წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) - 13 ივნისი (26 ივნისი) - გვერდი 5
წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) - 13 ივნისი (26 ივნისი) - გვერდი 5
ვლახეთის მთავრის სიკვდილით დასჯა

თურქებმა, როგორც ჩანს, არ დაუფასეს ერთგულება ბრინკოვიანუს და მალე სიკვდილით დასაჯეს. ეს კი ასე მოხდა: თურქეთის სულთანმა აჰმედ II-მ, რომელიც ამ დროს ავსტრიის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა, სახიფათოდ ჩათვალა კონსტანტინე ბრინკოვიანუს შემდგომი დატოვება ვლახეთის სამთავროს ტახტზე. მან უბრძანა მუსტაფა-აღას და ერთ-ერთ ვეზირს, ხელთ ეგდოთ ბრინკოვიანუ.

1714 წლის 4 აპრილს მუსტაფა-აღა ბუქარესტში ჩავიდა, ხოლო ვეზირი ჯიურჯევოში შეჩერდა, რათა ჯარი შეეყარა იმ შემთხვევისათვის, თუ რუმინელები შეეცდებოდნენ თავიანთი მთავრის დაცვას. მუსტაფა-აღა კონსტანტინე ბრინკოვიანუსთან კარგ დამოკიდებულებაში იყო. ამიტომაც საგანგებოდ შეარჩიეს იგი ამ მისიისათვის, მთავარს რომ ეჭვი არ აეღო და არ გაქცეულიყო. ბრინკოვიანუმ დიდი სიხარულით მიიღო მუსტაფა-აღა. თურქს თორმეტი პირი ახლდა, რომლებსაც წამოსასხამის ქვეშ ხანჯლები და დამბაჩები ჰქონდათ დამალული. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ ადგილზე უნდა მოეკლათ ბრინკოვიანუ.

ჩვეულებრივი ცერემონიალისა და ურთიერთმისალმების შემდეგ მუსტაფა-აღას სავარძელი მიართვეს. მან უარი განაცხადა, დროის უქონლობა მოიმიზეზა, თან დასძინა, რომ ბრინკოვიანუსათვის, თავისი ძველი მეგობრისათვის, მეტად სამწუხარო ამბავი ჩამოიტანა. ამის თქმისას მუსტაფა-აღამ უბიდან ამოიღო შავი მოსასხამი, კონსტანტინე ბრინკოვიანუს თავზე გადააფარა და ხმამაღლა წარმოთქვა "მაზილ" (რაც ნიშნავდა კონსტანტინე ბრინკოვიანუს ვლახეთის მთავრის ტახტიდან გადაყენებას). მოულოდნელი ამბის შეტყობისას მთავარი შეტორტმანდა, ტახტის სახელურს დაეყრდნო. მუსტაფა-აღამ მას უბრალო სკამი შესთავაზა და უთხრა, რომ ტახტი მას უკვე აღარ ეკუთვნოდა... როდესაც ბრინკოვიანუმ ეს მოისმინა, გაბრაზებულმა გალანძღა სულთანი, თურქეთის ხელისუფალნი და მათ უმადურები უწოდა.

კონსტანტინე ბრინკოვიანუ დააპატიმრეს და მცველებად თურქი ჯარისკაცები მიუჩინეს. ამის შემდეგ მუსტაფა-აღამ სასახლის სათათბირო დარბაზში შეკრიბა ბოიარები და წაუკითხა ფირმანი, რომლის მიხედვით ბრინკოვიანუ მოღალატედ გამოცხადდა. მუსტაფა-აღა ჩქარობდა და შიშობდა კიდეც. მართალია, მას ოთხასი თურქი ჯარისკაცი ჰყავდა, რომლებიც ჯიურჯევოდან ბუქარესტში მოიყვანა ვეზირმა, მაგრამ რას გახდებოდა ოთხასი კაცით, თუ დედაქალაქის 60-ათასიანი მოსახლეობა იარაღს მოჰკიდებდა ხელს. ამიტომაც მუსტაფა-აღამ კონსტანტინე ბრინკოვიანუ ვლახ ბოიარებს ჩააბარა და აიძულა ისინი თავდებად დამდგარიყვნენ სიცოცხლის ფასად, რათა მთავარი არ გაქცეულიყო. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იგი ჯარის შემოსევით და ვლახეთის აოხრებით იმუქრებოდა.

ვლახეთიდან ბრინკოვიანუს გამგზავრების შემდეგ ვეზირი ბუქარესტში დარჩა, რომ მთავრის მთელი უძრავი ქონება გაეყიდა, ხოლო მოძრავი - ფული, ძვირფასეულობა, ბეწვის ქურქები აღეწერა და კონსტანტინოპოლში გაეგზავნა.

1714 წლის 16 აგვისტოს კონსტანტინე ბრინკოვიანუ ოთხი ვაჟიშვილით სულთან სერალის სასახლის წინ მოედანზე მიიყვანეს. ბრალდებულებს - კონსტანტინე ბრინკოვიანუს, მის ვაჟიშვილებს: კონსტანტინეს, სტეფანეს, რადუს და მათეს ხელები შეუკრეს და ერთმანეთის გვერდით მუხლებზე დააჩოქეს. სულთნის ერთ-ერთმა მსახურმა მათ ბრალდებები წაუკითხა, რომელთა საფუძველზე სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ. განსაკუთრებული ბრალი ედებოდა კონსტანტინე ბრინკოვიანუს რუსეთთან ომის დროს თურქეთის ღალატისათვის და "სულთნის მიმართ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი გამოთქმებისათვის". ამაოდ ცდილობდნენ თურქები, ეიძულებინათ კონსტანტინე, მუსლიმობა მიეღო. რჯულის ღალატისთვის ისინი მთავარს სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდნენ. "გულმხურვალე ლოცვით, - წერს ერთი რუმინელი ისტორიკოსი, - აღაგზნებდა ბრინკოვიანუ თავის შვილებს წინაპართა რწმენის ერთგულებით: "ჩემო შვილებო, - ეუბნებოდა იგი მათ, - იყავით ყოჩაღად, ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ, რაც კი გაგვაჩნდა ამქვეყნად; ისღა დაგვრჩენია, სული მაინც გადავირჩინოთ და ჩვენივე სისხლით განვიწმინდოთ ცოდვებისაგან".

სულთანმა ჯალათს ნიშანი მისცა. ჯერ ბრინკოვიანუს უფროს ვაჟიშვილს კონსტანტინეს მოჰკვეთეს თავი. როდესაც ჯერი მთავრის უმცროს ვაჟზე, რადუზე მიდგა, მან შეჰყვირა, რომ მიიღებდა მუსლიმობას, ოღონდ სულთანს სიცოცხლე შეენარჩუნებინა.

რადუს იმ დროისათვის შეუსრულდა 16 წელი. ამის გამგონე კონსტანტინე ბრინკოვიანუმ შვილს საყვედურით მიმართა: "უმჯობესია ათასჯერ მოკვდე, ვიდრე უღალატო ქრისტეს რწმენას და უღალატო მხოლოდ იმიტომ, რომ ამქვეყნად სიცოცხლე გაიხანგრძლივო რაღაც ორიოდე წლით". ამ სიტყვების შემდეგ რადუმ ამაყად წარმოთქვა: "მე მინდა მოვკვდე ქრისტიანად! მომჭერი თავი, ჯალათო!"

მას შემდეგ, რაც მამის ფეხებთან დაგორდა შვილის თავი, ვლახეთის მთავარი, კონსტანტინე ბრინკოვიანუ, მიუბრუნდა სულთანს და ხმამაღლა წარმოთქვა: "ასეთი იქნება ყველას ხვედრი, ვისაც ღმერთი არგუნებს უბედურ ბედს - ემსახუროს ტირანს".

დასჯილთა თავები თურქებმა შუბებზე წამოაგეს და ყვირილით: "ასეთია მოღალატეთა აღსასრული", - დაატარებდნენ კონსტანტინოპოლის ქუჩებში, გვამები კი ზღვაში გადაყარეს. მაგრამ ქრისტიანმა მენავეებმა ისინი ზღვიდან გამოიტანეს და პატარა კუნძულ ჰალკის, მონასტრის მიწას მიაბარეს.

წმინდა ანთიმოზის მოწამებრივი აღსასრული

1715 წელს თურქებმა თავი მოჰკვეთეს ვლახეთის შემდგომ მთავარს სტეფანე კანტაკუზენს და მის მოხუც მამას. ამის შემდეგ ვლახეთს დაეპატრონა უთვისტომო, გადამთიელი ბერძენი, რომელსაც არ ცნობდა საბერძნეთი და აბუჩად იგდებდა თურქი. დადგა ვლახეთში ფანარიოტთა ბატონობის ეპოქა. მათ ეს სახელი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი უბნის - ფანარის მიხედვით მიიღეს.

ვლახეთში სულთნისგან მთავრად მოგზავნილმა ფანარიოტმა ნიკოლო მავროკორდატმა, პირველ რიგში, რუსული ორიენტაციის ბოიარების დევნა დაიწყო. მათთან ანგარიშის გასწორების შემდეგ გააუქმა ეროვნული კრება და ყველა ბოიარი გაყარა სამეფო კარიდან, მათი ადგილი კი კონსტანტინოპოლის ფანარის რაიონში მცხოვრებმა ვაჭრებმა, მევახშეებმა და გადამყიდველებმა დაიჭირეს, რომლებიც ნიკოლოს ჩამოჰყოლოდნენ. ნიკოლომ უბრალო ხალხსაც ძალზე გაუზარდა გადასახადი და ღალა, ამან ვლახეთის სრული გაჩანაგება გამოიწვია. საცოდავი ხალხი იყრებოდა ოჯახებით და ტყეს აფარებდა თავს. რამდენიმე წელიწადში ვლახეთის მოსახლეობა განახევრდა. ცალკე უკიდურესი სიღარიბე ანადგურებდა ვლახებს - არც ტანსაცმელი გააჩნდათ, არც საწოლი, არც რაიმე საოჯახო ნივთი. ამ დროს კი ფანარიოტები სიმდიდრეში ცურავდნენ. მათ მიბაძეს ვლახმა მთავრებმაც, ისინი უკვე უკადრისობდნენ თავიანთ "რუმინელობას" და ეს წმინდა სიტყვა ზიზღის გამომხატველ ტერმინად აქციეს, იცვამდნენ ბერძნულად და დაჟინებით ებრძოდნენ "რუმინულ ნაციონალიზმს", ცდილობდნენ, მისგან არავითარი კვალი არ დარჩენილიყო არც ეკლესიაში და არც სკოლაში. ამაში მათ ფანარიოტი მთავარიც ეხმარებოდა. ასეთი გეგმა ჰქონდათ: უნდა დაიხუროს რუმინული სკოლები, რუმინული ენა უნდა განიდევნოს სასახლის კარიდან, ეროვნული ჯარის ნაწილები შეიცვალოს თურქთა რაზმებით, დახმარება გაეწიოს მხოლოდ იმ ეკლესია-მონასტრებს, სადაც ღვთისმსახურნი ბერძნები იქნებიან. ნიკოლო მავროკორდატი, "ევროპული განათლების" შემოღების სახელით, რეფორმების გატარებას აპირებდა, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა არა რუმინული, არამედ ბერძნული ენა უნდა ყოფილიყო. ვლახი ხალხი ორმაგი უღლის ქვეშ აღმოჩნდა - თურქთა და გადაგვარებულ ბერძენთა.

წმინდა ანთიმოზს სხვა არა დარჩენოდა რა, უნდა "აღეს¬რულებინა თავისი მოვალეობა". შემოიკრიბა ის ვლახი ბოია¬რები, რომელთაც ოქროზე არ გაეყიდათ სული და დაელო¬და ხელსაყრელ მომენტს. თურქეთსა და ავსტრიას შორის ატეხილი ომიც თითქოს რაღაც იმედს უსახავდათ, მაგრამ ეს გეგმაც ჩაიფუშა და წმინდა ანთიმოზი, თავის მომხრეებთან ერთად, თურქი და ფანარიოტი დამპყრობლების პირისპირ აღმოჩნდა. ბოიართა ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი ციხეში ჩა¬ყარეს და ტანჯვა-წამებით ამოხადეს სული. ზოგიც, შიშველნი და განძარცულნი, სამშობლოდან გააძევეს. ფანარიოტ მთა¬ვარს თურქთა გაძლიერებული რაზმები დარაჯობდნენ. რა ბედი ეწია წმინდა ანთიმოზს, ვლახთა უკანასკნელი გაბრძო¬ლების მოთავეს? მაშინ, როცა ქვეყანაში საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მღვდელმთავარს არც გაქცევით და არც და¬მალვით არ უცდია თავის გადარჩენა. უთანასწორო ბრძოლა¬ში დამარცხებული ამაყად გაემართა სიკვდილისკენ.
ნიკოლო მავროკორდატმა ანთიმოზ ივერიელი სასახლეში დაიბარა, მიტროპოლიტმა კარგად იცოდა, თუ რა ელოდა მას ფანარიოტისაგან, მთელ ქვეყანაში ხომ საშინელი ტერორი მძვინვარებდა, მაგრამ მღვდელმთავარს არც გაქცევით და არც დამალვით არ უცდია თავის გადარჩენა. აი, რას წერს მემატიანე: "როდესაც ეტლი, რომელშიც მიტროპოლიტი იჯდა, გაჩერდა სასახლის წინ, მას თურქი ჯარისკაცები მისცვივდნენ, გადმოაგდეს, შემოახიეს სამოსელი, დააგლიჯეს წვერ-ულვაში, შემდეგ წაათრიეს და სარდაფში ჩააგდეს. ანთიმოზმა რამდენიმე დღე გაატარა საპყრობილეში. ნიკოლო მავროკორდატმა წმინდა მღვდელმთავარს უბრძანა, უარი ეთქვა ვლახეთის მიტროპოლიტობაზე. ივერიელმა უარი შეუთვალა. ნიკოლომ კონსტანტინოპოლის პატრიარ¬ქს, იერემიას, სთხოვა დახმარება. მანაც დიდი სიამოვნებით შეკრიბა ბერძენი ეპისკოპოსნი და წმინდა ანთიმოზი "ამხილა" მისნობასა და საეშმაკო საქმიანობაში. ის განკვეთეს ეკლესიიდან, აჰყარეს სამღვდელო ღირსება, დაუბრუნეს საერო სახელი ანდრია, თავზე წითელი თურქული ფესი დაახურეს. მაგრამ ეს მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გადაწყვიტა, წმინდანი ვლახეთიდან მოეშორებინა და მიზანს მიაღწია კიდეც. ანთიმოზი საბოლოოდ სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს. ფანარიოტებმა იცოდნენ, როგორ უყვარდათ რუმინელებს თავიანთი მღვდელმთავარი, ამიტომაც წმინდა ანთიმოზი შუაღამისას გაიყვანეს ბუქარესტიდან. ბორკილები დაადეს, საბარგულ¬ზე ნივთივით დააგდეს და მცველებით გარშემორტყმული სამხრეთში გაგზავნეს. თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ სინოდის სხდომაზე გააუქმა წმინდა ანთიმოზის საყვარელი მონასტრის, ყოველთა წმინდათას, დამოუკიდებლობა.

წმინდა ანთიმოზის სიკვდილმა შეაძრწუნა ვლახი ხალხი, დიდი იყო მათი გლოვა. წმინდა ანთიმოზის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი მკვლელთა მიმართ ზიზღმა შეცვალა. საშინელი წყევლით დაწყევლა ხალხმა ისინი, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სისხლით დაღდასმული მათი სახელები.

ანთიმოზ ივერიელის ტაძარი

ბუქარესტში, ანთიმოზ ივერიელის ქუჩაზე (№29) დგას ლამაზი, არქიტექტურულად გაფორმებული ტაძარი, რომელიც ანთიმოზ ივერიელის სახელს ატარებს. იგი აშენებულია 1715 წელს ანთიმოზ ივერიელის ხარჯით და ბევრი რამ ამ შენობისა, როგორც მაგალითად, კარები, კედლის მოზაიკა, ხეზე კვეთილობა თაღებზე გაკეთებულია ანთიმოზის ხელით. მასვე ეკუთვნის ნაწილობრივ კედლის მხატვრობაც. დღეს ამ ტაძარში ჩვეულებრივ მიმდინარეობს ღვთისმსახურება, წირვა-ლოცვა. ტაძრის გვერდით შენობაში კი გახსნილია ანთიმოზ ივერიელის მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერები, წიგნები, ილუსტრაციები - ამსახველი ანთიმოზის ბობოქარი ცხოვრებისა და შემოქმედებისა.

რუმინელ ხალხს უყვარს ანთიმოზი. პატივისცემით იხსენიებს მას და მის სახელზე არა მარტო ქუჩა, ტაძარი და მუზეუმია, სახელმწიფო მუზეუმშიც აქვს ცალკე კუთხე, ანთიმოზის სურათი გამოაქვთ დემონსტრაციებზე თავიანთი ბელადების სურათებთან ერთად. ანთიმოზ ივერიელი ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი იყო მართლმადიდებელ სამყაროში და გამორჩეულად ტრაგიკული ბედის ქართველი, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ტყვეობის სიმძიმე და სიცოცხლე მოწამებრივად დაამთავრა. ერთ-ერთი რუმინელი ისტორიკოსი წერს: "რამდენჯერაც დახედავს მზე რუმინეთის მიწას, იმდენჯერ გაიხსენებს რუმინელი ხალხი სიყვარულითა და პატივისცემით ანთიმოზ ივერიელს, რომელმაც ჩადო საძირკვლის ქვა რუმინეთის ეროვნული კულტურის ბალავარში და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდა მისი თავისუფლებისთვის".

წმინდა ანთიმოზის ხსენების დღე რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯვართამაღლებას, 14 სექტემბერს, დაადგინა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ - 13 ივნისს.
...................................
წმინდა ანთიმოზ ივერიელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე»»

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat