წმინდა დიდმოწამენი: დავით და კონსტანტინე, არგვეთის მთავარნი (+740) - 02 (15) ოქტომბერი
წმინდა დიდმოწამენი: დავით და კონსტანტინე, არგვეთის მთავარნი (+740) - 02 (15) ოქტომბერი
ბერძენთა ღვთისმსახური მეფის ჰერაკლეს ზეობის ჟამს, ოდეს ის თავის საბრძანებელს მეფობის კვერთხით განაგებდა, სპარსეთის მეფემ ხოსრომ გაილაშქრა ღვთივდაცულ წმინდა იერუსალიმზე, ქალაქზე, რომელშიც იქმნა ხსნა ყოვლისა სოფლისა (ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ), აიღო ქალაქი და მოსრა ურიცხვი ქალი და კაცი, მღვდელნი და დიაკონნი, ქალწულნი, ვითარცა წერია იერუსალიმის აღების წიგნში, რათა აღესრულოს სიტყუა იგი მაცხოვრისა: "არა დაშთეს ქუა ქუასა ზედა, ვიდრემდის არა ყოველი დაირღუესა".

მრავალგზის დაეპყროთ იერუსალიმი ბაბილოვნელებსა და რომაელებს, ახლა კი სპარსელებმა ააოხრეს.

მათ ხელთ იგდეს ძელი ცხოველი, რომელზეც ქრისტემ ჩვენთვის ვნება თავს იდვა, დაატყვევეს ზაქარია პატრიარქი და უკან სპარსეთში დაბრუნდნენ. უამრავი სასწაული აღესრულებოდა ძელიცხოვლისგან და თვით სპარსნი იტყოდნენ, ქრისტიანთა ღმერთი მოსულაო.

გაუძნელდა ეს ბერძენთა ღვთისმსახურ მეფე ჰერაკლეს და ღვთის ბრძანებით გაილაშქრა სპარსეთზე.

მანამდე კი შევიდა "ქვეყანასა კომანთასა, რომელ არიან ყივჩაღნი". თავისი ასული ცოლად მისცა ყივჩაღთა მეფეს, დაიხმარა მისი ჯარი, შევიდა სპარსეთში, დაატყვევა და ააოხრა სპარსეთის ქვეყანა, წამოიყვანა ზაქარია პატრიარქი ძელიცხოველთან ერთად და ძლევაშემოსილი დაბრუნდა იერუსალიმში 629 წელს.

ეგვიპტის ურწმუნო მეფე მუჰამედი მიეგება მეფე ჰერაკლეს და დიდი ძღვენი მიართვა, რადგან საკმაოდ მდიდარი იყო. მეფეს სთხოვა, მიეცა მისთვის ტერიტორია, სადაც თავის სამწყსოს დაასახლებდა (იგი არაბთა მთავრად ითვლებოდა). მეფემ უბოძა მას "ველნი და მთანი ქუეყანასა სინისასა, რომელ არს მახლობელ არაბეთისა", ხოლო თვითონ საბერძნეთში დაბრუნდა.

მის აღსრულებამდე ქვეყანაში მშვიდობა სუფევდა. არაბეთის ნახევარკუნძულზე შექმნილი ხალიფატი კი იზრდებოდა და იზრდებოდა.

VII ს-ის მეორე ნახევრიდან არაბებმა მკვიდრად მოიკიდეს ფეხი კავკასიაში. არაბთა ხალიფატი უშუალო მეზობელი გახდა ლაზეთის სამთავროსი. არაბები პირველად 642-643 წლებში შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბნ მასლამას სარდლობით. ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ქართლის ერისთავარმა სტეფანოზ II-მ ელჩები და ძღვენი გაუგზავნა არაბთა სარდალს და დაზავება შესთავაზა. არაბები დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც "დაცვის სიგელი" ეწოდა.

ქართველები ვალდებული იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინარი ეხადათ, ხოლო ვინც ისლამს მიიღებდა, გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დროთა განმავლობაში მათ მეფობა მოშალეს, თბილისის საამირო დააარსეს და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფას ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარეს.

735 წელს არაბთა ხალიფამ თავისი ბიძაშვილი მურვანი (შემდეგში უკანასკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიიდან - მურვან მეორე ანუ მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი) დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად.

ის განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ქართველებმა მურვან ყრუ შეარქვეს, სომხებმა - მურვან ბრმა. თავად არაბები კი ჯიუტი და უხიაგი ხასიათის გამო მურვან ჯორს ეძახდნენ...

მურვან ყრუმ, რომელსაც თავი წინასწარმეტყველ მუჰამედის დისწულად მოჰქონდა, დაიპყრო მთელი კავკასია: "მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისაი, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოისათა და დაფარა პირი ქვეყანისაი". შემდგომ კი 120-ათასიანი ლაშქრით ქართლში შემოიჭრა, "დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა".

ქართლიდან იგი სამცხეს გადავიდა, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმნის მახლობლად) დააქცია, დანარჩენი მესხური მიწებიც ააოხრა და ზეკარის უღელტეხილით იმერეთისკენ დაიძრა. ქართველთა უმრავლესობა მთასა და ტყე-ღრეში გაიხიზნა.

ქართლის ერისმთავარი, სტეფანოზ მესამე, იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად ეგრისში გახიზნულიყო, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა ვაჟებმა, მირმა და არჩილმა, მამა იქვე დაასაფლავეს და თვითონ თავი აფხაზეთს შეაფარეს. მურვან ყრუ ფეხდაფეხ მიჰყვა მათ და გზად "შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვარ¬თა ქართლისათა".

აფხაზეთისკენ მიმავალი არაბთა ლაშქარი არგვეთის სამთავროს მიადგა. ამ დროს არგვეთში მთავრობდნენ დიდებული წარმომავლობის კეთილმსახური ძმები - დავით და კონსტანტინე მხეიძეები, "სანახებისაგან არგვეთისა, დიდნი და დიდებულნი ტომებით და მთავარნი ამის ქვეყანისანი".

ისინი მართლმორწმუნე ქრისტიანები და კარგი სარდლები იყვნენ. "ხოლო იყვნეს წმიდანი ესე ქალწულ ხორცითა და მეცნიერ ძუელისა და ახლისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა. რამეთუ იყო დავით უხუცეს დღითა, ჰაეროან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წუერითა.

ხოლო კოსტანტი შუენიერ გუამითა და მოწაბლე თმითა და წუერ გამო, და ორნივე სავსე სულითა წმიდითა".

როცა ძმებმა უსჯულოთა სამცხეში დაბანაკება შეიტყვეს, პირველ რიგში ღმერთს შემწეობა სთხოვეს და ერს გაძლიერებული ლოცვა და ღამისთევა დაუდგინეს, შემდეგ კი ლაშქარი შეკრიბეს და მტრის დასახვედრად გაემზადნენ: "შეკრიბეს ლაშქარი ამის ქუეყანისაი და ხადოდეს სახელსა ღმრთისასა და განაძლიერებდეს ერსა მორწმუნეთასა ლოცვითა და ღამის თევითა".

მტრის რჩეულმა ლაშქარმა ცეცხლითა და მახვილით სამცხე-ჯავახეთსა და ტაო-კლარჯეთს გადაუარა და არგვეთისკენ (იმერეთისკენ) გამოემართა.

ამ დროს ქართველთა ლაშქარი უკვე შეკრებილი იყო და წმინდა ძმებთან ერთად იმ საგალობელს გალობდა, რომელიც დავითმა გოლიათთან ბრძოლის წინ იგალობა. როგორც კი არგვეთის მთავრებმა არაბთა ლაშქრის მოახლოება შეიტყვეს, ფერსათის მთაზე, ხანისწყალზე ჩამოსასვლელთან, შეეგებნენ მტერს.

წმინდა დავითმა გაამხნევა თავისი მებრძოლები: "წმიდამან დავით სახელი ქრისტესი ფარად მიუპყრა და განაძლიერა გუნდი თვისი". უმაგალითო იყო ქართველთა სიმამაცე. სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი კი სირბილით უკან მიაწყდნენ, მურვან ყრუს წარუდგნენ და შეატყობინეს თავს დამტყდარი უბედურება. როდესაც მურვან ყრუმ შეიტყო, რომ მისი რჩეული ლაშქარი განადგურებული იყო, ძლიერ განრისხდა, თავში ხელი შემოირტყა და თქვა: "ვინ არს მკადრე, რომელმცა წინააღუდგა დიდსა მოციქულსა მუჰამედსა, დედისძმასა ჩემსა?!"

დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას დაადგნენ. დროდადრო მტერს უსაფრდებოდნენ, მოულოდნელად გამოუხტებოდნენ და თავს ესხმოდნენ, შემდეგ გაუჩინარდებოდნენ და კვლავ ელვისებური თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. მამაცურად უმკლავდებოდნენ ქართველები დამარცხებით გაბოროტებულ ლაშქარს.

მაგრამ ბრძოლა უთანასწორო იყო და ქართველები დამარცხდნენ. ურჯულოებმა ხელთ ჩაიგდეს მრავალი ქრისტიანი. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ხოლო გადარჩენილებმა ტყეს შეაფარეს თავი. არგვეთის დიდებული მთავრები მცირე ლაშ-ქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს.

როცა მურვანმა მათი შეპყრობის ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა, ხელები ზეცად აღაპყრო და განადიდა მუჰამედი და მისი სჯული. ხოლო როდესაც ხელშეკრული ძმები ქუთაისში დაბანაკებულ მურვან ყრუს მიჰგვარეს, გესლიანად გაიცინა და თქვა:

- ვინანი ხართ თქვენ, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომელთა იკადრეთ წინაგაწყობაი ჩემი? როგორ გაბედეთ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა, განა არ იცით, რომ დიდი მოციქულის, მუჰამედის შთამომავალი ვარ და მთელი ქვეყანა მე მემორჩილება დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე?!

ძმებმა მიუგეს:

- ამაო არის შენი სიცილი და დაქადნება, ვინაიდან შენი დიდება ერთი წუთისა არის და მალე განქარდება, ხოლო შენი გამარჯვება ქრისტიანებზე მოხდა არა შენი ღირსებისთვის, არამედ ჩვენი ცოდვებისთვის. მუჰამედით კი ტყუილად ამაყობ, რადგანაც მან წარსწყმიდა და აცდუნა თქვენი ერი.

მურვან ყრუ განრისხდა და იქვე მდგომ მტარვალებს ძმების ხელკეტებით ცემა უბრძანა. მათაც ხალისით აღასრულეს მისი ბრძანება და ვიდრე შეეძლოთ, სახეში ურტყამდნენ, შემდეგ კი ძირს დაანარცხეს და დიდხანს გახელებით სცემდნენ, "ვიდრეღა დაშურეს".

კეთილმორწმუნე მთავრები უფალს მადლობდნენ და მისი სახელით ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ.

მაშინ რისხვითა და გულისწყრომით აღსავსე მძვინვარე მტარვალმა უთხრა მათ:

- თქვენ გაბედეთ და ჩემი რჩეული ლაშქარი გაანადგურეთ, ახლა კი დიდებულ და სახელგანთქმულ მოციქულ მუჰამედსაც გვიგინებთ, რომელსაც ყოველი არაბეთი და სპარსეთი ადიდებს.

როცა მურვანმა დაინახა, რომ კვნესაც ვერ ამოჰგლიჯეს მისმა ჯალათებმა ძმებს, მაჰმადიანთა გამოცდილ ხერხს - ლიქნას მიმართა. გონიერება და საომარი ხელოვნება შეუქო დავითს, არაბეთის მთავართა შორის გამორჩეული პატივი და დიდება აღუთქვა, საკუთარ ამალაში უმცროსი ძმის დაწინაურებასაც შეჰპირდა და ასეთი დიდი წყალობის სანაცვლოდ სულ "მცირე" რამ მოსთხოვა ტყვეებს - გამაჰმადიანება.

წმინდა დავითმა ჯვარი გადაისახა და მტკიცედ უთხრა: "ჰოი, მძლავრო ბოროტო, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ნათელი მივატოვოთ და ბნელს შევუდგეთ, რადგან ჩვენმა ღმერთმა თავის ნათელში მოგვიწოდა, როდესაც თავისი ძე და სიტყვა - იესო ქრისტე ამ ქვეყანაზე კაცად მოავლინა. მან კი ყოველივე განგებულება თავს იდვა ჩვენთვის - ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა. შემდგომ კი ამაღლდა და დაბრძანდა "მარჯვენით მამისა".

და ჩვენც მის მეორედ მოვლინებას მოველით, რათა ცოცხლებიცა და მკვდრებიც განსაჯოს. ხოლო როდესაც ჩვენმა მხსნელმა თავისი სახელის საქადაგებლად მთელ ქვეყანაზე თავისი მოწაფეები წარავლინა, ორმა მათგანმა ჩვენს სამშობლომდეც მოაღწია, ჭეშმარიტი სარწმუნოება იქადაგა და ქართველი ერი კერპთმსახურებისგან მოაქცია. ჩვენც მათ მიერ ვართ განათლებულნი და სხვა, ცრუ სჯულს არ დავემონებით, არამედ მზადა ვართ ქრისტეს სახელისთვის დავითმინოთ ტანჯვა, წამება, ცეცხლი, წყალი, მახვილი და სიკვდილი. ისმინეთ მუჰამედის სჯულის მიმდევრებო: ასეთია ჩვენი სარწმუნოება - ქრისტიანობა".

მურვან ყრუს გაუკვირდა მათი სიმტკიცე და მიუგო: "კეთილი განზრახვისა და სწავლისათვის ბოროტი და უგუნური პასუხი მოგვიგეთ, მუჰამედზე კი უგუნურებას ამბობთ, რადგან სპარსელები და არაბები მან მოაქცია ცეცხლთაყვანისმცემლობისგან და ერთი ღმერთის თაყვანისცემაც მან ასწავლა".

მაშინ წმინდა დავითმა ამხილა ყურანი და აგარიანთა სჯული: "მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომაც ემსგავსებით იმ ნავდანთქმულებს, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიღწეულები ჩაიძირნენ".

დავითის პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმინდა სამება: "ვითარცა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით... მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ და მისთვის მოვკუდები".

მაშინ განრისხდა უსჯულო მურვანი და ჯალათებს უბრძანა, ძმები ათი დღე ეშიმშილებინათ და შეუსვენებლად ეწამებინათ, ვიდრე მუჰამედის სჯულს არ აღიარებდნენ. დავითმა და კონსტანტინემ ლოცვითა და ღვთის წინაშე ვედრებით დაითმინეს შიმშილი, წყურვილი, ცემა და მრავალგვარი ტანჯვა-წამება.

ათი დღის შემდეგ უღმერთო მურვანმა კეთილმორწმუნე ძმებს მოგვები და მისნები მიუგზავნა, რათა მათ ტკბილი სიტყვითა და მოფერებით დაეყოლიებინათ არგვეთის მთავრები სარწმუნოების შეცვლაზე.

როცა წარგზავნილები საპატიმროში მივიდნენ და იხილეს ტანჯვითა და შიმშილით ჩამომხმარი წმინდანები, ვითომ განრისხდნენ მათ მტარვალებზე და აღშფოთებულებმა იყვირეს:

- ეს რა გიკადრებიათ ესოდენ დიდებული ადამიანებისა და ბრძოლაში გამოცდილი ქველი ვაჟკაცებისთვის! ნუთუ არ იცით, რომ დიდ ამირა მურვანს ამათი შვება, სიკეთე და ფუფუნება ნებავს?!

შემდეგ კი ერთ-ერთმა მოგვმა ძმებს ტკბილად მიმართა:

- არაბეთისა და სპარსეთის დიდმა მთავარმა მურვანმა მოგვავლინა თქვენთან და შემოგითვალათ: ტყუილად ნუ გექნებათ დასჯილი და მოკლული კაცის იმედი და ნუ დაღუპავთ თქვენს სიჭაბუკეს უდროო, მწარე და საშინელი სიკვდილით, არამედ უმჯობესი აირჩიეთ, შეიწყალეთ თქვენი თავი და მოიქეცით მუჰამედის სჯულზე, რათა ჩვენთან ერთად გაიხაროთ, და რადგანაც მეცოდება თქვენი სიჭაბუკე და მხნეობა, უმჯობესს გირჩევთ. თუ დაემორჩილებით დიდი მთავრის, მურვანის ბრძანებას, აჰა, განმზადებულია თქვენთვის მოსაცემი ძვირფასი შესამოსელი". მტარვალებმა იმწამსვე წინ გაუშალეს ძმებს ძვირფასი ტანსაცმელი, ოქრო-ვერცხლი, სამკაულები, მრავალი საბოძვარი და ყოველი ღონით ცდილობდნენ ძმების გადაბირებას.

წმინდა დავითმა უპასუხა:

- ვინაიდან უგუნურები ხართ და მზაკვარისა და ყრუს მოგზავნილები, აღარ გავაგრძელებთ სიტყვას, არამედ, როგორც პირველად ვაღიარეთ და დავამოწმეთ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ასევე ახლაც მტკიცენი და შეურყეველნი ვართ და ვერავითარი ჭირი და ამქვეყნიური დიდება ვერ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს, ვინაიდან მზად ვართ მისი სახელისთვის დავითმინოთ ყოველგვარი ჭირი და თვით სიკვდილიც.

თქვენ მიერ მონიჭებული საბოძვარი და დიდება კი საძულველი და საძაგელია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი სასოება და დიდება იესო ქრისტეა და მისი სახელისთვის სიკვდილი - საწადელი. წადით და უთხარით ეს ყველაფერი თქვენს მომავლინებელ მაცდურსა და მზაკვარს.

მოგვებმა ყველაფერი მურვან ყრუს მოახსენეს და უთხრეს:

- აღარ გვაქვს მათი მოქცევის იმედი. არც ტანჯვისა ეშინიათ და არც სიკვდილისა, მტკიცედ დგანან თავიანთ სარწმუნოებაზე.

მათი სიტყვების შემდეგ არგვეთის მთავრების სიმტკიცითა და ვაჟკაცობით გაშმაგებულმა მურვან ყრუმ მათი წამებით სიკვდილი ბრძანა.

დავითი და კონსტანტინე რიონის პირას გაიყვანეს, იქ, სადაც წმინდა კოზმა და დამიანეს ტაძარი იდგა. ჯალათებმა თავდაყირა დაკიდეს ხეებზე წმინდა მოწამენი და ხელკეტებით უმოწყალოდ სცემეს. შემდეგ ხელ-ფეხი მაგრად შეუკრეს, ლოდები დააკრეს ქედზე და რიონის პირას მიათრიეს. სიკვდილის წინ ტყვეებმა ლოცვისთვის დრო ითხოვეს. ლოდთა სიმძიმემ მათ საშუალება არ მისცა, ზეცისკენ აღეპყროთ მზერა და მუხლმოყრილებმა აღავლინეს მხურვალე ლოცვა:

"ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათვის წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ხორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათვის შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაი შენი და მიეც შენდობაი ბრალთაი და ყვენ ასონი ხორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა".

ამის შემდეგ ძმებმა ცხოველმყოფელი ჯვარი გადაისახეს და თქვეს: "უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, ხელთა შენთა შევვედრებთ სულთა ჩუენთა, ამინ".

უფალმა წამებულთა თხოვნა შეისმინა, რის დასტურადაც ყველას მოესმა ხმა ზეციდან. შეშინებულმა ჯალათებმა მოწამეთა სხეულები სასწრაფოდ რიონში გადაყარეს და იქაურობას გაეცალნენ.

იმ ღამეს მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ზეციდან მდინარეზე ჩამოდგა სამი ბრწყინვალე ნათლის სვეტი და უკუნ ღამეში ტყე და ველი გაანათა, ხოლო უსულო წყალმა ბუნება შეიცვალა და თავის ზედაპირზე, როგორც სულიერმა, ისე იტვირთა წმინდა მოწამეთა გვამები.

მთავრებს ხელ-ფეხზე საკიდები შემოეხსნათ, ყელზე დაკიდებული ლოდები მოსცილდათ და მათი მბრწყინავი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა და ნაპირისკენ გაირიყა. ღვთის განგებით, მათთან ერთად შეპყრობილმა ორმა მსახურმა, რომლებიც მომსწრენი იყვნენ მათი ტანჯვა-წამებისა და მათ მიერ გამოჩენილი მხნეობისა, მტერს თავი დააღწიეს და ფარულად უთვალთვალებდნენ ჯალათებს. მათ წყლის ზედაპირზე დაინახეს მთავართა მანათობელი ნეშტები და განცვიფრებულნი ღმერთს ადიდებდნენ.

ამ დროს სხვა ორი მსახურიც გამოვიდა ტყიდან, რადგან მათაც იხილეს სვეტიდან გამობრწყინვებული ნათელი, მაგრამ, როდესაც მტრის შიშით აგარიანთა სამოსში გამოწყობილი თვისტომნი იხილეს, შეშინებულებმა გაქცევა დააპირეს.

დამხვდურებმა იცნეს ისინი და დაუძახეს:

- ნუ გეშინიათ, მტრები არ ვართ, ძმები ვართ, მოდით და იხილეთ ჩვენი ბატონები, დავითი და კონსტანტინე, რომელნიც ქრისტესთვის ეწამნენ. ჩვენ მოგითხრობთ მათი გმირობისა და მხნეობის ამბავს.

ისინიც გამხნევდნენ, მიუახლოვდნენ ერთმანეთს და მოუთხრეს, რაც მოხდა. როდესაც მსახურებმა წმინდანთა ნეშტები ნაპირზე გადმოასვენეს, უეცრად ცეცხლოვანი სვეტიდან გამომავალი ხმა მოესმათ: "აიყვანეთ წმინდა მოწამეთა სხეულები და წააბრძანეთ ტყით აღმოსავლეთის მიმართულებით და სადაც დაგათენდებათ, იქ დაკრძალეთ".

განკვირვებულმა მსახურებმა წმინდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს. იმ ადგილას ადრე ხარების სახელობის ეკლესია მდგარა, რომელიც მურვან ყრუს დაექცია. ნაეკლესიარის ქვემოთ, კლდეში, ცარიელი აკლდამა იხილეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავსა და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა.

არგვეთის მთავრების წამების შემდგომ მურვან-ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა და დაბანაკდა ჭყონდიდის სანახებში, ცხენისწყლიდან აფხაზეთამდე.

არაბებმა დაანგრიეს ციხე-ქალაქი გოჯი (ნოქალაქევი) და გააუდაბურეს სამეგრელო (შიდა ეგრისი) და აფხაზეთი. იქვე ეწიათ ღვთის რისხვა - გაწვიმდა და სეტყვა დაატყდა თავს არაბთა ლაშქარს. აბაშები დაბანაკებული იყვნენ მდინარესთან, რომელსაც შემდგომში აბაშა ეწოდა.

ადიდებულმა მდინარე აბაშამ წაიღო და დაახრჩო აბაშ-არაბთა უამრავი მებრძოლი, მდინარე ცხენისწყალმა კი ოთხი ათასამდე ცხენი მოსტაცა დამპყრობლებს და დაუხრჩო. იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი, როგორც გვამცნობს უცნობი ქართველი მწერალი, ავტორი "დავით და კონსტანტინეს წამებისა".

როდესაც მურვან ყრუმ იხილა მოწევნული განსაცდელი, გადალახა კელასურის ქვის კედელი, შეიჭრა აფხაზეთში და დაბანაკდა "პიტიოტას" - ზღვისპირა ქალაქში (პიტიუნტი, ბიჭვინ¬თა). დაანგრია ის და ანაკოფიისკენ გაეშურა.

ანაკოფიის ციხეში, სადაც დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, გამაგრებული იყვნენ აფხაზეთის მთავარი ლეონ I და ქართლის ერისმთავარი მირი და მისი ძმა არჩილი, რომელთაც მთელი გულით შესთხოვეს სასწაულმოქმედ ხატს შემწეობა. ყოვლადმოწყალე დედოფალმაც უსწრაფესად შეისმინა მათი ვედრება.

წმინდა არჩილ მეფეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "წარვედით და ეწყუენით აგარეანთა, რამეთუ მომივლინებიან მათ ზედა გუემაჲ სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე, ხოლო თქუენ მხნე იყვენით და განძლიერ-დით სასოებითა ღმრთისაჲთა".

უფლის შეწევნით არაბთა ჯარში ეპიდემია გაჩნდა, რომელსაც წყალდიდობა ზედ დაერთო და 35 ათასი სარკინოზი ამოწყდა, ხოლო 3 ათასი მახვილით მოისრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაუმართეს არაბებს იბერიისა და აფხაზეთის შეერთებულმა ძალებმა, გამარჯვება ქართველებს დარჩათ. ამავე დროს არაბთა ჯარში ჭირიც გაჩენილა, რის შემდეგაც მარცხნაჭამი მურვან ყრუ აფხაზეთიდან გამოიქცა.

ამით არ დასრულებულა რისხვა უფლისა. რამდენიმე წელიწადში, 744 წელს, მურვან ყრუ ჯორმა ხალიფას ტახტი დაიკავა. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მისი მბრძანებლობა: ჯერ ირანში შიიტები აუჯანყდნენ, მერე მესოპოტამიაში, ტიგროსის შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან მისი არმია სასტიკად დაამარცხეს მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავალის აბუ-ალ-აბასის მეომრებმა.

ამ ომში ფაქტობრივად გაწყდა მთელი საგვარეულო ომაიანებისა (ომაიდებისა). სამასი ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა. მალე მურვან ყრუს გაქცეული ვაჟიც მოკლეს. აბუ-ალ-აბასი ხალიფას ტახტზე ავიდა. მურვან ჯორი კი გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს ეგვიპტეში და 750 წლის 6 აგვისტოს მოკლეს.

სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა და სარწმუნოებისთვის წამებულთა განსასვენებელი ადგილი სრულიად საქართველოს გამაერთიანებელი მეფის - ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) მეფობამდე უჩინო და დაფარული იყო.

მემატიანე გვამცნობს: ღმრთისმოყვარე მეფე ბაგრატს სიზმრად ორი ახოვანი მხედარი გამოსცხადებია ჯვრითა და ხმლით ხელში, თავიანთი ვინაობა მოუხსენებიათ და ხარების ეკლესიის აღდგენა და მათი ეკლესიაში გადასვენება უთხოვიათ.

სულიწმიდით აღძრულმა ბაგრატმა მათ სამარხზე ააშენა მონასტერი და მშვენიერი ხარების ეკლესია, რომელშიც დიდმოწამე წმინდანები შავი, ძვირფასი ლუსკუმით (კუბო) დაასვენა და მლოცველთა თაყვანისსაცემლად ცხადად გამოაჩინა მათი უხრწნელი სხეულები, ხოლო მათ მოსახსენიებლად და სადიდებლად წმინდა ეკლესიამ დააწესა 2 (15) ოქტომბერი.

მაგრამ ძმათა მხეიძეთა წამება თურმე ამით არ დამთავრებულა. ახალი მარტვილობა მათ წინ ელოდათ...

განვლო თითქმის 12-მა საუკუნემ და საქართველოს კვლავ შემოესია მძვინვარე მტერი, ამჯერად - ჩრდილოეთიდან მოსულ ღვთისმებრძოლთა წითელი ლაშქარი, რომელსაც წინ მურვან ყრუზე უარესი, ნაქართველარი და ქრისტიანყოფილი წინამძღოლები მოუძღოდნენ.

აღმოსავლეთ საქართველოს აოხრების შემდეგ "წითელი ურდო" დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე როგორც მურვან ყრუმ, "მოსრა და მოაოხრა ყოველი".

ქართველ ერს ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა წმინდა დიდმოწამე ძმების დავითისა და კონსტანტინეს მიმართ, დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ეთაყვანებოდა მათ უხრწნელ ნაწილებს და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ მებრძოლ, სამშობლოსთვის წამებულ გმირებად მიიჩნევდა. ამის გამო ღმრთისმბრძოლი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც "მოწამეთობა" ანუ "ორწიფობა" საქართველოში კვლავ უდიდეს დღესასწაულად რჩებოდა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუებოდნენ ბოლშევიკები.

"უღმერთოთა კავშირმა" ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში დავით და კონსტანტინეს ნეშტის დათვალიერებით დაიწყო. მათ მიზნად დაისახეს, უარეყოთ მათი სასწაულებრივი ძალა, რაც საექიმო კომისიის ოქმის გამოქვეყნებით დასრულდა.

კომისიამ დაასკვნა, რომ დავით და კონსტანტინეს ნეშტის უხრწნელად შენახვის ფაქტში სასწაულებრივი და არაბუნებრივი არაფერი იყო. ეს ოქმი გამოქვეყნდა 1923 წლის 4 მარტს გაზეთ "მუშა და გლეხში".

1923 წლის აპრილში, აღდგომის წინა კვირას, ვნების შვიდეულში, როდესაც ტაძარში ცისკრის ლოცვა ტარდებოდა, ვინმე უღირსმა მორჩილმა მიხაილამ ჩუმად გაუღო მონასტრის შემოსასვლელი კარი "უღმერთოთა კავშირის" წევრებს და ისინიც, უცხო თესლ-ტომთა მსგავსად, თავს დაესხნენ მუხლმოდრეკილ, მლოცველ ბერებს; ახალგაზრდა კომუნისტებმა დაარბიეს მონასტერი, ააწიოკეს და გაძარცვეს ეკლესია, გაიტანეს მთელი სიმდიდრე, ძვირფასი ხატები, წიგნები, ჩამოგლიჯეს ზარები. მონასტრის დაცვას შეეწირა რამდენიმე ბერი.

უგუნურებმა წმინდა დავით და კონსტანტინეს კიდურები დააგლიჯეს და ნაძარცვ ნივთებთან ერთად მატარებლით ქუთაისისკენ წაიღეს წმინდა მოწამეთა ნეშტები.

საფიჩხიაზე მათ დროგი ელოდებოდათ და იმით დაატარებდნენ ქუთაისში მოწამეთა ძვირფას ნეშტებს და უპატიოდ შეურაცხყოფდნენ. მამა თორნიკეს (ერისკაცობაში - გაგი მოსაშვილი) გადმოცემით, რომელიც თვითმხილველი იყო ამ სამარცხვინო პროცესიისა, დროგზე შემდგარი ახალგაზრდა ვაი-ქართველი ხელში ათამაშებდა დიდმოწამე ძმების თავის ქალებს, ერთმანეთს უკაკუნებდა და ქილიკობდა: ამ ძვლებს თუ რამე შეუძლიათ, აბა, მავნონო.

მაშინ მამა თორნიკეს პაპას, რომელიც ძალიან განიცდიდა ქართველი ერის სათაყვანებელი წმინდანების ასეთ შეურაცხყოფას, მიუძახებია, - იმის მეტი რაღა უნდა მოგივიდეს, რაც შენს თავს ტრიალებს, გაუგიჟებიხარ უკვეო.

ღვთის რისხვა მალე მიეწიათ ახალ ჯალათებსა და მათი ოჯახის წევრებს. უღირს და მოღალატე მორჩილ მიხაილას საშინელი სიკვდილი მიეზღო. ლოგინში მწოლიარე და დაუძლურებული თხამ რქებით აკუწა.

ქუთაისის "სობოროს" ნგრევაში მონაწილე ვინმე გვიშტიბელს, ქვის კეცის მთლელს, რომელმაც ჯვრის ღეროს ნაწილი გადაჭრა, მთელი სხეული დაუწყლულდა, მატლები დაეხვია და საშინელი ტანჯვით აღესრულა.

მასზე ამბობდნენ, ცოდვებმა უწიაო. ქუთაისის "სობოროს" ნგრევის დროს მოხდა სწორედ, რომ ჭკუიდან გადამდგარი ერთი აქტივისტი გუმბათიდან გადმოვარდა და იქვე განუტევა სული.

..."ჯოჯოხეთური პროცესია" კი ქუთაისის ქუჩებში გზას განაგრძობდა. ეშმას სულჩასახლებულმა ვაი-ქართველებმა განიზრახეს წმინდა მოწამეთა ნეშტების რიონში გადაყრა. ამ მიზნით მათ გაიარეს ურიცკის, თბილისის, ლუქსემბურგის, კიროვის ქუჩები და მიადგნენ მდინარე რიონს.

ის-ის იყო, ხიდზე უნდა შემდგარიყვნენ, რომ... ჰოი, საკვირველება! - ამ აპრილის მზიან დღეს ქარბუქი ამტყდარა, წამოსულა თავსხმა წვიმა და სეტყვა, ელვისა და ჭექა-ქუხილისგან კი ჩამობნელებულა კიდეც და ქუთაისის მოსახლეობა მოწმე გამხდარა სასწაულისა, რომელმაც ეს გაუგონარი ბოროტება შეაჩერა.

რიონის მხრიდან წვიმა და ძლიერი ქარ-კოხი ქროდა, ისეთი, რომ პროცესია ხიდზე ვეღარ გადავიდა, სახეში სცემდათ თურმე ქარი, სეტყვანარევი წვიმის შეუვალი კედელი აღიმართა ხიდთან და მდინარე რიონამდე ვეღარ მივიდნენ საბრალობელი ვაი-ქართველები. წმინდა ნაწილების გადაყრაც ვერ მოუხერხებიათ.

ამ სასწაულს წლების განმავლობაში მრავალ ოჯახში იხსენებდნენ.

ამ შეფერხებით ისარგებლა სასიქადულო მამულიშვილმა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და საზოგადო მოღვაწემ, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელმა და პირველმა დირექტორმა, პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ (მისი მამა-პაპანი სამღვდელონი იყვნენ) და სასწრაფოდ დაუკავშირდა რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარმმართველობის გამგეს ვუკოლ ბერიძეს და შეატყობინა, რომ "განსაცდელში იყვნენ საქართველოს ეროვნული გმირები - დავითი და კონსტანტინე".

ვუკოლ ბერიძე დაუკავშირდა მთავრობის წევრებს, მაგრამ მასაც არ უხსენებია, რომ დავითი და კონსტანტინე წმინდანები იყვნენ, არამედ მხოლოდ აღნიშნავდა, რომ დაუშვებლად მიაჩნდა ქართველი ერის სახალხო გმირების ნეშტის მოსპობა-განადგურება. თბილისიდან მოვიდა ბრძანება და ტრიფონ ჯაფარიძემ წმინდანთა ნეშტებს ქუთაისის მუზეუმში დაუდო ბინა.

1923 წლიდან 1954 წლამდე დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები დაცული იყო ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სარდაფში, მაგრამ მორწმუნე ერი მაინც ახერხებდა სანთლით ხელში მიახლებოდა მათ წმინდა ნაწილებს და ელოცა მათ წინაშე.

რაც შეეხება წმინდა ნაწილების მოწამეთაში დაბრუნებას, აი, რას ჰყვება ბატონი გიორგი გიგოლაშვილი, რომელიც იმ დროს საქართველოს მინისტრთა საბჭოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა რწმუნებელი გახლდათ (იხ. "საპატრიარქოს უწყებანი", 2003, 14):

"დიდი სამამულო ომის შემდეგ, როგორც ცნობილია, სტალინის მითითებით, რუსეთში აღადგინეს მრავალი დარბეული ტაძარი და მონასტერი, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრაც.

ამით წახალისებულმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ დააყენა ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი იმის თაობაზე, რომ დავითის და კონსტანტინეს ნეშტი გადაეცათ ეკლესიისთვის და კვლავ დაკრძალულიყო მოწამეთას ტაძარში, სადაც ასეული წლების განმავლობაში ესვენა.

ერთი სიტყვით, საქმე ადგილიდან დაიძრა. პატრიარქის თხოვნა, ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის მითითებით, დასკვნისთვის გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო კომიტეტს, მაგრამ კომიტეტის მდივანმა გრიგოლ ნარსიამ კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია დაიკავა იმ მოტივით, თითქოს ეკლესიაში ნეშტის დაბრუნება ადგილობრივ მოსახლეობაში ახალ რელიგიურ აღტყინებას გამოიწვევდა და ამრიგად, საკითხი იმჯერად ვერ გადაწყდა.

1951 წლის ბოლოს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა რწმუნებულად ვმუშაობდი, ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) გამაცნო ამ საკითხის ვითარება და მთხოვა გამეგო, არსებობს თუ არა დავითისა და კონსტანტინეს ნეშტთა მოწამეთას ეკლესიაში დაბრუნების შესაძლებლობა.

შევისწავლე ეს საკითხი, ვინახულე ნეშტი (ეს გახლდათ ორი ჩონჩხი და მოკვეთილი თავის ქალები, რომლებიც შუშით დაფარულ გრძელ ყუთში ელაგა). ამის შემდეგ ეპისკოპოს გაბრიელს ვაცნობე, რომ საკუთარ თავზე ავიღებდი ამ საკითხის მოგვარებას, იმ პირობით, თუ საეკლესიო სახსრებით მოწამეთას ტაძრის აღდგენასა და შეკეთებას უზრუნველყოფდა.

გაბრიელი უმალვე დამეთანხმა. ტაძრის აღდგენა 40 000 მანეთი დაჯდა. აღდგენითი სამუშაოების დამთავრებისთანავე გავემგზავრე ქუთაისს და ნეშტის გადმოსვენების საკითხი საქალაქო კომიტეტის მდივანს, ნუგზარ რუხაძეს შევუთანხმე. რუხაძე ამ საქმეს დადებითად შეხვდა.

1954 წლის 4 ივლისს, ჩემი თანდასწრებით, დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა ნოე ბალანჩივაძემ ეპისკოპოს გაბრიელს გადასცა.

ნეშტი სატვირთო ავტომანქანით გადაიტანეს მოწამეთას ეკლესიაში და საკმაოდ ხანგრძლივი პერიპეტიების შემდეგ საუკუნო ადგილსამყოფელს დაუბრუნდა".

"1954 წელს მოწამეთას ეკლესია მოქმედი გახდა და დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები კვლავ დაუბრუნდა პირვანდელ წმინდა სამყოფელს. ბოლშევიკების გეგმის მიხედვით, წმინდა მოწამენი ღამით, ფარულად უნდა ჩამოესვენებინათ, მაგრამ ამ სასიხარულო ამბის დაფარვა მოსახლეობისგან ვერ შეძლეს და XX საუკუნის მრავალ ჭირვარამგადახდილი და ეკლესიაწართმეული ქართველი ხალხი ანთებული სანთლებითა და ჩირაღდნებით ხელში მიაცილებდა სადგურიდან მოწამეთას ტაძრამდე VIII საუკუნეში წამებულ სანატრელ წმინდანებს და ელოდა, რომ ოდესმე თვითონაც დაუბრუნდებოდა დედაეკლესიის წიაღს, რაც ბოლშევიკების 70-წლიანი უღმერთო მმართველობის დასრულების შემდეგ, ღვთის წყალობით, აღსრულდა კიდეც. ახლად აღდგენილი ეკლესია აკურთხა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ).

მოწამეთას წმინდა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარჯ¬ვენა მხარეს, გელათიდან ორი კილომეტრის მანძილზე.

მონასტერი გალავნითაა მოზღუდული, რომელიც განსაკუთრებით მაღალია დასავლეთის მხრიდან, ეზოში შესასვლელ კარიბჭესთან, სადაც წინათ ასაწევი ხიდი და კოშკი ყოფილა.

გალავნის შიგნით დგას ხარების ეკლესია, რომელსაც ადრე გუმბათი არ ჰქონია. XIX ს-ში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ქიქოძე) მორწმუნეთაგან შემოწირული თანხით აღადგინა ეკლესია და სამრეკლო და ხის ლუსკუმით შემოსა დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები. ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ფაქტობრივად, ხელახლა აშენდა მოწამეთას ხარების ტაძარი.

იგი ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია, გუმბათი ოთხ სვეტს ეყრდნობა, რომელთაგან ორი საკურთხევლის შვერილია. ეკლესიას ორი კარი აქვს, დასავლეთისა და სამხრეთისა.

ტაძარში საკურთხეველი ჩრდილოეთის მხარეს არის მოთავსებული, რაც ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში იშვიათობაა, ეს კი განაპირობა იმან, რომ აღმოსავლეთის მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის მოჩუქურთმებული ორი ლომის მხრებზე იდგა ხისაგან დამზადებული ლუსკუმა, რომელშიც მოთავსებული იყო დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები;

ლუსკუმის ქვემოთ დატოვებული იყო ადგილი, რათა მორწმუნეებს მუხლმოდრეკით მიეგოთ პატივი მოწამეთა წმინდა ნაწილებისთვის, რომელთა წყალობითაც, საუკუნეების მანძილზე ეფინებოდა ღვთის მადლი მოწამეთას და ვინც წმინდანთა საძვალეს ღრმა რწმენით მიეახლებოდა, იკურნებოდა სულიერადაც და ფიზიკურადაც, რადგან წმინდა დავითსა და კონსტანტინეს თავიანთი ერი არასოდეს დაუტოვებიათ და არ გაუწყვეტიათ მასთან სულიერი კავშირი.

არც არასოდეს დამცხრალან ერის სასიკეთოდ და მამულისთვის არ მოუკლიათ ღვთის წინაშე შემწეობა და მფარველობა და დღემდე ანიჭებენ კურნებას წმინდა საძვალის წინაშე რწმენითა და სასოებით მლოცველთ, რისი ხილული მაგალითიც ჩვენს დროშიც გაცხადდა: წმინდა დავითისა და კონსტანტინეს შესახებ მოწამეთაში დოკუმენტურ ფილმს იღებ¬და მართლმადიდებლური ფილმების სტუდია "მეოხი" (ხელმძღვანელი მარიანა კალანდარიშვილი, ოპერატორი გიორგი გელაშვილი).

ფილმის გადაღებისას ერთ-ერთი ოპერატორი 22-მეტრიანი კლდიდან გადავარდა და წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს მეოხებით, არათუ გადარჩა, არამედ არც კი დაშავებულა.

2009 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ხარების ეკლესიიდან მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ახალი ლუსკუმა მიაბრძანეს, რომელშიც წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები მოთავსდა. ლუსკუმა ქუთაისელმა ოსტატებმა დაამზადეს.

ის ოქროსა და ვერცხლშია შესრულებული და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი. ლუსკუმის დამზადებისას ოსტატებმა ტიხრული მინანქარი და ძველი ქართული ორნამენტები გამოიყენეს. ლუსკუმა მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის რეაბი-ლიტაციის ფარგლებში მომზადდა" (თ. მჭედლიშვილი).

დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობის ამბავი ძველადვე ყოფილა აღწერილი. ამ "ძველი" თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე შეიქმნა არგვეთის მთავართა მარტვილობის ახალი, მეტაფრასული რედაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, დაწერილია არა უადრეს XII საუკუნის I ნახევრისა (კ. კეკელიძე, ს. ყუბანეიშვილი).

ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი XIII საუკუნეშია შექმნილი. გარდა ამ თხზულებისა, ჩვენამდე მოღწეულია "დავით და კონსტანტინეს წამების" ანტონ კათალიკოსისეული რედაქცია (1768-69) და 5 სხვადასხვა სვინაქსარული რედაქცია (XIII-XVIII სს.).

ტროპარი:

მოწამეთა შენთა, უფალო, დავით კონსტანტინეს თანა ღუაწლთა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:

ვარდნო შუენიერნო ზეცისა მტილისანო, რომელნი ფშჳთ სულნნელებასა ყოველთა კიდეთა, და კურნებასა აღმოუდინებთ სურვილით მედღესასწაულეთა თქუენთა, დავით უძლეველობითა გჳრგჳნოსანო, და კონსტანტინე ჭურო სიმჴნისაო, მაქებელთა თქუენთა სამმღელვარენი განსაცდელნი გარე-წარხადენით, და ოხითა თქუენითა მომადლეთ მშჳდობაჲ სულთა ჩუენთა.
............................
აქვე წაიკითხეთ:

მოწამეთა

ბოლშევიკებს სურდათ, ღამით ფარულად გადაესვენებინათ დავით და კონსტანტინეს ნაწილები, თუმცა მოსახლეობამ მაინც შეიტყო და ისინი ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ წმიდა ნაწილებს...

კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) - სიტყვა დავით და კონსტანტინობის დღეს

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები

წმინდა მოწამე დავითის და კონსტანტინეს მადლი შეგვეწიოს!

მათი ლოცვის დასტურად ზეციდან უცნაური ხმა გაისმა







ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat