ქრისტეს ხორციელი წინაპრები
ქრისტეს ხორციელი წინაპრები
ყოვლადწმინდა ქალწულის მშობლები, წმინდა იოაკიმე და ანა, იუდეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმინდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან გახლდათ. წმინდა იოაკიმე თავისი შრომის ნაყოფს სამად ყოფდა, მესამედს უფალს სწირავდა, მესამედს გლახაკებს ურიგებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

წმინდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ - "წმიდაი იყო წყაროი იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა" (წმინდა თეოდორე სტუდიელი). წმინდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, იოაკიმეს უშვილობა წამოაძახეს და უფლება არ მისცეს, პირველს შეეწირა მსხვერპლი - უნაყოფობა ძველი აღთქმის ეპოქაში ღვთის კურთხევის მოკლებად, უფლისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა.

დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ დადგმულ კარავში, უჭმელ-უსმელმა მხურვალე ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე და ღამე.

წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ქალი თითქმის არავის ეჩვენებოდა. ერთ დღეს უშვილობა თავისივე მხევალმაც წამოაყვედრა. მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: "ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი". ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება - შეეძინებოდა შვილი, რომელიც ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისთვის შეეწირა, რათა მთელი სიცოცხლის მანძილზე მისი მსახური ყოფილიყო. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მამა გახდებოდა.

იოაკიმე შინისკენ გაეშურა, მწყემსები იხმო და საზვარაკე ცხვრის მომზადება უბრძანა. ანა მას შინ ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.

ცოლ-ქმარს ქალი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.

მარიამი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, მიიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. "ისმინე, ისმინე, ისრაელის თორმეტო ტომო - ძუძუს აწოვებს ანა!" - სიხარულით გალობდა წმინდა ანა.

ღმერთმა "ყოვლად ბრძნისა ანნაის ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაი და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათვის გლოვაი და ზოგადი ორთავე ბერწობაი დაჰხსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს - მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაი იგი განხმელი უშვილოებისა გუალვითა" (წმინდა ანდრია კრიტელი). წმინდა იოაკიმესა და ანასგან იშვა "პალატი ცათა მეუფისა" - ყოვლადწმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

ბედნიერი მშობლები სამი წელიწადი ზრდიდნენ ღვთის ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმინდა იოაკიმემ ამის შემდეგ ღვთის ნებით სულ რამდენიმე წელიღა იცოცხლა და ოთხმოც წელს მიღწეული მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. ორ წელიწადში ისიც აღესრულა სამოცდაცხრამეტი წლისა.

წმინდა ეკლესია წმინდათა და მართალთა იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს (ძველი სტილით) იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან "მშობლებად ღმრთისა" და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მეოხებას ვთხოვთ მათ.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat