წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) - 13 ივნისი (26 ივნისი) - გვერდი 2
წმინდა ანთიმოზ ივერიელი (+1716) - 13 ივნისი (26 ივნისი) - გვერდი 2
1713-1715 წლებში ანთიმოზ ივერიელმა ბუქარესტში ააშენა "ყოველთა წმიდათა" მონასტერი. ამ მონასტრისათვის ანთიმოზ ივერიელს დაუწერია წესდება. წესდების შედგენის დროს იგი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს. მოთხოვნა "ყოველთა წმიდათა" მონასტრის დამოუკიდებლობის უფლების მოპოვების შესახებ ანთიმოზ ივერიელს წარუდგენია იერუსალიმის პატრიარქ ქრიზანთესათვის, რომელიც ამ დროს ბუქარესტში იმყოფებოდა და მოუთხოვია, რათა პატრიარქს "განემტკიცებინა" ის "საპატრიარქო სიგელით". ქრიზანთე დათანხმებულა. ანთიმოზ ივერიელის, როგორც უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტის მხრივ "ყოველთა წმიდათა" მონასტრის დამოუკიდებლად გამოცხადება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ეტაპი იყო იმ დიდი და ძნელი ბრძოლისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუმინული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებას ბერძნული ეკლესიისგან.

რანაირად შეეძლო ანთიმოზ ივერიელს, ადამიანს, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა ბერძნულ გარემოში, ვლახეთში - ამ უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე გამხდარიყო მისი პატრიოტი და ბერძნული ეკლესიის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი?! ვფიქრობ, ნათელია ო. გვინჩიძის ვერსია იმის თაობაზე, რომ ანთიმოზი იერუსალიმის საპატრიარქო კარზე მოხვდა არა 16 წლისა, არამედ იმ ასაკში, როდესაც იგი უკვე წარმოადგენდა სრულიად ჩამოყალიბებულ პიროვნებას "გარკვეული ინტელექტუალური ვინაობით". ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ბერძენი პატრიარქის კარი უკვე ვეღარ მოახდენდა გადამწყვეტ და ძირეულ გავლენას ანთიმოზ ივერიელზე, ვეღარ წარმართავდა მის სულიერ ცხოვრებას თავის ნება-სურვილზე, ვეღარ აქცევდა ქართველ ადამიანს "სულითა და გულით ბერძენ მოქალაქედ", რაც ხშირად ხდება, როდესაც ესა თუ ის პიროვნება ერთი ეროვნებისა მცირეწლოვანი ხვდება სხვა ეროვნების წარმომადგენელთა გარემოში და იქ ხდება მისი აღზრდა და მისი პიროვნების ჩამოყალიბება რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.

შეიძლება ითქვას, რომ იერუსალიმის საპატრიარქო კარი იყო მხოლოდ დროებითი შეჩერების პუნქტი იმ დიდ გზაზე, რომელიც განვლო ანთიმოზ ივერიელმა თავისი სამშობლოდან ვლახეთამდე - თავის მეორე სამშობლომდე.

ამრიგად, ანთიმოზ ივერიელი მოიტაცეს იმ ასაკში, როცა იგი სრულიად ჩამოყალიბებული "ინტელექტუალური ვინაობის" მქონე ქართული ხელოვნების ტრადიციებზე აღზრდილი შემოქმედი იყო, ანთიმოზ ივერიელი ტყვედ ჩაიგდეს ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა, მაშინ, როდესაც იგი არჩილ მეფესთან ერთად რუსეთში ყოფნის შემდეგ ადგა საქართველოსკენ მომავალ გზას. ანთიმოზი კონსტანტინოპოლში მონობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა იმ მიზნით, რომ გამოეყენებინა მისი მხატვრის, გრავიორის და კალიგრაფის ნიჭი სასტამბო საქმიანობაში. გადმოცემით, თურმე ანთიმოზ ივერიელი მონად ყოფნის დროს კონსტანტინოპოლის ბაზრის მოედანზე ხისგან ჭრიდა ულამაზეს ფიგურებს, რომლებიც მნახველების საერთო აღტაცებას იწვევდა. ანთიმოზის ნახელავს იძენდნენ ხელოვნების მოყვარულები და ქართველი მონა ამით შოულობდა ლუკ¬მაპურს. ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს კონსტანტინოპოლის მონათა ბაზარზე შემთხვევით მყოფმა პატრიარქმა დოსითეოსმან მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა ქართველი ტყვის ნახელავს, პატრიარქმა დოსითეოსმა მონობიდან დაიხსნა ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი. ანთიმოზ ივერიელმა იქ ბრწყინვალე განათლება, კერძოდ, კლასიკური ლიტერატურის შესანიშნავი ცოდნა მოიპოვა უკვე ვლახეთში ჩასვლის შემდეგ. ანთიმოზ ივერიელს მესტამბეობა არ შეუსწავლია კონსტანტინოპოლში, რადგან ამ ქალაქში აღნიშნულ პერიოდში არ არსებობდა ბერძნული სტამბები. ანთიმოზ ივერიელი მესტამბეობას დაეუფლა ან რუსეთში, ან პატრიარქ დოსითეოსის მიერ ქ. იასში დაარსებულ სტამბაში. სწორედ ამ ქალაქიდან მიიწვია კონსტანტინე ბრინკოვიანუმ ანთიმოზი ვლახეთში.

სასტამბო და სასულიერო მოღვაწეობა ვლახეთში

XVII საუკუნის 80-იანი წლების დამლევს ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ (1688-1714 წწ.) ქვეყნის კულტურის განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამის განხორციელება, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო იმ ერთადერთი სტამბის მეშვეობით, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე ბრინკოვიანუს სამეფო ტახტზე ასვლამდე ათი წლით ადრე 1678 წელს დააარსა ვლახეთში მიტროპოლიტმა ვარლამმა.

გარდა ამისა, მიტროფანეს, რომელიც შემდგომში, 1687 წლიდან, სათავეში ედგა ამ სტამბას, კონსტანტინე ბრინკოვიანუ უპირებდა ბუზეუს ეპისკოპოსად გადაყვანას, რის გამოც აუცილებელი ხდებოდა შესაფერისი ცვლის მონახვა. იმ დროს, როდესაც ბრინკოვიანუ ასეთი ხელოვანის ძიებაში იყო, მის კარზე მყოფმა ერთ-ერთმა განათლებულმა, კულტურულმა პიროვნებამ, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყო ჩამოსული, მიუთითა მას მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ანთიმოზ ივერიელზე. ბინკოვიანუს ბევრი არ უფიქრია და მიიწვია იგი ვლახეთში.

პირველი წყარო, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ ბრინკოვიანუს მიერ ანთიმოზ ივერიელის ვლახეთში მიწვევის შესახებ, ეს არის 1706 წელს რიმნიკში გამოცემული "ლოცვანის" წინასიტყვაობა. ის ეკუთვნის მიხაი იშტვანოვიჩს და ეძღვნება ანთიმოზ ივერიელს. მასში ნათქვამია: "აქ, ჩვენს ქვეყანაში, არა ვინმე ეგვიპტის ფარაონის მსგავსმა, არამედ კეთილმა, დავითის დარმა ჩვენმა ბრწყინვალე ბატონმა და ხელმწიფემ კონსტანტინე ბრინკოვიანუ ბესარაბმა, შეიტყო რა შენ შესახებ და მისთვის ცნობილი გახდა შენი სიყვარული ღვთისადმი, ასევე შენი შორსმჭვრეტელი და ბრწყინვალე ნიჭი, შენი სახით ნახა ღირსეული და დახელოვნებული ადამიანი. მან განაცხადა, ნეტავ თუ კიდევ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ასეთი სრულყოფით ფლობდეს ხელოვნების ნებისმიერ დარგს. თუ მე ვიტყვი, რომ ყოველივე ამაში ერთი სიტყვაც არ არის გადამეტებული, მე მაშინ მართალი ვიქნები".

ანთიმოზ ივერიელის, როგორც მბეჭდავის, პირველი ნაბიჯები ვლახეთში დაკავშირებულია ბუქარესტში 1678 წელს დაარსებულ სტამბასთან. 1691 წელს ბუქარესტის სტამბაში გამოცემული წიგნით "66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა", რომელსაც ხელს აწერს "ანთიმოზ მღვდელ-მონაზონი", ვლახეთში იწყება ახალი ხანა ბეჭდვითი საქმის განვითარებაში და ამ ხანას შეიძლება ეწოდოს კიდეც ანთიმოზ ივერიელის ხანა. რუმინელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ანთიმოზ ივერიელმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ვლახეთში ბეჭდვითი საქმის ხელოვნებას, რომ კონსტანტინე ბრინკოვიანუს მეფობის პერიოდში იგი იყო წიგნების ბეჭდვის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. "კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა" (როლერი).

თუ როგორ უყურებდა ანთიმოზ ივერიელი მესტამბის მოვალეობას და ბეჭდვით საქმიანობას და, საერთოდ, რა დანიშნულებას ანიჭებდა მათ, ეს კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან. "ვბრძანებ, - წერდა ანთიმოზ ივერიელი, - რომ მესტამბე ვალდებულია, შეასწავლოს თავისი ხელობა სხვას, რათა არ მოიშალოს და გაქრეს ეს ხელოვნება, და რომ არ შეწყდეს მუშაობა წიგნების ბეჭდვაზე ამა ქვეყნის საკეთილდღეოდ". ეს სიტყვები მას ცხოვრების დევიზად ჰქონდა. ანთიმოზმა როგორც ბუქარესტში, ისე შემდეგ სნაგოვოში, რიმნიკში, ტირგოვიშტეში აღზარდა და დააოსტატა საუკეთესო მესტამბედ მრავალი ვლახელი მოწაფე.

მეოთხედ საუკუნეზე მეტი ივერიელი დაუღალავად და გატაცებით ემსახურებოდა "ამ კეთილშობილ ხელოვნებას". მას არ დაუზოგავს ნიჭი და ძალისხმევა, რათა განსაკუთრებული წვლილი შეეტანა ძველი რუმინული ლიტერატურის განვითარებაში და გაემდიდრებინა ის სხვადასხვა მოცულობისა და შინაარსის რამდენიმე ათეული წიგნით.

1691 წელს წიგნის "66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა" გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ ანთიმოზ ივერიელი ბუქარესტის სტამბაში ბეჭდავს წიგნს "ღვთისმსახურება ახალი მონასტრის წმიდისა დედისა ჩვენისა პარასკევასი და წმინდისა მამისა ჩვენისა გრიგოლ დეკაპოლიტისა". ეს წიგნი, რომელიც ბერძნულ ენაზეა დაბეჭდილი, მოიცავს 128 გვერდს, იმით არის აღსანიშნავი, რომ მასში პირველად ვხვდებით ანთიმოზის სახელის გვერდით მისი სამშობლოს საქართველოს - "ივერიის" სახელწოდებას. აქედან მოყოლებული, ანთიმოზი იკვე აღარასოდეს აშორებს თავის სახელს "ივერიელს" და ყველა წიგნს, იქნება ის რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ თუ არაბულ ენებზე დაბეჭდილი, აწერს ხელს "ანთიმოზ ივერიელი".

1693 წელს ბუქარესტში გამოდის ანთიმოზ ივერიელის მიერ ორ ენაზე, ბერძნულსა და რუმინულზე დაბეჭდილი "ღვთაებრივი და წმინდა სახარება", რომელიც შედგება 382 გვერდისაგან. ანთიმოზმა მთელი სახარება ორნამენტებით შეამკო.

1694 წელს ბეჭდავს თავის პირველ წიგნს რუმინულ ენაზე. ეს არის 279-გვერდიანი "დავითნი". ამ წიგნის გამოცემა უკვე წარმოადგენს შემდგომ ეტაპს ვლახეთის კულტურული ცხოვრების იმ დიდ მოძრაობაში, რომელსაც ამ დროს სათავეში ჩაუდგა ანთიმოზ ივერიელი და რომელიც მიზნად ისახავდა ბრძოლას ბერძნული ენის ჰეგემონიის წინააღმდეგ ეკლესიებსა და მონასტრებში. ამ მოძრაობის ლოგიკური შედეგი კი იყო ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა: რუმინული ენა იქცა ოფიციალურ ენად, როგორც ეკლესიებში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში. ბერძნული ენა, რომელიც ბატონობდა ვლახეთის ეკლესიებში, არ ესმოდა ვლახელ უბრალო ადამიანს. იგი მექანიკურად ამბობდა წირვა-ლოცვას იმ ენაზე, რომელიც მისთვის უცხო და გაუგებარი იყო. მეტიც, ბერძნული ენა უცხო და გაუგებარი იყო არა მარტო მოსახლეობის ფართო მასებისათვის, არამედ იმ რუმინელი სასულიერო პირებისათვის, რომლებიც ბერძენ მღვდლებთან ერთად წირავდნენ ეკლესიებში.

1694 წელს დამთავრდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა ბუქარესტის სტამბაში. ამავე წელს იგი ტოვებს ბუქარესტს და გადადის სნაგოვოს მონასტერში, რომელიც აშენებულია სნაგოვოს ტბაში მდებარე უმშვენიერეს კუნძულზე, ბუქარესტიდან 34 კმ-ზე. ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა "ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა". მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხაი იშტვანოვიჩი.

ანთიმოზს ადგილობრივთა შორის მოშურნე ადამიანი გამოუჩნდა, რომლის ბოროტი ენის გამო ივერიელი ბრინკოვიანუმ შერისხა. ანთიმოზმა ვლახეთის მთავარს წერილი გაუგზავნა, თავისი უდანაშაულობა აუხსნა და სნაგოვო დატოვა. ბრინკოვიანუ მალე გაერკვა სიმართლეში და შემოირიგა ნიჭიერი ქართველი.

1705 წელს ანთიმოზს, "რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის", ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად. მან, უწინარესად, აქაც სტამბა გახსნა. 1708 წელს გარდაიცვალა უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტი, ანუ რუმინეთის უმაღლესი სასულიერო პირი - თეოდოსი, რომელიც 40 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ვლახეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. სიკვდილის წინ თეოდოსიმ დატოვა ანდერძი, რომელშიც მიტროპოლიტის ტახტის დასაკავებლად რეკომენდაციას უწევდა რიმნიკის ეპისკოპოსს ანთიმ ივერიელს. თეოდოსის რეკომენდაციას მხარი დაუჭირეს დაკრძალვაზე ჩასულმა ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა. ივერიელის კანდიდატურა ერთხმად მოიწონეს ვლახეთის საერო და სასულიერო პირებმა, მათ შორის, ვლახეთის მთავარმა ბრინკოვიანუმ. ამ უკანასკნელმა თხოვნით მიმართა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და მისგან ნებართვის მიღების შემდეგ 1708 წლის 22 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა ყველა საეკლესიო წესის დაცვით აღსაყდრებული ვლახეთის ახალი მიტროპოლიტი ანთიმ ივერიელი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქტში ამ ფაქტთან დაკავშირებით ნათქვამია: "იყო არჩეული სხვათაგან განსხვავებით, როგორც ყველაზე შესაბამისი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსი რიმნიკიდან ანთიმი, რათა მიეღო სამღვდელმთავრო და სამწყსო გამგეობა ამ სამიტროპოლიტოსი, როგორც კაცს პატიოსანს და ღვთისმოსავს, რაც ზედმიწევნით საჭიროა სამღვდელმთავრო ხარისხისთვის".

ანთიმოზის მიტროპოლიტად კურთხევასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: "მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრეთ-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად". წმინდა ანთიმოზმა მიტროპოლიტად დადგენის დღეს სიტყვა წარმოთქვა: "განა არ არის სასწაული, ძვირფასო მსმენელებო და პატიოსანო და კეთი-ლშობილო ბოიარებო, რომ მე, მცირე და მდაბალი ადამიანი, ამირჩია ღმერთმა და დამადგინა პატარა მწყემსად პატარა ფარისა?" შემდეგ უფლის მცირე სამწყსოს მიმართა და განამხნევა თურქთაგან დამონებული ერი: "თქვენ შეინარჩუნეთ მართლმადიდებლობა წმინდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით დიდ გასაჭირს მათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე... დაე, თქვენთან ერთად მეც თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს დრო და ჟამი". დიდი გამბედაობა უნდოდა მაშინ ამ სიტყვების წარმოთქმას. "მან, უცხოელმა, საქართველოს წიაღიდან მოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა", - წერს რუმინელი მკვლევარი ვ. პიკო.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე »»

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat