წმინდა დიონისე არეოპაგელი (I) - 03 (16) ოქტომბერი
წმინდა დიონისე არეოპაგელი (I) - 03 (16) ოქტომბერი
წმინდა დიონისე არეოპაგელი ათენს მოღვაწეობდა, აქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ დიონისე არეოპაგის, - ათენის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. იგი იმ დროის ერთ - ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

წმინდა პავლე მოციქული და დიონისე

ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: "ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას".

გავიდა რამდენიმე წელი, წმინდა პავლე მოციქული ჩავიდა ათენში, რათა ექადაგა სიტყვა ჭეშმარიტებისა და ბრძენი ათენელებისთვის გაეცნო ქრისტე, რომელიც თავად არის ჭეშმარიტება, ცხოვრება და ნათელი. სავარაუდოდ, ათენს სიხარულით უნდა მიეღო მისი ქადაგება!..

წმინდა პავლე შეწუხდა, როდესაც კერპებით სავსე ქალაქი იხილა, მაგრამ ერთმა გარემოებამ თითქოს ანუგეშა იგი - ქალაქის დათვალიერების დროს ერთ-ერთ მოედანზე სამსხვერპლო იხილა წარწერით: "უცნაურსა ღმერთსა" (საქმე 17,23), რამაც აფიქრებინა, რომ ათენელები ჩასწვდნენ კერპთაყვანისმცემლების ამაოებას და მათთვის უცნობი ღმერთის არსებობა გააცნობიერეს. პავლე ყოველდღიურად საუბრობდა ქრისტეს სწავლებაზე ხან იუდეურ სინაგოგაში, ხანაც მოედანზე.

მას ხალისით უსმენდნენ, რადგან ცნობისმოყვარე ათენელებსა და იქ მყოფ უცხოელებს უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა სიახლის შეტყობა. ფილოსოფოსებმა ბოლოს იგი საპაექროდ არეოპაგში მიიყვანეს, რათა უწარჩინებულესი მოქალაქეების წინაშე გადმოეცა თავისი სწავლება.

არეოპაგს უწოდებდნენ ათენის უზენაეს სამსჯავროს, რომელიც შედგებოდა უმაღლესი მოხელეებისა და სიბრძნით განთქმული ადამიანებისგან. იგი ღია ცის ქვეშ, აკროპოლისის მახლობლად მდებარე არესის ბორცვზე იკრიბებოდა. სხვა მოვალეობებთან ერთად, არეოპაგს თვალყური უნდა ედევნებინა დადგენილი კერპთმსახურების რიტუალების შესრულებისთვის და ყოველგვარ დარღვევას სამსჯავროზე განიხილავდა. პავლეც, სავარაუდოდ, არეოპაგში მიიყვანეს, როგორც ახალი ღვთისმსახურების მქადაგებელი.

პავლე არეოპაგის შუაში დადგა და უშიშრად იწყო სწავლების გადმოცემა. ჯერ გაიხსენა, რომ ქალაქის დათვალიერებისას ნახა უცნობი ღმერთისადმი მიძღვნილი სამსხვერპლო და დამსწრეთ მიმართა: "აწ უკუე რომლისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ"; შემდეგ განუცხადა, რომ სამყაროს შემოქმედსა და სიცოცხლის მომცემელ უფალს ნებავს, ყველამ ეძებოს და შეიცნოს იგი; რომ ღმერთი ახლოს არის თითოეულ ჩვენგანთან, მისი წყალობით ვცოცხლობთ და ვმოქმედებთ; მისივე დაშვებით იდგა "ჟამნი იგი უმეცრებისანი", ახლა კი ყველას მოუხმობს სინანულისკენ.

ბოლოს პავლე საშინელ სამსჯავროსა და აღდგომას შეეხო. ამ უკანასკნელი სიტყვის გაგონებისას ზოგმა გაიცინა, სხვებმა თქვეს, რომ პავლეს სხვა დროს მოუსმენდნენ... მოციქული გაეცალა იქაურობას, მაგრამ მისმა ხანმოკლე სიტყვამ, ღვთის შეწევნით, მაინც მოაქცია არეოპაგის ერთი წევრი, სახელად დიონისე. ირწმუნა ასევე ერთმა ათენელმა დედაკაცმა, სახელად დამარისმა, და კიდევ რამდენიმემ. დიონისე დაემოწაფა მოციქულს. სამი წლის განმავლობაში დიონისე არეოპაგელი წმ. პავლესთან ერთად ქადაგებდა ქრისტიანობას, შემდეგ კი წმ. პავლეს ხელდასხმით ათენის ეპისკოპოსად დაინიშნა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდა დიონისე

დიონისე არეოპაგელი ღვთისმშობლის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან იერუსალიმში. მოგვიანებით მან წმ. პავლე მოციქულს შემდეგი წერილი გაუგზავნა:

"ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: - როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმინდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემ წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა.

მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე".

ახ.წ. 57 წელს დიონისე არეოპაგელი იერუსალიმში ღვთისმშობლის დაკრძალვას დაესწრო.

წმინდა პავლეს აღსრულების შემდეგ დიონისემ გააგრძელა მისი საქმე და დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმინდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ - გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი დააპატიმრეს. ღამით წმინდა დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.

დიონისე არეოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით: "საღმრთოთა სახელთათჳს" "ზეცათა მღვდელთმთავრობისათჳს", "საეკლესიოჲსა მღვდელთმთავრობისათვის", "საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათჳს" და 10 ეპისტოლით.

წმინდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმინდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლ ღვთისმეტყველი.

არეოპაგიტული კრებულის სტრუქტურა და შინაარსი არეოპაგიტული ტრაქტატებია:

1. ღვთაებრივი სახელების შესახებ (ეფრემ მცირეს თარგმანით - "საღმრთოთა სახელთათვის");

2. ზეციური იერარქიის შესახებ ("ზეცათა მღდელთმთავრობისათვის");

3. საეკლესიო იერარქიის შესახებ ("საეკლესიოსა მღდელთმთავრობისათვის");

4. მისტიკური თეოლოგიის შესახებ ("საიდუმლოდ ღმრთისმეტყუელებისათვს").

ათი წერილიდან პირველი ოთხი მიმართულია მოწესე გაიოს მიმართ. დანარჩენების ადრესატები არიან: ღვთისმეტყველი იოანე, მღვდელმთავრები: პოლიკარპო და ტიტე, მღვდელი სოპატროსი, მოწესე დიმოფილოსი და მსახური დოროთე.

არეოპაგიტული ტრაქტატებიდან ფილოსოფიის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - "საღმრთოთა სახელთათვის", რომელშიც განხილულია მოძღვრება საწყისზე, პირველ ერთზე (ღმერთზე). ტრაქტატში ასევე განხილულია ღმერთის დადებითი და უარყოფითი დახასიათებები, ღმერთიდან არსებათა გამოსვლა და მასშივე უკუდაბრუნება, სიკეთისა და ბოროტების მიმართება და სხვ. ეს საკითხები ტრაქტატში ძირითადად ნეოპლატონური, უფრო სწორად ქრისტიანული ნეოპლატონიზმის პოზიციებიდან არის წარმოდგენილი.

ფილოსოფიის თვალსაზრისით ასევე საინტერესოა ტრაქტატი - "საიდუმლოდ ღმრთის-მეტყუელებისათვის", რომელშიც განხილულია ღმერთის აბსოლუტური ნეგაციისა და მისი წვდომა - გაერთიანების გზები, კერძოდ, ღმერთის მისტიკური ჭვრეტა (როცა ცხადი ხდება, რომ რაციონალური შემეცნება უძლურია ღმერთის წვდომისთვის), ღმერთის დადებითი და უარყოფითი მეთოდებით დახასიათების ერთიანობა და სხვ.

დანარჩენი ორი ტრაქტატი - "ზეცათა მღდელმთავრობისათვის" და "საეკლესიოსამღდელმთავრობისათვის" უფრორელიგიური ხასიათისაა და ფილოსოფიისთვის ნაკლებ საინტერესოა, თუმცა მათში არეკლილია ნეოპლატონური იერარქიული (საფეხურებრივი) სისტემის პრინციპები.

არეოპაგიტული თხზულებები დაწერილია ბერძნულ ენაზე და პირველად იგი ითარგმნა სირიულ ენაზე, შემდეგ ძველ დროში ლათინურ, არაბულ, კოპტურ, სომხურ, ქართულსა და სხვა აღმოსავლურ ენებზე. თანამედროვე ევროპულ ენებზე არეოპაგიტული თხზულებების თარგმანები XIX საუკუნეს მიეკუთვნება. ეს თხზულებები, ევროპულთან შედარებით, უფრო ადრე ითარგმნა სლავურსა და რუსულ ენებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არეოპაგიტული თხზულებები ქართულად თარგმნა XI საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა სწავლულმა, მთარგმნელმა, ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა – ეფრემ მცირემ.

არეოპაგიტულ თხზულებათა ავტორის ვინაობის საკითხი

არეოპაგიტულ თხზულებათა არსებობა 532 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე გახდა ცნობილი. მის ავტორად კი გამოცხადდა დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობი¬ლი I საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, ათენის არეოპაგის წევრი, ეპისკოპოსი დიონისე. რენესანსის მოაზროვნეებმა ლორენცო ვალამ (1415-1465) და ერაზმ როტერდამელმა (1466-1536) ეჭვი შეიტანეს იმაში, რომ არეოპაგიტული თხზულებების ავტო¬რია I საუკუნის საეკლესიო მოღვაწე დიონისე არეოპაგელი.

ამის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა-ძიება არეოპაგიტული თხზულებების ნამდვილი ავტორის დასადგენად. ამ საკითხს იკვლევდნენ რუსი (ფ. გუმილევსკი, კ. სკვორცოვი, ვ. ბოლოტოვი...) და გერმანელი (ჰ. კოხი, ი. შტიგლმაირი...) მკვლევარები.

ჰ. კოხმა არეოპაგიტიკის საფუძვლიანი შესწავლით დაადგინა, რომ ამ მოძღვრების ფილოსოფიური მსოფლმხედველობა განსაზღვრულია V საუკუნის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსის მოძღვრებით. ი. შტიგლმაირის გამოკვლევის თანახმად, არეოპაგიტულ თხზულებათა ავტორი კარგად იცნობს პროკლეს კომენტარებს პლატონის დიალოგ "ალკიბიადეზე", რომელიც 462 წლითაა დათარიღებული.

სხვადასხვა გამოკვლევის საფუძველზე, არეოპაგიტული წიგნების შექმნის თაობაზე გაკეთებულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნები:

1. არეოპაგიტული მოძღვრება ნეოპლატონური ფილოსოფიის, კერძოდ, პროკლეს მსოფლმხედველობის დიდ გავლენას განიცდის.
2. არეოპაგიტული თხზულებანი დაწერილია 462 წლის შემდეგ, პლატონის "ალკიბიადეზე" პროკლესეული კომენტარების გავლენით. რამდენადაც ეს თხზულებანი პირველად 532 წელს იქნება მოხსენიებული, ამდენად, არეოპაგიტული თხზულებების შექმნის სავარაუდო დროდ 462-532 წლები განისაზღვრა.

3. არეოპაგიტული თხზულებანი ქ. გაზას კულტურულ გარემოში იყო შექმნილი და მისი ავტორი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო.

ამ დასკვნებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა შესასწავლი საკითხის ირგვლივ კვლევის შემდგომი წარმატება, რომელიც ძირითადად შ. ნუცუბიძისა და ე. ჰონიგმანის სახელებს უკავშირდება. 1942 წ. ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის საკითხი წამოაყენა მსოფლიო მეცნიერებაში. მისგან დამოუკიდებლად ამავე დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი 1952 წელს, რის შემდეგაც ამ თეორიას ეწოდა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია.

ამრიგად, XX ს-ის დამდეგიდან დომინირებს აზრი, რომ არეოპაგიტული თხზულებები V ს-ის II ნახევარში ცნობილი ნეოპლატონიკოსის პროკლე დიადოხოსის გავლენით უნდა შექმნილიყო. ამ აზრის პარალელურად მაინც შესამჩნევია ცალკეულ მკვლევართა მცდელობანი, უფრო ადრეულ (პროკლეს წინარე) ეპოქას მიაკუთვნონ არეოპაგიტული შრომები. მაგალითად: სწორედ ჰ. კოხისა და ი. შტიგლმაირის შრომების გამოქვეყნების შემდეგ (სადაც მოცემულია ცდა არეოპაგიტულ ძეგლებზე პროკლეს გავლენის დასაბუთებისა) გამოიცა თვალსაჩინო მკვლევარის, ათენაგორას სამი შრომა, სადაც არეოპაგიტიკა კვლავ პროკლეს წინარე ეპოქისადმი (კერძოდ, დიონისე ალექსანდრიელისადმი) არის მიკუთვნებული. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში გამოქვეყნდა ვ. მიულერის ნაშრომი "დიონისე არეოპაგელი", სადაც ხსენებული შრომები კვლავ წმინდა დიონისე არეოპაგელთან არის დაკავშირებული.

ტროპარი:

სიტკბოებაი ისწავე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსე ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი საიდუმლონი, და სარწმუნოებაი დაიმარხე, და სწორი სრბა მის თანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონოსე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.

კონდაკი:

ზეციერნი ბჭენი წიაღ-ჰვლენ სულითა, და რა ემოწაფე ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონოსე, და გამოუთქუმელისა ცნობისა მიერ განმსდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი, ამისთუის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკუირველო.
.............................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა

მოიხილე შრომით გათანგული და შენი ხილვის მოსწრაფე ჩემი სიბერე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat