წმიდა დიონისე არეოპაგელი
I საუკუნის წმინდა მამასა და ღვთისმეტყველს, პავლე მოციქულის მოწაფეს, დიონისე არეოპაგელს ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი თხზულებები ანგელოზურ დასთა აღწერილობის შესახებ. პავლე მოციქული სულიწმინდის ძალით დაემოწაფა იესო ქრისტეს, ხოლო მისი მოწაფეობით წმინდა დიონისე არეოპაგელზე გადმოვიდა ღვთისმეტყველების დიდი მადლი - მან იხილა ზეციური იერარქია და აღწერა. არსებობს ზეციურ არსებათა ცხრა დასი, რომლებიც 3 მწყობრად განიყოფა. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით, "პირველი არს ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და, გადმოცემისამებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და დამაბოლოებელი - მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი". ამ დასთაგან ყველას აქვს თავისი მკაფიო თვისებრიობა და დანიშნულება
წმიდა დიონისე არეოპაგელი მოღვაწეობდა ათენში. მას მიღებული ჰქონდა კლასიკური ელინური განათლება; ეგვიპტეში, ქ. ილიოპოლში სწავლობდა ასტრონომიას. საბრეძნეთში დაბრუნების შემდეგ ათენის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. დიონისე იმ დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყანაში. ახ.წ. 33 წელს, დიონისე არეოპაგელი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმისას, რა დროსაც მას შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: "ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას"
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც არეოპაგის სამსჯავროზე წარსდგა წმ. პავლე, დიონისემ ყურადღებით მოისმინა ქრისტიანული სწავლება და შემდგომში, დაემოწაფა კიდეც მოციქულს. სამი წლის განმავლობაში დიონისე არეოპაგელი წმ. პავლესთან ერთად ქადაგებდა ქრისტიანობას, შემდეგ კი წმ. პავლეს ხელდასხმით ათენის ეპისკოპოსად დაინიშნა.
დიონისე არეოპაგელი ღვთისმშობლის სანახავად საგანგებოდ ჩავიდა ათენიდან იერუსალიმში. მოგვიანებით მან წმ. პავლე მოცუქულს შემდეგი წერილი გაუგზავნა:
"ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე."
ახ.წ. 57 წელს დიონისე არეოპაგელი იერუსალიმში ღვთისმშობლის დაკრძალვას დაესწრო.
წმ. პავლეს აღსრულების შემდეგ დიონისემ გააგრძელა მისი საქმე და დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა ქრისტიანობის საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ – გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი დააპატიმრეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერთად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი