"ერისა შენისა დიდებაო"
"ერისა შენისა დიდებაო"
მოძღვრის მიერ არჩეული გზა გამართლებულია, ერი - სამშვიდობოს გაყვანილი
"წარსული წარსულში არ კვდება", პირიქით, ერის აღზევების ეპოქა განმსაზღვრელია მისი მომავალი ცხოვრების სრულქმნისა. ის გადასცემს მას თავის ენერგიასა და გამარჯვების იმპულსებს განსაცდელის ჟამს. ამიტომაც ვერაფერმა - ვერც მარცხმა, ვერც გლოვამ, ვერც ჟამთა სიავემ ვერ გაუნელა საქართველოს დარდი დავითის სვემაღალ დროზე, ვერ ჩააბარა იგი ისტორიას, მატიანეთა ფურცლებზე ვერ მიაძინა, რადგან იქ სუფევს მისი გონი და სული, თავის სრულყოფილ ბუნებასაც იმ ეპოქაში ხედავს ქართველი. წინაპართაგან შთამომავლობას მუდმივად გადაეცემა განცდა განუწყვეტელი ერთიანობისა და მარადიულობას ეზიარება, მარადისობად იქცევა.

"ერის დაცემა და გათახსირებაც ხომ მაშინ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს", ამიტომ მატიანეთა შრომები ერის ცხოვრებაზე დღევანდელ ქართველ კაცს იმ შინაგანი ენერგიის შესახებ მოუთხრობს, რომელმაც ეროვნული ცნობიერების აღმავლობა გამოიწვია, ოქროს ხანა - დავითის საკვირველ ძლევათა ეპოქა წარმოშვა. ამაზე დაფიქრება გვმართებს, რადგან მასთან არის დაკავშირებული საქართველოს აწმყო და მომავალი, დღევანდელი და ხვალინდელი. ის ჩაგვაგონებს, რომ ჩვენი ხვედრი ღირსეული ყოფაა. იმ ეპოქის სულის თვისებათა ჭვრეტისას იგრძნობა შინაგანი ძალა და უნარი, უდიდესი პოტენციალი ერის კვლავ აღზევებისა, ის ახსენებს ქართველს ღირსეული არსებობისკენ სწრაფვის აუცილებლობას.

გული ეძებს გმირებს, ვინც განსაზღვრა მაშინდელი ეპოქის ცნობიერება, გამოიკვლევს მათ მსოფლმხედველობას, რა თვისება-მისწრაფებანი უნდა ჰქონოდათ, რა კანონები არსებობისა.

"ამ ძიებაში მივექანებით წარსულის მდუმარე სამყაროსაკენ, სადაც აზრით სავსე, მიზნითა და მიმართულებით გასხივოსნებული დგას მრთელი წინაპარი, მიმზიდველი მშვიდი მზერით, გონების უკიდეგანო სივრცით და გვესმის მისი დიდი გულისძახილი".

მას დააკისრა ღმერთმა მისია მეფეთ მეფე დავითის სულიერი მამობისა და ერის მოძღვრისაც. სწორედ მან იტვირთა გაციებულ-გაზარმაცებული, დამფრთხალ-დამარცხებული გონი ერისა, სინამდვილის ავბედით დინებას მიყოლილი იმედდაკარგული ქართველები და "ბედი ქართლისა". მან განუმტკიცა დავითს რწმენა იმისა, რომ სწორედ იგია მოწოდებული, სძლიოს და აღადგინოს, სძლიოს და აღაშენოს.

გიორგი ჭყონდიდელი - საუკუნეებს გადმოევლება სახელი დიდი მოძღვრისა, აღაფრთოვანებს ქართველი კაცის გონებას და მასში იმ ზნესა და თვისებებს გააღვიძებს, რომლებიც მან დავითის აღზრდით მთელ ერს განფინა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1073 წელს დაიბადა უფლისწული დავითი "მესიის მახვილად, ძლევის მოსახელედ", ბიბლიურ დავითს შემსგავსებული, მემკვიდრე ტახტისა, რომელიც ზავდადებული იყო მტერთან, ზურგნაქცევი და დამარცხებული. ვინ აღზრდის მას, ვის ჩააბარებენ მის სულსა და გონებას, რათა საკადრისად გაწვრთნას? არჩევანი გასაკეთებელია...

აგონდებათ გიორგი მწირველი და ხუცესმონაზონი. ის ხომ წარჩინებული ოჯახის შვილი, ბედიანთა შთამომავალი და მათივე ახლობელია. მან ხომ უარყო "თავი თვისი", დათმო გვარიშვილობის მოთხოვნები, "ნაგვად შერაცხა ყოველივე დიდებაი ამის სოფლისაი", "სიმდიდრე და განსუენებაი მოიძულა, აღიღო ჯვარი და შეუდგა ქრისტეს". მისი დიდი რწმენა და ნებისყოფა, გამძლეობა გამოადგება უფლისწულს. ის ხომ ცოდნის უკიდეგანო ოკეანეს დასწაფებია, დღე და ღამეს ასწორებს კითხვასა და წიგნების თარგმნა-გადაწერაში. დასწაფებია სულიერ სიბრძნეს და იღვწის სულის სრულყოფისთვის. მათეს სახარება ხომ "ხელითა გიორგი მწირველისათა" გადაიწერა, მთაწმინდელთა შრომების გადაწერაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. შრომისუნარიანობასა და წარმატებებთან ერთად კი დიდი სიმდაბლე ახლავს: "გლახაკი გიორგი", "უღირსმან გიორგი" - ასე იხსენიებს საკუთარ თავს. ეს საღმრთო თვისებანი ჭეშმარიტ ერის მამად ჩამოაყალიბებდა უფლისწულს.

იმაზე მეტი ღირსება კი რა უნდა ყოფილიყო, რომ იგი თვით გიორგი მთაწმინდელმა გამოირჩია თავის მეგობრად და ბიოგრაფად. მთაწმინდელის არჩევანი ღვთის ნების გარეშე არ იქნებოდა. ასე რომ, არც ისე ბევრი დარჩა სამეფო ოჯახს საფიქრალი. არჩევანი გაკეთებულია.

ჭყონდიდიდან გამოიწვიეს გიორგი ხუცესმონაზონი, ჩააბარეს უფლისწულის აღზრდა და მწიგნობართუხუცესობაც უბოძეს.

მოდის უკვე ღვაწლმოსილი, დიდი სულიერი და ფიზიკური განსაცდელებით გამოცდილი, "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი", მოდის და გონიერ გულს ეკითხება, შეძლებს კი ისეთი კაცის აღზრდას, რომელიც "ნაკლულევანებათა და ცთომათა უწესოთა აღმოფხვრის სულთაგან" ქართველთა. მოდის და ფიქრობს, რით დაიწყოს...

მხილებით, სამეფო კარისა და ერის მხილებით - მხოლოდ ესაა გზა კურნებისა. ბოგინობენ ფეოდალები, ორგულობენ და ღალატობენ, "მთავართა და წარჩინებულთა შვილთა უწესად" უპყრიათ ეკლესიები. ღვთის რისხვაც არ აყოვნებს: "დიდი თურქობა", დაკარგული მიწები, გაქელილი სული... რას დაუპირისპირებს ამ უსამართლობას? - ერს აღუზრდის მეფეს, რომელშიც ჩადებს ყველა საღმრთო თვისებას, ლოცვით შეარიგებს ღმერთკაცთან, დაუმეგობრებს კიდეც და ამით მისგან შეწყალებას დაიმსახურებს. მიზანი დიდია - უფლისწულის აღზრდით ერის გადარჩენა.

დავითის დაბადების პირველი წუთიდან დგას მასთან მოძღვარი, ამიტომ იხსენიებენ მას "თანააღზრდილ აღმზრდელად". მოღალატე ქართველები, უღირსი სამღვდელოება, დამარცხებასთან შეგუება ლაიტმოტივად გასდევს პატარა უფლისწულის ცხოვრებას. შინაგანად კი მოძღვრისგან იტვირთება უდიდესი ცოდნით, ღვთის რწმენით, გამჭრიახობით, გამბედაობითა და სიბრძნით - თვისებებით, რომელნიც მახვილივით განგმირავენ ღალატისა და უზნეობის ხანას.

გამეფდა თექვსმეტი წლის დავითი, სავსე წიგნისმიერი, თეორიული ცოდნით, რაც საქმით უნდა განეხორციელებინა. გამეფდა მაშინ, როცა "თესვა და მკა მოოხრდა, ქვეყანა ტყედ იქცა, ნაცულად კაცთა მხეცნი დაემკვიდრნეს". მტვრად ქცეულია კლარჯეთი, შავშეთი, სამცხე, ჭყონდიდი, იავარქმნილია თბილისი, მამა ზავდადებულია სინდისთან და მტერთან.

შიში გააქრო მოძღვარმა და, როგორც "უმეტესიცა მამისა", შეუდგა, შეეხიდა დავითს სამეფო გვირგვინისა და კვერთხის ტარებაში, რათა სიმძიმე შეემსუბუქებინა და სამშვიდობოს გასაყვანი გზა ესწავლებინა.

როგორ ჰგავს ქართველი უფლისწული ბიბლიურ დავითს, რომელიც გოლიათის წინაშე უშიშრად დგას და სიყვარულითა და რწმენით ანთებული გამარჯვებას ელის! "ესენი ეტლებითა და ჰუნებითა, ჩვენ - სახელითა უფლისათა!" გადარჩენა მხოლოდ ღვთის ლოგიკაშია, მის ნებაში. "ამით სძლო" - დღემუდამ შთააგონებს მოძღვარი სულიერ შვილს. დავითიც ენდობა მასწავლებელს, რადგან ძალუმად გრძნობს ღმერთკაცის თანადგომას. "ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისათა, წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა და მისცემდა ჟამად ჟამად ძლევათა საკვირველთა და უძღოდა ძალითი ძალად".

ამ "ძლევათა" უკან "გზათაგამკაფველი" მოძღვართ მოძღვარი დგას, გამგებელი მეფის სულისა და გონებისა, ქვეყნის სასულიერო და საერო საქმეთა, რომელმაც კარგად იცის, რომ ერის "ჩვეულებისაებრ სლვაი" გამრუდებულიყო ცოდვათა და მანკიერებათა გამო. საჭირო იყო ერის სულის განწმენდა, ზნეობრივი სრულყოფა, "საღმრთოითა მსჯავრითა" განგება სამშობლოს ავ-კარგისა, სამართლიანობა.

იზრდებოდა უფლისწული და "საღმრთო მსჯავრი" ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი. ეწაფებოდა სახარებასა და სამოციქულოს და არა მარტო სასულიერო, საერო ლიტერატურას, ქართულს, არაქართულს, ძველს, ახალს. კითხულობდა თავშესაქცევად კი არა - სიბრძნის შესაძენად. სიბრძნე კი კარნახობდა, რომ ხმა ღვთისა ხმა ერისა უნდა გამხდარიყო. მოძღვარმა ერის ხმად აქცია ღვთის ხმა, მორჩილი მოწაფე კი - ღმერთკაცის მეგობრად. მან მამული უფლის კანონებს დაუმორჩილა და ამიტომაც სამუდამოდ დაუდო ზღვარი ფეოდალების ბოგინს.

საეკლესიო საქმეებში ჩარევის უფლება კი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ გააერთიანა მეფემ მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობები. საეკლესიო პირი სახელმწიფო მართვაში მიიღებდა მონაწილეობას, მეფის ერთგული მოხელე საეკლესიო სფეროშიც გავლენიანი იქნებოდა. გიორგი მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი გახდა. ახლა მიეცა მეფეს საეკლესიო საქმეებში ჩარევის ასპარეზი. ამ ფაქტმა საბოლოოდ ალაგმა ეკლესიის თავგასულ მესვეურთა მზაკვრობანი და ისინი საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილა.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების "ძეგლისდებაში", სადაც მეფე ჩვეულებრივ მონადაა მოხსენიებული, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი კრების "თვალადაა" წოდებული. ის ქრისტიანობისა და სამართლიანობის სიმბოლოდ იქცა.

მისი ხელი თანაბრად გასწვდა სასულიერო და საერო საქმეებს. დაიწყო "მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაი", ქვეყნის ცენტრალიზაცია, გარეშე მტერთაგან გათავისუფლება.

"ქრისტესმიერ პატრონმან ჭყონდიდელმან და ვაზირთა ყოველთა უპირველესმან" მიიღო აგრეთვე სასამართლო ორგანოს "სააჯო კარის" მართვის უფლება, სადაც უზენაესი მოსამართლენი "მართლად მცნობელნი და განმკითხველნი" იყვნენ. ყველაფერი "საღმრთოითა მსჯავრითა განისჯებოდა". სასულიერო და სახელმწიფო სამსახურში შეიკრიბნენ "კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი". სიწმინდე, სიკეთე, სისრულე სულითა და ხორცით, სათნოება - აი კრიტერიუმი არჩევანისა, თვისებები მოხელეთა თუ სამღვდელოთა.

ჩამოყალიბდა კატეგორიული მოთხოვნა ზნეობრიობისა: მამულიშვილი უნდა ყოფილიყო მხნე, ძლიერი, შემმართებელი, უნდა სცოდნოდა, რომ სიცოცხლის უქმად გალევის უფლება არ აქვს. გამკაცრდა მამულისთვის მებრძოლი ჯარისკაცებისადმი მიდგომაც. ღმერთი არ უნდა მოიმდუროს მეფემ, მცირედშიც სათნო უნდა ეყოს მას. დავითმა ჯარში მკაცრი დისციპლინა დაამყარა ზნეობის ასამაღლებლად. "აღუკრძალა საეშმაკონი სიმღერანი, განცხრომანი, გინება და უწესობა". გამბედაობა დაფასდა, ლაჩრობა კი შერცხვენილ იქნა უკიდურესად. ამას მოითხოვდა მეფისგან მოძღვარი, ამ გზით სათნოეყოფოდა უფალს ლაშქარი და გამარჯვებასაც იზეიმებდა.

ასეთი ზნეობის მქონე მებრძოლთ შეძლეს დაებრუნებინათ საქართველოსთვის ყოველი დაკარგული. ბიბლიური იობივით ნაცარში მჯდარ საქართველოს ერთიათად მეტი საბოძვარი უბოძა განგებამ: ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფო, ჯანსაღი აზროვნება, კაცნი "ერთგულნი, ფრთხილნი, ახოვანნი", გონიერნი, ნაცვლად "ორგულთა, ჯაბანთა, უგუნურთა, უღირსთა", აღდგენილი საზღვრები, უფრო გავრცობილი ტერიტორია - "ნიკოფსიითგან დარუბანდამდის", და დიდგორი - "ძლევაი საკვირველი", აშენებული გელათი, გამშვენებული ქვათახევი, შიომღვიმე, ქვეყნის გარეთ კი - პეტრიწონი, სინას მთა, მწიგნობარნი - არსენ იყალთოელი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი და თვით გიორგი ჭყონდიდელი - დიდი მოძღვარი, მეცნიერი, მთარგმნელი, საზოგადო და სასულიერო მოღვაწე.

ასეთია ლოგიკური დასასრული ღვთის ნების აღსრულებისა.

"სულტანი თავის მოხარკედ დასვა, დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, წარიქცივნა არაბნი, იავარქმნა ისმაიტელნი და მტუერად დასხნა სპარსნი".

მოძღვრის მიერ არჩეული გზა გამართლებულია, ერი - სამშვიდობოს გაყვანილი.

მსოფლიომ დაინახა, რომ ამ ხალხის განდრეკა ქრისტეს გზიდან შეუძლებელია, რადგან ერმა ამ მოძღვრებაში დაინახა თავისი ხასიათისა და სულის შესატყვისი შინაარსი და ძალა.

"საშვენი ხვედრი" სამშობლოსი დაიმსახურა ღვთივშვენიერმა გიორგიმ, რწმენით, სიბრძნითა და სიყვარულით შეჭურვა სულიერნი შვილნი - მეფე და ერი, და ესრეთ განასრულა ვალი მამულიშვილისა.

სიკვდილმა მარადისობაში გადააბრძანა უკვდავი სული, წმინდათა თანა სუფევს ღვაწლმოსილი და ჩვენ, ცხოვრების ორომტრიალში ჩაფლულთ, გვესმის მისი გულისძახილი: როგორ სჭირდება მამულს ახლა "საღმრთოითა მსჯავრითა" განგება, როგორ სჭირდება კაცნი სრულნი "ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა", რათა კვლავ იქცეს ხმა ღვთისა ხმა ერისად და ჩვენც დავიმსახუროთ "საშვენი ხვედრი" სამშობლოსი, ღირსეული ადგილი დავიკავოთ ცისქვეშეთში.

"გიხაროდენ, ღვთისა მიერ შეყვარებულო, გიხაროდენ, სულითა და ხორცით ყოვლად ბრძენო, გიხაროდენ, ნუგეშინისცემაო ივერიისაო და ერისა შენისა დიდებაო!"

მოამზადა
ბელა ბარკალაიამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat