოდ საერო ხელისუფლად გახდომის შემდეგ ჩააბარა მონაზონ გიორგის ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა.

სამშვილდისა და ძერნას აღება-შემოერთებისას, 1110 წელს, ის უკვე ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად იხსენიება: "შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართუხუცეს-სა წინაშე". ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს, მისი გავლენა და ავტორიტეტი კიდევ უფრო რომ გაზრდილიყო, სამეფო კარი ურიცხვ უფლებას აძლევდა. იგი მხოლოდ სახელმწიფო საქმეთა მთავარი გამგე კი არ იყო, არამედ მეფის პირა¬დი ქონების უზენაეს მმართველადაც ითვლებოდა.

დავით აღმაშენებლის მიერ დაწყებული საქმის დაგვირგვინებას გიორგი ჭყონდიდელი, სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრო. ის 1118 წელს აღესრულა.
............................

აქვე წაიკითხეთ:

"ერისა შენისა დიდებაო"

ახალშერაცხული წმინდანი გიორგი ჭყონდიდელი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.09.2024
წმინდა მაუგოლდი (მაჩალუსი, მაკული, მაკაილე) პატივცემულია როგორც მენის კუნძულის მეორე მოციქული წმინდა პატრიკის შემდეგ.
12.09.2024
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი წმინდა გერმანზე (გერმან, კარმანე მანქსურად), რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა და განსაკუთრებით პატივცემულია მენის კუნძულზე.
06.09.2024
წმინდა ეადფრითი, იყო ლინდისფარნის ეპისკოპოსი, სავარაუდოდ 698 წლიდან. მეთორმეტე საუკუნისთვის მიიჩნეოდა, რომ ეადფრითი ჩაენაცვლა ეადბერტს
06.09.2024
წმინდა ედბერტის (Edbert, Eadbert, Eadbeorht; +698), ლინდისფარნის ეპისკოპოსი, ხსენების დღეა 6 მაისი
04.09.2024
წმინდა კუტბერტი იხსენიება: 20 მარტს/2 აპრილს (მიცვალება) და 4/17 სექტემბერს (წმინდა ნაწილების გადასვენება);
03.09.2024
ძველი ქალაქი იორკი მდებარეობს ინგლისის ჩრდილოეთში, სადაც მდინარეები უზი და ფოსი ერთმანეთს უერთდება იორკშირში.
28.08.2024
ერისკაცობაში ფრანცისკო კოტისი, დაიბადა 1897 წლის 2 ნოემბერს სოფელ ლეფკეში, კუნძულ პაროსზე. მისი მშობლები გიორგი და მარიამი იყვნენ ღარიბი, მაგრამ ღვთისმოსავი ადამიანები.
25.08.2024
ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწაზე გამობრწყინებულ ყველა წმინდანთა კრებული, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულია, აღინიშნება სულთმოფენობიდან მესამე კვირას.
23.08.2024
ის დაიბადა დაახლოებით 623/624 წელს დონეგალის მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ირლანდიაში და მონასტრულ ცხოვრებას შეუდგა ადგილობრივ სავანეში,
23.08.2024
როდესაც 633 წელს მერსიის მეფე პენდა დაიპყრო ნორტუმბრია, რომელმაც მანამდე, მეფე ედვინის დროს ქრისტიანობა მიიღო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, როგორც შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს, ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს მესიის მოსვლა ახარა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat