წმინდანი და მართალნი მშობელნი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, იოაკიმე და ანა (I) - 09 (22 ) სექტემბერი
წმინდანი და მართალნი მშობელნი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, იოაკიმე და ანა (I) - 09 (22 ) სექტემბერი
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: "თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა". ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: "რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2);

დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: "მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, მოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება "შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და "დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა, ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

ყოვლადწმინდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, წმინდა დავით მეფის შთამომავალი იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, - პირველი მღვდელმთავრის, - აარონის შთამომავალი გახლდათ ლევიტელთა ტომიდან.

ანას მამა, ნათანიც, წინაპრების მსგავსად, ღვთისმსახური, ბეთლემელი მღვდელი გახლდათ. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა - მარიამი, სოფიო და ანა.

სოფიოს ასული, ელისაბედი არის იოანე ნათლისმცემლის დედა.

წმინდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა - უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს - გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

მორწმუნე ცოლ-ქმარმა ისე მიაღწია ხანდაზმულობას, შვილი არ შეეძინათ. უნაყოფობა კი ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა.

წმინდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა. გარდა ამისა, იოაკიმეს უყვარდა ანა და პატივს სცემდა არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო.

გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად, ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, უშვილობა აყვედრა და უთხრა:

- უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევაო!

სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს:

- შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი!

იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი ყვედრების ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა.

ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ტიროდა მართალი მოხუცი, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა, შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი, ის, არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს - შესაძლებლად აქცევს!

ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით, კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან:

- უბედური მხოლოდ მე ვარ, - მოთქვამდა იგი, - ამ ქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარდგა და უთხრა:

- ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს!

ანგელოზმა დაავალა ანას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა.

ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა:

- ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღე და ღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს!

ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.

ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა:

- უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე!

ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და შინაც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან დეკემბრის მეცხრე დღეს დღესასწაულობს მოხუცებული, შვილიერებას მოკლებული მშობლებისაგან ღვთისმშობლის მუცლადღებას; რადგანაც ბავშვის დაბადება ღვთის განსაკუთრებულ წყალობად ითვლებოდა, რადგანაც საჭირო იყო, რომ სხვადასხვა სასწაულს მოემზადებინა ყველაზე მთავა-რი სასწაული, - უწყება იმის შესახებ, რომ ქალწული შობდა ქვეყნიერების მხსნელს, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, უფლის აღთქმის მიხედვით - ჩაისახა და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებლად - სულიწმიდის მიდგომით.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა

გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია.

მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. მოციქულთასწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი; ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული ახალი სტილით 21 სექტემბერს აღესრულება.

ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის ევას მწუხარება სიხარულად გარდაიქცა.

მამა პაისი მთაწმინდელის სწავლანი

წმინდა იოაკიმე და ანა - ყველაზე უვნებელი მეუღლეების წყვილი - წმინდა მამაო, ცოტაოდენი რამ წმინდა იოაკიმესა და ანას, ღვთისმშობლის მშობლების შესახებ გვიამბეთ. ერთხელ თითქოს აპირებდით, რომ ამაზე გესაუბრათ.

- ბავშვობის წლებიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას ვგრძნობდი. იმასაც კი ვითხოვდი, - რომ ბერად აღკვეცის შემდეგ ჩემთვის იოაკიმე დაერქმიათ. როგორი დავალებულები ვართ მათგან!

წმინდა იოაკიმე და ანა ამქვეყნად ოდესმე არსებულ ცოლ-ქმარს შორის ყველაზე უვნებელი წყვილი იყო. მათში საერთოდ არ არსებობდა სიბრძნე ამა სოფლისა.

სწორედ ამგვარად შექმნა ღმერთმა ადამიანი და მას სურდა, რომ ადამიანები სწორედ ამგვარადვე - უვნებლად დაბადებულიყვნენ. მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში ვნება გაჩნდა და ამის შემდეგ მხოლოდ იოაკიმე და ანა იყო უვნებელი ცოლ-ქმარი, რომელთაგანაც იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ეს უწმინდესი ქმნილება, რომელშიც შემდეგ თავად ქრისტე განხორციელდა.

ზრახვა მეუბნება, რომ ქრისტე უფრო ადრეც მოევლინებოდა ქვეყნიერებას, თუკი ისეთი წმინდა წყვილი, როგორებიც იყვნენ იოაკიმე და ანა, უფრო ადრე იარსებებდა დედამიწაზე. რომის კათოლიკეები ცდუნებულნი არიან, თითქოსდა ღვთისმოსაობიდან გამომდინარე, მათ სწამთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიბადა პირველქმნილი ცოდვის გარეშე. მაშინ, როდესაც ის სწორედაც რომ არ იყო გათავისუფლებული პირველქმნილი ცოდვისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაიბადა სწორედ ისევე, როგორც ღმერთს სურდა, რომ შობილიყვნენ ადამიანები - პირველი ადამიანის შექმნისთანავე.

იგი იყო ყოვლადწმინდა, იმიტომ, რომ უვნებლად ჩაისახა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა მშობლები მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის შვილი ებოძებინა, ხოლო ამ ვედრების შემდეგ ისინი შეერთდნენ არა ხორციელი ვნებით, არამედ - ღვთის მორჩილებიდან გამომდინარე.

სინაზე ცხოვრების დროს ამ ამბავში ერთმა სასწაულებრივმა მოვლენამ დამარწმუნა.

იოაკიმესა და ანას მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ნანატრ გოგონას წმინდა იოაკიმე და ანა თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს.

გადმოცემა მოგვითხრობს, - როდესაც ჩვილი მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: "ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამ უფლის ტაძარში არ მიხვალ!"

ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურება არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.

მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს.

მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემო მყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბავშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ.

ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. "ისმინე, ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ", - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო.

წმინდა ყრმა შედის წმიდათაწმიდათაში, რითაც დასა-ბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მე-ზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. აქვე იყო ნორჩ ქალწულთა, მარიამის თანატოლთა მთელი გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ.

ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალით იყო დაშორებული. წმინდა ქალაქში შესვლის და იქ შვიდდღიანი მარხვითა და ლოცვით განწმენდის შემდეგ იმ ჩვეულების მიხედვით, რომელიც ტაძარში მსხვერპლის შემწირველებს უნდა დაეცვათ, იოაკიმე და ანა თანამხლებლებთან ერთად ტაძარს მიუახლოვდნენ, ხელში ეპყრათ სამი წლის ასული - მიმადლებული მარიამი. უბიწო ქალწულთა დასი მიაცილებდა მას, ნაცნობები და ნათესავებიც თან მისდევდნენ, - ყველა ანთებული სანთლებით ხელში ისწრაფოდა, რომ ქალწული მარიამის, მოხუცებული მშობლების ერთადერთი შვილის, ტაძრად მიყვანებაში წილი დაედო და წმინდა საგალობლებსაც აღავლენდნენ.

ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას.

- მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმიდა წმიდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმიდა წმიდათაში შეიყვანა.

გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.

იერუსალიმის ტაძარს გარს ქვის შენობები ერტყა. ერთ-ერთში ღვთის სამსახურად შეწირულნი ცხოვრობდნენ, მეორეში - ქვრივნი, რომლებსაც ღვთის წინაშე წმინდად ცხოვრების აღთქმა ჰქონდათ დადებული, მესამეში - მამაკაცნი, ნაზორეველებად წოდებულნი...

წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.

წარემატებოდა სიბრძნით ქალწული მარიამი და განემზადებოდა სულიერ ტაძრად უფლისა.

ყველაფერი კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით დაიწყო. ამ კურთხეულ დღეს "განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება". ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები.

წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.

წმინდა იოაკიმესა და ანას მიცვალება

უკვე მრავალი წელი იყო, მარიამი ტაძრის მფარველობაში იმყოფებოდა და მისი ცხოვრება კაშკაშა ცასავით უშფოთველი და უღრუბლო იყო, მაგრამ ტაძარში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ ამქვეყნად პირველი მწუხარება განიცადა: დაკარგა მოხუცი მშობლები. პირველად გარდაიცვალა იოაკიმე (80 წლის), ხოლო შემდეგ კი მალევე ღრმად მოხუ-ცებული ანაც მიიცვალა.

მართალ იოაკიმესა და ანას ეკლესია უწოდებს მშობელთა ღვთისათა და ყოველდღიურად, მსახურების შემდეგ, განტევების ჟამს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მართალთა იოაკიმეს და ანას ლოცვითა და ვედრებით უფლისაგან ყველა მლოცველისათვის ხსნასა და დახმარებას ითხოვს. ხსენება ყოველწლიურად ახალი სტილით 22 სექტემბერს აღესრულება - ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის მეორე დღეს.

მათი დაკრძალვის ადგილს დღემდე მიანიშნებენ იმ კიბესთან, რომელიც გეთსიმანიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამარხ გამოქვაბულში ჩადის.

საყვარელ მშობლებთან განშორებისას მარიამმა მწარედ იგრძნო ობლობა და გააცნობიერა, რომ მას ამ ქვეყანასთან უკვე აღარაფერი აკავშირებდა. მთელი გულით იგი ერთ ღმერთს მიენდო და მხოლოდ იმის სურვილს განიცდიდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მხევლად დარჩენილიყო, მუდამ მის წმინდა ნებას დამორჩილებოდა.

ტროპარი:

მართალთა შენთა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, და მათ მიერ გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი:

რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთისმშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი:

იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.
..............................................
აქვე წაიკითხეთ:

ქრისტეს ხორციელი წინაპრები

მიცვალება მართლისა ანასი - დედისა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა (I) - 25 ივლისი (7 აგვისტო)

წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა

მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა - 9 (22) დეკემბერი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.12.2024
სარწმუნოდ ცნობილია, რომ წმინდა ოსითა დანიშნული იყო ესექსის მეფე სიგჰერზე და მან დააარსა მონასტერი ჩიჩში, სადაც დაასრულა თავისი დღეები.
16.11.2024
წმინდა ფრიდესვიდას ხსენება აღინიშნება 19 ოქტომბერს/1 ნოემბერს (გარდაცვალება) და 12/25 თებერვალს (წმინდა ნაწილების გადასვენება)
16.11.2024
ვინ იყო ის პირველი ინგლისელი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა მთლიანად მიეძღვნა თავი წმინდა ცხოვრებას სამონაზვნო ღვაწლში? რომელი ქალწული გახდა ამგვარად მთელი ინგლისის სულიერი დედა?
13.11.2024
წმინდა ვიტბურგა იხსენიება მისი გარდაცვალების დღეს 17 (30) მარტს (კელტ. და ბრიტ. ) ან 16 (29) აპრილს (კელტ. და ბრიტ.); 08 (21) ივლისს წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს (კელტ. და ბრიტ.)
25.10.2024
ღირსი ედიტა (ედით, ედგიტა; ხსენება 16/29 სექტემბერს) იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი ქალი ინგლისის მიწაზე. მართლმადიდებლები, ასევე ზოგიერთი კათოლიკე და ანგლიკანი, დღემდე პატივს მიაგებენ მას.
12.10.2024
წმინდა მანიას (მანე; სომხურად: Մանե) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
04.10.2024
წმინდა მორვენას საეკლესიო ხსენების დღე 05 (18) ივლისი. მართლმადიდებლურ ტრადიციაში მისი ხსენება ასევე აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირას,
26.09.2024

საუკუნეთა მანძილზე  ირლანდიელებს უყვართ და პატივს სცემენ წმინდა მონენას (მონინნა, დარერკა, ბლინე), რომელიც დაიბადა დაახლოებით 432 წელს

26.09.2024
წმინდა ატრაქტას ცხოვრების შესახებ ყველაზე სანდო წყარო არის ძველი ირლანდიური ზეპირი გადმოცემები.
05.09.2024
წმინდა ჰილდა (ჰილდა), უიტბის იღუმენია (მისი ხსენება ხდება 17/30 ნოემბერს - გარდაცვალების დღეს და 25 აგვისტოს/7 სექტემბერს - წმინდა ნაწილთა გადასვენების დღეს),
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat